საგანმანათლებლო პროექტი

Sputnik–მა საქართველოსა და სხვა ქვეყნების მედიისთვის საგანმანათლებლო პროგრამა ჩაუშვა

65
(განახლებულია 11:10 21.03.2018)
რუსული მედია–საშუალებები პოსტსაბჭოთა სივრცეში ჟურნალისტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik–ი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ჟურნალისტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამა SputnikPro–ს იწყებს, რომლის მასტერ–კლასი თბილისში 20 მარტს გაიმართა.

SputnikPro ეს არის რუსულ მედია–საშუალებებში მუშაობის დიდი გამოცდილების მქონე საუკეთესო სპეციალისტებისა და მედიამენეჯერების  პრეზენტაციები და მასტერ–კლასები. პროგრამა ჟურნალისტებს თანამედროვე მულტიმედიური საინფორმაციო სააგენტოს სტანდარტებსა და მუშაობის ტექნოლოგიებს აცნობს. მასტერ–კლასების პირველი სერია მინსკში ჩატარდა. მეორე – თბილისში, რის შემდეგაც SputnikPro ერევანში გაემგზავრება. 

Проект SputnikPro в Мультимедийном пресс-центре Sputnik Грузия
© Sputnik / STRINGER
SputnikPro-ს საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში ჩატარებული მასტერ-კლასი „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრესცენტრში

 „დღევანდელ დღემდე ყოფილი საბჭოთა კავშირისქვეყნებში  ჟურნალისტებთან ე.წ. ჩვენი დასავლელი პარტნიორები ურთიერთობდნენ – სააგენტოები და ფონდები, რომლებიც ე.წ. დემოკრატიული ფასეულობების ხელშეწყობით არიან დაკავებული. ჩვენ არ ვაპირებთ თავს რამე მოგახვიოთ – ჩვენთვის ესაა, როგორც დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან შეხვედრა: ყველას თავისი ცხოვრება აქვს, მაგრამ არის რაღაც, რისი გაზიარებაც შესაძლებელია და ვისთან  ერთადაც მაგიდასთან ჯდომა კომფორტულია“, – აღნიშნა Sputnik–ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა. 

 Sputnik–ისა და   საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას“ წარმომადგენლები დამსწრეთ გაუზიარებენ გამოცდილებას, რომელიც რუსულ ენაზე მომუშავე ჟურნალისტებისთვის იქნება საინტერესო. კონკურენტული გამოცემების ჟურნალისტებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ სასარგებლო ცოდნა, რაც  Sputnik–თვისაც ძალზე მნიშვნელოვანია – კონკურენცია სააგენტოს უფრო აქტიურად განვითარებას აიძულებს.

Заместитель Главного редактора МИА Россия сегодня Наталья Лосева
© Sputnik / STRINGER
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას“ მთავარი რედაქტორის მოადგილე ნატალია ლოსევა

SputnikPro–ს პროგრამაში მონაწილეობენ:  საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას“ მთავარი რედაქტორის მოადგილე, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ახალი მედიაფაკულტეტის კათედრის  უფროსი მასწავლებელი ნატალია ლოსევა, „როსია სეგოდნიას“ სახელმწიფო ინტერნეტ–პროექტების დირექციის დირექტორის მოადგილე ირინა კედროვსკაია, „როსია სეგოდნიას“ სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელი ოლეგ შედროვი, „როსია სეგოდნიას“ ოპერატიული ილუსტრირების განყოფილების უფროსი, ონლაინ–გამოცემის ფოტოსამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე სვეტლანა სვიაზოვა, „როსია სეგოდნიას“ მულტიმედიური საერთაშორისო პრეს–ცენტრის ხელმძღვანელი ოლგა კოლევა და „როსია სეგოდნიას“ მრჩეველი სვეტლანა ბაბაევა.

