შეყვარებულები

ზოდიაქოს ნიშნების იდეალური წყვილები

15486
(განახლებულია 10:30 22.07.2021)
გთავაზობთ ზოდიაქოს ნიშნების 10 წყვილს, რომლებიც იდეალურად ესადაგებიან, ჰარმონიულად ერწყმიან ერთმანეთს.

ზოგიერთი ტიპის პიროვნებები მეტად ეწყობიან ერთმანეთს. სწორედ ამიტომაა, რომ, მაგალითად, ნამდვილი მერწყული, დიდი ალბათობით, კარგად შეეწყობა ვერძს, მაგრამ სასწორებსა და ქალწულებს მასთან ურთიერთობა გაუჭირდებათ.

ზოდიაქო: ვის შეუძლია ღალატის პატიება და ვის – არა>>

• ვერძი და კირჩხიბი

ვერძი მედიდური ნიშანია, ხოლო კირჩხიბი ამ ენერგიის განეიტრალებას შეეცდება.

• ვერძი და თევზები

ვერძები და თევზები კარგად თავსდებიან, რადგან თევზები უფრო რბილი ხასიათის არიან და დეტალებს მეტ ყურადღებას უთმობენ, ხოლო ვერძი უფრო „მოთავხედოა" და ურთიერთობებში ლიდერი იქნება, რისი წინააღმდეგიც თევზი არ არის.

• კურო და კირჩხიბი

კურო და კირჩხიბი — ორი რაციონალური ნიშანი ამ შემთხვევაში ერთმანეთს ავსებს. ორივე გულწრფელი, საიმედო ნიშანი, ერთგული მეოჯახეა. ეს მათ ურთიერთობებს იდეალურს ხდის.

• თხის რქა და კურო

ეს ორი ნიშანი შესანიშნავად ერწყმის ერთმანეთს და განსხვავებულ პიროვნებებს შორის ხილულ ბალანსს ქმნის. თხის რქა სახალისო და შრომისმოყვარეა, კურო — კეთილი და გონიერი. მათი წყვილი ნამდვილად იდეალურია.

• მშვილდოსანი და ვერძი

ორივე ნიშანმა იცის, როგორ გაატაროს დრო კარგად. ორივეს უყვარს მხიარულება და ორივე ცოტა „თავქარიანია". მშვილდოსანი ყოველთვის გულის ძახილს მიჰყვება, მაგრამ დრამას ერიდება. სოციალურ ვერძს კი ეს ძალიან მოსწონს, მას მხარდაჭერა სჭირდება.

• კირჩხიბი და თევზები

ორივე წყლის ნიშანი ბუნებით სენტიმენტალურია, რაც ნიშნავს, რომ საერთო ენას ადვილად გამონახავენ.

• ლომი და მშვილდოსანი

ცეცხლის ნიშნები ფეთქებადი ხასიათის არიან, ამიტომ მათ ურთიერთობებში ყოველთვის იქნება „ფეთქებადსაშიში" ელემენტი. მიუხედავად ამისა, ისინი კარგად შეეწყობიან ერთმანეთს, რადგან ლომი თავდაჯერებულია, ეს კი მშვილდოსნისთვის შემაკავებელი ფაქტორი იქნება.

• ქალწული და თხის რქა

ქალწულები, როგორც წესი, საკმაოდ გულდახურული და მორცხვი არიან, მაგრამ თუ პარტნიორს ენდნენ, ბოლომდე იხსნებიან. სწორედ ეს მოსწონთ თხის რქებს.

• ლომი და ტყუპი

ლომი — ცეცხლის, ხოლო ტყუპი — ჰაერის ნიშანია. ლომი შეიძლება მკაცრი პარტნიორი იყოს, მაგრამ ტყუპი ამ ფაქტორს შეამსუბუქებს და პარტნიორს აგრძნობინებს, რომ ის სიყვარულის ობიექტია.

• ლომი და მორიელი

მორიელი ძალზე ეჭვიანია და, როგორც წესი, თავის სიტყვებს არ უკვირდება, მაგრამ ეს თვისება ხელს არ უშლის, ლომთან მტკიცე ურთიერთობები ააწყოს.

15486
გზაზე მჯდომი მამაკაცი

ყველასგან განსხვავებული და უმარტივესი ხერხი ფილტვების გასაწმენდად

59
(განახლებულია 19:00 01.08.2021)
იცით, რომ სიგარეტის მოწევა მავნებელია, მაგრამ თავს ვერ ერევით და უარს ვერ ამბობთ ამ მავნე ჩვევაზე? მაშინ…

რასაც ახლა გირჩევთ, არც რთულია, არც განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს, არც უცნობი და არნახულ-არგაგონილი პროდუქტების ძებნასა და არც დიდ დროს. უბრალოდ, ვინც სიგარეტს თავს ვერ ანებებთ, ეცადეთ ყოველდღე მიირთვათ:

•    ჯანჯაფილი (იგივე ჯინჯერი), რომელსაც საქართველოში ძალიან „დაუმეგობრდნენ“ ბოლო წლებში, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ჯანჯაფილი ფილტვებს ჭარბი ლორწოსგან წმენდს;

•    ხახვი და ნიორი — ძლიერი ანტისიმსივნური თვისებების მქონე ბოსტნეული, ავთვისებიანი დაავადებების უებარი პროფილაქტიკური საშუალება;

•    კურკუმა —  ანტივირუსული, ანტიბაქტერიული, ანტისიმსივნური თვისებების სუნელ–სანელებელი, იყიდება ყველა ჰიპერმარკეტში.

