სიცილია, ეოლიის კუნძულები

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 12 ივლისი

221
(განახლებულია 10:27 12.07.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 12 ივლისია, ორშაბათი. მზარდი მთვარე ლომის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.

არახელსაყრელი დღეა რუტინული და ისეთი სამუშაოს შესასრულებლად, სადაც სიზუსტე და ყურადღებაა საჭირო. სამაგიეროდ იდეალური დროა ადამიანების გასაცნობად, ექსპერიმენტებისა და გარშემომყოფების გაკვირვებისთვის. შესაძლებელია ნებისმიერი მოულოდნელობა საქციელსაცა და გრძნობებშიც – მათ შორის სიყვარულში. ენდეთ ინტუიციას – ის საჭირო დროს დაგეხმარებათ.

ივლისის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

ვერძი: კარგი დღეა იმისთვის, რომ იფიქროთ კარიერაზე და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგათ. თუ წინსვლის გეგმა უკვე მოფიქრებული გაქვთ, შეგიძლიათ დაიწყოთ მოქმედება. თუ გეგმა არ გაქვთ, შეადგინეთ ის საღამოს, სახლში. დღისით კი სამსახურში მოვლენების პულსზე უნდა გედოთ ხელი – შესაძლოა მოულოდნელად გაგიჩნდეთ შანსი აჩვენოთ ირგვლივ მყოფებს, რისი გაკეთება შეგიძლიათ.

კურო: შესაძლოა, დღეს ნაბიჯის უკან გადადგმა დაგჭირდეთ და ეს მხოლოდ იმისთვის, რომ შემდეგ წინ წახვიდეთ. შესაძლოა, გარედან ჩანდეს, რომ უკან იხევთ, ნებდებით, მაგრამ ხანდახან ეს ჯობია წლობით დაკეტილ კარზე უშედეგოდ კაკუნს. ვარსკვლავები ამბობენ, რომ დღევანდელ პოზიციების დათმობას არაფერი აქვს საერთო გაქცევასთან, ეს უფრო ამოსუნთქვაა ბრძოლაში, რომლის შედეგი გაურკვეველია. კიდევ გექნებათ ბევრი შესაძლებლობა, რომ კონტრშეტევაზე გადახვიდეთ და წინ გაიჭრათ.

ტყუპი: დღეს საინფორმაციო კოლაფსი გელოდებათ – არის ვარაუდი, რომ რაღაც საკითხთან დაკავშირებით ურთიერთსაპირისპირო ინფორმაციებს წააწყდეთ. შესაძლოა, თქვენ წინ ერთდროულად რამდენიმე ურთიერთდაპირისპირებული ამოცანა დადგეს. ნებისმიერ შემთხვევაში, თავად მოგიწევთ გზადაგზა გარკვევა, როგორ იმოქმედოთ. თუ ამას მოახერხებთ, გარშემომყოფებთან თვალში დამაჯერებელ ქულებს ჩაიწერთ.

კირჩხიბი: დღესშეიძლება ძალზე მაცდური წინადადება მიიღოთ, მაგრამ მას მაშინვე არ უნდა დათანხმდეთ. ექსპერტები აცხადებენ, რომ ამაში შეიძლება რაღაც იმალებოდეს. შესაძლოა, ვიღაც მახეს გიგებდეთ და სამოთხეს გპირდებოდეთ იქ, სადაც მხოლოდ ეკალბარდები იზრდება. მოკლედ რომ ვთქვათ, დღეს გაასმაგებული ყურადღება და სიფრთხილე გჭირდებათ, რომ ვინმეს ხაფანგში არ მოხვდეთ. გახსოვდეთ – ყველაფერი ოქრო არაა, რაც ბრწყინავს.

ლომი: თქვენი გეგმები დღეს შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს. ეს, შესაძლოა, თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოხდეს, ან სულაც თქვენ გამო. ასეა თუ ისე, ვითარება თქვენგან ცვალებად გარემოებებზე მორგებასა და გზადაგზა მოქმედებას მოითხოვს. თუ ამას მოახერხებთ, შეძლებთ ნებისმიერი ცვლილების თქვენ სასარგებლოდ შემობრუნებას. მთავარია, მოულოდნელობებისგან არ გაშეშდეთ, როდესაც უკვე მოფიქრებული გეგმა ჩავარდება, და იმოქმედოთ.

ქალწული: ორშაბათს არანაირი სურვილი არ გექნებათ, რომ რამე გააკეთოთ, სულ მარტივი საქმეც კი. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მიიღოთ ეს სიტუაცია და არ შეეწინააღმდეგოთ – თქვენს ორგანიზმს ამოსუნთქვა სჭირდება. ამ ბოლო დროს, ფაქტობრივად, არ დაგისვენიათ და გადაიღალეთ. სწორედ ამაზე შეიძლება მეტყველებდეს თქვენი აპათიური მდგომარეობა. თუ დაისვენებთ, ძალებს აღიდგენთ და ახალი ენთუზიაზმით შეუდგებით მუშაობას – უკვე მომდევნო დღიდან.

სასწორი: თუ ატყობთ, რომ უკვე მომწიფდა სიტუაცია, შეგიძლიათ გარისკოთ ნებისმიერ საქმეში. ხანდახან რისკი აუცილებელია. მაგრამ ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ეს რისკი კარგად მოფიქრებული და გააზრებული უნდა იყოს. იღბალი მის გვერდით იდგება, ვინც ამით ბოროტად არ ისარგებლებს და თავის დაზღვევა შეუძლია. მოკლედ რომ ვთქვათ, ბედს მიენდეთ, მაგრამ თქვენც გონივრულად იმოქმედეთ. ასეთ შემთხვევაში მოგების იმედი გქონდეთ.

მორიელი: დღეს თქვენში უზარმაზარი პოტენციალია. ენერგიის, კომუნიკაბელურობისა და შემტევი ხასიათის წყალობით პრაქტიკულად ნებისმიერ სფეროში შეგიძლიათ წარმატების მიღწევა. მთავარია, არ იწრიალოთ აქეთ–იქით და არ ეცადოთ, რომ ყველა საქმეს ერთდროულად მოჰკიდოთ ხელი. დღეს წარმატების გასაღები თქვენს უნარშია, რომ ათობით საქმიდან ყველაზე პერსპექტიული გამოარჩიოთ, დანარჩენს ყურადღება არ მიაქციოთ და ამ საქმეს ბოლომდე მიჰყვეთ.

მშვილდოსანი: ეს თქვენი – რისკისა და ჯანსაღი ავანტიურის მოყვარულების დღეა, შეგიძლიათ იზემოთ. რა თქმა უნდა, ნებისმიერი სარისკო ნაბიჯი გათვლილი უნდა იყოს, მაგრამ ვერანაირი თეორია ვერ გათვლის ყველა ფაქტორს, მოქმედება კი ოდესმე საჭიროა. ამასთან, ექსპერტები გარისკვას ურჩევენ იმ მშვილდოსნებს, რომლებსაც ეს უკვე გადაწყვეტილი აქვთ და მოქმედების დაწყება მათთვის მხოლოდ დროის საკითხია. დანარჩენებისთვის ეს დღე, უბრალოდ, არაპროგნოზირებული მოვლენებით იქნება გამორჩეული.

თხის რქა: თქვენს საქმიანობაში გარდამტეხი მომენტი დგება. სულ მალე თქვენ წინაშე ახალი ჰორიზონტები და გზები გაიხსნება. მაგრამ ეს მხოლოდ მათ ეხება, ვინც მიისწრაფვის ამისკენ, მზადაა გარისკვისთვის და ხელებდაწყობილი არ ზის. ასეთ შემთხვევაში უნდა იფიქროთ გლობალურ ნაბიჯებზე, როგორიცაა ახალი სამუშაო ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. არ შეუშინდეთ ექსპერიმენტებს, დრო მიდის, ცხოვრება კი ერთ ადგილზე არაა გაჩერებული.

მერწყული: შეიძლება მოულოდნელად გაჩნდეს იღბლიანი შესაძლებლობა, რომელსაც დიდი ხანია ელოდით. ამის წყალობით რაღაც მნიშვნელოვანი გეგმების განხორციელება შესაძლებელი გახდება. ამავე დროს, ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ იღბლიანი შანსი ხმაურით არ მოგადგებათ კარზე. თქვენ თვითონ უნდა იყოთ ყურადღებით, დააკვირდეთ და მოუსმინოთ ყველაფერს, რაც ირგვლივ ხდება. ასეთ შემთხვევაში ფორტუნა გვერდით არ ჩაგივლით.

თევზები: დიდია ალბათობა, რომ დღეს სულ სხვა, თქვენთვის უჩვეულო საქმეების გაკეთება მოგიწიოთ. ეს შეიძლება გეგმების ჩაშლამ გამოწივიოს, სამუშაოზე შექმნილმა ქაოსმა. ასე თუ ისე, რაღაც მომენტში მოგიწევთ გზადაგზა იმპროვიზაცია, ისეთი საკითხების გადაწყვეტა, რომლებიც თქვენს კომპეტენციაში არ შედის. ეს მოვლენები თქვენს ცხოვრებაში მრავალფეროვნებას შემოტანს და ამან შეიძლება გაგახალისოთ კიდეც.

221
ნაკადული

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 2 აგვისტო

26
(განახლებულია 11:44 01.08.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 2 აგვისტოა, ორშაბათი. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.

მტკიცე მოქმედებებისთვის არცთუ ხელსაყრელი დღეა. დღის პირველ ნახევარში უარი უნდა თქვათ ავანტიურებზე, გაუთვალისწინებელ ხარჯებზე და წამიერ სურვილებზე აყოლაზე. ნაშუადღევს მთვარე ტყუპის ნიშანში გადავა, რაც გაააქტიურებს საინფორმაციო ფონს, მოვლენებს დინამიკას შემატებს, მოაგვარებს კონსტრუქციულ და საინტერესო ურთიერთობებს, მაგრამ, ამავე დროს, შექმნის წინაპირობებს ქაოსის, არათანამიმდევრულობისა და კონფლიქტურობისა.

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 1 აგვისტო>>

ვერძი: დღის დასაწყისში მოსალოდნელია დამატებითი ხარჯები. ნაშუადღევს სიახლეებისა და ერთგვარი ქაოსის დრო დადგება, როდესაც შესაძლოა სასწრაფო მივლინება გახდეს საჭირო. პრობლემები შეიძლება შეიქმნას თეორიიდან პრაქტიკაზე ან სიტყვიდან საქმეზე გადასვლის დროს. ყურადღებით უნდა მოემზადოთ მგზავრობისთვის: დააზუსტოთ მარშრუტი, შეამოწმოთ ტექნიკური ნაწილი, არ დაგავიწყდეთ საჭირო დოკუმენტები და სხვ.

კურო: დღე თქვენთვის, შესაძლოა, ემოციური ეიფორიით ან თავისუფლების ილუზიით დაიწყოს. მნიშვნელოვანია თავი აარიდოთ თვითნებობას, რომლებსაც თქვენი კარიერის გაფუჭება ან დაზარალება შეუძლია. არ ღირს დიეტის დარღვევა. მიმდინარე საქმეებს ნაშუადღევს შეუდექით და ამასთან, გააორმაგეთ ყურადღება, დააზუსტეთ მცირე დეტალებიც კი. თუ ამ ყველაფერს არასერიოზულა შეხედავთ, მოსალოდნელია დასანანი პრობლემები.

ტყუპი: გააქტიურება ნაშუადღევს სჯობს. გახსოვდეთ, რომ ეს პროდუქტიული, მაგრამ არეული დროა და ყველა გზა უპრობლემო არ იქნება. განსაკუთრებით რთული იქნება ხელით შესასრულებელი სამუშაო, ყოფითი საკითხების მოგვარება, სარემონტო, სამკურნალო პროცედურები. უნდა მოერიდოთ გაღიზიანებას. ურთიერთობებში, სწავლასა და ინტელექტუალურ სამუშაოზე სასურველია უჩინარი ზონების შემჩნევა და ასევე მნიშვნელოვანია, არ აჰყვეთ ილუზიებს.

კირჩხიბი: მოგაკლდებათ თავდაჯერებულობა და სათანადოდ ვეღარ გააკონტროლებთ გარემოებებს, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, დროებით გადადოთ მნიშვნელოვანი წამოწყებები და არ მიიღოთ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებები. დილით მოსალოდნელია ფინანსური სიურპრიზები ან იმის გაცნობიერება, რომ მატერიალური მომავალი გაურკვეველია. დღის მეორე ნახევარში, შესაძლოა, გარემოცვის, ვითარების ან საინფორმაციო ფონის ტყვე შეიქმნათ.

ლომი: დილის საათებში, სჯობს, არაფერი გააკეთოთ. ვარსკვლავების ამბობენ, რომ ეს არახელსაყრელი დროა პირად ინტერესებში შემავალი წამოწყებებისთვის, განსაკუთრებით ურთიერთობებისა და მნიშვნელოვანი თემების განხილვისთვის. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა თატბირებისა და არაფორმალური საუბრებისთვის, მაგრა, გართულკდება პრაქტიკული ამოცანების, პირველ რიგში, საქმიანი და ფინანსური საკითხების გადაწყვეტა. აახელსაყრელია საყიდლებზე წასვლა.

ქალწული: იმისთვის, რომ რაც გაქვთ, ის შეინარჩუნოთ, ზედმეტობასა და ჭარბ მოთხოვნებს უნდა მოერიდოთ. საპასუხისმგებლო მომენტი შუადღის შემდეგ დადგება. გაიზრდება შეცდომების, კონფლიქტებისა და გაუგებრობების რისკი, მათ შორის პროფესიული და ბიუროკრატიული კუთხით. ზოგჯერ სიტუაციას თავად დაძაბავთ და გაამწვავებთ (განსაკუთრებით აგვისტოში დაბადებული ქალწულები). დაგაზიანებთ არათანამიმდევრულობა, არაორგანიზებულობა.

სასწორი: თქვენთვის განსაკუთრებით სარისკო იქნება დღის დასაწყისი – ესაა საბედისწერო შეცდომების დრო, რომლებსაც არაერთი ზედმეტი პრობლემის მოტანა შეუძლია. მნიშვნელოვანი კონტაქტები, სწავლა და მუშაობა, სჯობს, დღის მეორე ნახევრისთვის გადადოთ – ამ დროს სერიოზული დაბრკოლებები მოსალოდნელი არ არის. მაგრამ მაინც აჯობებს, მოერიდოთ კონკრეტულ, თუნდაც მცირე ქმედებებს. ეს განსაკუთრებით მგზავრობას ეხება.

მორიელი: დღეს ვარსკვლავები არ წყალობენ თქვენს მთავარ სურვილებს. მოგიწევთ მცირე წარმატებებით დაკმაყოფილება. ფრთხილად უნდა იყოთ, რომ ადრე დაშვებული შეცდომები არ გაიმეოროთ (სიყვარულში, საქმეებსა და ფინანსებში). ამაში დღის მეორე ნახევარი დაგეხმარებათ, რომელიც საკმაოდ ინფორმატიული იქნება, ოღონდ მნიშვნელოვანია, რომ დეტალებს დროულად მიაქციოთ ყურადღება.

მშვილდოსანი: დილით უნდა მოერიდოთ სამეურნეო, ფინანსურ და სამედიცინო ექსპრომტებს. პატარა ხარვეზსაც კი მთელი დღით თქვენი კალაპოტიდან ამოგდება შეუძლია. ნაშუადღევს გამორიცხეთ წამოწყებები საკუთარი ინიციატივით და ყურადღებით იყავით – არ აჰყვეთ სხვა ადამიანების წაქეზებას აქტიურობაზე. ეს კარგი დროა დიალოგებისა და ვიზიტებისთვის, მაგრამა არა მოქმედებების (თანამშრომლობა, მკურნალობა და ა.შ.) დაწყებისთვის.

თხის რქა: დილით გონივრულად ზომიერი უნდა იყოთ. თუ იმპულსს აჰყვებით, დაიმატებთ ზედმეტ საზრუნავს, შეიძლება დღესვე იგრძნოთ ხელოვნურად შექმნილი კრიზისის პირველი ნიშნები, მაგალითად, შეუძლოდ გახდეთ ან ტექნიკური პრობლემები წარმოიშვას. დღის მეორე ნახევარში ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, რასაც ყველაზე იღბლიან მიმართულებებშიც კი დაბრკოლებების შექმნა შეუძლია.

მერწყული: ზედმეტობას ყველაფერში მოერიდეთ – მისი შედეგი ახლავე ან ახლო მომავლში აისახება. ყოველგვარი წამოწყება დილით ავანტიურის ელფერს შეიძენს და პრობლემებს უფრო მოგიტანთ, ვიდრე კომფორტს. უფრო ჰარმონიული იქნება დღის მეორე ნახევარი. ამ დროს დაგიბრუნდებათ თვითკონტროლი და გამძაფრდება ანალიტიკური უნარები. ესაა ლოგიკური სისტემური აზროვნებისა და კონსტრუქციული საუბრების დრო.

თევზები: გადადეთ მნიშვნელოვანი წამოწყებები. დაუმთავრებელი საქმეები დილით დაასრულეთ და არ აჰყვეთ ცდუნებას იმისა, რომ ჩანაფიქრზე მეტი გააკეთოთ. დღის მეორე ნახევარში შემოიფარგლეთ მხოლოდ ლაპარაკით და მოქმედებებისგან თავი შეიკავეთ. არ იჩქაროთ რემონტის დაწყება, სახლში სამუშაოების შესრულება, პრაქტიკული დახმარების, სამედიცინო ან სხვა სასარგებლო მომსახურების მიღება.

26
ჩაფიქრებული მამაკაცი

დაკარგული ასაკი არარსებული დრო, ცხოვრებისეული პაუზა თუ ახალი მიზნების ხანა

93
(განახლებულია 20:24 01.08.2021)
ოდესმე გსმენიათ „დაკარგული ასაკის" სინდრომის შესახებ? დაკარგული ასაკი - ესაა 50-დან დაახლოებით 70 წლამდე პერიოდი. „დაკარგულს" კი იმიტომ უწოდებენ, რომ ეს დრო ჩვენ ცხოვრებაში თითქოს არც არსებობს.

არ არსებობს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ პერიოდში ჯერ მთელი ძალით ვცდილობთ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვჩანდეთ, შემდეგ კი სევდიანად ვაღიარებთ, რომ დავბერდით.

შედეგად კი, უბრალოდ, საკუთარი ცხოვრებიდან უზარმაზარ მონაკვეთს ვჭრით, რომელიც შეიძლება ჩვენი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი იყოს.

ზოგიერთი მიიჩნევს, რომ 55-ის ან 60 წლის შემდეგ ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებაზე აღარც უნდა იფიქრო.

სულაც არა! საიდუმლო მარტივია.

55-ის მერე არ უნდა ეცადო იცხოვრო, როგორც 30 ან 40 წლისამ. ამის ნაცვლად თავს უფლება უნდა მისცე, განვითარდე.

15 წლის როცა ვართ, ჩვენ ხომ არ ვცდილობთ ვიცხოვროთ, როგორ 5 წლისებმა, 30 წლისა — როგორც 15 წლისებმა? 15 წლისები არ ვთამაშობთ თოჯინებითა და ჯარისკაცებით. ხოლო 30 წლისანი არ ვუსმენთ იმ მუსიკას, რომელიც 15 წლისებს მოგვწონდა.

ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ნაკლებ სიამოვნებას ვიღებთ. ეს ნიშნავს, რომ სიამოვნებას სხვა რამისგან ვიღებთ.

ალბათ, ბევრისგან გსმენიათ, რომ დაახლოებით 50-55 წლის ასაკში ჩნდება შეგრძნება, რომ ცხოვრებაში რაღაც დამთავრდა და რაღაც, რაც ამ მომენტში უნდა დაწყებულიყო, არ დაიწყო. მარტივად რომ ვთქვათ, ცხოვრებაში რაღაც შესვენებისმაგვარი ჩნდება – პაუზა, რომელიც, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, შეიძლება დიდხანს, სიკვდილამდეც კი გაგრძელდეს.

აქ საქმე მიზანთან გვაქვს. 50-ის მერე, სტანდარტულად, მიზნად ვისახავთ ვიცხოვროთ ადრინდელზე უკეთესად, გამოვიყურებოდეთ იმაზე ცუდად არა, ვიდრე უწინ, ვიმუშაოთ, იმაზე ცოტა არ გამოვიმუშაოთ, ვიდრე უწინ, უკეთ დავისვენოთ…

და განა გასაკვირია, რომ ამდენი ადამიანი სევდით შეიგრძნობს, რომ 50-ის მერე მათი ცხოვრება თითქოს გაჩერდა? განა შეიძლება სხვაგვარად იყოს, როდესაც ვცდილობთ საკუთარი თავი გავიმეოროთ?

სცადეთ და საკუთარ თავს სხვა მიზანი დაუსახეთ — იცხოვროთ უკეთ, ვიდრე აქამდე. მიიღოთ ცხოვრებისგან მეტი სიამოვნება. უფრო მხიარულად გაერთოთ, საინტერესოდ დაისვენოთ, უკეთ გამოიყურებოდეთ, ძლიერ გიყვარდეთ. სცადეთ და მაშინვე იგრძნობთ, რომ ცხოვრებას აზრი კვლავ მიეცა.

სანამ ვფიქრობთ, რომ 50-ის მერე ჩვენი პირადი განვითარება სრულდება, სანამ სასოწარკვეთილი ვცდილობთ წარსულს ჩავებღაუჭოთ, ვიცხოვროთ ისე, როგორც ადრე ვცხოვრობდით, სიხარულზე და სიამოვნებაზე ფიქრიც არ ღირს.

55-ის მერე სიხარული და კმაყოფილება ცხოვრებისგან მაშინ ჩნდება, როდესაც წარსულს გაუშვებთ და თავს უფლებას მისცემთ იცხოვროთ, შეიცვალოთ, განვითარდეთ, გახდეთ სხვანაირი, გყავდეთ ახალი მეგობრები, გქონდეთ ახალი გატაცება, საქმე, ახალი სიამოვნება.

93
თემები:
სასარგებლო რჩევები