Проект SputnikPro в Мультимедийном пресс-центре Sputnik Грузия
© Sputnik / STRINGER
SputnikPro-ს საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში ჩატარებული მასტერ-კლასი „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრესცენტრში

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო  Sputnik-ი – ერთ–ერთი მსხვილი მსოფლიო მედია–საშუალებაა: სააგენტო 32 ენაზე მაუწყებლობს, პრეს–ცენტრები და რედაქციები მთელი მსოფლიოს მასშტაბით  – ტოკიოდან მონტევიდეომდე  24–საათიან რეჟიმში გადასცემენ ახალ ამბებს. 

პოსტსაბჭოთა სივრცეში მუშაობის სამი წლის განმავლობაში Sputnik–ის ვებ–გვერდებმა კონტენტის მიწოდების ტექნოლოგიური ფორმატებისა და ახალი ტექნოლოგიების წყალობით, ადგილობრივ მედია–საშუალებებს შორის ლიდერი პოზიციები დაიკავეს.

ახლო აღმოსავლეთის თითოეულ ქვეყანაში  Sputnik–ის ვებ–გვერდები  ეროვნულ და რუსულ ენაზეა წარმოდგენილი, ისინი მკითხველს ასევე წარმოუდგენენ მრავალფეროვან მულტიმედიურ კონტენტს: ინფოგრაფიკას, ვიდეოს, ფოტორეპორტაჟებს, ონლაინ–ეთერებს და ა.შ. ოპერატიულ ახალ ამბებთან ერთად, Sputnik–ი აქვეყნებს ანალიტიკურ მასალებსა და ექსკლუზიურ ინტერვიუებს. რადიო Sputnik–ი ინტერნეტსა და FM/AM დიაპაზონებზე 18 ენაზე მაუწყებლობს.

 

 

 

 

 

65
Россия сегодня–ს შენობა მოსკოვში

საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნია“ კორონავირუსთან ბრძოლის ალიანსს შეუერთდა

28
(განახლებულია 22:34 27.03.2020)
კორონავირუსთან ბრძოლის მეთოდებზე მოქალაქეთა ობიექტური და მაქსიმალურად ოპერატიული ინფორმირება მის დამარცხებაში დაგვეხმარება

თბილისი, 27 მარტი - Sputnik. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნია“ შეუერთდა კორონავირუსთან ბრძოლის ალიანსს, რომელიც რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა, რუსეთის მრეწველთა და მეწარმეთა კავშირმა, Яндекс–მა და Mail.ru Group-მა შექმნეს, იუწყება სააგენტოს პრესსამსახური.  

 „საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნია“  აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ალიანსის პროექტების საინფორმაციო უზრუნველყოფაში“, - აღნიშნავენ პრესსამსახურში. 

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდისა და „როსია სეგოდნიას“  პირველი ერთობლივი პროექტი კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში გახდა „ახალი კორონავირუსული ინფექციის COVID-19-ის პროფილაქტიკისა და მკურნალობის სახელმძღვანელოს“ პუბლიკაცია და რუსეთში გამოცემა. ესაა მსოფლიოში პირველი გამოცემა, რომელიც კომპლექსურად აღწერს ვირუსის პროფილაქტიკისა და კონტროლის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხებს, პაციენტების მოვლის გამოცდილებას.

სახელმძღვანელო შედგენილია ჩჟეძიანის პროვინციის საუნივერსიტეტო სკოლის აკადემიური კლინიკის მიერ ჩინეთის გამოცდილებისა და კლინიკური მონაცემების საფუძველზე. სახელმძღვანელო ოპერატიულად ითარგმნა და გამოიცა რუსეთში და უფასოდ ურიგდება სამკურნალო დაწესებულებებს და სპეციალისტებს. მისი გადმოწერა შესაძლებელია ინტერნეტითაც.

 „როსია სეგოდნიას“ გენერალური დირექტორი დმიტრი კისილიოვი დარწმუნებულია, რომ სააგენტო ყველა რესურსს აამოქმედებს კორონავირუსის შესახებ ადამიანების ინფორმირებისთვის.

 „ჩვენ გადავწყვიტეთ ალიანსთან შეერთება, რათა გამოვიყენოთ ჩვენი რესურსები ადამიანებისთვის სანდო ინფორმაციის ოპერატიულად მისაწოდებლად ამ ურთულეს პერიოდში. ახლა ეს ჩვენი პროფესიული ვალია, ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა კისილიოვმა.

