ევროპელები და ამერიკელები ევროკავშირისთვის ნატოს სარგებელს განსხვავებულად აფასებენ

CC BY 2.0 / Mike SteeleFollow / EU Flagევროკავშირის დროშა
ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნატოს ეფექტურობის შესახებ საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ალიანსს „მოძველებული“ ორგანიზაცია უწოდა.

თბილისი, 31იანვარი  —Sputnik. მაშინ, როდესაც ევროპელების უმეტესობა მიიჩნევს, რომ საგარეო საფრთხეებისგან თავდასაცავად ევროკავშირისთვის აშშ და ნატოა აუცილებელი, ამ მოსაზრებას ამერიკელების თითქმის ნახევარი (48%) ეთანხმება, ასეთი შედეგი აჩვენა „Sputnik. მნენიას“ გამოკითხვამ. გამოკითხვა Sputnik-ის დაკვეთით ფრანგულმა კვლევითმა კომპანია IFop-მა 2016 წლის 22-26 ოქტომბრის პერიოდში ჩაატარა.

მოსაზრებას, რომ ევროკავშირს ნატოსა და აშშ-ის დახმარება სჭირდება, იტალიაში გამოკითხულთა 65%, პოლონეთში — 65%, გერმანიაში —63%, ესპანეთში — 56%, დიდ ბრიტანეთში — 54%, საფრანგეთში — 53% ემხრობა. მათი წილი, ვისაც ევროკავშირის შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარება, ყველაზე მაღალია საფრანგეთში (30%), ესპანეთში (33%) და აშშ-ში (31%).

რამდენ ევროპელს და ამერიკელს მიაჩნია, რომ საგარეო საფრთხეებიდან თავის დასაცავად ევროკავშირს აშშ-სა და ნატოს დახმარება სჭირდება?
რამდენ ევროპელს და ამერიკელს მიაჩნია, რომ საგარეო საფრთხეებიდან თავის დასაცავად   ევროკავშირს აშშ-სა და ნატოს დახმარება სჭირდება? - Sputnik საქართველო
რამდენ ევროპელს და ამერიკელს მიაჩნია, რომ საგარეო საფრთხეებიდან თავის დასაცავად ევროკავშირს აშშ-სა და ნატოს დახმარება სჭირდება?

ძირითადად, 50-წლამდე ასაკის რესპონდენტები და მემარცხენე პარტიის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირი საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აშშ-სა და ნატოს მხარდაჭერას არ საჭიროებს. პოლონეთის გარდა, ყველა ქვეყანაში ეს ადამიანები უმაღლესი განათლებით, მაღალი შემოსავლებითა და სოციალური სტატუსის მქონენი არიან. 

ნატოს ეფექტურობის შესახებ საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ალიანსს მნიშვნელოვანი, მაგრამ „მოძველებული“ ორგანიზაცია უწოდა და რეფორმების განხორციელებისკენ მოუწოდა.

 გამოკითხვა 2016 2ლისწ 22-26 ოქტომბრის პერიოდში ფრანგულმა კვლევითმა კომპანია IFop-მა ჩაატარა. მასში მონაწილეობა მიიღო 18-წელს ზემოთ ასაკის 7043-მა რესპონდენტმა საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან. შერჩეული რესპონდენტები მოსახლეობას ასაკის, სქესისა და გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით წარმოაჩენენ. ცდომილება 95%-ია.

ცნობა პროექტ „Sputnik. მნენიას" შესახებ:

 ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი საერთაშორისო პროექტი, რომელიც 2015 წლის იანვარში დაიწყო. მისი პარტნიორები არიან ცნობილი კვლევითი კომპანიები Populus-ი, Ifop-ი და forsa. ევროპის ქვეყნებსა და აშშ–ში პროექტის ფარგლებში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები აქტუალურ პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით.

Sputnik საქართველო (sputnik-georgia.com) — სააგენტომ ქვეყანაში საქმიანობა 2015 წლის მაისში დაიწყო. ის აერთიანებს ამავე სახელწოდების საინფორმაციო პორტალს ქართულ და რუსულ ენებზე და ინტერნეტ-რადიოს. Sputnik – ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. Sputnik-ის ხელმომწერებს ახალი ამბების მიღება შეუძლიათ 24-საათიან რეჟიმში ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და იტალიურ ენებზე.

ყველა ახალი ამბავი
0