მიხეილ ცაგარელი "Sputnik-საქართველოს" კოლუმნისტი გახდა

© Sputnik / Seyran Baroyanმიხეილ ცაგარელი
მიხეილ ცაგარელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკაში შემოგთავაზებთ ცნობილი ასტროლოგის ერთი კვირის ასტროლოგიურ პროგნოზსა და რჩევებს

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. საინფორმაციო სააგენტო და რადიო "Sputnik-საქართველოს" პორტალზე კოლუმნისტიკის განყოფილება ცნობილი ქართველი ასტროლოგის, მიხეილ ცაგარელის სვეტით შეივსო.

რუბრიკა ყოველ კვირაში, პარასკეობით განახლდება და "Sputnik-საქართველოს" მკითხველს შესთავაზებს მომავალი კვირის დეტალურ ასტროლოგიურ პროგნოზს — ზოგადსა და ცალკე თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის. მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზის მოსმენა შესაძლებელია  „Sputnik საქართველოს"  რუბრიკაში „რადიო“.

„ასტროლოგიური პროგნოზი მოქმედებს პრინციპით „ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია“. ჩვენ არ ვაშინებთ ადამიანებს, არამედ ვაფრთხილებთ მათ დადებითი თუ უარყოფითი ფაქტების შესახებ, რომელიც შეიძლება მათ ცხოვრებაში მოხდეს. დანარჩენი თავად ადამიანზეა დამოკიდებული — ამ ინფორმაციას გამოიყენებს თუ არა. Sputnik-ის მულტიმედიური შესაძლებლობები საქართველოდან და სხვა ქვეყნიდან მკითხველს შესაძლებლობას აძლევს გაეცნოს ასტროლოგიის სფეროში ყველაზე აქტუალურ ინფორმაციებს“, — აღნიშნა მიხეილ ცაგარელმა.

მიხეილ ცაგარელი — განათლებით პოლიტოლოგი, საქართველოს წამყვანი ასტროლოგია.

"Sputnik-საქართველო" — (sputnik-georgia.com) — სააგენტომ ქვეყანაში საქმიანობა 2015 წლის მაისში დაიწყო და საქართველოში არსებული ინტერნეტ-მედიის ტოპ-3-ში შედის.  ის აერთიანებს ამავე სახელწოდების საინფორმაციო პორტალს ქართულ და რუსულ ენებზე და ინტერნეტ-რადიოს. "Sputnik-საქართველო"  ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიოს შემადგენელი ნაწილი მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში.

Sputnik-ი  საკუთარ თავში მოიცავს 30-ზე მეტ ენაზე   ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. Sputnik-ის ხელმომწერებს ახალი ამბების მიღება შეუძლიათ 24-საათიან რეჟიმში ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და იტალიურ ენებზე.

* Liveinternet-ის 2017 წლის 1 აგვისტოს მონაცემების თანახმად

ყველა ახალი ამბავი
0