მტირალი მამაკაცი

ზოდიაქო: ვის შეუძლია ღალატის პატიება და ვის არა

6813
(განახლებულია 10:24 19.07.2021)
როგორი დამოკიდებულება აქვთ მამაკაცებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ღალატის მიმართ და შეუძლიათ თუ არა მათ ღალატი ცოლს აპატიონ - გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს

ერთგულების საკითხზე ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენელ მამაკაცებს თავიანთი თვალსაზრისი აქვთ. ქალს, სანამ ის ამგვარ საქციელზე წავა, წარმოდგენა უნდა ჰქონდეს, როგორი რეაგირება ექნება პარტნიორს ამაზე და ექნება თუ არა პატიების შანსი.

რომანტიკოსი მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ვერძი

ვერძი მამაკაცისთვის ეს საკითხი დახურულია. თუ ინტრიგა და ფლირტი მამაკაცისთვის შესაძლებელია, ეს მის პარტნიორს არ ეხება. და თუ მან მეუღლის ღალატის შესახებ შეიტყო, მისთვის არანაირ არგუმენტს აზრი არ ექნება, არაფრის მოსმენას არ ისურვებს. ის ძალიან განრისხდება, შესაძლოა, ფიზიკურ შეურაცხყოფაზეც გადავიდეს და ცოლს აუცილებლად სამუდამოდ დაშორდება.

კურო

ღალატს კურო ძალზე მწვავედ განიცდის. წყენა და ბრაზი მის გულში ღრმად დაიბუდებს მიუხედავად იმისა, რომ, დროთა განმავლობაში, შესაძლოა, მოღალატე ცოლს აპატიოს. მისი ნდობა რომ ცოლმა თავიდან მოიპოვოს, ტიტანური ძალისხმევა დასჭირდება. და მაინც, კუროს მამაკაცს ემახსოვრება ცოლის ღალატი და გახდება ეჭვიანი, ნებისმიერ სიტუაციაში, ქვეცნობიერ დონეზე, ამის გამეორებას დაელოდება.

ტყუპი

ტყუპი მამაკაცი წინააღმდეგი არაა, როცა მისი თანამგზავრის მიმართ ყურადღებას იჩენენ და ეარშიყებიან მას. მაგრამ როგორც კი ქალი მეტის უფლებას მისცემს თავს, ტყუპი განრისხდება და მაშინვე გააგდებს ცოლს. ემოციურობიდან გამომდინარე, მამაკაცი მალე „განელდება“ და ამ კავშირის შესახებ მალევე დაივიწყებს. ტყუპი მამაკაცი პარტნიორის ღალატს იოლად გადაიტანს, მაგრამ ქალს უკან დაბრუნების შანსი არასდროს ექნება.

კირჩხიბი

კირჩხიბი მამაკაცი არასდროს დაუჯერებს ცოლის ღალატზე ნათქვამს, თუ ეს დამტკიცებული არ იქნება. და ამ შემთხვევაში ეს მისთვის ნამდვილ კატასტროფად იქცევა. საყვარელი ადამიანის ღალატს მისი დეპრესიამდე მიყვანაც შეუძლია. მისი ფაქიზი და მგრძნობიარე ნატურა ვერ მიიღებს იმას, რომ ასე სასტიკად მოექცნენ. კირჩხიბი არასდროს წავა შერიგებაზე, თუმცა, ღალატის მიზეზების გაგებას შეეცდება. ღალატის პატიებას ის შეძლებს, მაგრამ ძალიან დიდი დრო უნდა გავიდეს.

