მზე

ასტროლოგიურ–ფსიქოლოგიური ტესტი: რა გელოდებათ 2021 წლის ბოლომდე

265
(განახლებულია 18:33 20.07.2021)
ფსიქოლოგებმა ასტრო-წინასწარმეტყველებას მიჰყვეს ხელი – უპასუხეთ კითხვებს და გაეცანით თქვენი პიროვნების დახასიათებასა და პროგნოზს წლის ბოლომდე.

უპასუხეთ ამ მარტივ კითხვებს და ფსიქოლოგები გეტყვიან, რა გელოდებათ უახლოეს პერიოდში.

უპასუხეთ ამ ცხრა კითხვას და დაწერეთ ქაღალდზე:

  1. აირჩიეთ ერთი ფერი — ყვითელი, ცისფერი, წითელი, მწვანე ან შავი;
  2. თქვენი სახელის პირველი ასო;
  3. თქვენი დაბადების თვე;
  4. შავი თუ თეთრი?
  5. დაასახელეთ თქვენ ირგვლივ მყოფთაგან თქვენივე სქესის ადამიანი;
  6. თქვენი საყვარელი რიცხვი;
  7. რა უფრო გიყვართ — სიარული თუ ფრენა?
  8. ტბა თუ ოკეანე?
  9. ჩაუთქვით სურვილი.

შედეგები:

1. არჩეული ფერი:

  • ყვითელი — ბედნიერი ადამიანი ხართ, ყველას დამშვიდება შეგიძლიათ, ვინც ცუდად გრძნობს თავს;
  • ცისფერი — იმპულსური ბრძანდებით და საყვარელი ადამიანისგან მუდამ ყურადღებასა და ალერსს ელოდებით;
  • წითელი — თქვენი ცხოვრება სიყვარულით არის სავსე, ძალზე ენერგიული ბრძანდებით;
  • მწვანე — საკმაოდ მშვიდი პიროვნება ბრძანდებით, თქვენთვის აგრესია უცხოა;
  • შავი — საკმაოდ აგრესიული და კონსერვატორი ბრძანდებით.

2. სახელის პირველი ასო

  • ა-ლ — თქვენი ცხოვრება მეგობრობითა და სიყვარულით არის სავსე;
  • მ-ქ — პირად ცხოვრებაში მოულოდნელ გარდატეხას დაელოდეთ;
  • ღ-ჰ — სიყვარულში გაგიმართლებთ.

3. დაბადების თვე

  • იანვარი-მარტი — კარგი პერიოდი და მოულოდნელი სიყვარული გელოდებათ;
  • აპრილი-ივნისი — მოკლე და თავბრუდამხვევი რომანი გელოდებათ, რომელიც მთელი ცხოვრება გემახსოვრებათ;
  • ივლისი-სექტემბერი — წარმატებული პერიოდი გექნებათ, მნიშვნელოვანი ცვლილება გელოდებათ, რომელიც თქვენზე ზემოქმედებას მოახდენს;
  • ოქტომბერი-დეკემბერი — პირად ფრონტზე გარკვეული სირთულეების შემდეგ საბოლოოდ თქვენს სიყვარულს იპოვით.

4. აირჩიეთ ფერი: შავი ან თეთრი 

  • შავი — ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები გელოდებათ, რომლებიც ძალიან რთულად მოგეჩვენებათ, თუმცა მალე ამისთვის ბედს მადლობას გადაუხდით.
  • თეთრი — გყავთ მეგობარი, რომელიც ყველაფერს გაგიკეთებთ, რასაც შეძლებს, მაგრამ, შესაძლოა, თქვენ ამაზე წარმოდგენაც არ გაქვთ.

5. ადამიანი, რომელიც დაასახელეთ, თქვენი უახლოესი მეგობარია

6. რიცხვი, რომელიც დაასახელეთ, თქვენი ნამდვილი მეგობრების რაოდენობაა.

