მზისკენ ამხტარი გოგო

ზოდიაქოს ნიშნების ბედნიერების საიდუმლო

6060
(განახლებულია 10:50 13.07.2021)
ყველა ადამიანს ბედნიერს სხვადასხვა ქმედება, შეგრძნება, ემოცია ხდის. რაში იმალება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ბედნიერების საიდუმლო, ამას ჩვენი ჰოროსკოპიდან შეიტყობთ.

გაიგეთ, რაშია თქვენი ბედნიერება, რა განიჭებთ ამ შეგრძნებას. ზოგისთვის ეს გამარჯვების გრძნობაა, ზოგისთვის - ემოციური კმაყოფილება, ზოგისთვის მხარდაჭერა...

ვერძი

ვერძები აღმერთებენ გამარჯვების გრძნობას. თქვენ ძალზე კონკურენტუნარიანი და ამბიციური ხართ. ვერ იტანთ, როცა ვინმე რამეზე, და განსაკუთრებით, სამუშაოსთან დაკავშირებით უარს გეუბნებათ. ხართ შრომისმოყვარე და ძალისხმევას არ იშურებთ, რომ ცხოვრებისგან მაქსიმუმი მიიღოთ. მნიშვნელობა არა აქვს, გამარჯვება დიდია თუ პატარა - ეს თქვენ დიდ სიხარულს განიჭებთ.

კურო

გახარებთ ყველაფერი, რასაც თქვენთვის ემოციური კმაყოფილების მოტანა შეუძლია. კუროების უმრავლესობა მგრძნობიარენი ხართ და დიდ სიხარულს ნახულობთ იმაში, რასაც გემრიელი და სასიამოვნო სუნი აქვს, რაც ლამაზად გამოიყურება და მიმზიდველად ჟღერს. ეს თქვენთვის ერთგვარი ემოციური განტვირთვაა, რისგანაც ნამდვილ ტკბობას განიცდით.

ტყუპი

ბედნიერი ხართ, როცა დიდხანს საუბრობთ თქვენთვის ნამდვილად ახლობელ ადამიანებთან, ვისაც თქვენი გაბედნიერება შეუძლია. ხართ გულღია ადამიანი, რომელიც დიდ სიამოვნებას პოულობს სოციალურ ურთიერთქმედებებში. მხოლოდ ტელეფონით ურთიერთობაშიც კი შეგიძლიათ მიაღწიოთ მდგომარეობას, როცა იწყებთ რაღაც ღრმა და დროის მიღმა მდგომი განცდის შეგრძნებას.

კირჩხიბი

კირჩხიბები უდიდეს ბედნიერებას და ტკბობას მაშინ განიცდით, როდესაც ახლობლების მხარდაჭერას გრძნობთ. იცით, რომ მგრძნობიარე გული გაქვთ, სწორედ ამიტომ ნამდვილად უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როცა ვინმე დამატებით ემოციურ იმპულსს გჩუქნით. ეს გეხმარებათ სირთულეების გადალახვაში.

ლომი

თქვენ გულწრფელად ბედნიერი საკუთარი ეგოს წყალობით ხართ. თქვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს თვითშეფასებას. მიუხედავად ამისა, თქვენი ეგო სხვების წინაშე საკმაოდ დაუცველია. ამგვარად, უდიდეს სიხარულს პოულობთ ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმე ადასტურებს თქვენს დადებით თვისებებს.

ქალწული

თქვენი ყველაზე დიდი სიხარულია, როცა კონკრეტულ პრობლემას ან ამოცანას წყვეტთ. აღმერთებთ, როცა სხვებისგან გამოიყოფით საიდუმლოებების სიყვარულით. და მნიშვნელობა არა აქვს, გიკავშირდებათ თუ არა ეს პრობლემა თქვენ თუ სხვა ადამიანს, მუდამ სიხარულით ხართ მზად დახმარებისთვის.

სასწორი

თქვენ ნამდვილად ბედნიერი ხართ მხიარული ადამიანების წრეში. სასწორებს სხვადასხვა სოციალურ ჯგუფთან შერწყმა გჩვევიათ, ვერ იტანთ მარტოობას. ყოველთვის ცდილობთ, რომ გარშემო ისეთი ადამიანები შემოიკრიბოთ, რომლებსაც დროის კარგად გატარება შეუძლიათ. მხოლოდ ასეთ დადებით ვიბრაციებს შეუძლია თქვენი გაბედნიერება.

მორიელი

მორიელებს ნამდვილ სიხარულს კარგი მუსიკა განიჭებთ. შეიძლება, არ აღიაროთ, მაგრამ თქვენი იდეალური ღამე ყოველთვის მოიცავს მუსიკას ამა თუ იმ სახით. ხშირად ესწრებით კონცერტებს. თუნდაც ძველმოდური, მყუდრო ღამე კარაოკეში ნამდვილ ბედნიერ ადამიანად გაქცევთ.

მშვილდოსანი

შესაძლოა, ძალზე უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ უბედნიერესი მაშინ ხართ, როცა შესაძლებლობა გეძლევათ, რაიმე კარგ ფასად შეიძინოთ. თქვენ მოგზაური ხართ, და ისე მიეჩვიეთ შევაჭრებას, რომ ეს თქვენი ჩვევების, პრაქტიკულად, განუყოფელი ნაწილი გახდა. და კიდევ ერთი - მხოლოდ ასე შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ არსებული ბიუჯეტი გარკვეული პერიოდის განმავლობაში გეყოფათ. ამიტომ თქვენთვის ნამდვილი ბედნიერებაა ხარჯების შემცირება.

თხის რქა

თხის რქები ძალიან შრომისმოყვარენი ხართ. მუდამ დაძაბულობაში იმყოფებით და უსაქმოდ ყოფნა არ გჩვევიათ. სულ მცირე წვრილმანიც კი, რაც შეკეთებას მოითხოვს, მხედველობიდან არ გამოგრჩებათ. სწორედ ამიტომ თქვენი ყველაზე დიდი ბედნიერება სწორედ დასვენებაში იმალება. ძილი მძიმე სამუშაო დღის შემდეგ თქვენთვის საუკეთესო ჯილდოა.

მერწყული

მერწყულები ახალ-ახალი შთაბეჭდილებებით ნამდვილ ტკბობას იღებთ. საიდუმლო არაა, რომ ბევრი მერწყული გენიალური აზროვნებით გამოირჩევა. გაქვთ მახვილი გონება და მუდამ მზად ხართ, ახალი რამ შეისწავლოთ. სწორედ ამიტომ გიყვართ ცინცხალი შთაბეჭდილებები და ცოდნის შეძენა. ამ სიახლეებს კი მუდამ თვითგანვითარებისთვის მოცემულ შესაძლებლობად განიხილავთ.

თევზები

თევზები აღმერთებენ, როდესაც თავიანთ შემოქმედებით ხედვას ავლენენ. და თუ ამისთვის დრო აქვთ, სწორედ ამით დაკავდებიან. ხართ ძალზე ემოციური და მგრძნობიარე, ამიტომ აუცილებლად გჭირდებათ განმუხტვა. შემოქმედება კი იდეალური გამოსავალია, რომელსაც თქვენთვის უდიდესი ბედნიერების მოტანა შეუძლია.

6060
ნაკადული

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 2 აგვისტო

27
(განახლებულია 11:44 01.08.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 2 აგვისტოა, ორშაბათი. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.

მტკიცე მოქმედებებისთვის არცთუ ხელსაყრელი დღეა. დღის პირველ ნახევარში უარი უნდა თქვათ ავანტიურებზე, გაუთვალისწინებელ ხარჯებზე და წამიერ სურვილებზე აყოლაზე. ნაშუადღევს მთვარე ტყუპის ნიშანში გადავა, რაც გაააქტიურებს საინფორმაციო ფონს, მოვლენებს დინამიკას შემატებს, მოაგვარებს კონსტრუქციულ და საინტერესო ურთიერთობებს, მაგრამ, ამავე დროს, შექმნის წინაპირობებს ქაოსის, არათანამიმდევრულობისა და კონფლიქტურობისა.

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 1 აგვისტო>>

ვერძი: დღის დასაწყისში მოსალოდნელია დამატებითი ხარჯები. ნაშუადღევს სიახლეებისა და ერთგვარი ქაოსის დრო დადგება, როდესაც შესაძლოა სასწრაფო მივლინება გახდეს საჭირო. პრობლემები შეიძლება შეიქმნას თეორიიდან პრაქტიკაზე ან სიტყვიდან საქმეზე გადასვლის დროს. ყურადღებით უნდა მოემზადოთ მგზავრობისთვის: დააზუსტოთ მარშრუტი, შეამოწმოთ ტექნიკური ნაწილი, არ დაგავიწყდეთ საჭირო დოკუმენტები და სხვ.

კურო: დღე თქვენთვის, შესაძლოა, ემოციური ეიფორიით ან თავისუფლების ილუზიით დაიწყოს. მნიშვნელოვანია თავი აარიდოთ თვითნებობას, რომლებსაც თქვენი კარიერის გაფუჭება ან დაზარალება შეუძლია. არ ღირს დიეტის დარღვევა. მიმდინარე საქმეებს ნაშუადღევს შეუდექით და ამასთან, გააორმაგეთ ყურადღება, დააზუსტეთ მცირე დეტალებიც კი. თუ ამ ყველაფერს არასერიოზულა შეხედავთ, მოსალოდნელია დასანანი პრობლემები.

ტყუპი: გააქტიურება ნაშუადღევს სჯობს. გახსოვდეთ, რომ ეს პროდუქტიული, მაგრამ არეული დროა და ყველა გზა უპრობლემო არ იქნება. განსაკუთრებით რთული იქნება ხელით შესასრულებელი სამუშაო, ყოფითი საკითხების მოგვარება, სარემონტო, სამკურნალო პროცედურები. უნდა მოერიდოთ გაღიზიანებას. ურთიერთობებში, სწავლასა და ინტელექტუალურ სამუშაოზე სასურველია უჩინარი ზონების შემჩნევა და ასევე მნიშვნელოვანია, არ აჰყვეთ ილუზიებს.

კირჩხიბი: მოგაკლდებათ თავდაჯერებულობა და სათანადოდ ვეღარ გააკონტროლებთ გარემოებებს, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, დროებით გადადოთ მნიშვნელოვანი წამოწყებები და არ მიიღოთ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებები. დილით მოსალოდნელია ფინანსური სიურპრიზები ან იმის გაცნობიერება, რომ მატერიალური მომავალი გაურკვეველია. დღის მეორე ნახევარში, შესაძლოა, გარემოცვის, ვითარების ან საინფორმაციო ფონის ტყვე შეიქმნათ.

ლომი: დილის საათებში, სჯობს, არაფერი გააკეთოთ. ვარსკვლავების ამბობენ, რომ ეს არახელსაყრელი დროა პირად ინტერესებში შემავალი წამოწყებებისთვის, განსაკუთრებით ურთიერთობებისა და მნიშვნელოვანი თემების განხილვისთვის. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა თატბირებისა და არაფორმალური საუბრებისთვის, მაგრა, გართულკდება პრაქტიკული ამოცანების, პირველ რიგში, საქმიანი და ფინანსური საკითხების გადაწყვეტა. აახელსაყრელია საყიდლებზე წასვლა.

ქალწული: იმისთვის, რომ რაც გაქვთ, ის შეინარჩუნოთ, ზედმეტობასა და ჭარბ მოთხოვნებს უნდა მოერიდოთ. საპასუხისმგებლო მომენტი შუადღის შემდეგ დადგება. გაიზრდება შეცდომების, კონფლიქტებისა და გაუგებრობების რისკი, მათ შორის პროფესიული და ბიუროკრატიული კუთხით. ზოგჯერ სიტუაციას თავად დაძაბავთ და გაამწვავებთ (განსაკუთრებით აგვისტოში დაბადებული ქალწულები). დაგაზიანებთ არათანამიმდევრულობა, არაორგანიზებულობა.