ლომი

ლომი მამაკაცი ნებისმიერ სიტუაციაში ითამაშებს, კარგად დამალავს შელახულ თავმოყვარეობას და გულგრილობის ნიღაბს აიფარებს. ეს თვისება მას არ ახასიათებს, როგორც უგულო ადამიანს, მაგრამ პრინციპი, რომ გულიდან ყველაფერი ცუდი განდევნოს, მის სასიკეთოდ მოქმედებს. ამიტომ მოღალატე ცოლი მისთვის არასაინტერესო პიროვნება გახდება, რომელზეც თავისი სულ მცირე დროის დახარჯვაც დაენანება. არავითარ შემთხვევაში არ შეურიგდება პარტნიორს და მას თავისი ცხოვრებიდან ამოშლის.

ქალწული

შეძლებს თუ არა ლომი მამაკაცი ღალატის პატიებას, ეს ურთიერთობების ხარისხზეა დამოკიდებული. თუ ურთიერთობები ახალი დაწყებული აქვს, ის, უბრალოდ, შეწყვეტს კავშირს. თუ რომანი დიდხანს გრძელდება, პარტნიორის რეაბილიტაციისთვის ერთი შანსის მიცემას კიდევ შეეცდება. მის გულში მუდამ ბუდობს იმედი, რომ პარტნიორი ამ საქციელს გააცნობიერებს და უკეთესობისკენ შეიცვლება. და თუ მოღალატემ მოინანია, ქორწინების დანგრევა არ ღირს.

სასწორი

რა რეაქცია ექნება ღალატზე სასწორ მამაკაცს, ამის თქმა ძალზე რთულია. მისგან სხვადასხვა რეაქციაა მოსალოდნელი. მაგრამ დანახულის ან გაგონილის შემდეგ მაშინვე იწყებს ურთიერთობების გამორკვევას გინებისა და ჭურჭლის მსხვრევის ფონზე. შემდგომში კი გარემოებებიდან გამომდინარე იმოქმედებს, რომელშიც დიდ როლს შეასრულებს ბავშვების რაოდენობა, ფინანსური მდგომარეობა და სტატუსი. შესაძლოა, მამაკაცმა სასწორმა დროებით წყენა გულში ჩაიდოს და მოღალატე ცოლთან ურთიერთობა გააგრძელოს, მაგრამ შესაფერის მომენტში იმავეთი უპასუხებს.

მორიელი

მორიელი ძალზე ეჭვიანი ნიშანია, ხოლო თუ მან ღალატის შესახებ შეიტყო, მანამ იძიებს შურს თავის პარტნიორზე, სანამ არ დამშვიდდება. მამაკაცი მორიელი გამოიყენებს მთელ მძიმე არტილერიას, რომ ცოლს ყველაზე ძვირფასი რამ, რაც მას გააჩნია, როგორმე წაართვას. თავის ფანტაზიებში ყველა ბარიერს დაამსხვრევს. არანაირი მუდარა მის შელახულ თავმოყვარეობას ვერ გაალღობს. ის არასდროს აპატიებს ქალს ამ საქციელს, თუმცა, ამ გადაწყვეტილებას ყოველდღე ინანებს.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი მამაკაცი თვითონ ვერ დადებს თავს ერთგულებაზე, მისთვის ღალატი აზარტულ თამაშს უტოლდება. ის არ ერიდება სასიყვარულო რომანების გაბმას და ამას ცნობისმოყვარეობით ხსნის. ამიტომ, თავისი მეორე ნახევრის ღალატს ზედმეტი სკანდალის გარეშე აღიქვამს. ეს არ ნიშნავს, რომ მისთვის სულერთია. ის გაბრაზდება, მაგრამ ბრაზი დიდხანს არ დარჩება მის გულში. დროის გასვლის შემდეგ პარტნიორ ქალთან აღადგენს ურთიერთობებს და ეცდება, უსიამოვნო მომენტები არ გაიხსენოს.

