Sputnik-ი ზამთარში დსთ-ისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში სამოგზაუროდ გეპატიჟებათ

© Sputnik / Levan Avlabreliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თემატური ზამთრის გიდი „იმოგზაურე Sputnik-თან ერთად“ ახლო საზღვარგარეთის ქვეყნებში მოგზაურობის შესახებ ყველაზე სასარგებლო, საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას სთავაზობს იმ მკითხველს, ვისაც არ აფრთხობს თოვლი და სიცივე.

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-მა ახალი წლისა და შობის დღესასწაულების წინ ზამთრის პერიოდში დსთ-ისა და ბალტიის ქვეყნებში მულტიმედიური გზამკვლევის ვერსიები ჩაუშვა. თემატური ზამთრის გიდი „იმოგზაურე Sputnik-თან ერთად“ ახლო საზღვარგარეთის ქვეყნებში მოგზაურობის შესახებ ყველაზე სასარგებლო, საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას სთავაზობს იმ მკითხველს, ვისაც არ აფრთხობს თოვლი და სიცივე.

ახალი გიდი Sputnik-სგან გთავაზობთ ზამთრის ქალაქებისა და კურორტების, საშობაო ბაზრობებისა და სათხილამურო ფერდობების შესახებ საუკეთესო მარშრუტებს, შეგიდგენთ საახალწლო გართობების კალენდარს და შესაბამისად დაგითვლით ბიუჯეტს, გიკარნახებთ როდის და სად გელოდებათ საინტერესო დროის გატარება და როგორ შეძლებთ საკუთარი შვებულებისა და ზამთრის არდადეგების სასარგებლოდ გატარებას.

საქართველოში ზამთრის პერიოდში მოგზაურობისა და დასვენების შესახებ ყველა საინტერესო ინფორმაციის გაცნობა Sputnik-ის პროექტის ზამთრის არდადეგები საქართველოში“ საშუალებით იქნება შესაძლებელი.

„Sputnik–საქართველო“ (sputnik-georgia.com) — სააგენტომ ქვეყანაში საქმიანობა 2015 წლის მაისში დაიწყო. ის აერთიანებს ამავე სახელწოდების საინფორმაციო პორტალს ქართულ და რუსულ ენებზე და ინტერნეტ-რადიოს. Sputnik–ი ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. Sputnik-ი მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. Sputnik-ის ხელმომწერებს ახალი ამბების მიღება შეუძლიათ 24-საათიან რეჟიმში ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და იტალიურ ენებზე.

* აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ლატვია, ლიტვა, მოლდავეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი და ესტონეთი.

ყველა ახალი ამბავი
0