„წითელი სიზმარი“

მეყვარები, სანამ... ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლების მოთმინების ზღვარი

3106
(განახლებულია 10:16 09.07.2021)
რა არის ის ზღვარი, რომლის შემდეგაც ზოდიაქოს ცალკეული ნიშნის წარმომადგენლები სიყვარულს წყვეტენ? როდის ეწურებათ მოთმინების ფიალა და რა უნდა გაითვალისწინოთ მათი სიყვარულის შესანარჩუნებლად.

სიყვარული, მოგეხსენებათ, „ვერტიკალურია და თან - ბრუნვადი“ - მას შეუძლია დარდის განქარვება, განკურნება, ზეციური კარიბჭის გახსნა... ის ყველაფრის გასაღებია.

და რა ხდება, როცა სიყვარული ქრება? რა მიზეზებით შეიძლება დაიკარგოს სიყვარული? ამ ჰოროსკოპში ნახავთ, თუ რამ შეიძლება აიძულოს ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლები, რომ დაკარგონ ეს გრძნობა. ეს ეხება არა მხოლოდ ქალისა და მამაკაცის გრძნობებს, არამედ ასევე მეგობრულ, სამსახურებრივ ურთიერთობებს.

ურთიერთობები და შეთავსებადობა აღმოსავლური სასიყვარულო ჰოროსკოპის მიხედვით>>

მაშ ასე, გაეცანით და გაითვალისწინეთ - სადამდე ეყვარება თითოეული ნიშნის წარმომადგენელს:

ვერძი: მეყვარები, სანამ არ მიღალატებ

როგორც მოგეხსენებათ, ვერძის მფარველია ომის ღმერთი - არესი/მარსი. ეს ერთ რამეს ნიშნავს - ყოველდღიურ ბრძოლას ნებისმიერი რამისთვის. ისინი მზად არიან, ბოლო ამოსუნთქვამდე იბრძოლონ. და რისთვის?

ცხადია, რომ მათი უმრავლესობა მოჩვენებებს ებრძვის. შემდეგ, როცა იმარჯვებენ, როგორც წესი, მოწყენილი არიან და ეძებენ ისეთ რამეს, რაც გააბრაზებს. გაბრაზებული კი კვლავ ბრძოლას იწყებენ. ვერძს გამარჯვება სწყურია. ამიტომ ის მუდამ დაკავებული უნდა იყოს და რაიმეზე გამარჯვება ჰქონდეს დაგეგმილი.

კურო: მეყვარები, სანამ გულს არ მატკენ

კუროს გულის გასატეხად ბევრი ცუდი რამ უნდა ჩაიდინოთ. მათი წყენინება ადვილია, მაგრამ განადგურება - ნურას უკაცრავად. ამიტომ მიიჩნევენ მათ ერთგულ და მედგარ ადამიანებად, რომლებიც ნებისმიერ პრობლემას უძლებენ, რასაც მათ კოსმოსი უგზავნის.

როგორც კი მის ნდობას მოიპოვებთ, სულ ერთ წამში შეიძლება გადაიფიქრონ - თუნდაც ერთი საქციელის გამო. მათი ნდობის ღალატის შედეგად ისინი თავდაჯერებულობას დაკარგავენ. მაგრამ ამის მიღწევა არცთუ ადვილია. ნუ გაუტეხთ მათ გულს სახლის ან მათი გარეგნობის შეურაცხყოფით. მოძებნეთ შემოქმედებითი კრიტიკის ხერხი.

ტყუპი: მეყვარები, სანამ ჩემს გაბითურებას არ შეეცდები

თუ გონებრივი თამაშები გსურთ ტყუპთან - ეს ცუდი იდეაა. ნუ ეცდებით ამას ადამიანთან, ვინც მოტყუების დიდოსტატია. მისი გონება იმაზე სწრაფად მუშაობს, ვიდრე წარმოგიდგენიათ...

ტყუპის მფარველი პლანეტა მერკური/ჰერმესია, ინტელექტის, ურთიერთობებისა და ვაჭრობის ღმერთი. ამ თამაშს ისინი ყოველთვის არ ეძებენ, მაგრამ თუ მიხვდნენ, რომ მათი მოტყუება გინდათ, ყველა ხერხს მიმართავენ, რომ სულელად გამოიყურებოდეთ. ნუ ითამაშებთ თამაშის დიდოსტატებთან...

კირჩხიბი: მეყვარები, სანამ არ მიმატოვებ

ისინი მთვარე-არტემიდა/დიანას ნიშნის წარმომადგენლები არიან და კომპანია (ნებისმიერი) მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია. უყვართ გარკვეული დროის თავისი თავისთვის დათმობა, მაგრამ ურთიერთობებში თანასწორობას ეძებენ. თუ ვინმეს ენდობიან, მათთვის მთელი სამყაროს მოპოვებას შეეცდებიან.