თხის რქა

თხის რქა მამაკაცი ერთგულებას განსაკუთრებულად აღიქვამს, ამიტომ, თუ თავად უღალატებს პარტნიორ ქალს, თავადვე შესთავაზებს მას განქორწინებას. მუდამ აკონტროლებს საკუთარ თავს და რაც ამ მომენტში ააღელვებს, ეს დაგროვებული ქონების გაყოფაა. და თუ წყენამ და ბრაზმა აჯობა მას, ამაზე არასდროს ილაპარაკებს და მით უფრო, არ აჩვენებს. გარკვეული დროის შემდეგ ურთიერთობების ხელახლა დაწყებას ის არ დათანხმდება იმ მიზეზით, რომ ჯერ კიდევ ბოლომდე შეუხორცებელი ჭრილობა კვლავ არ გაეხსნას.

მერწყული

მერწყულ მამაკაცს დაკვირვებულს ვერ უწოდებ - ის ხომ საკუთარი ცხვირის იქით ვერაფერს ხედავს. მის პარტნიორ ქალს ზედიზედ რამდენიმე წელი საყვარელიც რომ ჰყავდეს, მერწყულმა, შესაძლოა, ვერც შეამჩნიოს. მაგრამ თუ მას ფაქტის წინაშე დააყენებენ, ყველაფერს შედარებით მშვიდად აღიქვამს და ზედმეტ გარჩევებს არ დაიწყებს. ჩაიკეტება საკუთარ თავში და სიტუაციის ახსნას შეეცდება. ამის შემდეგაც არ შეწყვეტს ურთიერთობებს და უკვე მიზეზების ძებნას შეუდგება. და ყველა ამ განსაცდელის შემდეგ გამოაცხადებს გადაწყვეტილებას განშორების შესახებ.

თევზები

ყველაფერი, რაც მის პირად ურთიერთობებს ეხება, თევზ მამაკაცს გულთან ახლოს მიაქვს. ქალის ღალატმა ის, შესაძლოა, ჩიხში შეიყვანოს, მაგრამ ის დაფიქრდება სიტუაციაზე და ვალს შესაფერის მომენტში დააბრუნებს. მამაკაცი დაელოდება დროს, მარტოობაში გადაიტანს მიყენებულ შეურაცხყოფას. თავისი ჰარმონიის აღდგენას დიდხანს მოუნდება, მაგრამ როდესაც „გონზე მოვა“, მაშინვე დაშორდება თავის პარტნიორს. ხოლო მოფიქრებულ სცენარს ყველაზე ფერადოვნად შეალამაზებს.

6813
ბათუმი

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 31 ივლისი

24
(განახლებულია 10:31 30.07.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 31 ივლისია, შაბათი. კლებადი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.

ენერგია ჩქეფს, შრომისუნარიანობა სათანადო სიმაღლეზეა და ეს ჩანაფიქრის განხორციელებისთვის კარგ შესაძლებლობებს იძლევა. გამოიყენეთ ეს დრო წარმატების მისაღწევად, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ დღე უფრო უკვე დაწყებული საქმეების დასამთავრებლად გამოდგება, ვიდრე ახლის დასაწყებად. დიდია ქონებასთან და ფინანსებთან დაკავშირებული დავების ალბათობა.

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 30 ივლისი>>

ვერძი: დღეს შესანიშნავი შანსი გეძლევათ, რომ თუ გამდიდრდეთ არა, ფინანსური მდგომარეობა გამოასწოროთ მაინც. მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ფულთან დაკავშირებული სიურპრიზი გელოდებათ: პრემია გაწეული შრომისთვის, ადრე გაცემული ვალის დაბრუნება, საჩუქარი ახლობელი ადამიანისგან ან, ბოლოს და ბოლოს, „ოქროს მთების“ დაპირება პერსპექტივაში. თუ უფრო შემოსავლიანი თანამდებობის მოძებნას აპირებდით, ამისთვის ეს დღე ძალიან კარგ შესაძლებლობებს იძლევა.

