ბრიფინგი: პერმის თეატრი У Моста თბილისში ორ სპექტაკლს წარმოადგენს

© photo: Sputnik / Stringerშოთა რუსთაველის თეატრი
შოთა რუსთაველის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პერმის თეატრის У Моста გასტროლებისადმი მიძღვნილი ბრიფინგი თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში 24 აპრილს, 13:00 საათზე დაიწყება.

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. პერმის თეატრის У Моста თბილისური გასტროლებისადმი მიძღვნილი ბრიფინგი თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გაიმართება ორშაბათს, 24 აპრილს, 13:00 საათზე.

პერმის თეატრის გასტროლები 27 და 28 აპრილს პირველად გაიმართება. სპექტაკლები წარმოდგენილი იქნება რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე.

თეატრი У Моста — რუსეთის ნაციონალური პრემიის "ოქროს ნიღბის" სამგზის ნომინანტი და ლაურეატია, ასევე საერთაშორისო თეატრალური ფორუმის "ოქროს რაინდი 2014"-ის გრან-პრის მფლობელი, უცხოური ფესტივალებისა და საერთაშორისო ფესტივალების 40 გრან-პრის მფლობელი.

ქართულ სცენაზე თეატრის დასი წარმოადგენს ორ სპექტაკლს: მარტინ მაკდონაჰის Калека с Инишмана-ს (The Cripple of Inishmaan) და ავქსენტი ცაგარლის "ხანუმას".

ბრიფინგის მონაწილეები:

— თეატრის У Моста დასის ხელმძღვანელი, მუსიკალური ხელმძღვანელი ოლესია ეგოროვა.

მასმედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ პრესკონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრში მისამართზე: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი, 61, მე–5 სართული, ბლოკი С. ტელეფონი: 555 90 89 77.

მასმედიის აკრედიტაცია:

E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ.: +995555908977. თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრის ანონსების გამოწერაზე განაცხადები გაგზავნეთ მისამართზე media@sputnik-georgia.com

ყველა ახალი ამბავი
0