ნუ უღალატებთ კირჩხიბის ნდობას. მათთვის ემოციური უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა იპოვოთ საშუალება, რომ ეს უსაფრთხოების განცდა შეუქმნათ. ეყვარებით მანამ, სანამ არ ირწმუნებენ, რომ მათი სიყვარულის ღირსი არ ხართ. მაშინ დაგშორდებიან და უკან ვერასდროს ვეღარ დაიბრუნებთ.

ლომი: მეყვარები, სანამ სულელს არ დამამსგავსებ

ლომი მზეს ჰგავს - პლანეტების სისტემის ცენტრს. სრულებით ბუნებრივია, რომ მას მუდამ აკრიტიკებენ. ლომი მუდამ იცავს თავის სოციალურ სტატუსს, ურთიერთობებში კი უნდა გრძნობდეს, რომ აფასებენ.

ნუ შეურაცხყოფთ ლომს. მას ეყვარებით, სანამ უმადური არ იქნებით ყველაფრისთვის, რაც მან თქვენთვის გააკეთა. ლომს უყვარს სიმართლე, ამიტომ თავადაც კარგად უწყის თავისი უპირატესობაცა და ნაკლიც. უბრალოდ, არ უყვარს, როცა შეცდომებზე პირდაპირ სახეში მიახლი. უყვარს, როცა მიიღებთ ისეთს, როგორიც არის.

ქალწული: მეყვარები, სანამ ჩემს მოტყუებას არ დაიწყებ

ქალწული მერკური/ჰერმესის - სიმართლისა და კრიტიკის ოსტატის შვილია. მან იცის, რა ხდება მის გარშემო, აინტერესებს ადამიანური საქციელი. იმ მომენტში, როცა მის მოტყუებას დაიწყებთ, სამუდამოდ დაკარგავთ კიდეც.

ქალწული ყველას ენდობა, მისი გული ყოველთვის იმედიანია. მაგრამ მისი წყენინება ადვილია, ამიტომ ადვილად შეიძლება დაკარგოს ვინმეს ნდობა. ეყვარებით, სანამ მის გაცუცურაკებას შეეცდებით. ამის შემდეგ თქვენს ყოველ სიტყვაში ეჭვი შეეპარება.

სასწორი: მეყვარები, სანამ ჩემს მშვიდობისმოყვარეობას ეგუები

მშვიდობისმყოფელი და დიპლომატი სასწორი მუდამ ეცდება, ბოლო მოუღოს ჩხუბს და დედამიწა სამოთხედ აქციოს. თუ წესრიგისა და სილამაზის გზას რაიმენაირად გააფუჭებთ, სასწორისთვის, ჩათვალეთ, რომ მკვდარი ხართ.

ვენერა/აფროდიტეს შვილები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ურთიერთობები მათი სურვილისამებრ წარიმართოს. პირდაპირ არ გეტყვიან, რა სძულთ, მაგრამ ყველაფერს კარგად შეიგრძნობთ. არასდროს იყვიროთ მათთან და ნუ შეეკითხებით მათ ცხოვრებაში არეულობისა და პრობლემების შესახებ.

მორიელი: მეყვარები, სანამ ჩემგან დამალული არაფერი გექნება

ნუ ეკითხებით მორიელს პრობლემების შესახებ. უბრალოდ, გადაჭერით ეს პრობლემები. მორიელს შეუძლია სიმართლის მიღება, სანამ დარწმუნებულია, რომ მას არაფერს უმალავთ.

სანამ ტყუილსა და საიდუმლოს არ იგრძნობს, მორიელს ნამდვილად შეუძლია სიყვარული. მათი ერთგულების გასაღები პატიოსნებაა. არასდროს ეცადოთ მის მოტყუებას, რადგან ამის შესახებ ადრე თუ გვიან აუცილებლად შეიტყობს. ისინი წყენას გულში ინახავენ. შეუძლიათ პატიება, მაგრამ წყენას არასდროს დაივიწყებენ.

მშვილდოსანი: მეყვარები, სანამ ჩემთვის იმედისმომცემი იქნები

როგორ უნდა გადაიყვანოთ ჭკუიდან ზევსი/იუპიტერის შვილები? ეს ადვილია. უბრალოდ, თავი უბედურად უნდა აგრძნობინოთ. მათ შეუძლიათ თქვენი მთელი გულით სიყვარული, სანამ ოპტიმიზმის კარს არ დაუხშობთ. თუ კარგს არაფერს აღარ ელოდებიან, თქვენ უკვე მისთვის აჩრდილი, ლანდი ხართ.

