ყვავილები ზღვის სანაპიროზე

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 19 ივლისი

295
(განახლებულია 09:14 19.07.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 19 ივლისია, ორშაბათი. მზარდი მთვარე მორიელის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.

დღეს ემოციები ჭარბობს და ამან შესაძლოა ურთიერთობები გააფუჭოს. ამიტომ ან თავი უნდა ავიყვანოთ ხელში, ან განვმარტოვდეთ. პრობლემებიც მრავლადაა, რომელიც სულიერ გამოცდილებას მოგვიტანს სტრესთან ერთად. მაგრამ ყველაფერი არც ისე სავალალოდ არის – ვიგრძნობთ ახლობლების მხარდაჭერას და ამასთან, გამორიცხული არაა, ვინმე ძალიან საინტერესო პიროვნება გავიცნოთ, თუ, რა თქმა უნდა, გვექნება საკუთარი თავის რწმენა და პოზიტიური განწყობა. რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია – თავი შორს უნდა დავიჭიროთ კირჩხიბებისგან. ისინი მზად არიან, პირში მოგვახალონ ყველაფერი, რასაც ჩვენზე ფიქრობენ და თავიანთი „საცეცებიც“ აამოქმედონ.

ზოდიაქოს ნიშნების ბედნიერების საიდუმლო>>

ვერძი: ყველა ჩხუბისა და სკანდალების ტალღაზეა აწყობილი, ამიტომ ურთიერთობებში სიფრთხილეა საჭირო, რომ ახლობლებთან არ იჩხუბოთ. აჯობებს, რომ საკუთარ ამოცანებს სხვა, ალტერნატიული კუთხით შეხედოთ, გონებრივი მუშაობის დროს „ჩართოთ კრეატივი“, ხოლო სერიოზული მოლაპარაკებებისას – მომხიბვლელობა. როდესაც მხარდაჭერის აუცილებლობას იგრძნობთ, მიმართეთ ნებისმიერს – უარს არავინ გეტყვით.

კურო: დიდი ალბათობით, განმარტოება არ გამოგივათ – თქვენი ყურადღება ყველას სჭირდება. ეცადეთ, შეძლებისდაგვარად მხარი დაუჭიროთ ყველას და უყურადღებოდ არ დატოვოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიანებით მილიონით პრობლემასთან მოგიწევთ გამკლავება. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მოძებნოთ ადგილი, სადაც განმარტოვდებით და დაფიქრდებით იმაზე, რაც ხდება. კარგი დროა იდეების რეალიზაციისთვის.

ტყუპი: შესანიშნავი დღეა მუშაობისთვის – შეგიძლიათ წარმატებით დაასრულოთ პროექტი, მოლაპარაკებები, გაუმკლავდეთ სერიოზულ პრობლემებს. ამიტომ მოიკრიბეთ ძალა და გაეშურეთ კარიერული კიბეების დასაპყრობად. ვარსკვლავები გირჩევენ, არ ინერვიულოთ. ამაში მედიტაცია და გვირილის ჩაი დაგეხმარებათ. კარგი იქნება ახლობლებთან დალაპარაკება, რათა გადაუჭრელი საკითხები მოაგვაროთ.

კირჩხიბი: ყველანაირი ცენზურა თქვენს გრძნობებსა და ემოციებზე მოხსნილი იქნება. ბევრად მარტივი იქნება ახლობლებთან დალაპარაკება იმაზე, თუ როგორ გიყვართ ისინი, და ცხოვრებით ტკბობა. გაუმართლებს შემოქმედებასთან დაკავშირებულებს – შთაგონება ერთდროულად რამდენიმე პროექტზე გეყოფათ. მაგრამ სიტყვებთან ფრთხილად უნდა იყოთ – დაუფიქრებელმა და ცუდად შერჩეულმა ფრაზამ კონფლიქტი წამში შეიძლება გააჩინოს.

ლომი: ყველაფერი გაგაღიზიანებთ, იპოვით ნერვიულობის საბაბს და ვინმესთვის ერთი–ორი „ალერსიანი“ სიტყვის თქმის შანსს. ეცადეთ, ამ ვითარებიდან რაღაც პოზიტიური გამოყოთ და ასე აამაღლოთ თქვენიცა და სხვების განწყობაც. შესაძლოა, ბოლო ხანს ბევრი მუშაობა მოგიწიათ და საჭიროა ორგანიზმზე ზრუნვა, დასვენება – გამოძინება, ბევრი ხილ–ბოსტნეულისა და წყლის მიღება.

