მზის ჩასვლა შრი-ლანკაზე

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 9 ივლისი

2174
(განახლებულია 09:39 09.07.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 9 ივლისია, პარასკევი. კლებადი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.

მრავალფეროვანი და დატვირთული დღეა. არ არის გამორიცხული, რომ მოხდეს მოვლენები, რომლებიც ჩვეს ცხოვრებას კარდინალურად შეცვლის. მომატებულია ემოციურობა, ამიტომ არის საშიშროება, რომ არასწორად ვიმოქმედოთ. სჯობს, მოქმედების გეგმა წინასწარ შევადგინოთ და მას მივყვეთ. დღეს ადვილია შეყვარებაც, მაგრამ ვითარებები ყოველთვის ხელსაყრელი არაა რომანტიკული ურთიერთობების დასაწყებად.

ნიშნების შეთავსებადობა აღმოსავლური კალენდრის მიხედვით>>

ვერძი: დიდი ალბათობით, დღის დასაწყისში რთული იქნება გაუგებრობებისა და მცირე უსიამოვნებების თავიდან აცილება. უყურადღებობის გამო, შესაძლოა, მნიშვნელოვანი დეტალები ვერ შენიშნოთ. პოზიტიური ტენდენციები თანდათანობით მომძლავრდება და მათი გავლენა მალე საგრძნობი გახდება, გაუმჯობესდება განწყობა და ცხოვრება გამარტივდება. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა გეგმების დასაწყობად, რადგან სწორად აფასებთ საკუთარ ძალებს და ოცნებებში არ ცურავთ.

კურო: დიდი ხნით არაფერი გადადოთ – დილა შესანიშნავი დროა მნიშვნელოვანი საქმეების გასაკეთებლად. განსაკუთრებით ნათლად ვლინდება თქვენი ლიდერის თვისებები და ბევრი თქვენგანი შეძლებს ირგვლივ გუნდის შემოკრებას. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ რამე ახლის დაწყება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შედეგის სწრაფად მიღების იმედი არ გაქვთ. მოითმინეთ და თქვენი შრომა აუცილებლად დაფასდება.

ტყუპი: საინტერესო და მშფოთვარე დღე გელოდებათ. მოგიწევთ რამდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთება. ხანდახან გეჩვენებათ, რომ დახმარების თხოვნას აზრი არა აქვს, მაგრამ ეს ასე არაა. შეგიძლიათ დახმარებისთვის მიმართოთ გარშემომყოფებს, მაგრამ მნიშვნელოვანი საკითხები დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოთ. სიფრთხილე გმართებთ ახლა ნაცნობებთან – მათი გარეგნული კეთილმოსურნეობის უკან შეიძლება ცუდი ზრახვები იმალებოდეს.

კირჩხიბი: დღის პირველი ნახევარი შეიძლება საკმაოდ უცნაური იყოს. თქვენ თავს არ ჰგავხართ – გახასიათებთ თავქარიანობა და დაუსაბუთებელი ოპტიმიზმი, იღბალზე მინდობა იქ, სადაც საკუთარი ძალების იმედი უნდა გქონდეთ. საბედნიერომ, ამ ტენდეცნიების გავლენა მალე მინავლდება და სერ5იოზული შეცდომების დაშვებას „ვერ მოასწრებთ“. თანდათანობით ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება. მცირე გაუგებრობებია მოსალოდნელი გარშემომყოფებთან, მაგრამ საღამოსთვის ესეც მოგვარდება.

ლომი: თუ მთების გადადგმა გსურთ, სამყაროს „გადატრიალება“ ან რამე შეუძლებლის გაკეთება, დილიდანვე დაიწყეთ. ეს ძალზე ნაყოფიერი დროა, თუ გულისყურს ყველაზე მნიშვნელოვანზე გადაიტანთ და წვრილმანებს არ გამოეკიდებით. ასევე არ ღირს უამრავი რჩევის მოსმენა გარშემომყოფების მხრიდან. სჯობს, საკუთარი საღი აზრით იხელმძღვანელოთ. მოგვიანებით უფრო მშვიდი პერიოდი დადგება. შეგიძლიათ შეხვდეთ ადამიანებს, რომლებთანაც საერთო ბევრი გაქვთ.

ქალწული: დილა შესანიშნავი იდეებითა და მაცდური წინადადებებით დაიწყება. მაგრამ სანამ რამე ახალი გაგიტაცებთ, ჯერ ჩვეული საქმეები მოაგვარეთ და დარწმუნდით, რომ სასწრაფო ყველაფერი გაკეთებულია. ეცადეთ, სერიოზულად მოეკიდოთ წვრილმანებსაც კი. ეს პრობლემებს აგარიდებთ მომავალში. დღის მეორე ნახევარში უამრავი საინტერესო საუბარი გელოდებათ. კარგი დროა იმ ადამიანთან შესახვედრად, ვისზეც კარგი შთაბეჭდილების მოხდენა გსურთ.

სასწორი: დღის პირველ ნახევარში სიმშვიდის შებნარჩუნება რთული იქნება, მაგრამ ეს აუცილებელია. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ყველა თქვენ წინააღმდეგ გაერთიანდა და სპეციალურად გამოჰყავხართ წყობილებიდან. მაგრამ ადამიანებს ცუდი ზრახვები არ ამოძრავებთ. უბრალოდ, ეცადეთ, წვრილმანებზე არ „ჩაიციკლოთ“ და ცხოვრება უფრო მარტივი გახდება. საღამოსკენ სიხარულის ბევრი საბაბი გექნებათ, მოსალოდნელია სიურპრიზები.

მორიელი: ეს ის დღეა, როდესაც შეგიძლიათ ბევრ რამეს მიხვდეთ, პასუხი გასცეთ კითხვებს, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ. სურვილი გაქვთ, რომ იმოქმედოთ და ერთი ადგილი არ ტკეპნოთ, მაგრამ ამაში გარემოებები გიშლით ხელს. სანამ რამე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებთ, დაფიქრება მაინც საჭიროა – რისი გაკეთება გინდათ კონკრეტულად და რისი მიღწევა გსურთ. კარგ შთაბეჭდილებას ახდენთ გარშემომყოფებზე, ხშირად ექცევით ყურადღების ცენტრში.

მშვილდოსანი: დღის დასაწყისი, დიდი ალბათობით, დაძაბული მომენტების გარეშე არ ჩაივლის, მაგრამ სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის. წვრილმანებზე ყურადღებას ნუ გაამახვილებთ, მეტი იფიქრეთ სასიამოვნო მოვლენებზე, რომლებიც დღეს უხვად გელოდებათ. დღის მეორე ნახევარი შესანიშნავ შესაძლებლობებს მოგცემთ, რომ რაღაც მნიშვნელოვანი და სასარგებლო გააკეთოთ. თამამდ შეგიძლიათ შეეჭიდოთ ურთულეს ამოცანებს.

თხის რქა: დილით გარკვეული მღელვარება გელოდებათ. თუნდაც ოპტიმისტურად იყოთ განწყობილი და წვრილმანების გამო არ ნერვიულობდეთ, მაინც შეიძლება გაგიჩნდეთ ეჭვები მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. ეს მღელვარება არ მიიღოთ ინტუიციის კარნახად ან ბედის გაფრთხილებად. ეს ჩვეულებრივი შფოთვაა ადამიანის, რომელიც სერიოზულ საქმეს აკეთებს და შედეგებზე ღელავს. დროთა განმავლობაში ემოციური ფონი სტაბილური გახდება და თქვენი საქმიანობაც უფრო მშვიდ სახეს მიიღებს.

