დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 27 ივლისი

© Pixabay / Sylaboროკის კონცხი
როკის კონცხი - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 27 ივლისია, სამშაბათი. კლებადი მთვარე თევზების ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
არ ღირს ტყავიდან გამოძრომა იმისთვის, რომ ყველაფერი ერთდროულად და სწრაფად მოასწროთ. საჭიროა თქვენთვის კომფორტულ ტემპში მოძრაობა. მთვარე თევზების ნიშანში ეწინააღმდეგება საკუთარ თავზე ძალის დატანებას და ასევე ტოტალურ მოდუნებას. ასე რომ, გადადეთ რთული და სერიოზული საქმეები სხვა დღისთვის. ფანტაზია, ოცნება, წარმოსახვა - ეს სარგებელს მოგიტანთ, ასე სტრესთან გამკლავებასა და „გადატვირთვას" შეძლებთ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 26 ივლისი>>
ვერძი: შეეჭიდეთ იმ საქმეებს, რომლებიც შინაგანად გავსებთ. არ ღირს სერიოზული დაძაბვა, აჯობებს, თუ დაისვენებთ და მოდუნდებით. წაგადგებათ, თუ საფუძვლიანად დაალაგებთ სახლს და სამსახურში კი საქმეებს პრიორიტეტების მიხედვით მოაწესრიგებთ. სიტყვებთან დაკავშირებით იფრთხილეთ - არის დიდი რისკი, რომ გაანაწყენოთ ახლობელი ადამიანი და უცნობიც კი.
ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
ზოდიაქო: როდის და რატომ ღალატობენ სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები
კურო: მოსაწყენი დილა სასიამოვნო წვრილმანით გაილამაზეთ - იყიდეთ რამე ტკბილეული ან მიირთვით მაგარი არომატული ყავა. ეს პოზიტივით დაგმუხტავთ და დაგეხმარებათ, რომ დღე ნაყოფიერად გაატაროთ. ვარსკვლავები გირჩევენ, გათავისუფლდეთ არასაჭირო ნივთებისგან და ამით გზა გაუხსნათ თქვენს ცხოვრებაში ახალ შესაძლებლობებს, მომგებიან კავშირებსა და საინტერესო ნაცნობობას.
ტყუპი: დილით სიზარმაცის შემოტევა გექნებათ, გაგიჩნდებათ სურვილი, რომ მნიშვნელოვანი საქმეები სხვას გადააბაროთ. ებრძოლეთ ამ ცდუნებას, თუ წარმატების მიღწევა გინდათ, თავად გააკეთეთ საქმეები. დიდი ალბათობით, დღეს საკუთარი საზღვრებისა და მოსაზრებების დაცვა მოგიწევთ, მაგრამ ეცადეთ ეს უხეშად არ გააკეთოთ, რომ არავის აწყენინოთ. ასევე არასასურველია სხვების რჩევების გათვალისწინება - ამის გამო, შესაძლოა, სწორი გზიდან გადაუხვიოთ.
კირჩხიბი: დღეს იღბალი თავისით მოდის თქვენთან და ამისთვის არაფრის გაკეთება არ გჭირდებათ. ამიტომ გააკეთეთ დღეს ის, რაც სანუკვარ მიზანთან დაგაახლოებთ. ურთიერთობებში ხისტი არ იყოთ - არ მოახდინოთ ზეწოლა ადამიანებზე, რომლებიც საჭირონი არიან. შესაძლებელია ერთგული და საიმედო თანამოაზრის პოვნა, რომელთანაც საკუთარ გეგმებს ბევრად სწრაფად განახორციელებთ.
შეყვარებულები - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
ზოდიაქოს ნიშნების იდეალური წყვილები
ლომი: არ ღირს ათას საქმეზე ერთბაშად შეჭიდება. კარგი იქნება, თუ საქმეების სიას გაცხრილავთ და დროს საკუთარ თავსა და საყვარელ ადამიანს დაუთმობთ. გააკეთეთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ. კარგი დროა იმისთვის, რომ რამე თემა წამოწიოთ განსახილველად ან ძველი საქმეები გაიხსენოთ. ოღონდ წინასწარ დარწმუნდით, რომ ამისთვის ძალაც გაქვთ და შესაძლებლობებიც.