უკეთესი იქნება, თუ ამ ყველაფერთან ერთად ფილტვებს სპეციალური ელექსირითაც გაიწმენდთ.

დაგჭირდებათ:

  • 400 გრ ხახვი
  • 1 ლ წყალი
  • 400 გრ შაქარი
  • 2 სუფრის კოვზი კურკუმა
  • ჯანჯაფილი — დიდი თითის ტოლი ნატეხი.

მომზადება

შაქრისა და წყლისგან მოადუღეთ სეროფი, დაამატეთ ოთხ–ოთხად დაჭრილი ხახვი და  ჯანჯაფილის მესამედი. დააცადეთ წამოდუღება და როგორც კი ეს მასა დუღილს დაიწყებს, მაშინვე ჩაამატეთ კურკუმა. ამის შემდეგ ცეცხლს მინიმუმამდე დაუწიეთ და მანამდე ადუღეთ, სანამ რაოდენობა არ განახევრდება. მერე გაწურეთ და ქილაში გადაიღეთ. ელექსირი მაცივარში უნდა შეინახოთ.

ყველაზე მძლავრი ანტიბიოტიკი სულ ორი ინგრედიენტისგან>>

მიღების წესი

ელექსირი დღეში ორჯერ უნდა მიიღოთ — თითო ჯერზე ორი სუფრის კოვზის ოდენობით: დილით უზმოზე და საღამოს ბოლო ჭამიდან ორი საათის შემდეგ.

59
თემები:
სასარგებლო რჩევები
ხილ-ბოსტნეული

როგორ ჭამთ და როგორ უნდა ჭამდეთ: სასარგებლო პროდუქტები, რომლებსაც არასწორად მიირთმევთ

513
(განახლებულია 15:19 01.08.2021)
იმისათვის, რომ საკვებიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ, რამდენიმე საიდუმლოს გაგიმხელთ, რომელთა ცოდნაც უბრალოდ აუცილებელია

სანახავად დააწკაპუნეთ ფოტოებზე.

513
თემაზე
ათასწლეულის შეთქმულება: რეკლამირებული პრეპარატები, რომლებიც არაფერს კურნავს
რას გვეუბნება სტიკერები: ხილზე დატანილი უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია
იაკობ ქაჯაია კუბელ აკოსტა ფერნანდესთან ორთაბრძოლაში

ვინ იასპარეზებს საქართველოდან 2 აგვისტოს ტოკიოს ოლიმპიადაზე

0
(განახლებულია 20:25 01.08.2021)
ტოკიოს ოლიმპიადაზე მეათე დღეს საქართველოს ორი სპორტსმენი წარადგენს – ბერძნულ–რომაულის ტილით მოჭიდავეები იაკობ ქაჯაია და გიორგი მელია

იაკობ ქაჯაია, ბერძნულ–რომაული ჭიდაობა (–130 კგ)

Борец Якоб Каджая
© AP Photo / Anvar Ilyasov
იაკობ ქაჯაია

ქაჯაიამ წარმატებით გამართა ორთაბრძოლები და თავის წონით კატეგორიაში ფინალში გავიდა. ტურნირის რეგლამენტით, მედლები სპორტსმენების გამოსვლის დაწყებიდან მეორე დღეს თამაშდება.

ქართველი მოჭიდავე ოქროსთვის მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს, კუბელ მიხაინ ლოპეს ნუნიესს შეეჭიდება.

27 წლის იაკობ ქაჯაიასთვის ტოკიოს თამაშები კარიერაში მეორეა. რიო–დე–ჟანეიროს ოლიმპიადაზე მან მეშვიდე ადგილი დაიკავა. მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა და მას თავისუფლად შეუძლია, ოლიმპიური ჩემპიონის წოდებაზე ჰქონდეს პრეტენზია.

გიორგი მელია, ბერძნულ–რომაული ჭიდაობა (–97 კგ)

ტოკიოს ოლიმპიადა 24 წლის გიორგი მელიასთვის სადებიუტოა. იუნიორთა და ახალგაზრდებს შორის ქართველი მოჭიდავე სერიოზულ შედეგებს აჩვენებდა. 2016 წელს ის მსოფლიო ჩემპიონი გახდა იუნიორთა შორის, ხოლო 23 წლამდელთა კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონატებზე კვარცხლბეკზე ორჯერ ავიდა – 2018 წელს ბრინჯაო მიიღო და 2019 წელს – ვერცხლი.

Георгий Мелия – греко-римская борьба
გიორგი მელია

მოზრდილთა კატეგორიაში მას ჯერჯერობით სატრაბახო შედეგები არა აქვს. ევროპის ჩემპიონატებზე მე–10 და მე–17 ადგილები დაიკავა, ხოლო 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე – მეხუთე.

ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებს ერთი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი აქვს.

0
თემები:
საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე