დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 10 ივლისი

CC BY 2.0 / Flickr / Brent Newhall / Birds of Paradise„სამოთხის ჩიტი“ კირსტენბოშის ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში
„სამოთხის ჩიტი“ კირსტენბოშის ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში  - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 10 ივლისია, შაბათი. ახლმთვარეობა კირჩხიბის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
ყურადღების გამახვილება ადვილი იქნება ნებისმიერ საქმეზე და განსაკუთრებით გონებრივ სამუშაოზე, სწავლაზე. ამასთან, მომატებულია შრომისუნარიანობა და სურვილის შემთხვევაში მთების გადადგმა შეიძლება. მაგრამ არის ერთი „მაგრამ“ – ზედმეტი სერიოზულობა, იმდენად, რომ იუმორის გრძნობა თითქმის ნულს უტოლდება. ეს ურთიერთობების დროს გასათვალისწინებელია, რადგან დაუფიქრებელმა სიტყვამ დიდი წყენა შეიძლება გამოიწვიოს.
ივლისის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>
ვერძი: გარშემომყოფების მხრიდან, შესაძლოა, კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვეთ. ეს შეიძლება სხვადასხვა ფორმით მოხდეს – ხუმრობით ნათქვამიდან დაწყებული ხელმძღვანელობის მკაცრ უკმაყოფილებამდე. გარშემომყოფებს თვალში თქვენი უმცირესი შეცდომაც კი ხვდებათ და თუ შეცდომა არ დაგიშვიათ, შეიძლება თვითონ მოიფიქრონ რამე. განაწყენებული რომ არ დარჩეთ, ყველაფერს იუმორით უნდა შეხედოთ. ამასთან, ნაკლები იმოქმედეთ და რაც მთავარია, ცოტა ილაპარაკეთ.
„წითელი სიზმარი“ - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2021
მეყვარები, სანამ... – ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლების მოთმინების ზღვარი
კურო: ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თქვენ ზურგს უკან, შესაძლოა, რაღაც ხდება – ხლართავენ ინტრიგებს, ვიღაც რაღაც ხაფანგს გიგებთ, ვნებს თქვენს კარიერას ან ჭორებს გივრცელებთ და თქვენ ამის შესახებ წარმოდგენაც არ გაქვთ. ყოველივე ამან თქვენს რეპუტაციას რომ არ ავნოს, გაფაციცებით უნდა ადევნოთ თვალყური ნებისმიერ ინფორმაციას. ასევე კარგი იქნება რჩევის მიღება ადამიანისგან, რომელმაც ყოველთვის ყველაფერი იცის – ასეთი ყველგან მოიპოვება.
ტყუპი: დღეს თქვენში ნამდვილი ბუღალტერი გაიღვიძებს – შესანიშნავად გაართმევთ თავს ნებისმიერ საქმეს, სადაც ყურადღება, მოთმინება და პუნქტუალობაა საჭირო. ამ თვისებების წყალობით მოაგვარებთ დაგროვებულ საქმეებს, მარტივად წაიკითხავთ უწვრილესი შრიფტით დაბეჭდილს რამე გარიგებაში... განსაკუთრებით კარგად დაითვლით ფულს – ხელსაყრელი დღეა ინვესტიციების, ოჯახის ბიუჯეტისა და გონივრული ხარჯების დაგეგმვისთვის.
კირჩხიბი: დღეს ყველა საქმეში პირველ ადგილზე საკუთარ „მეს“ დააყენებთ. ხართ უზომოდ დარწმუნებული საკუთარ თავში და ეგოიზმისკენ მიდრეკილი. გსურთ, რომ გადაწყვეტილებები ერთპიროვნულად მიიღოთ, არ მოუსმინოთ სხვების მოსაზრებებს. ამასთან, დარწმუნებული ხართ, რომ ამ ყველაფერს სხვებზე ზრუნვის გამო აკეთებთ და ყველაზე უკეთ იცით, რა როგორ ჯობია. ამ ყველაფრის გამო არაა გამორიცხული კონფლიქტური სიტუაციების შექმნა გარშემომყოფებთან.
გულის ფორმის ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
ზოდიაქო: ვის როგორ უმართლებს სიყვარულში
ლომი: ვარსკვლავები გირჩევენ, დღეს განსაკუთრებული ყურადღება ახლობლებს დაუთმოთ, თუნდაც უამრავი საქმე გქონდეთ გასაკეთებელი. შესაძლოა, დიდი ხანია საყვარელ ადამიანთან გულახდილად აღარ გისაუბრიათ და ერთმანეთის მიმართ წყენა დაგიგროვდათ. ამის გამოსასწორებლად აუცილებელი არაა, ურთიერთობები გამოარკვიოთ. შეგიძლიათ გაისეირნოთ ერთად, სადმე წახვიდეთ, რამე გააკეთოთ, მაგალითად, ვახშამი მოამზადოთ. დროის ერთად გატარება თქვენს გულს სიმშვიდეს დაუბრუნებს.
ქალწული: დღეს არაა გამორიცხული, რომ რეალობას მოწყდეთ და სასწაულებისა ირწმუნოთ. შესაძლებელია რაღაც მოვლენა მოხდეს, რომელიც თქვენი მატერიალისტური წარმოდგენის ჩარჩოებში არ ჯდება. შესაძლოა, დეჟავუს გრძნობა გაგიჩნდეთ. ასევე შეიძლება ვინმე უცნობის მიმართ სასიყვარულო ნაპერწკალი აენთოს. და რატომაც არა? სიყვარულიც ხომ საოცრებაა, რომელიც მეცნიერებამ ვერც ერთ დროში ვერ ახსნა.
სასწორი: დღეს წარმატებებს მხოლოდ მარტივი, კონსერვატიული გზებით მიაღწევთ. თუ თამამი ექსპერიმენტებისთვის ხართ განწყობილი ან ექსპრომტის იმედი გაქვთ, სულ ტყუილად – ეს სანანებელი გაგიხდებათ. ვარსკვლავები დღეს არ გირჩევენ შემოქმედებით დამოკიდებულებას საქმეების მიმართ. უნდა იმოქმედოთ მხოლოდ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით. სხვათა შორის, კონსერვატიულობა დაგეხმარებათ არა მხოლოდ საქმეებში, არამედ ადამიანებთან ურთიერთობებშიც, პირად ცხოვრებაშიც.
შეყვარებული ჭიამაიები - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2021
ნიშნების შეთავსებადობა აღმოსავლური კალენდრის მიხედვით
მორიელი: დღეს გარშემომყოფებს საკმაოდ საქმიან და სასარგებლო რჩევებს მისცემთ. ამასთან ამას უანგაროდ გააკეთებთ, თქვენი სულის მოთხოვნით, როდესაც რჩევას არავინ გთხოვთ. და თუ ვინმემ დახმარება გთხოვათ, აქ უკვე არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც ჩაერთვებით. მაგრამ ვინც დახმარებას გთხოვთ, ერთი რამ უნდა გაითვალისწინონ – მზად უნდა იყვნენ აქტიური კრიტიკისთვის, რადგან შეცდომებზე მითითების დროს მათ მიმართ დაუნდობელი იქნებით.
მშვილდოსანი: არცთუ ხელსაყრელი დღე გელოდებათ, მაგრამ ამის მიზეზი არა იმედანდ გარემოებები, რამდენადაც თავად თქვენ იქნებით. გაღიზიანებთ ყველაფერი, ნებისმიერ წვრილმანს შეუძლია თქვენი მდგომარეობიდან გამოყვანა. ამის გამო შესაძლებელია კონფლიქტები, გაუგებრობები გარშემომყოფებთან. ამას რომ თავი აარიდოთ, ურთიერთობები ადამიანებთან მინიმუმამდე უნდა დაიყვანოთ და რამე პოზიტიური გააკეთოთ, მაგალითად, უყუროთ სახალისო ფილმს.
თხის რქა: დღეს ისეთი დღეა, როდესაც ამბობენ ხოლმე – ყველაფერი ხელიდან უვარდებაო. იგრძნობთ ძალების გამოფიტვას და ყველაზე უარესი, რაც შეიძლება გააკეთოთ, ესაა თავი აიძულოთ, რომ იშრომოთ და იმოქმედოთ. დღეს არანაირი განწყობა არა გაქვთ, რომ რამე საქმე გააკეთოთ და ამას უნდა შეეგუოთ. თუ რამე რთულ საქმეს შეეჭიდოებით, დიდი რისკია, რომ ჩააგდოთ ის. დღემ რომ იმედები არ გაგიცრუოთ, მოდუნდით და დინებას მიჰყევით.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2018
მტრობა ზოდიაქოს ნიშნებს შორის – ყველაზე დაპირისპირებული ნიშნები
მერწყული: დღეს საჭიროა, რომ დელიკატური იყოთ გარშემომყოფების, განსაკუთრებით ახლობლების მიმართ, თუმცა ამის არანაირი განწყობა არა გაქვთ. თქვენი მოუთმენლობა და მომთხოვნელობა კონფლიქტის წყარო შეიძლება გახდეს. თუ ურთიერთბრალდებები თქვენს დღევანდელ გეგმებში არ შედის, გონივრულ კომპრომისებზე მოგიწევთ წასვლა. გაითვალისწინეთ – ისე მოექეცით სხვებს, როგორც გინდათ, რომ თქვენ მოგექცნენ.
თევზები: დღეს ყურადღება და ზრუნვა უნდა გამოიჩინოთ გვერდით მყოფი ადამიანების მიმართ. შესაძლოა, საქმე ეხებოდეს სამუშაოს და კოლეგებს თქვენი ცოდნა და გამოცდილება ესაჭიროებათ. არაა გამორიცხული, თქვენი დახმარება დასჭირდეს მეგობარს და მათი მოსმენა და მხარდაჭერა მოგიწიოთ. ასევე შეიძლება გაჩნდეს ისეთი ვითარება, რომ არჩევნის წინაშე დადგეთ – როგორ დაეხმაროთ ახლობელს: ფულით, სამსახურებრივი მდგომარეობით თუ კავშირებით. თუ შეგიძლიათ, აუცილებლად დაედხმარეთ – სიკეთე აუცილებლად დაგიბრუნდებათ.
ყველა ახალი ამბავი
0