ყვავილი

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 15 ივლისი

218
(განახლებულია 10:03 15.07.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 15 ივლისია, ხუთშაბათი. მზარდი მთვარე ქალწულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.

დღის დასაწყისი მრავალფეროვანი და კაშკაშა იქნება. ბევრი რამის გაკეთება და წარმატებების მიღწევაა შესაძლებელი, თუ სწრაფად და მტკიცედ ვიმოქმედებთ. დღის მეორე ნახევარი ბევრად მშვიდად ჩაივლის. კარგი პერიოდია ურთიერთობებისთვის. შეიძლება ინიციატივის გამოჩენა რომანტიკულ ურთიერთობებში.

ზოდიაქოს ნიშნების ბედნიერების საიდუმლო>>

ვერძი: დილა მნიშვნელოვანი საუბრების დროა. ლაპარაკობთ იმას, რასაც ფიქრობთ და ეს გარშემომყოფებს, რომლებსაც უკვე ყელში ამოუვიდათ მინიშნებები და გაურკვევლობა, ძალიან მოსწონთ. არ არის გამორიცხული საქმიანი ან მეგობრული ურთიერთობების დაწყება. დღის მეორე ნახევარი ძალზე ნაყოფიერი იქნება. მთავარია, რომ საქმეების მიმართ შემოქმედებითი დამოკიდებულება გამოიჩინოთ და სხვადასხვა საქმეში დიდი წარმატებების მიღწევის შანსი გაქვთ.

კურო: ხედავთ იმას, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ. ეს წარმატებების მიღწევასა და რთულ საქმეებთან გამკლავებაში გეხმარებათ. გარშემომყოფებთან ურთიერთობებისას ბევრ რამეს ინტუიცია გკარნახობთ. ეს განსაკუთრებით წაგადგებათ რთული საქმიანი მოლაპარაკებების დროს. ერთადერთი სფერო, სადაც სიფრთხილეა საჭირო, ეს ფინანსებია. სჯობს, არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყველას არ ენდოთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებში.

ტყუპი: ყველაფერი მარტივად არ გამოგდით, მაგრამ არ გაჩნდება ისეთი დაბრკოლება, რომელიც გაგაჩერებთ და რომლის გადალახვასაც ვერ შეძლებთ. ხართ მტკიცედ განწყობილი და პოულობთ მიზნის მიღწევის გზებს. შესაძლებელია სასიამოვნო ნაცნობობა, საინტერესო შეხვედრები. მეგობრული ურთიერთობების დაწყება. ასევე არაა გამორიცხული სასიყვარულო ისტორიის დაწყებაც, რომელიც სწრაფად და მგზნებარედ განვითარდება.

კირჩხიბი: შესაფერისი დღეა იმისთვის, რომ მოიფიქროთ, აღმოაჩინოთ ან გამოიგონოთ რამე კარგი და ყველასთვის აუცილებელი. ბევრ რამეს სრულიად განსხვავებულად უყურებთ და ეს თქვენს უპირატესობას წარმოადგენს. რუტინული სამუშაო მოსაწყენი და დამღლელია თქვენთვის, ამიტომ გირჩევნიათ, ჩვეული საქმეები სხვას გადააბაროთ. საღამო კარგი დროა მეგობრებთან შეხვედრისთვის.

ლომი: კარგი დღე გელოდებათ. დიდი ალბათობით, სანერვიულო არაფერი გექნებათ, ბევრ საქმეში წარმატებებს სწრაფად აღწევთ, დახმარება არ გჭირდებათ, მაგრამ თუ ვინმე შემოგთავაზებთ, უარი არ თქვათ. შესაძლოა, საქმეები ჩვეულებრივზე მეტი გქონდეთ, თან ზოგიერთი სრულიად მოულოდნელად გამოჩნდეს. ხანდახან ეს გაღიზიანებთ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ყველაფერი საუკეთესოდ აეწყობა.

ქალწული: დღის დასაწყისში სასიხარულო ამბები მოხდება. გაჩნდება შესანიშნავი იდეები, რომელთა განხორციელება დაუყოვნებლივ შეგიძლიათ. მოუსმინეთ ინტუიციას, როდესაც თანამოაზრეების გუნდს შეკრებთ - ის გიკარნახებთ, ვისი ნდობა შეიძლება და ვისი - არა. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია მცირე გაუგებრობები, რაღაც პრობლემები. დიდია ალბათობა, რომ ახლობლებთან უთანხმოებები მოხდეს, თუმცა ეს სერიოზული კონფლიქტის საფუძველი არ გახდება.

