Sputnik-ი ქართულ ხალხურ ხელოვნებაზე მოგითხრობთ

© Sputnik / Alexander Imedashviliახალგაზრდები ეროვნულ კოსტიუმებში
ახალგაზრდები ეროვნულ კოსტიუმებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik–საქართველომ“ მულტიმედიური პროექტი „საქართველოს ხალხური ხელოვნება და კულტურა“ დაიწყო.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik–საქართველომ“ მულტიმედიური პროექტი „საქართველოს ხალხური ხელოვნება და კულტურა“ დაიწყო. პროექტის ფარგლებში „Sputnik-საქართველო“ მკითხველს ქართული ფოლკლორის სათავეებთან მოგზაურობას სთავაზობს და ასევე მოუთხრობს ქართული მუსიკის, ცეკვის, ეროვნული კოსტიუმებისა და ყოფა-ცხოვრების თვითმყოფადობის შესახებ.

პროექტის ცენტრალური ნაწილი ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმში დაცული ექსპოზიციების შესახებ მომზადებული ვიდეოსიუჟეტები იქნება, რომელიც მოიცავს როგორც ძველი თბილისის ქუჩებში პოპულარულ კინტოს ორღანს, ისე არისტოკრატთა ოჯახებისთვის აუცილებელ მუსიკალურ ზარდახშას. „Sputnik–საქართველო“ ასევე გთავაზობთ ღია ცის ქვეშ ეთნოგრაფიულ მუზეუმში გასეირნებას, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეებისთვის დამახასიათებელი სახლებია წარმოდგენილი და XVIII-XIX საუკუნეებში წინაპართა ყოფა-ცხოვრების თავისებურებებია ნაჩვენები. ამასთან ერთად გაგაცნობთ ქართული სამზარეულოს სირთულეებსა და ეროვნული კოსტიუმების თავისებურებებს.

„Sputnik საქართველოს“ რესურსის ხელმძღვანელი ოქსანა ვოინცევა: „Sputnik–საქართველოს“ ახალი პროექტი ქართულ ხალხურ ტრადიციებს ეძღვნება, რომლებიც დღემდეა შემონახული და თაობიდან თაობას გადაეცემა. სასიამოვნოა, როდესაც ხედავ, როგორ ასრულებს ქართველი ახალგაზრდობა ქართულ სიმღერებსა და ცეკვებს, როგორ უკრავს ქართულ ხალხურ საკრავებზე, ხოლო თბილისელი დიზაინერები როგორ იყენებენ ტრადიციული კოსტიუმების ელემენტებს თანამედროვე მოდაში. ყოველივე ეს საქართველოში ხალხური კულტურის მნიშვნელოვან როლზე მეტყველებს“.

„Sputnik–საქართველო" (sputnik-georgia.com) — სააგენტომ ქვეყანაში საქმიანობა 2015 წლის მაისში დაიწყო. ის აერთიანებს ამავე სახელწოდების საინფორმაციო პორტალს ქართულ და რუსულ ენებზე და ინტერნეტ-რადიოს. Sputnik–ი – ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. Sputnik-ის ხელმომწერებს ახალი ამბების მიღება შეუძლიათ 24-საათიან რეჟიმში ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და იტალიურ ენებზე.

ყველა ახალი ამბავი
0