მერწყული: ჩვეულებრივზე მეტად განიცდით წვრილმანების გამო, მაგრამ ეს სასარგებლო საქმიანობაში ხელს არ გიშლით, პირიქით, ხანდახან ძლიერი ემოციები ბიძგს გაძლევთ, რომ რამე ახალ საქმეს შეუდგეთ, თუნდა ეს საქმე ძალიან რთულად გეჩვენებოდეთ. შესანიშნავი დღეა ურთიერთობებისთვის. ბევრს სურს თქვენთან დაახლოება. ადვილად შეგიძლიათ ახალი მეგობრების შეძენა. არაა გამორიცხული სასიყვარულო ურთიერთობების დაწყებაც.

თევზები: მარტივი დღე არაა, მაგრამ სირთულეები არ გაშინებთ. ზოგიერთი თქვენგანი შესაშურ სიჯიუტეს ამჟღავნებს მიზნების მიღწევის დროს. არ გაგიჭირდებათ მოკავშირეების მოძებნა, რადგან გარშემომყოფები ხედავენ, რომ წარმატებასთან ძალიან ახლოს ხართ. ირგვლივ მყოფთა მიმართ შესაძლებელია დამოკიდებულების შეცვლა. საკმაოდ მკაცრი შეიძლება იყოთ მათ მიმართ, ვინც თავისი ხუმრობით თქვენს გრძნობებს ლახავს. შესაძლებელია დაძაბული მომენტებიც შეიქმნას, მაგრამ მოგვიანებით ურთიერთობები უფრო მარტივი და სასიამოვნო გახდება.

2174
ხავსმოდებული ხე

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 4 აგვისტო

21
(განახლებულია 20:59 03.08.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 4 აგვისტოა, ოთხშაბათი. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.

პოზიტივისა და წარმატებების დღეა. ყველაფერი გამოგვივა. შეგვიძლია რთულ საქმეებთან შეჭიდება, ყურადღება უნდა მივაქციოთ წვრილმანებს – ისინი დღეს მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მთვარე ტყუპში საუბრებისკენ გვიბიძგებს. რუტინული და მოსაწყენი საქმეების გაკეთება გაგვიჭირდება, ამიტომ აჯობებს, თუ მათ სამომავლოდ გადავდებთ.

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 3 აგვისტო>>

ვერძი: დროა, რამე ახალი დაიწყოთ, მათ შორის მოლაპარაკებები, დეტალების განხილვა. კარგი იქნება, თუ გეგმებს მიჰყვებით – ასე ბევრი მიზნის მიღწევას შეძლებთ. შეძლებთ ცდუნებებისგან დაცვას და ზოგიერთ რამეზე უარის თქმას. არ იღელვოთ – მათ აუცილებლად ჩაანაცვლებთ ახალი შესაძლებლობებით, რომლებზეც ვერც კი იოცნებებდით.

კურო: არის რისკი, რომ საკმაოდ დიდი თანხა დახარჯოთ. ეცადეთ, „მადა“ მოთოკოთ და არ შეიძინოთ ის, რაც მნიშვნელოვან სარგებელს არ მოგიტანთ. მოუსმინეთ როგორც ახლობლებს, ისე უცნობებს – მათ დღეს საკმაოდ ეფექტური რჩევის მოცემა შეუძლიათ. ასევე კარგი დროა ოცნებისკენ ნაბიჯის გადადგმისთვის, გეგმების განხორციელებისთვის – ყველაფერი გამოგივათ.

ტყუპი: სარგებელს მოგიტანთ რაღაც დეტალების განხილვა, წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება – ახლა ისინი უზარმაზარ როლს თამაშობს. ასევე უარი არ თქვათ საკუთარ იდეებსა და გეგმებზე – ისინი მალე რეალობად იქცევა და ან კარგ თანხას მოგიტანთ, ან ჰარმონიასა და კომფორტს. ასე რომ, წინ, ოცნებებისკენ. გაითვალისწინეთ, სტრესმა კალაპოტიდან არ უნდა ამოგაგდოთ, ამიტომ ხშირად დაისვენეთ.

