„Sputnik–საქართველოს“ ვებ-გვერდზე რუსული ანიმაციის კვირეული დაიწყო

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიკადრი მულტფილმიდან „აბა, დამაცადე!“
კადრი მულტფილმიდან „აბა, დამაცადე!“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik–საქართველოს“ ვებ-გვერდზე რუსული ანიმაციური ფილმების კვირეული მიმდინარეობს, რომელიც ლეგენდარულ და ახალი მულტიპლიკაციებს ეძღვნება.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველოს“ ვებ-გვერდზე რუსული ანიმაციური კინოს კვირეული დაიწყო, რომელიც რუსული მულტიპლიკაციის ლეგენდარულ და ახალ ფილმებს ეძღვნება.

Sputnik-ის პროექტი ხორციელდება რუსული ანიმაციური კინოს „ვინი პუჰი და მისი მეგობრების“ კვირეულის მხარდაჭერის ფარგლებში, რომელიც პირველად ტარდება თბილისში მიმდინარე წლის 24-29 სექტემბერს და რომელიც მოიცავს ქართველი და რუსი ანიმატორების საზოგადოებასთან შეხვედრებს, პროფილური უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისა და საქართველოს ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებისთვის მასტერ-კლასებს.

„Sputnik-საქართველოს“ ვებ-გვერდზე 24-დან 29 სექტემბრამდე რუბრიკაში „ვიდეოკლუბი“ ყოველდღიურად აიტვირთება მულფილმები საინტერესო ფაქტების, ისტორიის, მიღებული ჯილდოებისა და სხვა ინფორმაციის თანხლებით. ხოლო „მზიურის“ პარკში 25, 26 და 27 სექტემბერს ღია ცის ქვეშ მულტფილმების ჩვენება გაიმართება.

„Sputnik-საქართველოს“ პროექტის ხელმძღვანელი ოქსანა ვოინცევა: „Sputnik-ი განაგრძობს თანამშრომლობას „რუსულ კლუბთან“ და მოხარულია მკითხველებს წარუდგინოს პროექტი, რომელიც ბავშვობიდან ნაცნობ, სხვადასხვა ქვეყნის ბავშვებისა და მოზრდილების გამაერთიანებელ მულტფილმებს ეძღვნება. კლასიკის გარდა, Sputnik-ის ვებ-გვერდზე წარმოდგენილი იქნება თანამედროვე რუსი ანიმატორების იულია არონოვას, ნინა ბისიარინას, ივან მაქსიმოვისა და ოქსანა ჩერკასოვას ნამუშევრები“.

საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირ „რუსული კლუბისა“ და Sputnik-ის პროექტი გამოჩენილი მულტიპლიკატორების ფიოდორ ხიტრუკის („ვინი პუჰი“, „ბონიფაცის არდადეგები“) 100 და ვიაჩესლავ კოტენოჩკინის („აბა, დამაცადე!“) 90 წლის იუბილეებს ეძღვნება.

„Sputnik-საქართველომ(sputnik-georgia.com) ქვეყანაში მუშაობა 2015 წლის მაისში დაიწყო და დღეისათვის ლიდერია საქართველოს ინტერნეტმედიას შორის*. სააგენტოს შემადგენლობაში შედის: იგივე სახელწოდების პორტალი ქართულ და რუსულ ენებზე და ასევე ინტერნეტრადიო. „Sputnik-საქართველო“ არის საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის ნაწილი, რომელსაც ათობით ქვეყანაში აქვს ჰაბები. Sputnik-ი მოიცავს ვებ-გვერდებს 30-ზე მეტ ენაზე, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ დანართებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. Sputnik-ის ახალი ამბები 24-საათიან რეჟიმში გამოდის ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე.

*Liveinternet-ის 2017 წლის 1 სექტემბრის მონაცემებით

ყველა ახალი ამბავი
0