ამერიკელი სამხედროები

ევროპელებს უცხოური სამხედრო ბაზების არ სჯერათ

24
გერმანელთა (38%) და იტალიელთა (34%) მესამედის აზრით, ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას ეროვნული არმია უცხოური ძალების დახმარების გარეშე უკეთ შეძლებს.

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. „Sputnik-მნენიას" გამოკითხვის თანახმად, ევროპული ქვეყნების მოქალაქეები მათი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ  უცხოურ სამხედრო ბაზებს  ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკთხების გადაწყვეტას არ ანდობენ.  გამოკითხვაში მონაწილე გერმანელთა მხოლოდ 4% და იტალიელთა 5% მიიჩნევს, რომ უცხოურ სამხედრო ბაზებს უკეთ შეუძლიათ ქვეყნის დაცვა, ვიდრე ეროვნულ არმიას.

გამოკითხვა ფრანგულმა კვლევითმა კომპანია IFop-მა საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის დაკვეთით ჩაატარა. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს 2015 წლის ანგარიშის თანახმად,  ქვეყნის საზღვრებს გარეთ 587 სამხედრო ობიექტია განლაგებული.

ევროპაში სამხედრო ობიექტების მეტნაკლებად დიდი რაოდენობა გერმანიაშია განთავსებული, იტალიაში ასევე იმყოფებიან სამხედრო-საზღვაო ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი და აშშ-ის არმია. კითხვაზე, „რომელი შეიარაღებული ძალები დაიცავენ თქვენს ქვეყანას უკეთ?“ გერმანელთა (38%) და იტალიელთა (34%) მესამედმა უპასუხეს, რომ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას ეროვნული არმია უცხოური ძალების დახმარების გარეშე შეძლებს. ამასთან, გერმანიაში გამოკითხულთა 37% და იტალიაში გამოკითხულთა 34% თანახმაა, რომ ქვეყანა ეროვნულმა არმიამ და უცხოურმა სამხედრო ბაზებმა ერთობლივად დაიცვან. კითხვაზე პასუხი არ ჰქონდათ გერმანიაში რესპონდენტების 21%-ს, იტალიაში კი 27%-ს.

ევროპელებს უცხოური სამხედრო ბაზების არ სჯერათ
ევროპელებს უცხოური სამხედრო ბაზების არ სჯერათ

გამოკითხვა ფრანგულმა კვლევითმა კომპანია IFop-მა საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის დაკვეთით გერმანიასა (1004) და იტალიაში (1002) 28 ივნისიდან 4 ივლისის პერიოდში ჩაატარდა. შერჩეული რესპონდენტები მოსახლეობას სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით წარმოაჩენენ. შერჩევის მაქსიმალური ცდომილება არ აღემატება 3,1%-ს, 95%-იანი სანდოობის ალბათობით.

ცნობა პროექტ „Sputnik.მნენიას“ შესახებ:
ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი საერთაშორისო პროექტი, რომელიც 2015 წლის იანვარში დაიწყო. მისი პარტნიორია ცნობილი კვლევითი კომპანიები Populus-ი, Ifop-ი და forsa. ევროპის ქვეყნებსა და აშშ–ში პროექტის ფარგლებში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები აქტუალურ პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით.

Sputnik (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში.

24
თემაზე
ევროპელებს საკუთარ ქვეყნებში განათლების სისტემა არ მოსწონთ
გამოკითხვა: მიგრანტების გამო ევროპელებს სამუშაო ადგილების დაკარგვის ეშინიათ
ევროპელებს თურქეთის ევროკავშირში გაერთიანების პერსპექტივის არ სჯერათ
ევროპელებს სურთ, თავად გადაწყვიტონ – ვინ მიიღონ ევროკავშირში