კირჩხიბი: ეცადეთ, კეთილსინდისიერად იმუშაოთ და წარმატება არ დააყოვნებს. მოინდომეთ, რომ ყველა საქმე იდეალურად შეასრულოთ, შემოქმედებითად იაზროვნეთ, მოაწესრიგეთ საქმეები. ურთიერთობებში ეცადეთ თანამოსაუბრის ემოციური განწყობა იგრძნოთ და ნაკლებად იკამათეთ. საღამო კი ოჯახთან ერთად გაატარეთ – ეს დაგეხმარებათ „გადატვირთვაში“ და მომდევნო დღეებში სამუშაოსთვის განწყობაში.

ლომი: ხშირად მოუსმინეთ კოლეგებსა და ახლობლებს – დღეს მათ, შესაძლოა, ეფექტური რჩევა მოგცენ. თქვენც არ გაჩუმდეთ – განიხილეთ თქვენი პროექტებიმ აზრები ადამიანებთან, რომ მოისმინოთ მათი კომენტარები და შემდეგ თქვენს გეგმებში კორექტივები შეიტანოთ. მაგრამ ეს სამუშაოსგან თავისუფალ დროს გააკეთეთ. მუშაობის დროს კი აჩქარება არ ივარგებს – მოსალოდნელია შეცდომების დაშვება.

ქალწული: კარგი იქნება, თუ სიკეთეს გამოიჩენთ და გაჭირვებულებს დაეხმარებით – ეს თქვენს კარმას განამტკიცებს და განწყობას აამაღლებს. თუ გსურთ, რომ პრობლემებს სწრაფად გაუმკლავდეთ, „ჩართეთ“ კრეატივი – ეს ნამდვილად დაგეხმარებათ. სამუშაო ბევრი გექნებათ, ამიტომ ეცადეთ, ენერგია შეინარჩუნოთ. ამავე არ ღირს დაძაბვა – გაუფრთხილდით ორგანიზმს.

სასწორი: მზად ხართ, საკუთარი ოცნებები რეალობად აქციოთ, მაგრამ ამას შეიძლება ბედი შეეწინააღმდეგოთ. ეცადეთ, თქვენი გაიტანოთ და სამყაროს გამოწვევებს დაუპირისპირდეთ. მოემზადეთ იმისთვის, რომ გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება მოგიწევთ, მოქმედება – ელვისებურად. თუ არ დააყოვნებთ, ყველაფერი გამოგივათ. ასევე მოგეცემათ შანსი, რომ წარსულის შეცდომები გამოასწოროთ.

მორიელი: მოემზადეთ მუხლჩაუხრელი შრომისთვის და პრობლემების ელვისებურად გადაწყვეტისთვის. კარგია, თუ მოვლენების ცენტრში აღმოჩნდებით, ეკონტაქტებით საჭირო ადამიანებს – ამან კარიერულ კიბეზე შესაძლოა წინ წაგწიოთ. აუცილებლად ეურთიერთეთ კოლეგებს – მათ საჭირო რჩევების მოცემა შეუძლიათ. გარდა ამისა, ვარსკვლავები სახლის საფუძვლიან მოწესრიგებას გირჩევენ – არის შანსი, იპოვოთ ის, რაც დიდი ხნის წინ დაკარგეთ.

მშვილდოსანი: ბედმა ერთდროულად რამდენიმე შანსი მოგიმზადათ – ეცადეთ, გამოთვალოთ ისინი და გამოიყენოთ. მაგრამ ეს დაყოვენბის გარეშე, სწრაფად უნდა გააკეთოთ, თორემ ამ შესაძლებლობებს თავისი „ვარგისიანობის ვადა“ აქვს. ასევე კარგი იქნება, თუ ძველი გეგმის შესრულებას შეუდგებით. დღეს იღბალი და წარმატება ფეხდაფეხ დაგყვებათ, ამიტომ არ შეუშინდეთ გარისკვას. ასევე გაილამაზეთ დღე საყიდლებით.

