ფრანგები, გერმანელები და ბრიტანელები მემარჯვენე პარტიების წარმატების მიზეზს ხსნიან

© AFP 2024 / Jorg CarstensenПредвыборные плакаты политической партии "Альтернатива для Германии"
Предвыборные плакаты политической партии Альтернатива для Германии - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ პარტიების პოპულარობის გამომწვევ რამდენიმე ფაქტორს შორის, ფრანგებმა, გერმანელებმა და ბრიტანელების დიდმა ნაწილმა მიგრანტების დიდი რაოდენობა და წარუმატებელი ეკონომიკური პოლიტიკა დაასახელეს.

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. გერმანელების მესამედზე (43%) მეტი მიიჩნევს, რომ ევროპაში მემარჯვენე პარტიების პოპულარობის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი ელექტორატისთვის მიცემული ცარიელი დაპირებებია. ანალოგიურ პოზიციას ემხრობა ბრიტანელების 33% და ფრანგების 45%.  ასეთია „Sputnik მნენიას“ გამოკითხვის შედეგები, რომელიც საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ვის საერთაშორისო კვლევითმა კომპანია TNS Global-მა ჩაატარა.

რესპონდენტებს კითხვა დაუსვეს, თუ რა არის ისეთი პარტიების რეიტინგის მიზეზი, როგორიცაა „ალტერნატივა გერმანიისთვის“  (AfD), „ნაციონალური ფრონტი“ (საფრანგეთი) და დიდი ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტია.

ამ პარტიების პოპულარობის გამომწვევ რამდენიმე ფაქტორს შორის, ფრანგებმა, გერმანელებმა და ბრიტანელების დიდმა ნაწილმა მიგრანტების დიდი რაოდენობა და წარუმატებელი ეკონომიკური პოლიტიკა დაასახელეს. ფრანგების აზრი თანაბრად გაიყო: 45% მიიჩნევს, რომ ნაციონალისტების პოპულარობაზე იმოქმედა შეუსრულებელმა დაპირებებმა, ამდენივე პროცენტულმა მაჩვენებელმა კი ერთ-ერთ მიზეზად მიგრანტების არსებობა დაასახელა. გერმანელები მემარჯვენეების პოპულარობის ზრდას  უფრო მიგრაციის დონით (52%) ხსნიან, ვიდრე ეკონომიკური პოლიტიკით (17%). ბრიტანელების თითქმის ნახევარმაც (49%) აღნიშნული პარტიების პოპულარობის მიზეზად მიგრანტების დიდი რაოდენობა დაასახელა.

ფრანგები, გერმანელები და ბრიტანელები მემარჯვენე პარტიების წარმატების მიზეზს ხსნიან
ფრანგები, გერმანელები და ბრიტანელები მემარჯვენე პარტიების წარმატების მიზეზს ხსნიან - Sputnik საქართველო
ფრანგები, გერმანელები და ბრიტანელები მემარჯვენე პარტიების წარმატების მიზეზს ხსნიან

მიგრანტების ნაკადის ზრდაზე ძირითადად უფროსი ასაკის — 55 წლიდან 64 წლამდე — რესპონდენტები მიუთითებდნენ. ახალგაზრდობა კი მემარჯვენეების პოპულარობის ზრდას სოციალური რეფორმების გატარების შესახებ საზოგადოების მთხოვნით ხსნის.

Sputnik-ვის გამოკითხვა საერთაშორისო კვლევითმა კომპანია TNS Global-მა 2017 წლის 16-22 თებერვლის პერიოდში ჩაატარა. მასში მონაწილეობა მიიღო 3055-მა რესპონდენტმა საფრანგეთიდან, გერმანიიდან დადიდი ბრიტანეთიდან. 

ცნობა პროექტ „Sputnik. მნენიას" შესახებ:

ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი საერთაშორისო პროექტი, რომელიც 2015 წლის იანვარში დაიწყო. მისი პარტნიორები არიან ცნობილი კვლევითი კომპანიები Populus-ი, Ifop-ი და forsa. ევროპის ქვეყნებსა და აშშ–ში პროექტის ფარგლებში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები აქტუალურ პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით.

Sputnik (sputniknews.com) – ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. Sputnik-ი მოიცავს 30-ზე მეტ ენაზე ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. Sputnik-ის ხელმომწერებს ახალი ამბების მიღება შეუძლიათ 24-საათიან რეჟიმში ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და იტალიურ ენებზე.

ყველა ახალი ამბავი
0