მშვილდოსანი მუდამ ზევით მიიწევს და მას სჭირდება ადამიანი, რომელსაც მისი ხედვისა და კეთილსინდისიერების სჯერა. ნუ დაუკავშირდებით მას, თუ მშვილდოსნის მიზნების უხეშად გაკრიტიკება გსურთ - ეს მხოლოდ შემოქმედებითად უნდა გააკეთოთ. ნუ დააკარგვინებთ მათ იმედს.

თხის რქა: მეყვარები, სანამ არ დანებდები

თხის რქა დროის ღმერთის - სატურნი/კრონოსის შვილია. მან იცის, როგორ გაახანგრძლივოს ყველაფერი, მათ შორის - ურთიერთობები. თხის რქა სამართლიანი და გულითადია. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოთ, ისაა, რომ გაიგოთ, რა გჭირდებათ და რა არის უკეთესი ორივესთვის.

იმ მომენტში, როდესაც საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებას გადაწყვეტთ, თხის რქა თქვენით აღფრთოვანებას შეწყვეტს. მას უყვარდება ის, ვისითაც აღფრთოვანებულია. რაც უნდა შეშფოთებული იყოთ, ყოველთვის უნდა იმუშაოთ საკუთარ თავზე და მწვერვალებისკენ ისწრაფვოდეთ. ისინი ძალზე მომთმენი არიან, შეიძლება რამდენიმე ათეული წელიც კი ითმინონ. უბრალოდ, აგრძნობინეთ, რომ სიტუაციის გამოსწორება გსურთ. თუ ამას მოახერხებთ, თხის რქას სიცოცხლის ბოლომდე ეყვარებით.

მერწყული: მეყვარები, სანამ სხვებისგან განსხვავებული ხარ

მერწყულს იზიდავს ის, რაც თქვენში უნიკალურია, თქვენი პიროვნების პატარ-პატარა თვისებები. თქვენ შეიძლება ამ თვისებებით არ ამაყობდეთ, მაგრამ მერწყულს სწორედ ეს იზიდავს. მისთვის თქვენ ის ხართ, ვინც სამყაროს უნიკალურს ხდის.

არასდროს შელახოთ ეს მომენტი - რომ თქვენ უნიკალური ხართ. არ დაივიწყოთ თქვენი ნიჭის განვითარება, არ შეწყვიტოთ მერწყულის გაოცება პატარა საიდუმლოებებით - სწორედ ეს უყვარდება მას პირველ რიგში. არ შეიცვალოთ, დარჩით უნიკალური.

თევზები: მეყვარები, სანამ არ მაიძულებ, ოცნება შევწყვიტო

თევზებს მანამდე ეყვარებით, სანამ საკუთარი ოცნებების რწმენა გექნებათ. მათ სიზმრისეული სამყარო - ეს რეალური სამყაროა და ისინი ხშირად მოგზაურობენ იქ შთაგონების საძებნელად.

რა გავლენას ახდენს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებზე>>

თევზები ძალზე მგრძნობიარენი არიან, თუმცა, გარეგნულად შეიძლება ცივიც მოგეჩვენოთ. ხანდახან უყვართ განმარტოება და ელფებთან გასაუბრება. ეს ნორმალურია, თუ შეახსენებთ ხოლმე, რომ რეალურ სამყაროში ცხოვრობენ, მაგრამ ეს მკვეთრად და უხეშად არასდროს გააკეთოთ. მათ ჯადოსნურ გულს მეტი ფერი სჭირდება. პატივი ეცით ამას. თუ ასე მოიქცევით, მას ცხოვრების ბოლომდე ეყვარებით.

3106
გზაზე მჯდომი მამაკაცი

ყველასგან განსხვავებული და უმარტივესი ხერხი ფილტვების გასაწმენდად

32
(განახლებულია 19:00 01.08.2021)
იცით, რომ სიგარეტის მოწევა მავნებელია, მაგრამ თავს ვერ ერევით და უარს ვერ ამბობთ ამ მავნე ჩვევაზე? მაშინ…

რასაც ახლა გირჩევთ, არც რთულია, არც განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს, არც უცნობი და არნახულ-არგაგონილი პროდუქტების ძებნასა და არც დიდ დროს. უბრალოდ, ვინც სიგარეტს თავს ვერ ანებებთ, ეცადეთ ყოველდღე მიირთვათ:

•    ჯანჯაფილი (იგივე ჯინჯერი), რომელსაც საქართველოში ძალიან „დაუმეგობრდნენ“ ბოლო წლებში, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ჯანჯაფილი ფილტვებს ჭარბი ლორწოსგან წმენდს;

•    ხახვი და ნიორი — ძლიერი ანტისიმსივნური თვისებების მქონე ბოსტნეული, ავთვისებიანი დაავადებების უებარი პროფილაქტიკური საშუალება;

•    კურკუმა —  ანტივირუსული, ანტიბაქტერიული, ანტისიმსივნური თვისებების სუნელ–სანელებელი, იყიდება ყველა ჰიპერმარკეტში.