სასწორი: თქვენთვის განსაკუთრებით სარისკო იქნება დღის დასაწყისი – ესაა საბედისწერო შეცდომების დრო, რომლებსაც არაერთი ზედმეტი პრობლემის მოტანა შეუძლია. მნიშვნელოვანი კონტაქტები, სწავლა და მუშაობა, სჯობს, დღის მეორე ნახევრისთვის გადადოთ – ამ დროს სერიოზული დაბრკოლებები მოსალოდნელი არ არის. მაგრამ მაინც აჯობებს, მოერიდოთ კონკრეტულ, თუნდაც მცირე ქმედებებს. ეს განსაკუთრებით მგზავრობას ეხება.

მორიელი: დღეს ვარსკვლავები არ წყალობენ თქვენს მთავარ სურვილებს. მოგიწევთ მცირე წარმატებებით დაკმაყოფილება. ფრთხილად უნდა იყოთ, რომ ადრე დაშვებული შეცდომები არ გაიმეოროთ (სიყვარულში, საქმეებსა და ფინანსებში). ამაში დღის მეორე ნახევარი დაგეხმარებათ, რომელიც საკმაოდ ინფორმატიული იქნება, ოღონდ მნიშვნელოვანია, რომ დეტალებს დროულად მიაქციოთ ყურადღება.

მშვილდოსანი: დილით უნდა მოერიდოთ სამეურნეო, ფინანსურ და სამედიცინო ექსპრომტებს. პატარა ხარვეზსაც კი მთელი დღით თქვენი კალაპოტიდან ამოგდება შეუძლია. ნაშუადღევს გამორიცხეთ წამოწყებები საკუთარი ინიციატივით და ყურადღებით იყავით – არ აჰყვეთ სხვა ადამიანების წაქეზებას აქტიურობაზე. ეს კარგი დროა დიალოგებისა და ვიზიტებისთვის, მაგრამა არა მოქმედებების (თანამშრომლობა, მკურნალობა და ა.შ.) დაწყებისთვის.

თხის რქა: დილით გონივრულად ზომიერი უნდა იყოთ. თუ იმპულსს აჰყვებით, დაიმატებთ ზედმეტ საზრუნავს, შეიძლება დღესვე იგრძნოთ ხელოვნურად შექმნილი კრიზისის პირველი ნიშნები, მაგალითად, შეუძლოდ გახდეთ ან ტექნიკური პრობლემები წარმოიშვას. დღის მეორე ნახევარში ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, რასაც ყველაზე იღბლიან მიმართულებებშიც კი დაბრკოლებების შექმნა შეუძლია.

მერწყული: ზედმეტობას ყველაფერში მოერიდეთ – მისი შედეგი ახლავე ან ახლო მომავლში აისახება. ყოველგვარი წამოწყება დილით ავანტიურის ელფერს შეიძენს და პრობლემებს უფრო მოგიტანთ, ვიდრე კომფორტს. უფრო ჰარმონიული იქნება დღის მეორე ნახევარი. ამ დროს დაგიბრუნდებათ თვითკონტროლი და გამძაფრდება ანალიტიკური უნარები. ესაა ლოგიკური სისტემური აზროვნებისა და კონსტრუქციული საუბრების დრო.

თევზები: გადადეთ მნიშვნელოვანი წამოწყებები. დაუმთავრებელი საქმეები დილით დაასრულეთ და არ აჰყვეთ ცდუნებას იმისა, რომ ჩანაფიქრზე მეტი გააკეთოთ. დღის მეორე ნახევარში შემოიფარგლეთ მხოლოდ ლაპარაკით და მოქმედებებისგან თავი შეიკავეთ. არ იჩქაროთ რემონტის დაწყება, სახლში სამუშაოების შესრულება, პრაქტიკული დახმარების, სამედიცინო ან სხვა სასარგებლო მომსახურების მიღება.

27
ჩაფიქრებული მამაკაცი

დაკარგული ასაკი არარსებული დრო, ცხოვრებისეული პაუზა თუ ახალი მიზნების ხანა

97
(განახლებულია 20:24 01.08.2021)
ოდესმე გსმენიათ „დაკარგული ასაკის" სინდრომის შესახებ? დაკარგული ასაკი - ესაა 50-დან დაახლოებით 70 წლამდე პერიოდი. „დაკარგულს" კი იმიტომ უწოდებენ, რომ ეს დრო ჩვენ ცხოვრებაში თითქოს არც არსებობს.