სასწორი: მარტივი დღე არ გელოდებათ, მაგრამ ის საკმაოდ ნაყოფიერი იქნება. ხშირად მოგიწევთ სხვისი საქმეების გაკეთება, მათ მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორება. მნიშვნელოვანია, რომ გაღიზიანება მოთოკოთ, ყოველ შემთხვევაში, სხვებს მაინც არ აგრძნობინოთ. ასე დაძაბულ მომენტებსა და ჩხუბს აიცილებთ თავიდან. პირად ურთიერთობებში ინტუიციას ენდეთ - ის დაგეხმარებათ თქვენთვის ძვირფასი ადამიანის გულის გასახსნელად გასაღების მოძებნაში. დღის ბოლოს რომანტიკული სიურპრიზებია მოსალოდნელი.

მორიელი: დილით გაგიჭირდებათ, რომ წვრილმანების გამო არ გაბრაზდეთ. გარშემომყოფების სიტყვები და საქციელი უცნაურად გეჩვენებათ, ხანდახან კი - სულელურად. არ იჩქაროთ თქვენი აზრის სხვებისთვის გაზიარება, თუ არ გინდათ ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობები გაგიფუჭდეთ. მოგვიანებით განწყობა გაუმჯობესდება და ბევრი რამ თავის კალაპოტს დაუბრუნდება. ზოგიერთი თქვენგანი პასუხს იპოვის კითხვებზე, რომლებიც ბოლო დროის გაწუხებდათ.

მშვილდოსანი: დიდი ხნით არაფერი გადადოთ. თუ კარგი იდეა გაგიჩნდათ, ეცადეთ, მალევე განახორციელოთ ის. დაყოვნებამ შესაძლოა ყველაფერი გააფუჭოს. არ ღირს ხანგრძლივი საუბრები ადამიანებთან, რომლებსაც კარგად არ იცნობთ და მათთვის თქვენი საიდუმლოებების გაზიარება. ასევე მოერიდეთ სხვებზე ლაპარაკს. კარგი დღეა სწავლისთვის, ნებისმიერი საქმიანობისთვის, რომელიც მსჯელობასა და დაფიქრებას, დეტალებისადმი ყურადღებას მოითხოვს.

თხის რქა: რთული, მაგრამ ძალზე ნაყოფიერი დღეა. შეძლებთ იმ პრობლემებთან გამკლავებას, რომლებმაც სხვები ჩიხში შეიყვანა. ბევრ თქვენგანს გამოადგება ძველი გამოცდილება, დიდი ხნის წინ მიღებული ცოდნა. დიდი ალბათობით, ვერ აარიდებთ თავს კამათს. გარშემომყოფებს ხშირად არ ესმით თქვენი, ელოდებიან განმარტებებს, თქვენ კი ამაზე დროის დახარჯვის სურვილი არ გაქვთ. მიუხედავად იმისა, რომ წარმატებას მარტოც მიაღწევთ, მაინც შეიძლება დადგეს მომენტი, როცა დახმარების გარეშე გაგიჭირდებათ. გაითვალისწინეთ ეს.

მერწყული: ეს ის დღეა, როდესაც თქვენი საუკეთესო თვისებები გამოვლინდება. ეს შეუმჩნეველი არ დარჩება. ადამიანები, რომლებიც არ გაფასებდნენ ან უბრალოდ ვერ გამჩნევდნენ, ახლა მიხვდებიან, რომ ცდებოდნენ. ზოგიერთი თქვენგანი გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერას მიიღებს. უკეთესობისკენ ცვლილებებია მოსალოდნელი პირად ურთიერთობებში. დღეს განსაკუთრებულად გულღია და გულწრფელი ხართ. არაა გამორიცხული რომანტიკული სიურპრიზები.

თევზები: მტკიცედ ხართ განწყობილი. მიზნის მისაღწევად ძალისხმევას არ იშურებთ. გზაზე გადაღობვას ვერავინ გაბედავს და თუ მაინც მოხდა ასეთი რამ, აუცილებლად სანანებელი გაუხდება. თქვენს იდეებს მხარდაჭერა აქვს. არაა გამორიცხული, რომ სწორედ დღევანდელი მოლაპარაკებებისა და მსჯელობის შემდეგ დაიწყოს ცვლილებები უკეთესობისკენ. წარმატებები გელოდებათ ფინანსურ სფეროშიც, მაგრამ საყიდლებზე წასვლა არ იჩქაროთ.

218
ბათუმი

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 31 ივლისი

23
(განახლებულია 10:31 30.07.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 31 ივლისია, შაბათი. კლებადი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.

ენერგია ჩქეფს, შრომისუნარიანობა სათანადო სიმაღლეზეა და ეს ჩანაფიქრის განხორციელებისთვის კარგ შესაძლებლობებს იძლევა. გამოიყენეთ ეს დრო წარმატების მისაღწევად, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ დღე უფრო უკვე დაწყებული საქმეების დასამთავრებლად გამოდგება, ვიდრე ახლის დასაწყებად. დიდია ქონებასთან და ფინანსებთან დაკავშირებული დავების ალბათობა.

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 30 ივლისი>>

ვერძი: დღეს შესანიშნავი შანსი გეძლევათ, რომ თუ გამდიდრდეთ არა, ფინანსური მდგომარეობა გამოასწოროთ მაინც. მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ფულთან დაკავშირებული სიურპრიზი გელოდებათ: პრემია გაწეული შრომისთვის, ადრე გაცემული ვალის დაბრუნება, საჩუქარი ახლობელი ადამიანისგან ან, ბოლოს და ბოლოს, „ოქროს მთების“ დაპირება პერსპექტივაში. თუ უფრო შემოსავლიანი თანამდებობის მოძებნას აპირებდით, ამისთვის ეს დღე ძალიან კარგ შესაძლებლობებს იძლევა.

კურო: ხართ ამაღლებულ, პოზიტიურ განწყობაზე და ამის წყალობით თქვენი საქმეები თავისით წაიწევს წინ. ერთნაირად, „თამაშ–თამაშით გაუმკლავდებით როგორც მონოტონურ სამუშაოს, ისე პროექტებს, რომლებიც ანალიზსა და შემოქმედებით დამოკიდებულებას მოითხოვს. შინაგანი ჰარმონიით აღსავსეებს დღეს ჩვეულებრივზე მეტის გაკეთება შეგიძლიათ და დაღლაც არ დაგეტყობათ.

ტყუპი: დღეს შრომისთვის მოულოდნელ ჯილდოს მიიღებთ. ეს შეიძლება იყოს ხელმძღვანელობის მადლობა, კარიერული ზრდა ან საჩუქარი საყვარელი ადამიანისგან. ასევე შესაძლებელია სხვა სასიამოვნო სიურპრიზები, მოვლენები, როგორიცაა ვალის დაბრუნება, დაუგეგმავი მოგება, მივლინება რომელიმე კურორტზე და სხვა. მოკლედ, დღეს ფორტუნა აუცილებლად გაგიღიმებთ და არაა გამორიცხული, რომ სწორედ ეს დღე გახდეს თქვენს ცხოვრებაში იღბლიანი პერიოდის დასაწყისი.

კირჩხიბი: მარტივი დღე არ გელოდებათ. მოვლენები შეიძლება სულაც არ განვითარდეს ისე, როგორ ელოდებით. რაღაც მომენტში შესაძლოა ინიციატივა გაუშვათ ხელიდან და ვითარება ვეღარ გააკონტროლოთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს ცუდი მომზადების ან ინფორმაციების ნაკლებობის ბრალი შეიძლება იყოს. აქედან გამომდინარე, თუ არ გინდათ, რომ ყველაფერი ხელიდან გაგისხლტეთ, ისეთ საქმეებს შეეჭიდეთ, რომლებშიც ასი პროცენტით ხართ დარწმუნებული.

ლომი: აჯობებს იმ პროექტზე იმუშაოთ, რომელიც უკვე მომზადებული გაქვთ და შესაძლოა, სულ მცირე რაღაც აკლია, რომ ამოქმედდეს. ამას გარდა, დღეს შეიძლება რაღაც კარგი ინფორმაცია მიიღოთ, რაც ხელს შეუწყობს ამ პროექტის უახლოეს დღეებში ამუშავებას. ეს შეიძლება იყოს თანხის მიღება, ინფორმაცია, აუცილებელი კონტაქტები ან ახლობლების თანხმობა. უნდა გამოიყენოთ ეს შანსი, რათა პროექტი, ბოლოს და ბოლოს, ამოქმედდეს.

