პეპელა

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 11 ივლისი

115
(განახლებულია 18:54 11.07.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 11 ივლისია, კვირა. მზარდი მთვარე ლომის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.

კარგი დღეა. დილით გრძნობები და ემოციები ჭარბად იქნება, მაგრამ მოგვიანებით ცხადი გახდება, რომ მღელვარების საფუძველი არ არსებობს. დღის მეორე ნახევარი შესანიშნავად ერგება რომანტიკულ პაემნებს – შეხვედრა საყვარელ ადამიანთან დიდხანს დაგამახსოვრდებათ.

ნიშნების შეთავსებადობა აღმოსავლური კალენდრის მიხედვით>>

ვერძი: საინტერესო შესაძლებლობების დღეა. შეგიძლიათ ახალი საქმის წამოწყება, ცხოვრების გამრავალფეროვნება. ხართ ენთუზიაზმით აღსავსე, ენერგიული, წარმატებაში დარწმუნებული. მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი შესაძლებლობების შეფასებისას არ გადააჭარბოთ. მიუხედავად იმისა, რომ ძალების მოზღვავებას გრძნობთ, მაინც არის საქმეები, რომლებსაც ახლა არ უნდა შეეჭიდოთ. ამიტომ არ იჩქაროთ. ჯერ ყველაფერი კარგად დაგეგმეთ, მოძებნეთ მოკავშირეები და საქმეს მხოლოდ ამის შემდეგ შეუდექით.

კურო: შესანიშნავი დღეა მნიშვნელოვანი საუბრებისთვის. ადვილია შეთანხმება ადამიანებთან, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ თქვენს იდეებს, ან მუდმივად გეკამათებიან. შესაძლებელია არა მხოლოდ მოკავშირეებისა და თანაშემწეების პოვნა, არამედ ნამდვილი მეგობრებისაც. თქვენი მომხიბვლელობის მიმართ გულგრილი ბევრი ვერ დარჩება, ამიტომ არ არის გამორიცხული სასიყვარულო ურთიერთობების დაწყებაც. კარგი დღეა ასევე სწავლისთვის.

ტყუპი: დაისვენეთ, გაერთეთ და ეკონტაქტეთ თქვენთვის საინტერესო ადამიანებს. არაა აუცილებელი რამის განსაკუთრებულად დაგეგმვა, დროს ნებისმიერ შემთხვევაში კარგად გაატარებთ. შეგიძლიათ ადრე დაწყებულ საქმეებს მიუბრუნდეთ, რომელთა დასრულებას დიდი ხანია ცდილობთ. ამ შემთხვევაში ყველაფერი გამოგივათ და იმაზე უკეთეს შედეგს მიიღებთ, ვიდრე წარმოგედგინათ. შეგიძლიათ საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრები შეარჩიოთ.

კირჩხიბი: დღის დასაწყისში შეილება გაგიჭირდეთ სამუშაო განწყობაზე აწყობა. ძალიან დიდია სურვილი, რომ ყველაფერი გადადოთ და დაისვენოთ ან გაერთოთ. სანამ ასე მოიქცევით, დაფიქრდით, რამე სასწრაფოდ გასაკეთებელი საქმე ხომ არ გაქვთ. დღის მეორე ნახევარი შესანიშნავი დროა ურთიერთობებისთვის. საერთო ენის გამონახვა პრაქტიკულად ყველასთან შეგიძლიათ, ასევე შესაძლებელია რაღაც საკითხებში გარშემომყოფებთან ყველასთვის მისაღები შეთანხმების მიღწევა.

ლომი: იმოქმედეთ შეუპოვრად და ბევრ საქმეში მიაღწევთ შესანიშნავ შედეგებს. თქვენი გეგმები შესაძლოა ბევრს არ მოეწონოს, მაგრამ დაუთმეთ ამ ადამიანებს ცოტა დრო, აუხსენით დეტალები და ისინი აუცილებლად შეიცვლიათ თავიანთ მოსაზრებას. კარგი დროა სახლთან და ყოფით თემებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის გადასაჭრელად. საღამოს აჯობებს, თუ არ გადაიღლებით და დაისვენებთ – ძალებს მალე აღიდგენთ.

ქალწული: დღის პირველი ნახევარი ძალზე საინტერესო იქნება. კარგი დროა ურთიერთობების, შეხვედრებისთვის. შეიძლება როგორც გეგმების განხილვა, ისე სხვადასხვა, თუნდაც უმნიშვნელო საკითხებზე საუბარი. მოგვიანებით მშვიდი პერიოდი დადგება, რომელიც მიესადაგება რუტინული საქმეების გაკეთებას, რომლებიც არ გიტაცებთ, მაგრამ აუცილებლად გასაკეთებელია. საღამო შემოქმედების დროა – ბევრ თქვენგანს ეწვევა შთაგონება.

სასწორი: დიდი ალბათობით, დღე მღელვარებისა და განცდების გარეშე არ ჩაივლის, მაგრამ ეს მღელვარება, ძირითადად, რაღაც წვრილმანების გამო იქნება. არაა მოსალოდნელი სერიოზული პრობლემები. ფრთხილად უნდა იყოთ ფულთან მიმართებით – არ შეიძინოთ ისეთი ნივთები, რომლებიც სინამდვილეში არაფერში გჭირდებათ. თუ რამე მნიშვნელოვანის გაკეთება გინდათ, გაითვალისწინეთ, რომ პირველი ნაბიჯების გადადგმა შეიძლება რთული იყოს, მაგრამ თუ არ დანებდებით, წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.

მორიელი: დღე მნიშვნელოვანი საქმეებით დაიწყეთ. თუ დილით დროს უქმად არ დაკარგავთ, ყველაფერს რამდენიმე საათში მორჩებით. ამასთან, უპირატესობას ანიჭებთ არა გატკეპნილი გზით სიარულს, არამედ ექსპერიმენტებს, ეძებთ საკუთარ გზას – შესანიშნავი ტაქტიკაა, რომელიც კარგ შედეგებს მოიტანს. მოგვიანებით შესანიშნავი დრო დადგება ურთიერთობებისთვის, მათ შორის – რომანტიკული. ხართ მხიარულ განწყობაზე და გარშემომყოფებზეც გადამდებად მოქმედებს.

მშვილდოსანი: კარგი დღეა იმისთვის, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. დაისახეთ ყველაზე მაღალი მიზნები. თუ მათ მიღწევას ვერ მოახერხებთ, მაინც ბევრი რამის გაკეთებას შეძლებთ. გარშემომყოფებმა შეიძლება დახმარებისთვის მოგმართონ. ცდილობთ, რომ უარი არავის უთხრათ. ამას ადამიანები აფასებენ. საჭიროა არა მხოლოდ შრომა, არამედ დასვენებაც – გამოძებნეთ დრო ამისთვის. შესაძლებელია რაღაცის დაუგეგმავად ყიდვა – ეს განწყობას აგიმაღლებთ.

თხის რქა: მსუბუქი და მხიარული დღეა. ბევრ რამეს უმკლავდებით შესანიშნავად, სწრაფად აღწევთ საჭირო შედეგებს. ადამიანებს მოსწონთ თქვენი იდეები, თქვენთან ერთად საქმიანობა. საერთო საქმეებიდან გამომდინარე შეიძლება დაიწყოს მეგობრული ან სასიყვარულო ურთიერთობები. არაა გამორიცხული მოულოდნელი შეხვედრები, მაგალითად, ძველ მეგობრებთან, კოლეგებთან. მათგან ბევრი საინტერესო რამ შეიძლება მოისმინოთ.

მერწყული: ეცადეთ, არ ინერვიულოთ, წვრილმანებზე არ იღელვოთ. ამის გამო, შესაძლოა, გეგმების შეცვლაც მოგიწიოთ, რადგან ურთიერთობები პესიმისტურად განწყობილ ადამიანებთან და მათთან, ვისაც მწარე ხუმრობა უყვარს, ახლა განსაკუთრებით მტკივნეულია თქვენთვის. ბევრ თქვენგანს წაადგება გარემოს გამოცვლა, სადმე უცნობ ადგილზე წასვლა. გაგახარებთ ნებისმიერი საქმიანობა, სადაც ფანტაზიის უნარია საჭირო. წარმატებებს სწრაფად აღწევთ იმ საქმეებში, სადაც შემოქმედებითი დამოკიდებულებაა აუცილებელი.

თევზები: ფრთხილად იყავით ფულთან მიმართებით. არახელსაყრელი დღეა სპონტანური საყიდლების ან გარიგებებისთვის, რომლებიც წინასწარ არ დაგიგემავთ. არ ენდოთ ადამიანებს, რომლებიც ოქროს სასახლეს გპირდებიან – დღეს ბევრი თაღლითისთვის შეიძლება იოლად ხელმისაწვდომი გახდეთ . დანარჩენ საკითხებში კარგი დღეა. შესაძლებლობა მოგეცემათ, რომ ძველი შეცდომები გამოასწოროთ. დღის მკეორე ნახევარი შეყვარებულებს სასიამოვნო სიურპრიზებს გპირდებათ.

115
ხავსმოდებული ხე

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 4 აგვისტო

25
(განახლებულია 20:59 03.08.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 4 აგვისტოა, ოთხშაბათი. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.

პოზიტივისა და წარმატებების დღეა. ყველაფერი გამოგვივა. შეგვიძლია რთულ საქმეებთან შეჭიდება, ყურადღება უნდა მივაქციოთ წვრილმანებს – ისინი დღეს მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მთვარე ტყუპში საუბრებისკენ გვიბიძგებს. რუტინული და მოსაწყენი საქმეების გაკეთება გაგვიჭირდება, ამიტომ აჯობებს, თუ მათ სამომავლოდ გადავდებთ.

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 3 აგვისტო>>

ვერძი: დროა, რამე ახალი დაიწყოთ, მათ შორის მოლაპარაკებები, დეტალების განხილვა. კარგი იქნება, თუ გეგმებს მიჰყვებით – ასე ბევრი მიზნის მიღწევას შეძლებთ. შეძლებთ ცდუნებებისგან დაცვას და ზოგიერთ რამეზე უარის თქმას. არ იღელვოთ – მათ აუცილებლად ჩაანაცვლებთ ახალი შესაძლებლობებით, რომლებზეც ვერც კი იოცნებებდით.

კურო: არის რისკი, რომ საკმაოდ დიდი თანხა დახარჯოთ. ეცადეთ, „მადა“ მოთოკოთ და არ შეიძინოთ ის, რაც მნიშვნელოვან სარგებელს არ მოგიტანთ. მოუსმინეთ როგორც ახლობლებს, ისე უცნობებს – მათ დღეს საკმაოდ ეფექტური რჩევის მოცემა შეუძლიათ. ასევე კარგი დროა ოცნებისკენ ნაბიჯის გადადგმისთვის, გეგმების განხორციელებისთვის – ყველაფერი გამოგივათ.

ტყუპი: სარგებელს მოგიტანთ რაღაც დეტალების განხილვა, წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება – ახლა ისინი უზარმაზარ როლს თამაშობს. ასევე უარი არ თქვათ საკუთარ იდეებსა და გეგმებზე – ისინი მალე რეალობად იქცევა და ან კარგ თანხას მოგიტანთ, ან ჰარმონიასა და კომფორტს. ასე რომ, წინ, ოცნებებისკენ. გაითვალისწინეთ, სტრესმა კალაპოტიდან არ უნდა ამოგაგდოთ, ამიტომ ხშირად დაისვენეთ.

კირჩხიბი: ეცადეთ, კეთილსინდისიერად იმუშაოთ და წარმატება არ დააყოვნებს. მოინდომეთ, რომ ყველა საქმე იდეალურად შეასრულოთ, შემოქმედებითად იაზროვნეთ, მოაწესრიგეთ საქმეები. ურთიერთობებში ეცადეთ თანამოსაუბრის ემოციური განწყობა იგრძნოთ და ნაკლებად იკამათეთ. საღამო კი ოჯახთან ერთად გაატარეთ – ეს დაგეხმარებათ „გადატვირთვაში“ და მომდევნო დღეებში სამუშაოსთვის განწყობაში.

ლომი: ხშირად მოუსმინეთ კოლეგებსა და ახლობლებს – დღეს მათ, შესაძლოა, ეფექტური რჩევა მოგცენ. თქვენც არ გაჩუმდეთ – განიხილეთ თქვენი პროექტებიმ აზრები ადამიანებთან, რომ მოისმინოთ მათი კომენტარები და შემდეგ თქვენს გეგმებში კორექტივები შეიტანოთ. მაგრამ ეს სამუშაოსგან თავისუფალ დროს გააკეთეთ. მუშაობის დროს კი აჩქარება არ ივარგებს – მოსალოდნელია შეცდომების დაშვება.

ქალწული: კარგი იქნება, თუ სიკეთეს გამოიჩენთ და გაჭირვებულებს დაეხმარებით – ეს თქვენს კარმას განამტკიცებს და განწყობას აამაღლებს. თუ გსურთ, რომ პრობლემებს სწრაფად გაუმკლავდეთ, „ჩართეთ“ კრეატივი – ეს ნამდვილად დაგეხმარებათ. სამუშაო ბევრი გექნებათ, ამიტომ ეცადეთ, ენერგია შეინარჩუნოთ. ამავე არ ღირს დაძაბვა – გაუფრთხილდით ორგანიზმს.

სასწორი: მზად ხართ, საკუთარი ოცნებები რეალობად აქციოთ, მაგრამ ამას შეიძლება ბედი შეეწინააღმდეგოთ. ეცადეთ, თქვენი გაიტანოთ და სამყაროს გამოწვევებს დაუპირისპირდეთ. მოემზადეთ იმისთვის, რომ გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება მოგიწევთ, მოქმედება – ელვისებურად. თუ არ დააყოვნებთ, ყველაფერი გამოგივათ. ასევე მოგეცემათ შანსი, რომ წარსულის შეცდომები გამოასწოროთ.

მორიელი: მოემზადეთ მუხლჩაუხრელი შრომისთვის და პრობლემების ელვისებურად გადაწყვეტისთვის. კარგია, თუ მოვლენების ცენტრში აღმოჩნდებით, ეკონტაქტებით საჭირო ადამიანებს – ამან კარიერულ კიბეზე შესაძლოა წინ წაგწიოთ. აუცილებლად ეურთიერთეთ კოლეგებს – მათ საჭირო რჩევების მოცემა შეუძლიათ. გარდა ამისა, ვარსკვლავები სახლის საფუძვლიან მოწესრიგებას გირჩევენ – არის შანსი, იპოვოთ ის, რაც დიდი ხნის წინ დაკარგეთ.

მშვილდოსანი: ბედმა ერთდროულად რამდენიმე შანსი მოგიმზადათ – ეცადეთ, გამოთვალოთ ისინი და გამოიყენოთ. მაგრამ ეს დაყოვენბის გარეშე, სწრაფად უნდა გააკეთოთ, თორემ ამ შესაძლებლობებს თავისი „ვარგისიანობის ვადა“ აქვს. ასევე კარგი იქნება, თუ ძველი გეგმის შესრულებას შეუდგებით. დღეს იღბალი და წარმატება ფეხდაფეხ დაგყვებათ, ამიტომ არ შეუშინდეთ გარისკვას. ასევე გაილამაზეთ დღე საყიდლებით.

თხის რქა: აქტიურობა და ინიციატივის გამოჩენა შესანიშნავ შესაძლებლობებსა და წინადადებებს გააჩენს. არ იორჭოფოთ და დათანხმდით – მომავალში ისინი წარმატებებს აუცილებლად მოგიტანთ. არ ღირს დროის უქმად დაკარგვა, ამიტომ უარი თქავით არაფრის მომტან საუბრებსა და გართობაზე. ყურადღება გადაიტანეთ სამუშაოზე. დღეს ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ.

მერწყული: ირგვლივ ქაოსი და ორომტრიალია და ყველაფერში გიჭირთ გარკვევა. ეცადეთ, არ აჰყვეთ ახლობლების მანიპულაციებს და სიმშვიდე ეძებეთ. კარგი იქნება, თუ მოახერხებთ განმარტოებას და პირად საქმეებსა და სამუშაოს მიხედავთ. ურთიერთობები სარგებელს მხოლოდ საქმიან საკითხებზე მოგიტანთ. მშვენივრადაა ყველაფერი პირად ფრონტზე – ურთიერთობები გამტკიცდება და შეიძლება ახალ საფეხურზეც გადავიდეს.

თევზები: დროა, თქვენი გეგმები ოჯახთან განიხილოთ. შესაძლოა, ახლობელმა ადამიანებმა სუსტ ადგილებზე მიგითითონ და ამით თქვენს მომავალზე იმოქმედონ. საჭიროა შესაძლებლობების დანახვა და მათი გამოყენება, თუნდაც ისინი ერთი შეხედვით არც ისე პერსპექტიული მოჩანდეს. თუ უსიამოვნებები შეგხვდათ, მათი კოლექტიურად გადაწყვეტა აჯობებს – გაუზიარეთ თქვენი პრობლემები ახლობლებს – ისინი კარგ რჩევას მოგცემენ.

25
ლილია ზელენსკაია

ამბავი კოკო შანელის ორი დიდებული ქართველი მოდელისა დედისა და ქალიშვილისა

10162
(განახლებულია 18:46 03.08.2021)
მწერალი იგორ ობოლენსკი პროექტის „სიყვარულის ისტორიები: ტფილისიდან თბილისამდე“ ფარგლებში კოკო შანელის ცნობილ მოდელებზე — მელიტა ჩოლოყაშვილსა და მის ქალიშვილზე ლილია ზელენსკაიაზე მოგითხრობთ.

მელიტა ჩოლოყაშვილი — დიდებული ქალბატონი, რომელსაც პოეტი ტიციან ტაბიძე ქალღმერთს უწოდებდა და მადონას ადარებდა.

მელიტას ტფილისურ სახლში ქართული ინტელიგენციის ნაღები საზოგადოება იკრიბებოდა. სწორედ იქ კითხულობდნენ საკუთარ ლექსებს პაოლო იაშვილი და გრიგოლ რობაქიძე, ხოლო ზიგმუნდ ვიშნევსკი და სერგეი სუდეიკინი მის პორტრეტებს ხატავდნენ. თუმცა მელიტას ყველაზე ცნობილი პორტრეტი საველი სორინს ეკუთვნის.

ჩოლოყაშვილების ასულმა სორინთან სულ 30 სეანსს გაუძლო, მერე კი უარი თქვა სახელოსნოში სიარულზე. „მომბეზრდა თქვენი მითითებების შესრულება, სორინ!“ — გამოუცხადა მხატვარს. ამის პასუხად სორინმა პირდაპირ მიახალა, ძალიანაც ნუ გაკადნიერდებით და თავს მერი შერვაშიძისავით უნაკლო და სრულყოფილ მშვენიერებად ნუ მიიჩნევთო.

მელიტა ჩოლოყაშვილი. ნახატი სორინისა. საქართველოს ეროვნული მუზეუმი
საქართველოს ეროვნული მუზეუმი
მელიტა ჩოლოყაშვილი. ნახატი სორინისა. საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მელიტას ასეთი შედარების ატანა არ შეეძლო. ეშმაკებშიც წასულხართო, მიძახა მხატვარს და აჩქარებული ნაბიჯით დატოვა სახელოსნო.

სორინს სხვა გზა აღარ დარჩენოდა. დახმარებისთვის მეგობარს, მელიტას პირველ ქმარს, კონსტანტინ ზელენსკის მიმართა. დაარწმუნე, რომ სეანსების დასრულება აუცილებელია, ასე მხოლოდ უკულტურო ქალები იქცევიანო, სთხოვა მან მეგობარს.

საბოლოოდ მელიტა გულმოწყალედ დათანხმდა სორინს და პორტრეტიც დასრულდა.

მხატვარი იმდენად კმაყოფილი დარჩა ნამუშევრით, რომ ნახატი თავისთვის დაიტოვა და პარიზში თან წაიღო. მელიტა ჩოლოყაშვილის პორტრეტი საქართველოში მხოლოდ 1974 წელსღა დაბრუნდა — მხატვრის ქვრივმა ის საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცა საჩუქრად.

1922 წელს მელიტა ქალიშვილთან და დასთან — დარუსიასთან ერთად პარიზში გაემგზავრა. თან მხოლოდ საკუთარი სიმდიდრის უმცირესი ნაწილის წაღება მოახერხა.

მისი ბრწყინვალე სახლის მდიდრული ავეჯი თუ ნახატები საქართველოში დარჩა. მელიტას მეუღლემ XVI საუკუნის უნიკალური შედევრები დიმიტრი შევარდნაძის მიერ შექმნილ ეროვნულ გალერეას გადასცა.