ქალწული: ეცადეთ, ყველანაირი ხერხი გამოიყენოთ გზაზე გაჩენილი დაბრკოლებების გადასალახავად, ვარსკვლავები კი ფინიშთან მისვლაში დაგეხმარებიან. კარგი დღეა იმისთვის, რომ გარშემომყოფებს თქვენი იდეები გაუზიაროთ, წარმოადგინოთ თქვენი შესაძლებლობები. შეიძლება ვინმემ შეგამჩნიოთ და კარგი წინადადება შემოგთავაზოთ. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია საკუთარი საზღვრების დაცვა – არავის მისცეთ თქვენით მანიპულირების უფლება, ამის მსურველები კი აუცილებლად გამოჩნდებიან.

სასწორი: დღეს ყველაფრის გაპროტესტების სურვილი გაგიჩნდებათ. გინდათ უფრო ხშირად თქვათ „არა“, ვიდრე „დიახ“. მაგრამ ეცადეთ, სიტუაციას კონსტრუქციულად შეხედოთ, არ გააფუჭოთ ურთიერთობები, გაუფრთხილდით იმას, რაც გაქვთ. ვარსკვლავები პრობლემების დღესვე მოგვარებას გირჩევენ – არ გადადოთ სამომავლოდ. გარდაამისა, დაფიქრდით, სანამ რამეს იტყვით, ნუ მისცემთ ემოციებს ყველაფრის თქმის უფლებას, რაც ენაზე მოგადგებათ.

მორიელი: სირთულეებს არ შეუშინდეთ – იღბალი დღეს სწორედ რთულ ვითარებებში გეწვევათ. ამიტომ უპასუხეთ სამყაროს გამოწვევებს, გარისკეთ უფრო ხშირად და თამამდ გაეშურეთ წინ. თუ ცვლილებების განწყობა გაქვთ, მზად იყავით იმისთვის, რომ შეეჯახებით რთულ კითხვებს, რომლებზე პასუხების გაცემა გაგიჭირდებათ. ახირებებებს ნუ აყ=ჰყვებით – ბევრ დროსა და ფულს ტყუილად დახარჯავთ.

მშვილდოსანი: დიდი სურვილი გაქვთ, სასწრაფოდ გადაჭრათ ყველა პრობლემა და ერთდროულად ბევრ რამეს მიაღწიოთ. მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, ცოტა მოთოკოთ ვნებები და საქმეებს გაცნობიერებულად მიუდგეთ. შესაძლოა, ახლობლებთან საუბრებზე ბევრი დრო დაგჭირდეთ – მათ თქვენი სიყვარული და ზრუნვა სჭირდებათ. საღამო საკუთარ თავს დაუთმეთ, მოიფიქრეთ სამომავლო გეგმები და გააანალიზეთ უკვე მომხდარი მოვლენები.

თხის რქა: დღეს გექნებათ შესაძლებლობა, რომ ხელმძღვანელობას მთელი თქვენი ნიჭი აჩვენოთ და ისინი ამას დააფასებენ. ამიტომ არ შეუშინდეთ საკუთარი თავის, შესაძლებლობების რეკლემას. ამის წყალობით შეიძლება დაგაწინაურონ კიდეც. კარგი იქნება უსარგებლო ნივთებისგან, კავშირებისა და აზრებისგან გათავისუფლება. ეს წმენდა დაგეხმარებათ მსუბუქად ამოსუნთქვაში, ცხოვრებაში დიდი ხნის ნანატრი ცვლილებების მიღებაში.

მერწყული: დღეს ნამდვილი ლიდერი და კომპანიის „ცენტრალური ფიგურა“ ხართ. თქვენი გონებამახვილობა და ურთიერთობების უნარი სამსახურში ძალზე გამოსადეგი იქნება, ამიტომ არ შეგეშინდეთ თავის წარმოჩენისა და პასუხისმგებლობის აღების. ეს ხელმძღვანელებმა შეიძლება შეამჩნიონ და დაგაწინაურონ. სიფრთხილე გმართებთ ემოციებთან დაკავშირებით – ცუდ განწყობას კარგი ურთიერთობების გაფუჭება შეუძლია.

თევზები: დღეს ნამდვილად არ ღირს, რომ ეცადოთ საკუთარ თავზე მაღლა გადახტომას, მაინც არაფერი გამოგივათ. სჯობს, ყოველდღიური საქმეები აკონტროლოთ, გადაჭრათ პრობლემები და პოზიტიურად განეწყოთ, ეს უფრო შედეგიანი იქნება. სასარგებლო იქნება შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვა. შესაძლოა, თქვენ მხარეს გადმოიბიროთ მოწინააღმდეგეები და კონკურენტები.

