ამერიკელების ნახევარზე მეტი მასმედიას არ ენდობა

© AP Photo / Matt Dunhamამერიკული პრესა
ამერიკული პრესა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ამერიკულ ტელევიზიებსა და გამოცემებს არ ენდობა, ასეთია პროექტ „Sputnik.მნენიას" ფარგლებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. აშშ-ის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ამერიკულ ტელევიზიებსა და ბეჭდურ გამოცემებს არ ენდობა, ასეთია პროექტ „Sputnik.მნენიას" ფარგლებში საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის დაკვეთით კომპანია Ifop-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.

რესპონდენტებს დაუსვეს კითხვა, ობიექტურია ამერიკული მასმედია თუ ის ხელისუფლებისა და მსხვილი ბიზნესის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება. გამოკითხულთა ნახევარზე მეტი — 59% მიიჩნევს, რომ მასმედია არა საკუთარ, არამედ პოლიტიკოსებისა და მეწარმეების მოსაზრებას გამოხატავს. 2015 წელთან შედარებით, ამ აზრზე მყოფი ამერიკელების წილი ექვსი პროცენტით გაიზარდა. გამოკითხულთა მეოთხედზე მეტმა პრესას „მთლიანობაში მიუკერძოებელი" უწოდა.

მასმედიის ძირითადად არ სჯერათ რესპუბლიკელებს (78%) და დონალდ ტრამპის მომხრეებს, მაშინ როდესაც დემოკრატებს შორის მასმედიის მიუკერძოებლობაში ეჭვი ეპარება ნახევარზე ნაკლებს.

მასმედიის ობიექტურობაში, ძირითადად, დარწმუნებულია დასავლეთ შტატების მოსახლეობა და, როგორც წესი, უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები. პრესას ანგაჟირებულად მიიჩნევს პროტესტანტებისა და ათეისტების აბსოლუტური უმრავლესობა, კათოლიკეებს შორის ამ მოსაზრებას ნახევარზე ნაკლები ემხრობა.

© Sputnikროგორ აშუქებს მსოფლიო და ნაციონალურ მოვლენებს პოპულარული ამერიკული მასმედია?
როგორ აშუქებს მსოფლიო და ნაციონალურ მოვლენებს პოპულარული ამერიკული მასმედია? - Sputnik საქართველო
როგორ აშუქებს მსოფლიო და ნაციონალურ მოვლენებს პოპულარული ამერიკული მასმედია?

აშშ-ის მცხოვრებთა სამ მეოთხედს, რომელთა შემოსავალი საშუალოზე ოდნავ მაღალია, მასმედიის რწმენა არ აქვს. ამასთან, უფრო მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანები მასმედიას ობიექტურს უწოდებენ.

გამოკითხვა 2017 წლის 20-27 სექტემბრის პერიოდში ფრანგულმა კომპანია IFop-მა ჩაატარა. მასში მონაწილეობა მიიღო 18 წელს ზემოთ ასაკის 802-მა რესპონდენტმა. გამოკითხვა 2015 წელს სააგენტო ICM Research-მა 1-4 მაისის პერიოდში ჩაატარა. აშშ-ში შერჩევამ შეადგინა 2047 რესპონდენტი. ორივე გამოკითხვაში შერჩევა მოსახლეობის სქესის, ასაკის, გეოგრაფიის გათვალისწინებით მოხდა. ცდომილება +/- 3,1%–ია, ხოლო მონაცემების სანდოობა – 95%.

ცნობა პროექტ „Sputnik.მნენიას" შესახებ:

ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი საერთაშორისო პროექტი, რომელიც 2015 წლის იანვარში დაიწყო. მისი პარტნიორები არიან ცნობილი კვლევითი კომპანიები Populus-ი, Ifop-ი და forsa.

„Sputnik.მნენიას" პროექტის ფარგლებში ევროპის ქვეყნებსა და აშშ–ში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები აქტუალურ პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით.

Sputnik (sputniknews.com) – ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. Sputnik-ი მოიცავს 30-ზე მეტ ენაზე ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. Sputnik-ის ხელმომწერებს ახალი ამბების მიღება შეუძლიათ 24-საათიან რეჟიმში ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და იტალიურ ენებზე.

ყველა ახალი ამბავი
0