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის გენერალური დირექტორი კირილ დმიტრიევი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის დამარცხების აუცილებელი პირობაა მიმდინარე სიტუაციასა და ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ზომებზე მოსახლეობისთვის ობიექტური ინფორმაციის მაქსიმალურად ოპერატიულად მიწოდება.  

 „როსია სეგოდნიას“ მაღალი პროფესიონალიზმი და ოპერატიულობა მნიშვნელოვნად გააძლიერებს ალიანსს და მისი პროექტების საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს. სააგენტომ უკვე გამოავლინა ახალი პრაქტიკების ძიებისა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობები. საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას“ შემადგენლობაში შემავალი РИА Новости  და Sputnik–ი  სანდო, ხარისხიანი ინფორმაციითა და ოპერატიულობით ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ და ახლა ისინი ადამიანებისთვის ახალი ამბების ყველაზე სრულყოფილ წყაროს წარმოადგენენ“, - განაცხადა მან.

28
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
ანა ბელკინა - პროექტი SputnikPro

თბილისში SputnikPro-ს პროექტი დაიწყო, რომელშიც RT-ს ტოპ-მენეჯერი მონაწილეობს

59
(განახლებულია 12:41 07.06.2019)
SputnikPro-ს პროექტის მეექვსე მოდულის ფარგლებში რუსი და ქართველი ჟურნალისტები ანტიკრიზისულ PR-სა და ფეიკ-ნიუსებზე ისაუბრებენ.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-მა მედიამენეჯერების, ჟურნალისტებისა და PR-სპეციალისტებისთვის SputnikPro-ს მორიგი მოდული ჩაუშვა.

ღონისძიება „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში პარასკევს, 7 ივნისს, 11:00 საათიდან მიმდინარეობს. სპიკერია RT-ის მთავარი რედაქტორის მოადგილე, პრეს-სამსახურის ხელძღვანელი, არხის მარკეტინგისა და სტრატეგიული განვითარების დირექტორი ანა ბელკინა. გამოსვლის თემაა „ანტიკრიზისული პიარი, ანუ როგორ შეძლებს მასმედია ფეიკ-ნიუსების ეპოქაში სამყაროსთან ურთიერთობას".

„მინდოდა მესაუბრა ჩვენს გამოცდილებაზე ახალ ამბებთან დაკავშირებით და ასევე, იმის შესახებ, რაც ახლა მსოფლიო ფეიკ-ნიუსებთან დაკავშირებით ხდება. დავიწყებ, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, РТ-ს მუშაობით", - განაცხადა ანა ბელკინამ მასტერ-კლასის დასაწყისში.

მან ასევე ღონისძიების მონაწილეებს უჩვენა ფილმი РТ-ს მუშაობის შესახებ, რომელიც ტელეარხის 10-წლისთავთან დაკავშირებით გადაიღეს.

Sputnik-საქართველოს" პროექტის ხელმძღვანელი ოქსანა ვოინცევა: „SputnikPro კიდევ ერთხელ ხდება ადგილი, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტები საკუთარ მოსაზრებებს გაუზიარებენ ერთმანეთს. დღეს ქართული მასმედიის წარმომადგენლებთან საუბრობს ცნობილი რუსი მედიამენეჯერი, მსოფლიო დონის PR-სპეციალისტი ანა ბელკინა. ის RT-ს წარმატებული მუშაობის საიდუმლოებებს გაამხელს და ქართველ კოლეგებთან რუსეთისა და საქართველოს მედიაბაზრზე არსებულ ვითარებას განიხილავს. ესაა პროფესიული დიალოგი, რომელსაც, იმედი მაქვს, მონაწილეები ღირსეულად შეაფასებენ".