თხის რქა: აქტიურობა და ინიციატივის გამოჩენა შესანიშნავ შესაძლებლობებსა და წინადადებებს გააჩენს. არ იორჭოფოთ და დათანხმდით – მომავალში ისინი წარმატებებს აუცილებლად მოგიტანთ. არ ღირს დროის უქმად დაკარგვა, ამიტომ უარი თქავით არაფრის მომტან საუბრებსა და გართობაზე. ყურადღება გადაიტანეთ სამუშაოზე. დღეს ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ.

მერწყული: ირგვლივ ქაოსი და ორომტრიალია და ყველაფერში გიჭირთ გარკვევა. ეცადეთ, არ აჰყვეთ ახლობლების მანიპულაციებს და სიმშვიდე ეძებეთ. კარგი იქნება, თუ მოახერხებთ განმარტოებას და პირად საქმეებსა და სამუშაოს მიხედავთ. ურთიერთობები სარგებელს მხოლოდ საქმიან საკითხებზე მოგიტანთ. მშვენივრადაა ყველაფერი პირად ფრონტზე – ურთიერთობები გამტკიცდება და შეიძლება ახალ საფეხურზეც გადავიდეს.

თევზები: დროა, თქვენი გეგმები ოჯახთან განიხილოთ. შესაძლოა, ახლობელმა ადამიანებმა სუსტ ადგილებზე მიგითითონ და ამით თქვენს მომავალზე იმოქმედონ. საჭიროა შესაძლებლობების დანახვა და მათი გამოყენება, თუნდაც ისინი ერთი შეხედვით არც ისე პერსპექტიული მოჩანდეს. თუ უსიამოვნებები შეგხვდათ, მათი კოლექტიურად გადაწყვეტა აჯობებს – გაუზიარეთ თქვენი პრობლემები ახლობლებს – ისინი კარგ რჩევას მოგცემენ.

21
ლილია ზელენსკაია

ამბავი კოკო შანელის ორი დიდებული ქართველი მოდელისა დედისა და ქალიშვილისა

10160
(განახლებულია 18:46 03.08.2021)
მწერალი იგორ ობოლენსკი პროექტის „სიყვარულის ისტორიები: ტფილისიდან თბილისამდე“ ფარგლებში კოკო შანელის ცნობილ მოდელებზე — მელიტა ჩოლოყაშვილსა და მის ქალიშვილზე ლილია ზელენსკაიაზე მოგითხრობთ.

მელიტა ჩოლოყაშვილი — დიდებული ქალბატონი, რომელსაც პოეტი ტიციან ტაბიძე ქალღმერთს უწოდებდა და მადონას ადარებდა.

მელიტას ტფილისურ სახლში ქართული ინტელიგენციის ნაღები საზოგადოება იკრიბებოდა. სწორედ იქ კითხულობდნენ საკუთარ ლექსებს პაოლო იაშვილი და გრიგოლ რობაქიძე, ხოლო ზიგმუნდ ვიშნევსკი და სერგეი სუდეიკინი მის პორტრეტებს ხატავდნენ. თუმცა მელიტას ყველაზე ცნობილი პორტრეტი საველი სორინს ეკუთვნის.

ჩოლოყაშვილების ასულმა სორინთან სულ 30 სეანსს გაუძლო, მერე კი უარი თქვა სახელოსნოში სიარულზე. „მომბეზრდა თქვენი მითითებების შესრულება, სორინ!“ — გამოუცხადა მხატვარს. ამის პასუხად სორინმა პირდაპირ მიახალა, ძალიანაც ნუ გაკადნიერდებით და თავს მერი შერვაშიძისავით უნაკლო და სრულყოფილ მშვენიერებად ნუ მიიჩნევთო.

