Sputnik-მა 2015/2016 სეზონის ქართველი ლეგიონერების ტოპ-7 დაასახელა

© Flickr / James Boyesფეხბურთი
ფეხბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ფეხბურთელთა პირველ სამეულში შევიდნენ გიორგი ჭანტურია, ჯანო ანანიძე და ჯაბა კანკავა.

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. სარედაქციო პროექტ „ქართული ფეხბურთის „სადაგი დღეები“ ევროპაში“ დასრულებამდე, საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik საქართველომ“ ინფოგრაფიკის ფორმატში 2015/2016 სეზონის შედეგები შეაჯამა და იმ ქართველი ლეგიონერების ტოპ-7 გამოავლინა, რომლებიც ევროპულ და რუსულ კლუბებში გამოდიან. Sputnik-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ფეხბურთელთა პირველ სამეულში შევიდნენ გიორგი ჭანტურია, ჯანო ანანიძე და ჯაბა კანკავა. 

რეიტინგის მონაწილეები სხვადასხვა კლუბებში ჩატარებული მატჩებისა და ასევე გატანილი გოლების რაოდენობით, ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრითა და სასარგებლო მოქმედების საერთო კოეფიციენტის მიხედვით შეფასდნენ. ინფოგრაფიკა ასევე შეიცავდა ლეგიონერთა პირად მონაცემებსა და საერთაშორისო საფეხბურთო ბაზარზე მათი სატრანსფერო ღირებულების ცვალებადობას. ქართველი ლეგიონერების მიერ გამართულ შეხვედრებს შორისაა რუსეთისა და ევროპის ქვეყნების ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატები. 

პროექტი „ქართული ფეხბურთის „სადაგი დღეები“ ევროპაში“ წლის განმავლობაში მკითხველს ქართველი ფეხბურთელების ევროპულ და რუსულ კლუბებში თამაშისა და გატანილი გოლების სტატისტიკას წარმოგიდგენდათ.  ევროპისა და რუსეთის ამა თუ იმ ჩემპიონატის ყოველი ტურის შემდეგ Sputnik საქართველო  აქვეყნებდა შემაჯამებელ მასალას იმ მატჩების შედეგების შესახებ, რომლებშიც ქართველი ფეხბურთელები იღებდნენ მონაწილეობას.  პროექტი "ქართული ფეხბურთის „სადაგი დღეები“ ევროპაში" ასევე მოიცავს სპორტული ბატალიების ყველაზე ელვარე ფრაგმენტების ფოტოლენტას. 

Sputnik (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო —  მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებგვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიო-მაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. „სპუტნიკის“ ახალი ამბების ლენტები 24 საათის განმავლობაში გამოდის ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე. სააგენტოს მულტიმედიური კონტენტი და რადიოპროგრამები 30 ენაზე გადაიცემა.

ყველა ახალი ამბავი
0