კურო: ხართ ამაღლებულ, პოზიტიურ განწყობაზე და ამის წყალობით თქვენი საქმეები თავისით წაიწევს წინ. ერთნაირად, „თამაშ–თამაშით გაუმკლავდებით როგორც მონოტონურ სამუშაოს, ისე პროექტებს, რომლებიც ანალიზსა და შემოქმედებით დამოკიდებულებას მოითხოვს. შინაგანი ჰარმონიით აღსავსეებს დღეს ჩვეულებრივზე მეტის გაკეთება შეგიძლიათ და დაღლაც არ დაგეტყობათ.

ტყუპი: დღეს შრომისთვის მოულოდნელ ჯილდოს მიიღებთ. ეს შეიძლება იყოს ხელმძღვანელობის მადლობა, კარიერული ზრდა ან საჩუქარი საყვარელი ადამიანისგან. ასევე შესაძლებელია სხვა სასიამოვნო სიურპრიზები, მოვლენები, როგორიცაა ვალის დაბრუნება, დაუგეგმავი მოგება, მივლინება რომელიმე კურორტზე და სხვა. მოკლედ, დღეს ფორტუნა აუცილებლად გაგიღიმებთ და არაა გამორიცხული, რომ სწორედ ეს დღე გახდეს თქვენს ცხოვრებაში იღბლიანი პერიოდის დასაწყისი.

კირჩხიბი: მარტივი დღე არ გელოდებათ. მოვლენები შეიძლება სულაც არ განვითარდეს ისე, როგორ ელოდებით. რაღაც მომენტში შესაძლოა ინიციატივა გაუშვათ ხელიდან და ვითარება ვეღარ გააკონტროლოთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს ცუდი მომზადების ან ინფორმაციების ნაკლებობის ბრალი შეიძლება იყოს. აქედან გამომდინარე, თუ არ გინდათ, რომ ყველაფერი ხელიდან გაგისხლტეთ, ისეთ საქმეებს შეეჭიდეთ, რომლებშიც ასი პროცენტით ხართ დარწმუნებული.

ლომი: აჯობებს იმ პროექტზე იმუშაოთ, რომელიც უკვე მომზადებული გაქვთ და შესაძლოა, სულ მცირე რაღაც აკლია, რომ ამოქმედდეს. ამას გარდა, დღეს შეიძლება რაღაც კარგი ინფორმაცია მიიღოთ, რაც ხელს შეუწყობს ამ პროექტის უახლოეს დღეებში ამუშავებას. ეს შეიძლება იყოს თანხის მიღება, ინფორმაცია, აუცილებელი კონტაქტები ან ახლობლების თანხმობა. უნდა გამოიყენოთ ეს შანსი, რათა პროექტი, ბოლოს და ბოლოს, ამოქმედდეს.

ქალწული: ვარსკვლავები გაფრთხილებენ – შეიძლება შეეჯახოთ რაღაც ჭორებს, რომლებიც უარყოფითად აისახება თქვენს კარიერაზე, სტატუსზე ან ცხოვრების დონეზე. ამასთან, შეიძლება გახდეთ ამ ჭორების არა მხოლოდ მსხვერპლი, არამედ დაზარალდეთ იმის გამო, რომ ეს ხმები თავად გაავრცელეთ. ასე რომ, უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად აჯობებს, თუ თქვენს მოსაზრებებს გარშემომყოფების შესახებ თქვენთვისვე შეინახავთ. ხოლო იმას, რასაც ირგვლივ ლაპარაკობენ, ყურადღებით უნდა მოუსმინოთ – ასე მიაგნებთ ჭორების გავრცელების წყაროს და მისგან თავის დაღწევის შანსი გაგიჩნდებათ.