ქალწული: პრობლემების გადასაჭრელად არცთუ სახარბიელო დღეა. სჯობს, ყველაფერი "დააპაუზოთ" და იფიქროთ იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოთ და როგორ განაგრძოთ საქმიანობა. არაა გამორიცხული, რომ იპოვოთ პასუხი მნიშვნელოვან კითხვაზე, ან რამე ინფორმაციამ თქვენი ცხოვრება თავდაყირა დააყენოს. ვარსკვლავები გირჩევენ, არავის მისცეთ რჩევა დაუკითხავად - ყველაფერი თქვენ დაგბრალდებათ.
სასწორი: თქვენი აზრი თქვენვე შეინახეთ - დღეს მისი გამოთქმა ზიანის მომტანია. კიდევ უფრო საზიანოა ვინმეს რამეში გადარწმუნება. დიდი ალბათობით სკანდალს ან უსიამოვნებას წააწყდებით. ასევე არასასურველია დღეს ბევრი ურთიერთობა. სჯობს, მეტი დრო გაატაროთ განმარტოებით, გადაჭრათ რთული საკითხები, იმუშაოთ და ეძებოთ პასუხები თქვენთვის საინტერესო კითხვებზე.
მტირალი მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2021
ზოდიაქო: ვის შეუძლია ღალატის პატიება და ვის – არა
მორიელი: არ ღირს დღეს ველოსიპედის ხელახლა გამოგონება და სერიოზული გადაღლა-დაძაბვა. შეარჩიეთ მაქსიმალურად მარტივი და თქვენთვის გასაგები საქმეები, ამოცანები. კარგ არაფერს მოგიტანთ ურთიერთობები - დღეს ყველა თავის მოსაზრებაზე იდგება ჯიუტად, გააკრიტიკებს თქვენს არჩევანს და განწყობას ყველანაირად გაგიფუჭებთ. ამიტომ აჯობებს, თუ დროს განმარტოებით გაატარებთ, ასე თავს აარიდებთ ჩხუბსა და ნერვიულობას.
მშვილდოსანი: დღეს სურვილი გაქვთ, რომ საკუთარ თავს „გადაახტეთ", მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ - ზედმეტი დაძაბულობა მაშინვე აისახება თქვენს საერთო მდგომარეობაზე, ჯანმრთელობას ნუ ეხუმრებით. აქედან გამომდინარე, მოთოკეთ მგზნებარება, თუ არ გინდათ, რომ გარკვეული პერიოდი ავად იყოთ. აჰყევით შთაგონებას, რომელმაც შესაძლოა რაღაც არარეალურად კარგი რამის შექმნისკენ გიბიძგოთ.
თხის რქა: დღეს ექსპერიმენტების ჩატარება და თქვენი თავბრუდამხვევი იდეების ცხოვრებაში რეალიზება მოგინდებათ. ვარსკვლავები ამას ემხრობიან, მაგრამ გახსენებენ, რომ ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ - ხანდახან რისკი გაუმართლებელია და შეიძლება უფრო მეტი დაკარგოთ, ვიდრე მიიღოთ. ცხოვრებაში ცვლილებების მოზიდვა კი კარგია. თამამად გადაყარეთ ძველი და ყავლგასული, რათა ახლისთვის გაათავისუფლოთ ადგილი.
სიყვარული  პირველი რომანტიკული ოცნებებიდან იწყება - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2021
ზოდიაქო: შეუთავსებელი და ამავე დროს ერთმანეთისთვის მიმზიდველი წყვილები
მერწყული: დღეს მიხვდებით, როგორ უნდა გამოხვიდეთ იმ რთული მდგომარეობიდან, რომელშიც იმყოფებით. მთავარია, ენდოთ თქვენს ინტუიციასა და სიზმრებს. ვარსკვლავები გირჩევენ, არსად იჩქაროთ, არ ჩაებათ კამათში, რადგან ეს კარგად არ დამთავრდება. სჯობს, ზომიერი ტემპით იმოძრაოთ და ჯანმრთელობას მიხედოთ, რომელმაც შეიძლება დაგაღალატოთ.
თევზები: დღეს შეიძლება გაიმარჯვოს იმ საქმეებმა, რომელშიც მაქსიმალური ძალა, დრო და ენერგია გაქვთ ჩადებული. ასევე დროა, გადაჭრათ ფინანსური საკითხები, იფიქროთ, როგორ გამოიმუშაოთ დიდი თანხა. გარდა ამისა, დღეს შეიძლება რაღაც დიდი საიდუმლო გაიგოთ, რომელიც ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს, ამიტომ უსმინეთ ახალ ამბებს და დასვით კითხვები. შესანიშნავი დროა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად.
ყველა ახალი ამბავი
0