არ არსებობს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ პერიოდში ჯერ მთელი ძალით ვცდილობთ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვჩანდეთ, შემდეგ კი სევდიანად ვაღიარებთ, რომ დავბერდით.

შედეგად კი, უბრალოდ, საკუთარი ცხოვრებიდან უზარმაზარ მონაკვეთს ვჭრით, რომელიც შეიძლება ჩვენი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი იყოს.

ზოგიერთი მიიჩნევს, რომ 55-ის ან 60 წლის შემდეგ ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებაზე აღარც უნდა იფიქრო.

სულაც არა! საიდუმლო მარტივია.

55-ის მერე არ უნდა ეცადო იცხოვრო, როგორც 30 ან 40 წლისამ. ამის ნაცვლად თავს უფლება უნდა მისცე, განვითარდე.

15 წლის როცა ვართ, ჩვენ ხომ არ ვცდილობთ ვიცხოვროთ, როგორ 5 წლისებმა, 30 წლისა — როგორც 15 წლისებმა? 15 წლისები არ ვთამაშობთ თოჯინებითა და ჯარისკაცებით. ხოლო 30 წლისანი არ ვუსმენთ იმ მუსიკას, რომელიც 15 წლისებს მოგვწონდა.

ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ნაკლებ სიამოვნებას ვიღებთ. ეს ნიშნავს, რომ სიამოვნებას სხვა რამისგან ვიღებთ.

ალბათ, ბევრისგან გსმენიათ, რომ დაახლოებით 50-55 წლის ასაკში ჩნდება შეგრძნება, რომ ცხოვრებაში რაღაც დამთავრდა და რაღაც, რაც ამ მომენტში უნდა დაწყებულიყო, არ დაიწყო. მარტივად რომ ვთქვათ, ცხოვრებაში რაღაც შესვენებისმაგვარი ჩნდება – პაუზა, რომელიც, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, შეიძლება დიდხანს, სიკვდილამდეც კი გაგრძელდეს.

აქ საქმე მიზანთან გვაქვს. 50-ის მერე, სტანდარტულად, მიზნად ვისახავთ ვიცხოვროთ ადრინდელზე უკეთესად, გამოვიყურებოდეთ იმაზე ცუდად არა, ვიდრე უწინ, ვიმუშაოთ, იმაზე ცოტა არ გამოვიმუშაოთ, ვიდრე უწინ, უკეთ დავისვენოთ…

და განა გასაკვირია, რომ ამდენი ადამიანი სევდით შეიგრძნობს, რომ 50-ის მერე მათი ცხოვრება თითქოს გაჩერდა? განა შეიძლება სხვაგვარად იყოს, როდესაც ვცდილობთ საკუთარი თავი გავიმეოროთ?

სცადეთ და საკუთარ თავს სხვა მიზანი დაუსახეთ — იცხოვროთ უკეთ, ვიდრე აქამდე. მიიღოთ ცხოვრებისგან მეტი სიამოვნება. უფრო მხიარულად გაერთოთ, საინტერესოდ დაისვენოთ, უკეთ გამოიყურებოდეთ, ძლიერ გიყვარდეთ. სცადეთ და მაშინვე იგრძნობთ, რომ ცხოვრებას აზრი კვლავ მიეცა.

სანამ ვფიქრობთ, რომ 50-ის მერე ჩვენი პირადი განვითარება სრულდება, სანამ სასოწარკვეთილი ვცდილობთ წარსულს ჩავებღაუჭოთ, ვიცხოვროთ ისე, როგორც ადრე ვცხოვრობდით, სიხარულზე და სიამოვნებაზე ფიქრიც არ ღირს.

55-ის მერე სიხარული და კმაყოფილება ცხოვრებისგან მაშინ ჩნდება, როდესაც წარსულს გაუშვებთ და თავს უფლებას მისცემთ იცხოვროთ, შეიცვალოთ, განვითარდეთ, გახდეთ სხვანაირი, გყავდეთ ახალი მეგობრები, გქონდეთ ახალი გატაცება, საქმე, ახალი სიამოვნება.

97
თემები:
სასარგებლო რჩევები