სასწორი: დღეს შეიძლება იეჭვიანოთ სხვების წარმატებებზე და იმედი გაგიცრუვდეთ საკუთარი თავის გამო. ეს შეიძლება გამოიწვიოს რომელიმე კოლეგის წახალისებამ ან იმის გაცნობიერებამ, რომ თქვენი საქმეები ჩიხში შევიდა. თუ გარშემომყოფები უფრო წარმატებულებად გეჩვენებათ, ასტროლოგები გირჩევენ, ნაკლებად იყუროთ აქეთ–იქით და საკუთარ საქმეებს მიხედოთ. გაიხსენეთ, როდესაც თქვენ იყავით ყველაზე წარმატებული და ეცადეთ, განეწყოთ ახალი მწვერვალების დასაპყრობად.

მორიელი: დღეს თქვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა ჯანსაღი კონკურენცია გახდება. ეს გრძნობა შეიძლება გაგიჩნდეთ კოლეგების, მეგობრების ან ახლობლების წარმატებების მიმართ. მთავარი ისაა, რომ სწორედ ეს გაიძულებთ, იმოქმედოთ უფრო ენერგიულად. შესაძლოა, აზარტული განწყობის კარნახით გადადგათ ისეთი ნაბიჯი, რომელსაც სხვა დროს სიფრთხილის გამო ვერ გაბედავდით. და რამდენად გაამართლებს ეს რისკი, ამას უფრო მოგვიანებით, სხვა დღეს შეიტყობთ.

მშვილდოსანი: კონფლიქტისთვის ხართ განწყობილი, ყოველ შემთხვევაში, ასე მოეჩვენებათ გარშემომყოფებს. ერთი მხრივ, არ დაუშვებთ სხვების ჩარევას და მტკიცედ იდგებით თქვენს მოსაზრებაზე და მეორე მხრივ, ყველას გაკრიტიკებისა და დაუკითხავი რჩევების მიცემის სურვილი გამოძრავებთ. თქვენ თავად დარწმუნებული ხართ, რომ საქმის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებთ. შესაძლოა, რაღაც საკითხებში მართლაც მართალი ხართ, მაგრამ არა სიმშვიდისა და ნერვების შენარჩუნების საკითხებში.

თხის რქა: დღეს თქვენი წარმატების გარანტი თქვენი უნარია, იგრძნოთ, საიდან უბერავს ქარი. სიტუაცია მოითხოვს, რომ გზადაგზა გაერკვიოთ ვითარებაში, მოერგოთ მას და წარმოადგინოთ თქვენი იდეები იმგვარად, რომ ისინი ირგვლივ მყოფებს აუცილებლად მოეწონოთ. შეგიძლიათ, რომ ყველა შესაძლო ვარიანტიდან შეუცდომლად აირჩიოთ ის, რომელიც ყველაზე მომგებიანია თქვენთვის, თუნდაც ამისთვის მოქმედებების ჩვეული სტილის შეცვლა დაგჭირდეთ.

მერწყული: დღეს ნებისმიერი წამოწყებისთვის შესანიშნავი დღეა. რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, პრაქტიკულად ყველა საქმე დროთა განმავლობაში მოგებასა და წარმატებას გპირდებათ. ასე რომ, თამამად დააწყვეთ გეგმები, წამოაყენეთ ახალი პროექტი, დაისახეთ ახალი მიზნები. ერთადერთი, რამაც დღეს შეიძლება ხელი შეგიშალოთ, ეს შურით გაჟღენთილი კრიტიკაა. თუ ამ კრიტიკას მოუსმენთ და აჰყვებით, შესაძლოა, საკუთარ თავში ეჭვი შეგეპაროთ, რაც თქვენს საქმეებზე ცუდად აისახება.

თევზები: მოუსვენრობა შეგიპყრობთ და ერთ ადგილზე გაჩერება გაგიჭირდებათ. თქვენი ენერგია გამოსავალს ეძებს, ეჭიდება ნებისმიერ შანსს, რომ ცხოვრება გაამრავალფეროვნოს. შესაძლოა, ინიციატივა გამოიჩინოთ და რომელიმე მივლინებას დათანხმდეთ რამე საბაბით, ან კამათში ჩაებათ იმისთვის, რომ რაღაც განსხვავებული მოხდეს და ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში არ მიდიოდეს. და თუ საქმეებს ადრე მორჩებით, შემდეგ შეგიძლიათ მთელი შემართებით გაერთოთ.