უკეთესი იქნება, თუ ამ ყველაფერთან ერთად ფილტვებს სპეციალური ელექსირითაც გაიწმენდთ.

დაგჭირდებათ:

  • 400 გრ ხახვი
  • 1 ლ წყალი
  • 400 გრ შაქარი
  • 2 სუფრის კოვზი კურკუმა
  • ჯანჯაფილი — დიდი თითის ტოლი ნატეხი.

მომზადება

შაქრისა და წყლისგან მოადუღეთ სეროფი, დაამატეთ ოთხ–ოთხად დაჭრილი ხახვი და  ჯანჯაფილის მესამედი. დააცადეთ წამოდუღება და როგორც კი ეს მასა დუღილს დაიწყებს, მაშინვე ჩაამატეთ კურკუმა. ამის შემდეგ ცეცხლს მინიმუმამდე დაუწიეთ და მანამდე ადუღეთ, სანამ რაოდენობა არ განახევრდება. მერე გაწურეთ და ქილაში გადაიღეთ. ელექსირი მაცივარში უნდა შეინახოთ.

ყველაზე მძლავრი ანტიბიოტიკი სულ ორი ინგრედიენტისგან>>

მიღების წესი

ელექსირი დღეში ორჯერ უნდა მიიღოთ — თითო ჯერზე ორი სუფრის კოვზის ოდენობით: დილით უზმოზე და საღამოს ბოლო ჭამიდან ორი საათის შემდეგ.

32
თემები:
სასარგებლო რჩევები
ხილ-ბოსტნეული

როგორ ჭამთ და როგორ უნდა ჭამდეთ: სასარგებლო პროდუქტები, რომლებსაც არასწორად მიირთმევთ

505
(განახლებულია 15:19 01.08.2021)
იმისათვის, რომ საკვებიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ, რამდენიმე საიდუმლოს გაგიმხელთ, რომელთა ცოდნაც უბრალოდ აუცილებელია

სანახავად დააწკაპუნეთ ფოტოებზე.

505
თემაზე
ათასწლეულის შეთქმულება: რეკლამირებული პრეპარატები, რომლებიც არაფერს კურნავს
რას გვეუბნება სტიკერები: ხილზე დატანილი უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია
სუს–ის უფროსი და სპეცრაზმი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაბადების დღე აღნიშნა

0
(განახლებულია 19:52 01.08.2021)
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 13 სტრუქტურული ერთეულისგან შედგება, რომელთა შორისაა კონტრტერორისტული ცენტრი, ანტიკორუფციული სამსახური, გენინსპექცია, კონტრდაზვერვა

თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik.  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს–ი) ექვსი წლის გახდა – ის 2015 წლის პირველ აგვისტოს დაარსდა – შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყო და ცალკე სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა.

სუს–ი აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალიზებული დაწესებულებების სისტემას წარმოადგენს, რომელიც პირდაპირ ემორჩილება საქართველოს მთავრობას და რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფოს უშიშროებას უზრუნველყოფს.

სამსახურის საქმიანობის მიმართულებებია: საკონსტიტუციო წყობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სამხედრო პოტენციალის დაცვა უცხოური სპეცსამსახურებისა და ცალკეული პირების არასამართლებრივი ქმედებებისგან, ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ბრძოლა ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან და საერთაშორისო დანაშაულთან, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უშიშროებას, კორუფციის შესახებ გამაფრთხილებელი, მისი გამოვლენისა და აღკვეთის ზომების მიღება.

სუს–ი შედგება 13 სტრუქტურული ერთეულისგან, რომელთა შორისაა კონტრტერორისტული ცენტრი, ანტიკორუფციული სამსახური, გენინსპექცია, კონტრდაზვერვა.

პროფესიულ დღესასწაულთან დაკავშირებით სამსახურის სპეცრაზმმა ჩაატარა საჩვენებელი წვრთნები, რომელსაც თვალს ადევნებდნენ პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სუს–ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე.

„ისინი ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურებიან ჩვენ ქვეყანას, ჩვენ მოქალაქეებს, მოსახლეობას, იცავენ და აძლიერებენ ჩვენ სახელმწიფოს. კიდევ ერთხელ ვულოცავ და ვუსურვებ წარმატებებს“, –განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს მადლობას უხდის>>

როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურებიან მოქალაქეებს.

0