295
გზაზე მჯდომი მამაკაცი

ყველასგან განსხვავებული და უმარტივესი ხერხი ფილტვების გასაწმენდად

53
(განახლებულია 19:00 01.08.2021)
იცით, რომ სიგარეტის მოწევა მავნებელია, მაგრამ თავს ვერ ერევით და უარს ვერ ამბობთ ამ მავნე ჩვევაზე? მაშინ…

რასაც ახლა გირჩევთ, არც რთულია, არც განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს, არც უცნობი და არნახულ-არგაგონილი პროდუქტების ძებნასა და არც დიდ დროს. უბრალოდ, ვინც სიგარეტს თავს ვერ ანებებთ, ეცადეთ ყოველდღე მიირთვათ:

•    ჯანჯაფილი (იგივე ჯინჯერი), რომელსაც საქართველოში ძალიან „დაუმეგობრდნენ“ ბოლო წლებში, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ჯანჯაფილი ფილტვებს ჭარბი ლორწოსგან წმენდს;

•    ხახვი და ნიორი — ძლიერი ანტისიმსივნური თვისებების მქონე ბოსტნეული, ავთვისებიანი დაავადებების უებარი პროფილაქტიკური საშუალება;

•    კურკუმა —  ანტივირუსული, ანტიბაქტერიული, ანტისიმსივნური თვისებების სუნელ–სანელებელი, იყიდება ყველა ჰიპერმარკეტში.

უკეთესი იქნება, თუ ამ ყველაფერთან ერთად ფილტვებს სპეციალური ელექსირითაც გაიწმენდთ.

დაგჭირდებათ:

  • 400 გრ ხახვი
  • 1 ლ წყალი
  • 400 გრ შაქარი
  • 2 სუფრის კოვზი კურკუმა
  • ჯანჯაფილი — დიდი თითის ტოლი ნატეხი.

მომზადება

შაქრისა და წყლისგან მოადუღეთ სეროფი, დაამატეთ ოთხ–ოთხად დაჭრილი ხახვი და  ჯანჯაფილის მესამედი. დააცადეთ წამოდუღება და როგორც კი ეს მასა დუღილს დაიწყებს, მაშინვე ჩაამატეთ კურკუმა. ამის შემდეგ ცეცხლს მინიმუმამდე დაუწიეთ და მანამდე ადუღეთ, სანამ რაოდენობა არ განახევრდება. მერე გაწურეთ და ქილაში გადაიღეთ. ელექსირი მაცივარში უნდა შეინახოთ.

ყველაზე მძლავრი ანტიბიოტიკი სულ ორი ინგრედიენტისგან>>

მიღების წესი

ელექსირი დღეში ორჯერ უნდა მიიღოთ — თითო ჯერზე ორი სუფრის კოვზის ოდენობით: დილით უზმოზე და საღამოს ბოლო ჭამიდან ორი საათის შემდეგ.

53
თემები:
სასარგებლო რჩევები
ხილ-ბოსტნეული

როგორ ჭამთ და როგორ უნდა ჭამდეთ: სასარგებლო პროდუქტები, რომლებსაც არასწორად მიირთმევთ

509
(განახლებულია 15:19 01.08.2021)
იმისათვის, რომ საკვებიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ, რამდენიმე საიდუმლოს გაგიმხელთ, რომელთა ცოდნაც უბრალოდ აუცილებელია

სანახავად დააწკაპუნეთ ფოტოებზე.

509
თემაზე
ათასწლეულის შეთქმულება: რეკლამირებული პრეპარატები, რომლებიც არაფერს კურნავს
რას გვეუბნება სტიკერები: ხილზე დატანილი უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია
კორონავირუსის პანდემია. ავსტრია

რატომ ჩნდება კორონავირუსის ახალი შტამები მეცნიერების მოსაზრება

0
(განახლებულია 20:54 01.08.2021)
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მუტაციების გაჩენის რისკები ორ ფაქტორზეა დამოკიდებული: ვაქცინირებული მოსახლეობის წილსა და ინფიცირებულების ზღვრულ რაოდენობაზე.

თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik  ავსტრიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ SARS-CoV-2–ის ახალი ვარიანტები ბევრ ქვეყანაში შეზღუდვების გაუქმების შემდეგ გავრცელდა. იუწყება РИА Новости ჟურნალ Scientific Report–ში გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით.

მეცნიერებმა ეპიდემიოლოგიური მოდელი ააგეს და აღმოაჩინეს, რომ მუტაციების გაჩენის რისკები ორ ფაქტორზეა დამოკიდებული: ვაქცინირებული მოსახლეობის წილსა და ინფიცირებულების ზღვრულ რაოდენობაზე. გამოთვლების შედეგად მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ აუცილებელია მოსახლეობის უმრავლესობა – მინიმუმ 60% აიცრას.

მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ადამიანებმა ვაქცინაციის შემდეგაც უნდა ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია. სპეციალისტების აზრით, თავისუფალი გადაადგილება რისკის შემცველია მსოფლიოში ვაქცინაციის სხვადასხვა ტემპის გამო, ასევე საშიშია ახალი საშიში შტამების გამოჩენის მხრივ პოპულაციაში. ეს რომ არ მოხდეს, ეპიდემიოლოგიური შეზღუდვები საერთაშორისო დონეზე უნდა შეთანხმდეს, მიიჩნევენ მკვლევარები.

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში