გამოკითხვა: საქართველოში უფროს თაობას საბჭოთა კავშირის ნოსტალგია აქვს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliადამიანები „გიორგიევსკის ბაფთებით“
ადამიანები „გიორგიევსკის ბაფთებით“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოკითხვა ყოფილი საბჭოთა კავშირის 11 ქვეყანაში ჩატარდა საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის დაკვეთით.

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. გამოკითხვის შედეგების თანახმად, რომელიც „Sputnik.მნენიამ“ ჩაატარა, საქართველოში 35 წელს გადაცილებული მოსახლეობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ სსრკ-ში ცხოვრება უკეთესი იყო, ვიდრე კავშირის დაშლის შემდეგ. საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ ხმა მისცა გამოკითხულთა 51%-მა, ხოლო წინააღმდეგ — 46%-მა.

25 წლამდე ასაკის რესპონდენტებს, რომლებიც სსრკ-ის დაშლის შემდეგ ან დაშლამდე ცოტა ხნით ადრე დაიბადნენ, მიჩნიათ, რომ ცხოვრება უკეთესია თანამედროვე საქართველოში. ასე ფიქრობს გამოკითხულთა 79%, ხოლო რესპონდენტთა 20% არ ეთანხმება ამ მოსაზრებას.

გამოკითხვა: საქართველოში უფროს თაობას საბჭოთა კავშირის ნოსტალგია აქვს
გამოკითხვა: საქართველოში უფროს თაობას საბჭოთა კავშირის ნოსტალგია აქვს - Sputnik საქართველო
გამოკითხვა: საქართველოში უფროს თაობას საბჭოთა კავშირის ნოსტალგია აქვს

ეს მონაცემები მიღებულია გამოკითხვის შედეგად, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის 11 ქვეყანაში ჩაატარეს: რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა ცენტრმა (ВЦИОМ), M-Vector-მა, Ipsos-მა, Expert Fikri-მ და Qafqaz-მა საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის დაკვეთით.

ყოფილი საბჭოთა კავშირის 11-დან 9 ქვეყანაში 35 წელს გადაცილებული მოსახლეობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ სსრკ-ში ცხოვრება უკეთესი იყო, ვიდრე კავშირის დაშლის შემდეგ.

ამ მოსაზრებას სომხეთში ყველაზე მეტი ადამიანი ეთანხმება — 71%, არ ეთანხმება — 23%, აზერბაიჯანში ეთანხმება 69%, არ ეთანხმება – 29%.

რუსეთში გამოკითხულთა 64%-მა, რომლებიც მოესწრნენ სსრკ-ის პერიოდს, მაშინდელი ცხოვრების დონე უფრო მაღალხარისხიანად შეაფასა, ვიდრე დღევანდელი. არ ეთანხმება ამ მოსაზრებას 28%.

ყაზახეთში ამ მოსაზრებას დაეთანხმა 61%, არ ეთანხმება – 27%, უკრაინაში ეთანხმება 60%, არ ეთანხმება – 23%, ყირგიზეთში ეთანხმება 60%, არ ეთანხმება – 30%, ბელარუსში ეთანხმება 53%, არ ეთანხმება – 28%.

ტაჯიკეთსა და უზბეკეთში კი პირიქით, 35 წელს ზემოთ ასაკის რესპონდენტთა უმეტესობას მიაჩნია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ცხოვრება ბევრად უკეთესი გახდა. ტაჯიკეთში ასე ფიქრობს 55%, არ ეთანხმება ამ მოსაზრებას 39%, უზბეკეთში გამოკითხულთა 91%-ს მიაჩნია, რომ კავშირის დაშლის შემდეგ ცხოვრება უკეთესი გახდა, ხოლო 4% არ ეთანხმება ამ მოსაზრებას.

18-დან 24 წლამდე ასაკის რესპონდენტებს, რომლებსაც არ ახსოვთ სსრკ-ის პერიოდის ცხოვრება, მიჩნიათ, რომ ცხოვრება ახლა უკეთესია. ამ მოსაზრებას უზბეკეთში რესპონდენტთა 89% ეთანხმება 5%-ის წინააღმდეგ.

ამას მოსდევს: ტაჯიკეთი 84% (13%-ის წინააღმდეგ), აზერბაიჯანი 68% (14%-ის წინააღმდეგ), რუსეთი 63% (25%-ის წინააღმდეგ), ბელარუსი 57% (34%-ის წინააღმდეგ), ყაზახეთი 56% (35%-ის წინააღმდეგ), ყირგიზეთი 48% (37%-ის წინააღმდეგ), სომხეთი 48% (47%-ის წინააღმდეგ), უკრაინა 39% (18%-ის წინააღმდეგ).

პროექტის მთავარი აღმასრულებელი და კოორდინატორი იყო კომპანია M-Vector — მსხვილი კვლევითი კომპანია, რომელსაც ოფისები აქვს ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში. ყოფილი საბჭოეთის 11 ქვეყანაში გამოკითხვის ჩასატარებლად მოწვეული იყვნენ კომპანიები GFK-ყაზახეთი, Morinfo, Qafqaz, MRP Eurasia და სხვ.

გამოკითხვა ჩატარდა 2016 წლის 4 ივლისიდან 15 აგვისტომდე პერიოდში და მასში მონაწილეობა მიიღო 12 645-მა ადამიანმა. სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში გამოიკითხა ათას-ათასი რესპონდენტი, უზბეკეთში — 1045, უკრაინაში — 2000, რუსეთში — 1600, ხოლო მოლდოვაში 1000.

გამოკითხულთა შერჩევითობის პრინციპი ქვეყნის მოსახლეობას წარმოაჩენს სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით. მაქსიმალური ცდომილება არ აღემატება 3,1%-ს 95%-იანი ალბათობიდან.

ცნობა

„Sputnik.მნენია“ — საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი საერთაშორისო პროექტი, რომელიც 2015 წლის იანვარში დაიწყო. მისი პარტნიორია კვლევითი კომპანია „პოპულუსი“. პროექტ „სპუტნიკ.მნენიას“ პროექტის ფარგლებში ევროპის ქვეყნებსა და აშშ–ში რეგულარულად ტარდება საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა მეტ–ნაკლებად აქტუალურ სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე.

Sputnik (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში.

ყველა ახალი ამბავი
0