სერგეი კოჩეტკოვი და ალექსეი ბოგდანოვიჩი

Sputnik-მა და II ევროპული თამაშების დირექციამ თანამშრომლობის დოკუმენტი გააფორმეს

9
(განახლებულია 14:13 26.01.2018)
დოკუმენტი მხარეების ურთიერთქმედებას განსაზღვრას, რომელიც 2019 წლის ევროპული თამაშების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-მა, რომელიც მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას“ შემადგენლობაში შედის, და ფონდმა „დირექცია II ევროპული თამაშები 2019“ საინფორმაციო თანამშრომლობაზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

თანამშრომლობის მიზანია თამაშების ხარისხიანი და ოპერატიული გაშუქება საერთაშორისო დონეზე. დოკუმენტს ხელი მოაწერეს „როსია სეგოდნიას“ მთავარი რედაქტორის მოადგილემ სერგეი კოჩეტკოვმა და ფონდ „დირექცია II ევროპული თამაშები 2019“-ის კომუნიცაციებისა და PR-ის დირექტორმა ალექსეი ბოგდანოვიჩმა. რუსეთში შეჯიბრების საკვანძო მოვლენებს, რომელიც მინსკში 2019 წლის 21–30 ივნისის პერიოდში გაიმართება, სააგენტო Р-Спорт გააშუქებს.

„ჩვენ ძალზე მოხარული ვართ, რომ Sputnik-ი გახდა ასეთი მსხვილი საერთაშორისო შეჯიბრებების მედიაპარტნიორი. ეს საშუალებას მოგვცემს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის აუდიტორიისთვის ყველა ჩვენი მულტიმედიური შესაძლებლობების დემონსტრირება მოვახდინოთ. ამ შეთანხმებაზე ხელმოწერა Sputnik-ის განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, – განაცხადა სერგეი კოჩეტკოვმა.

„შეთანხმებაზე ხელმოწერით ჩვენ რუსეთისა და ბელარუსის საინფორმაციო სივრცეში თანამშრომლობის ახალ ეტაპს ვიწყებთ. იმედი გვაქვს პორტალ Р-Спорт–თან და Sputnik–თან ნაყოფიერი და წარმატებული მუშაობის. დოკუმენტი ორივე მხარის ურთიერთმოქმედებას განსაზღვრავს, რომელიც მიმართულია II ევროპული თამაშები 2019-ის პოპულარიზაციისკენ და არა მარტო რუსი და ბელარუსელი, არამედ მთელი მსოფლიოდან გულშემატკივრების ინტერესის სტიმულირებისკენ. სასიამოვნოა, რომ ჩვენ პარტნიორებს ესმით, რომ ევროპული თამაშები – ეს დიდი მოვლენაა, რომელიც საერთო ყურადღებას და ინტერესს იწვევს“, – აღნიშნა ალექსეი ბოგდანოვიჩმა.

II ევროპული თამაშები – საერთაშორისო კომპლექსური სპორტული შეჯიბრებებია ევროპული კონტინენტის სპორტსმენებს შორის, რომლებიც ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება. „ევროპული თამაშები 2019“-ის ფარგლებში ასპარეზობა სპორტის 15 სახეობაში ჩატარდება. შეჯიბრის პროგრამით, 23 სპორტულ დისციპლინაში მედლების 208 კომპლექტი გათამაშდება.

Sputnik (sputniknews.com) – ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. Sputnik-ი მოიცავს 30-ზე მეტ ენაზე ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. Sputnik-ის ხელმომწერებს ახალი ამბების მიღება შეუძლიათ 24-საათიან რეჟიმში ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე.

9