7. რა უფრო გიყვართ:

  • მგზავრობა ხმელეთით — არ გიყვართ ცვლილებები
  • ფრენა — გიყვართ თავგადასავლები

8. რას აირჩევთ:

  • ტბა — ერთგული ხართ თქვენი საყვარელი ადამიანისა და მეგობრების;
  • ოკეანე — შეგიძლიათ ადამიანებს სიხარული აჩუქოთ, მაგრამ ძალზე არაპროგნოზირებადი ბრძანდებით.

9. სურვილი:

თქვენი სურვილი ნამდვილად ახდება

265
გზაზე მჯდომი მამაკაცი

ყველასგან განსხვავებული და უმარტივესი ხერხი ფილტვების გასაწმენდად

11
(განახლებულია 19:00 01.08.2021)
იცით, რომ სიგარეტის მოწევა მავნებელია, მაგრამ თავს ვერ ერევით და უარს ვერ ამბობთ ამ მავნე ჩვევაზე? მაშინ…

რასაც ახლა გირჩევთ, არც რთულია, არც განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს, არც უცნობი და არნახულ-არგაგონილი პროდუქტების ძებნასა და არც დიდ დროს. უბრალოდ, ვინც სიგარეტს თავს ვერ ანებებთ, ეცადეთ ყოველდღე მიირთვათ:

•    ჯანჯაფილი (იგივე ჯინჯერი), რომელსაც საქართველოში ძალიან „დაუმეგობრდნენ“ ბოლო წლებში, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ჯანჯაფილი ფილტვებს ჭარბი ლორწოსგან წმენდს;

•    ხახვი და ნიორი — ძლიერი ანტისიმსივნური თვისებების მქონე ბოსტნეული, ავთვისებიანი დაავადებების უებარი პროფილაქტიკური საშუალება;

•    კურკუმა —  ანტივირუსული, ანტიბაქტერიული, ანტისიმსივნური თვისებების სუნელ–სანელებელი, იყიდება ყველა ჰიპერმარკეტში.

უკეთესი იქნება, თუ ამ ყველაფერთან ერთად ფილტვებს სპეციალური ელექსირითაც გაიწმენდთ.

დაგჭირდებათ:

  • 400 გრ ხახვი
  • 1 ლ წყალი
  • 400 გრ შაქარი
  • 2 სუფრის კოვზი კურკუმა
  • ჯანჯაფილი — დიდი თითის ტოლი ნატეხი.

მომზადება

შაქრისა და წყლისგან მოადუღეთ სეროფი, დაამატეთ ოთხ–ოთხად დაჭრილი ხახვი და  ჯანჯაფილის მესამედი. დააცადეთ წამოდუღება და როგორც კი ეს მასა დუღილს დაიწყებს, მაშინვე ჩაამატეთ კურკუმა. ამის შემდეგ ცეცხლს მინიმუმამდე დაუწიეთ და მანამდე ადუღეთ, სანამ რაოდენობა არ განახევრდება. მერე გაწურეთ და ქილაში გადაიღეთ. ელექსირი მაცივარში უნდა შეინახოთ.

ყველაზე მძლავრი ანტიბიოტიკი სულ ორი ინგრედიენტისგან>>

მიღების წესი

ელექსირი დღეში ორჯერ უნდა მიიღოთ — თითო ჯერზე ორი სუფრის კოვზის ოდენობით: დილით უზმოზე და საღამოს ბოლო ჭამიდან ორი საათის შემდეგ.

11
თემები:
სასარგებლო რჩევები
ხილ-ბოსტნეული

როგორ ჭამთ და როგორ უნდა ჭამდეთ: სასარგებლო პროდუქტები, რომლებსაც არასწორად მიირთმევთ

501
(განახლებულია 15:19 01.08.2021)
იმისათვის, რომ საკვებიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ, რამდენიმე საიდუმლოს გაგიმხელთ, რომელთა ცოდნაც უბრალოდ აუცილებელია

სანახავად დააწკაპუნეთ ფოტოებზე.

501
თემაზე
ათასწლეულის შეთქმულება: რეკლამირებული პრეპარატები, რომლებიც არაფერს კურნავს
რას გვეუბნება სტიკერები: ხილზე დატანილი უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია