Sputnik საქართველომ Ты супер!-ის საუკეთესო მონაწილეების გამოსავლენად კენჭისყრა დაიწყო

გამოწერა
„Sputnik საქართველომ“ პროექტ Ты супер!-ის საუკეთესო მონაწილეების გამოსავლენად კენჭისყრა დაიწყო — ხმა მიეცით ნანა ვარძელაშვილს.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik–მა ტელეარხ НТВ–სთან ერთობლივი პროექტის Ты супер!-ის დსთ–ისა და ბალტიის ქვეყნებიდან საუკეთესო მონაწილეების გამოსავლენად ონლაინ–კენჭისყრა დაიწყო. მომხმარებლებისათვის კენჭისყრა ხელმისაწვდომია Sputnik–ის რესურსებზე აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელარუსში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, მოლდოვასა და ესტონეთში. კენჭისყრა 26 მაისამდე გაგრძელდება.

ნორჩი კონკურსანტების სამზადისის, ესტრადის ოსტატებთან შეხვედრების, მათი წარმატებებისა და გამარჯვებებისთვის თვალის დევნება პროფილურ რუბრიკებშია შესაძლებელი Sputnik-ის საიტებსა და ასევე სოციალურ ქსელებში. სოციალური ქსელების მომხმარებლებს შეუძლიათ კეთილი სურვილებით დაუჭირონ მხარი შოუს მონაწილეებს. ყველაზე გამორჩეულ სურვილებს Sputnik-ი ნიჭიერ ბავშვებს აუცილებლად გადასცემს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ.

Sputnik–ის პორტალებზე ახალგაზრდა ტალანტების მხარდასაჭერად ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. სამ საუკეთესო მონაწილეს მიეცემა საშუალება რადიო Sputnik–ის ეთერში სიტყვით გამოვიდეს და ისაუბროს კონკურსზე თავისი გამოსვლის შესახებ და ერთ–ერთი თავისი კომპოზიცია შეასრულოს.

Ты супер!-ის მონაწილე საქართველოდან ნანა ვარძელაშვილი: „დიდი მადლობა ნდობისთვის. თქვენს ნდობას აუცილებლად გავამართლებ და საქართველოში გამარჯვებული დავბრუნდები“.

ნანა ვარძელაშვილის პედაგოგი: გვჯერა, რომ ნანა წარმატებას  GEO VERS - Sputnik საქართველო
ნანა ვარძელაშვილის პედაგოგი: გვჯერა, რომ ნანა წარმატებას მიაღწევს პროექტში

ტელეარხ НТВ-სა და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის პროექტი Ты супер! ნიჭიერ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს შანსს აძლევს საკუთარ თავზე განაცხადი გააკეთონ და დიდ სცენაზე გაიკვალონ გზა. მისი მონაწილეა 92 ვოკალისტი რუსეთიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვადან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და ესტონეთიდან.

პროექტი Ты супер! — ტელეარხ НТВ-სა და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის პროექტია, რომელიც მზრუნველობამოკლებულ ნიჭიერ ბავშვებს თავის წარმოჩენისა და დიდ სცენაზე დამკვიდრების შანსს აძლევს. კონკურსში რუსეთის, სომხეთის, ბელარუსის, საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდოვას, უკრაინის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ესტონეთის 92 ვოკალისტი მონაწილეობს.

Ты супер! - Sputnik საქართველო
პავლიაშვილმა Ты супер!-ის მონაწილის ეროვნება ვოკალით დაადგინა

НТВ – რუსეთის უმსხვილესი არასახელმწიფო ტელეკომპანია, რომელიც ფედერალურ მაუწყებლობას ახორციელებს. ეთერში პირველად 1993 წელს გავიდა და მას შემდეგ სტაბილურად შედის რუსეთის ტელებაზრის ლიდერთა სამეულში. НТВ რუსეთის ყველა სუბიექტში გადაიცემა და მოსახლეობის 99,2%-ს მოიცავს.

Sputnik საქართველო — (sputnik-georgia.com) — სააგენტომ ქვეყანაში საქმიანობა 2015 წლის მაისში დაიწყო. ის აერთიანებს ამავე სახელწოდების საინფორმაციო პორტალს ქართულ და რუსულ ენებზე და ინტერნეტ-რადიოს.

Sputnik-ი – ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. Sputnik-ის ხელმომწერებს ახალი ამბების მიღება შეუძლიათ 24-საათიან რეჟიმში ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და იტალიურ ენებზე.

ყველა ახალი ამბავი
0