ქალწული: ვარსკვლავები გაფრთხილებენ – შეიძლება შეეჯახოთ რაღაც ჭორებს, რომლებიც უარყოფითად აისახება თქვენს კარიერაზე, სტატუსზე ან ცხოვრების დონეზე. ამასთან, შეიძლება გახდეთ ამ ჭორების არა მხოლოდ მსხვერპლი, არამედ დაზარალდეთ იმის გამო, რომ ეს ხმები თავად გაავრცელეთ. ასე რომ, უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად აჯობებს, თუ თქვენს მოსაზრებებს გარშემომყოფების შესახებ თქვენთვისვე შეინახავთ. ხოლო იმას, რასაც ირგვლივ ლაპარაკობენ, ყურადღებით უნდა მოუსმინოთ – ასე მიაგნებთ ჭორების გავრცელების წყაროს და მისგან თავის დაღწევის შანსი გაგიჩნდებათ.

სასწორი: დღეს შეიძლება იეჭვიანოთ სხვების წარმატებებზე და იმედი გაგიცრუვდეთ საკუთარი თავის გამო. ეს შეიძლება გამოიწვიოს რომელიმე კოლეგის წახალისებამ ან იმის გაცნობიერებამ, რომ თქვენი საქმეები ჩიხში შევიდა. თუ გარშემომყოფები უფრო წარმატებულებად გეჩვენებათ, ასტროლოგები გირჩევენ, ნაკლებად იყუროთ აქეთ–იქით და საკუთარ საქმეებს მიხედოთ. გაიხსენეთ, როდესაც თქვენ იყავით ყველაზე წარმატებული და ეცადეთ, განეწყოთ ახალი მწვერვალების დასაპყრობად.

მორიელი: დღეს თქვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა ჯანსაღი კონკურენცია გახდება. ეს გრძნობა შეიძლება გაგიჩნდეთ კოლეგების, მეგობრების ან ახლობლების წარმატებების მიმართ. მთავარი ისაა, რომ სწორედ ეს გაიძულებთ, იმოქმედოთ უფრო ენერგიულად. შესაძლოა, აზარტული განწყობის კარნახით გადადგათ ისეთი ნაბიჯი, რომელსაც სხვა დროს სიფრთხილის გამო ვერ გაბედავდით. და რამდენად გაამართლებს ეს რისკი, ამას უფრო მოგვიანებით, სხვა დღეს შეიტყობთ.

მშვილდოსანი: კონფლიქტისთვის ხართ განწყობილი, ყოველ შემთხვევაში, ასე მოეჩვენებათ გარშემომყოფებს. ერთი მხრივ, არ დაუშვებთ სხვების ჩარევას და მტკიცედ იდგებით თქვენს მოსაზრებაზე და მეორე მხრივ, ყველას გაკრიტიკებისა და დაუკითხავი რჩევების მიცემის სურვილი გამოძრავებთ. თქვენ თავად დარწმუნებული ხართ, რომ საქმის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებთ. შესაძლოა, რაღაც საკითხებში მართლაც მართალი ხართ, მაგრამ არა სიმშვიდისა და ნერვების შენარჩუნების საკითხებში.

თხის რქა: დღეს თქვენი წარმატების გარანტი თქვენი უნარია, იგრძნოთ, საიდან უბერავს ქარი. სიტუაცია მოითხოვს, რომ გზადაგზა გაერკვიოთ ვითარებაში, მოერგოთ მას და წარმოადგინოთ თქვენი იდეები იმგვარად, რომ ისინი ირგვლივ მყოფებს აუცილებლად მოეწონოთ. შეგიძლიათ, რომ ყველა შესაძლო ვარიანტიდან შეუცდომლად აირჩიოთ ის, რომელიც ყველაზე მომგებიანია თქვენთვის, თუნდაც ამისთვის მოქმედებების ჩვეული სტილის შეცვლა დაგჭირდეთ.

მერწყული: დღეს ნებისმიერი წამოწყებისთვის შესანიშნავი დღეა. რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, პრაქტიკულად ყველა საქმე დროთა განმავლობაში მოგებასა და წარმატებას გპირდებათ. ასე რომ, თამამად დააწყვეთ გეგმები, წამოაყენეთ ახალი პროექტი, დაისახეთ ახალი მიზნები. ერთადერთი, რამაც დღეს შეიძლება ხელი შეგიშალოთ, ეს შურით გაჟღენთილი კრიტიკაა. თუ ამ კრიტიკას მოუსმენთ და აჰყვებით, შესაძლოა, საკუთარ თავში ეჭვი შეგეპაროთ, რაც თქვენს საქმეებზე ცუდად აისახება.