SputnikPro – ეს არის საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის პროექტი ჟურნალისტების, სტუდენტების, პროფილური უმაღლესი დაწესებულებების, პრეს-სამსახურების თანამშრომლებისა და მედიასფეროს სხვა სპეციალისტებისთვის, რომელიც მიმართულია უცხოელი კოლეგების გამოცდილების გაზიარებისკენ, მედიაკომუნიკაციისა და პროფესიონალური კავშირების განვითარებისკენ. პროექტის არსებობის განმავლობაში სხვადასხვა ფორმატებში მასში 80-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. მასტერ-კლასები უკვე ჩატარდა აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელარუსში, საბერძნეთში, საქართველოში, ინდოეთში, ყირგიზეთში, თურქეთსა და ესტონეთში. საქართველოში SputnikPro მეექვსედ ტარდება.

Sputnik-ი ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი საერთაშორისო მედიასაშუალებაა, რომელიც აერთიანებს ცალკეული ქვეყნებისა და რეგიონულ მულტიმედიურ ინტერნეტ–საიტებს 32 ენაზე, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ და სხვა ენებზე მსოფლიოს 90-ზე მეტ ქალაქსა და ინტერნეტში. Sputnik-ი 24-საათიან რეჟიმში მთელი მსოფლიოს მასშტაბით წამყვან გამოცემებს გადასცემს ახალ ამბებს ინგლისურ, არაბულ, ესპანურ, ჩინურ და სპარსულ ენებზე. Sputnik-ის საინფორმაციო რესურსების აუდიტორია თვეში 60 მილიონზე მეტ მომხმარებელს შეადგენს, Sputnik China-ს აკაუნტის ხელმომწერთა რაოდენობა „ვეიბოში" 10 მილიონს აჭარბებს. მთელ მსოფლიოში ტოკიოდან მონტევიდეომდე 22 სარედაქციო ცენტრში ათობით ეროვნების ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს. Sputnik-ი შედის მედიაჯგუფ Россия сегодня-ში. Sputnik-ის სათავო ოფისი მოსკოვში მდებარეობს.

პოსტსაბჭოთა სივრცეში მუშაობის პერიოდში Sputnik-ის ვებ-გვერდებმა კონტენტის მიწოდების ტექნოლოგიური ფორმატებისა და ახალი ტექნოლოგიების წყალობით ადგილობრივ საინფორმაციო საშუალებებს შორის ლიდერი პოზიციები დაიკავა.

უცხოეთის თითოეულ ქვეყანაში Sputnik-ის ვებ-გვერდები ეროვნულ და რუსულ ენაზეა წარმოდგენილი, ისინი მკითხველს ასევე აწვდიან მრავალფეროვან მულტიმედიურ კონტენტს: ინფოგრაფიკას, ვიდეოს, ფოტორეპორტაჟებს, ონლაინ-ეთერებს და ა.შ. ოპერატიულ ახალ ამბებთან ერთად Sputnik-ი აქვეყნებს ანალიტიკურ მასალებსა და ექსკლუზიურ ინტერვიუებს.

59
თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი: გიორგი გახარია 31 ოქტომბერს ჩვენ გუნდს გამარჯვებამდე მიიყვანს

0
(განახლებულია 15:36 04.06.2020)
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრა.

 

თეა წულუკიანი: გიორგი გახარია 31 ოქტომბერს ჩვენ გუნდს გამარჯვებამდე მიიყვანს
„გუშინ გავრცელდა ყალბი ინფორმაცია, თითქოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მიდის თანამდებობიდან. ეს არის ე.წ. ფეიკ ნიუსი. არავინ არსად არ მიდის. ბატონი გიორგი გახარია არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც მიიყვანს ჩვენ გუნდს საბოლოო გამარჯვებამდე, რომელიც 31 ოქტომბერს შედგება. ეს იქნება გუნდი, რომელიც არა მხოლოდ პანდემიას დაამარცხებს, არამედ სახელისუფლებო გუნდი, რომელიც ისევ დაამარცხებს დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნებით იმ პრობლემას, რომელსაც ქვია ფეიკ ნიუსების შემქმნელი ოპოზიცია და მათი მედიასაშუალებები“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის განმარტებთ, უწყების არც ერთი ჩინოვნიკი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

0