24
მაღვიძარა

გახდომა ძილში: ექიმი ასახელებს პროდუქტს, რომელიც ღამით ცხიმებს წვავს

146
(განახლებულია 20:36 30.07.2021)
ირკვევა, რომ არსებობს პროდუქტი, რომელიც ძილის წინ უნდა მიირთვათ, თუ გინდათ, დილით უკვე 300 გრამი გქონდეთ დაკლებული

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. წონის დასაკლებად სულაც არ არის საჭირო, ექვსი საათის შემდეგ ჭამაზე უარი თქვათ და მშიერ კუჭზე დაიძინოთ, აცხადებს ენდოკრინოლოგი ანჟელიკა ჩიჟი.

მისი თქმით, ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად ექვსი საათის შემდეგ ჭამაზე უარის თქმა, ინტერვალური შიმშილი, ღამ-ღამობით კი მხოლოდ კეფირი — ეს სინამდვილეში მხოლოდ გავრცელებული მითია. სპეციალისტი ირწმუნება, რომ გახდომა ძილშიც კია შესაძლებელი -— უბრალოდ, სწორი საკვები უნდა შეირჩეს.  

„რა უნდა მიირთვათ, რომ ძილში გახდეთ. ჩვენს ორგანიზმში ღამის 12 საათამდე გამომუშავდება სომატოტროპული ჰორმონი, რომელიც ცხიმებს წვავს. იმისათვის, რომ ეს ჰორმონი გამომუშავდეს, ორი ნაბიჯი უნდა გადადგათ: პირველი — ძილის წინ ორი მოხარშული კვერცხის ცილა ჭამოთ, და მეორე — დასაძინებლად ღამის 11 საათისთვის დაწვეთ. დილით თუ აიწონებით, აღმოაჩენთ, რომ 300 გრამი გაქვთ დაკლებული“, — ამბობს ექიმი.

გარდა ამისა, ენდოკრინოლოგის თქმით, არსებობს ისეთი პროდუქტები, რომლებიც რაციონიდან არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოირიცხოს, მკაცრი დიეტის შემთხვევაშიც კი.

ესენია:

ცილები — ქათმის, ინდაურის, ძროხის უცხიმო ხორცი, თევზეული, კვერცხის ცილა.

ეს ყველაფერი ის „სამშენებლო მასალაა“, რომლის გარეშეც ადამიანის ორგანიზმი გამოიფიტება. ცილა მნიშვნელოვანია არა მარტო კუნთებისთვის, არამედ ძვლების, კანის, მყესების, ჰორმონებისა და იმუნიტეტისთვის.

მცენარეული უჯრედისი — მწვანილი, ბოსტნეული, მარცვლეული, პარკოსნები.

უჯრედისი საჭმლის მომნელებელი სისტემის მშაობაზე აგებს პასუხს. მისი წყალობით, დიდხანს ნარჩუნდება სიმაძღრის შეგრძნება და სტაბილურდება ენერგეტიკული დონე. გარდა ამისა, უჯრედისი ეფექტურად გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს და ასევე არის პროფილაქტიკა გულ-სისხლძრღვთა სისტემის დაავადებების, შაქრიანი დიაბეტისა და კოლორექტალური კიბოსთვის.

ხილი და კენკრა — ეს მიკროელემენტებისა და ვიტამინების არაჩვეულებრივი წყაროა. მთავარია, აირჩიოთ ისეთი პროდუქტი, რომლეშიც ცოტა შაქარი და ბევრი უჯრედისია (მაგალითად, ბანანი). ყველაზე სასარგებლოა: ციტრუსები, კივი, ვაშლი და ყველანაირი კენკრა.

146
თემები:
ექიმი გირჩევთ