ძველებური როიალი, რომელზეც მელიტას სახელოვანი მეგობრები უკრავდნენ, დღეს მისი დისშვილის სახლში დგას — თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე; სხვათა შორის, სწორედ იმ სახლში, სადაც მხატვარი კირილ ზდანევიჩი მომავალ მეუღლეს, ვალერია ვალიშევსკაიას შეხვდა.

მელიტა ჩოლოყაშვილი
ფოტო წიგნიდან „სილამაზის ბედისწერა. ისტორია ქართველი ცოლებისა“
მელიტა ჩოლოყაშვილი

როდესაც მელიტა ტფილისიდან  წავიდა, მისი მეუღლე კონსტანტინ ზელენსკი ტფილისში დარჩა. მას ბოლომდე არ ტოვებდა იმედი, რომ ცოლი და ქალიშვილი საქართველოში დაბრუნდებოდნენ. ფულიც კი გაუგზავნა ჯერ კიდევ კონსტანტინოპოლში მყოფ მეუღლეს უკან დასაბრუნებელი ბილეთის საყიდლად, მაგრამ… საბოლოოდ, როცა მიხვდა, რომ ორი მისთვის უძვირფასესი ქალი ტფილისში ჩამომსვლელი აღარ იყო, თავადაც ემიგრაციაში წავიდა.

და მიუხედავად იმისა, რომ მელიტასა და კონსტანტინის ქორწინება მალე დასრულდა, ქვეყნიდან წასვლას ზელენსკისთვის მაინც ჰქონდა მნიშვნელობა — ამით მან თავი გადაირჩინა. მეუღლეები თურქეთიდან საფრანგეთში გადაბარგდნენ და იქ უკვე მათი ცალ–ცალკე ბიოგრაფია დაიწყო.

პარიზში მელიტამ მოდელობას მიჰყო ხელი. ეს მისი შემოსავლის ერთ–ერთ წყაროდ იქცა. ერთი პერიოდი კოკო შანელის ჩვენებებზეც კი გამოდიოდა პოდიუმზე.

მელიტა ჩოლოყაშვილი არ იყო ფოტოგენური და ამადაც ფოტოებით მის სილამაზეზე მსჯელობა რთულია. როგორც საველი სორინი ამბობდა, ჩოლოყაშვილის მშვენიერება მხოლოდ მოძრაობისას იჩენდა თავს. სხვათა შორის, ამაზე თავად მელიტაც წერდა საკუთარ წერილებში. 

ქართველმა თავადის ასულმა ემიგრაციაში მთლიანად დაივიწყა ძველი კაპრიზები და ახლა სიამოვნებით იხსენებდა, როგორ ხატავდა მის პორტრეტს სახელოვანი სორინი, როგორ სთხოვდა ის პოზირებას, ხოლო თავად უარზე იყო.

წარსულის გახსენება მისთვის საყვარელ საქმედ იქცა. მელიტა სიამოვნებით იხსენებდა, როგორ ესწრებოდა პოეტ პაოლო იაშვილის ქორწილს, როგორ ხვდებოდა მომღერალ ვანო სარაჯიშვილს, როგორ გაიცნო კომპოზიტორი სერგეი რახმანინოვი ლიზა ორბელიანის სახლში…

სამშობლოს მონატრება იმდენად ძლიერი იყო, რომ პარიზში ქართული ენის შესწავლაც კი დაიწყო. მანამდე ის მხოლოდ რუსულად და ფრანგულად საუბრობდა.

პარიზში მელიტა ჩოლოყაშვილი მერი შერვაშიძეს დაუმეგობრდა. მშვენიერი ქართველი ქალბატონები ერთად თამაშობდნენ პოკერს და ერთად იხსენებდნენ სამშობლოს.

უნდა ითქვას, რომ მშობლიურ ენაზე არცერთი მათგანი არ ლაპარაკობდა გამართულად. მაგრამ 60-იან წლებში საქართველოდან ჩასულ ტურისტებთან ქართულად საუბარს ცდილობდნენ — თუნდაც ორიოდე სიტყვა, მაგრამ ქართულად!

ლილია ზელენსკაია
/ ფოტო წიგნიდან „სილამაზის ბედისწერა. ისტორია ქართველი ცოლებისა“
ლილია ზელენსკაია

მელიტა ჩოლოყაშვილის მეორე ქმარი პოეტი სერგეი რაფალოვიჩი გახდა. ქალი მთრთოლვარე ზრუნვით ეკიდებოდა მეუღლის შემოქმედებას და გულმოდგინედ ადევნებდა თვალს, რომ  სერგეის სახელი საჯაროდ ხშირად ეხსენებინათ.

ტფილისში გამოგზავნილ ერთ–ერთ წერილში მელიტა წყენით შენიშნავს, რომ ქართულ ლიტერატურულ ჟურნალში გამოქვეყნდა თარგმანი, რომელიც ნაწილობრივ რაფალოვიჩის გაკეთებული იყო, მაგრამ ავტორებში მისი სახელი არ მოუხსენებიათ. მეგობრებმა დაამშვიდეს და აუხსნეს, რომ საბჭოთა ხელისუფლების პირობებში ემიგრაციაში წასული კაცის ავტორად მოხსენიება, უბრალოდ, შეუძლებელი იყო.

როდესაც მელიტას სამოდელო კარიერა დასრულდა, პოდიუმზე ის საკუთარმა ქალიშვილმა ლილიამ ჩაანაცვლა.

ლილია ზელენსკაიამ 91 წელი იცოცხლა. მან ღრმა სიბერეშიც შეინარჩუნა წერწეტი ტანი და სილამაზე, რასაც მაღალი მოდის სამყაროსგან ძალიან შორს მყოფი ადამიანებიც კი აქცევდნენ ყურადღებას.

2001 წელს ლილია ზელენსკაია თბილისში ჩამოვიდა დეიდაშვილთან ნინო ჩოლოყაშვილთან სტუმრად (რომელმაც მიამბო კიდეც ეს ისტორია) და, თურმე, რუსთაველის პროსპექტზე ამაყად მიმავალი, უკვე ძლიერ ასაკოვანი, ჭაღარა ქალბატონის დანახვაზე მთელი თბილისი ჩერდებოდა და თვალს აყოლებდა მის დიდებულ სილამაზეს.

ერთ დღესაც ლილიას გადაუწყვეტია, ქართველი ნათესავებისთვის საჩუქრები შეეძინა და პარფიუმერიის მაღაზიაში შესულა. ლაპარაკით გართულ გამყიდველ გოგონებს, როგორც კი ზღურბლს გადმოცილებული ხნოვანი ქალბატონი დაულანდავთ, მყის შეუწყვეტიათ ჭორაობა და უსიტყვოდ დამორჩილებიან მის ყველა მოთხოვნას.

როდესაც ლილიას შენაძენები აუღია და კარისკენ დაძრულა, კონსულტანტ გოგონებს მისი თანმხლები, ზელენსკაიას დისშვილიშვილი შეუყოვნებიათ და უკითხავთ, ვინ არის ეს ქალბატონიო. კოკო შანელის, ლელონგისა და სკიაპარელის ყოფილი მოდელის მშვენება და მანერები არავის ტოვებდა გულგრილს.

ლილია ზელენსკაია
ფოტო წიგნიდან „სილამაზის ბედისწერა. ისტორია ქართველი ცოლებისა“
ლილია ზელენსკაია

უფრო მეტიც, თავად უახლოესი ნათესავებიც კი აღიარებდნენ ლილიას გასაოცარ ქარიზმას — ვერავინ ბედავდა მასთან კამათს.

უკვე სრულიად ჭაღარა, პიჯაკსა და შარვალში გამოწყობილი, ხელში სიგარეტმომარჯვებული ლილია ზელენსკაია–როტვანდი უკანასკნელი სხივი გახლდათ შანელისდროინდელი პარიზის იმ დიდებულებისა, რომლის ანარეკლი ახლაც, ახალ 21–ე ასწლეულშიც კი იგრძნობა.

მელიტა ჩოლოყაშვილის ქალიშვილი ლილია ზელენსკაია ძილში გარდაიცვალა. სიკვდილამდე ორიოდე საათით ადრე ის ნათესავ ქალბატონ ესაუბრა ტელეფონით, მისი ბოლო სიტყვები იყო: „ღამე მშვიდობისა. ახლა ჩემ საყვარელ სერიალს უნდა ვუყურო“.

10162