„Sputnik. მნენიას“ გამოკითხვა: ტრამპის არჩევის შემდეგ მსოფლიო უსაფრთხო არ გახდება

გამოწერა
მოსაზრებას, რომ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მსოფლიო ნაკლებად უსაფრთხოა ემხრობა გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, თურქეთისა და აშშ-ის მოსახლეობა.

თბილისი, 11 აპრილი —  Sputnik. გერმანიის (72%), საფრანგეთის (64%), ბრაზილიის (60%), დიდი ბრიტანეთისა (55%) და თურქეთის (52%) მოსახლეობის უმეტესობა მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ მსოფლიო ნაკლებად უსაფრთხოა. ამ მოსაზრებას ემხრობა იტალიისა და აშშ-ის მოსახლეობის 45%. ასეთია „Sputnik მნენიას“ გამოკითხვის შედეგები, რომელიც საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ვის საერთაშორისო კვლევითმა კომპანია TNS Global-მა ჩაატარა.

„Sputnik. მნენიას“ გამოკითხვა
„Sputnik. მნენიას“ გამოკითხვა - Sputnik საქართველო
„Sputnik. მნენიას“ გამოკითხვა

გამოკითხვა საერთაშორისო კვლევითმა კომპანია TNS Global-მა 2017 წლის 16-22 თებერვლის პერიოდში ჩაატარა. მასში მონაწილეობა მიიღო 7 148-მა რესპონდენტმა საფრანგეთიდან (1004 ადამიანი, 16-64 წელი), გერმანიიდან (1014 ადამიანი, 16-64 წელი), იტალიიდან (1050 ადამიანი, 16-54 წლის),  დიდი ბრიტანეთიდან (1037 ადამიანი, 16-64 წელი), აშშ-დან (1027 ადამიანი, 18-64 წელი), ბრაზილიიდან (1 010 ადამიანი, 16-54 წელი) და თურქეთიდან (10006 ადამიანი, 16-54 წელი).  შერჩეული რესპონდენტები მოსახლეობას ასაკის, სქესისა და გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით წარმოაჩენენ.  ცდომილება ზოგადად ქვეყანაში +/- 3,1%–ია სანდოობის 95%–იანი ალბათობით.

ცნობა პროექტ „Sputnik. მნენიას" შესახებ:

ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი საერთაშორისო პროექტი, რომელიც 2015 წლის იანვარში დაიწყო. მისი პარტნიორები არიან ცნობილი კვლევითი კომპანიები Populus-ი, Ifop-ი და forsa. ევროპის ქვეყნებსა და აშშ–ში პროექტის ფარგლებში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები აქტუალურ პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით.

Sputnik (sputniknews.com) – ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. Sputnik-ი მოიცავს 30-ზე მეტ ენაზე ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. Sputnik-ის ხელმომწერებს ახალი ამბების მიღება შეუძლიათ 24-საათიან რეჟიმში ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და იტალიურ ენებზე.

ყველა ახალი ამბავი
0