თევზები: მოუსვენრობა შეგიპყრობთ და ერთ ადგილზე გაჩერება გაგიჭირდებათ. თქვენი ენერგია გამოსავალს ეძებს, ეჭიდება ნებისმიერ შანსს, რომ ცხოვრება გაამრავალფეროვნოს. შესაძლოა, ინიციატივა გამოიჩინოთ და რომელიმე მივლინებას დათანხმდეთ რამე საბაბით, ან კამათში ჩაებათ იმისთვის, რომ რაღაც განსხვავებული მოხდეს და ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში არ მიდიოდეს. და თუ საქმეებს ადრე მორჩებით, შემდეგ შეგიძლიათ მთელი შემართებით გაერთოთ.

23
მაღვიძარა

გახდომა ძილში: ექიმი ასახელებს პროდუქტს, რომელიც ღამით ცხიმებს წვავს

143
(განახლებულია 20:36 30.07.2021)
ირკვევა, რომ არსებობს პროდუქტი, რომელიც ძილის წინ უნდა მიირთვათ, თუ გინდათ, დილით უკვე 300 გრამი გქონდეთ დაკლებული

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. წონის დასაკლებად სულაც არ არის საჭირო, ექვსი საათის შემდეგ ჭამაზე უარი თქვათ და მშიერ კუჭზე დაიძინოთ, აცხადებს ენდოკრინოლოგი ანჟელიკა ჩიჟი.

მისი თქმით, ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად ექვსი საათის შემდეგ ჭამაზე უარის თქმა, ინტერვალური შიმშილი, ღამ-ღამობით კი მხოლოდ კეფირი — ეს სინამდვილეში მხოლოდ გავრცელებული მითია. სპეციალისტი ირწმუნება, რომ გახდომა ძილშიც კია შესაძლებელი -— უბრალოდ, სწორი საკვები უნდა შეირჩეს.  

„რა უნდა მიირთვათ, რომ ძილში გახდეთ. ჩვენს ორგანიზმში ღამის 12 საათამდე გამომუშავდება სომატოტროპული ჰორმონი, რომელიც ცხიმებს წვავს. იმისათვის, რომ ეს ჰორმონი გამომუშავდეს, ორი ნაბიჯი უნდა გადადგათ: პირველი — ძილის წინ ორი მოხარშული კვერცხის ცილა ჭამოთ, და მეორე — დასაძინებლად ღამის 11 საათისთვის დაწვეთ. დილით თუ აიწონებით, აღმოაჩენთ, რომ 300 გრამი გაქვთ დაკლებული“, — ამბობს ექიმი.

გარდა ამისა, ენდოკრინოლოგის თქმით, არსებობს ისეთი პროდუქტები, რომლებიც რაციონიდან არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოირიცხოს, მკაცრი დიეტის შემთხვევაშიც კი.

ესენია:

ცილები — ქათმის, ინდაურის, ძროხის უცხიმო ხორცი, თევზეული, კვერცხის ცილა.

ეს ყველაფერი ის „სამშენებლო მასალაა“, რომლის გარეშეც ადამიანის ორგანიზმი გამოიფიტება. ცილა მნიშვნელოვანია არა მარტო კუნთებისთვის, არამედ ძვლების, კანის, მყესების, ჰორმონებისა და იმუნიტეტისთვის.

მცენარეული უჯრედისი — მწვანილი, ბოსტნეული, მარცვლეული, პარკოსნები.

უჯრედისი საჭმლის მომნელებელი სისტემის მშაობაზე აგებს პასუხს. მისი წყალობით, დიდხანს ნარჩუნდება სიმაძღრის შეგრძნება და სტაბილურდება ენერგეტიკული დონე. გარდა ამისა, უჯრედისი ეფექტურად გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს და ასევე არის პროფილაქტიკა გულ-სისხლძრღვთა სისტემის დაავადებების, შაქრიანი დიაბეტისა და კოლორექტალური კიბოსთვის.

ხილი და კენკრა — ეს მიკროელემენტებისა და ვიტამინების არაჩვეულებრივი წყაროა. მთავარია, აირჩიოთ ისეთი პროდუქტი, რომლეშიც ცოტა შაქარი და ბევრი უჯრედისია (მაგალითად, ბანანი). ყველაზე სასარგებლოა: ციტრუსები, კივი, ვაშლი და ყველანაირი კენკრა.

143
თემები:
ექიმი გირჩევთ