მელიტა ჩოლოყაშვილი. ნახატი სორინისა. საქართველოს ეროვნული მუზეუმი
საქართველოს ეროვნული მუზეუმი
მელიტა ჩოლოყაშვილი. ნახატი სორინისა. საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მელიტას ასეთი შედარების ატანა არ შეეძლო. ეშმაკებშიც წასულხართო, მიძახა მხატვარს და აჩქარებული ნაბიჯით დატოვა სახელოსნო.

სორინს სხვა გზა აღარ დარჩენოდა. დახმარებისთვის მეგობარს, მელიტას პირველ ქმარს, კონსტანტინ ზელენსკის მიმართა. დაარწმუნე, რომ სეანსების დასრულება აუცილებელია, ასე მხოლოდ უკულტურო ქალები იქცევიანო, სთხოვა მან მეგობარს.

საბოლოოდ მელიტა გულმოწყალედ დათანხმდა სორინს და პორტრეტიც დასრულდა.

მხატვარი იმდენად კმაყოფილი დარჩა ნამუშევრით, რომ ნახატი თავისთვის დაიტოვა და პარიზში თან წაიღო. მელიტა ჩოლოყაშვილის პორტრეტი საქართველოში მხოლოდ 1974 წელსღა დაბრუნდა — მხატვრის ქვრივმა ის საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცა საჩუქრად.

1922 წელს მელიტა ქალიშვილთან და დასთან — დარუსიასთან ერთად პარიზში გაემგზავრა. თან მხოლოდ საკუთარი სიმდიდრის უმცირესი ნაწილის წაღება მოახერხა.

მისი ბრწყინვალე სახლის მდიდრული ავეჯი თუ ნახატები საქართველოში დარჩა. მელიტას მეუღლემ XVI საუკუნის უნიკალური შედევრები დიმიტრი შევარდნაძის მიერ შექმნილ ეროვნულ გალერეას გადასცა.

ძველებური როიალი, რომელზეც მელიტას სახელოვანი მეგობრები უკრავდნენ, დღეს მისი დისშვილის სახლში დგას — თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე; სხვათა შორის, სწორედ იმ სახლში, სადაც მხატვარი კირილ ზდანევიჩი მომავალ მეუღლეს, ვალერია ვალიშევსკაიას შეხვდა.

მელიტა ჩოლოყაშვილი
ფოტო წიგნიდან „სილამაზის ბედისწერა. ისტორია ქართველი ცოლებისა“
მელიტა ჩოლოყაშვილი

როდესაც მელიტა ტფილისიდან  წავიდა, მისი მეუღლე კონსტანტინ ზელენსკი ტფილისში დარჩა. მას ბოლომდე არ ტოვებდა იმედი, რომ ცოლი და ქალიშვილი საქართველოში დაბრუნდებოდნენ. ფულიც კი გაუგზავნა ჯერ კიდევ კონსტანტინოპოლში მყოფ მეუღლეს უკან დასაბრუნებელი ბილეთის საყიდლად, მაგრამ… საბოლოოდ, როცა მიხვდა, რომ ორი მისთვის უძვირფასესი ქალი ტფილისში ჩამომსვლელი აღარ იყო, თავადაც ემიგრაციაში წავიდა.

და მიუხედავად იმისა, რომ მელიტასა და კონსტანტინის ქორწინება მალე დასრულდა, ქვეყნიდან წასვლას ზელენსკისთვის მაინც ჰქონდა მნიშვნელობა — ამით მან თავი გადაირჩინა. მეუღლეები თურქეთიდან საფრანგეთში გადაბარგდნენ და იქ უკვე მათი ცალ–ცალკე ბიოგრაფია დაიწყო.

პარიზში მელიტამ მოდელობას მიჰყო ხელი. ეს მისი შემოსავლის ერთ–ერთ წყაროდ იქცა. ერთი პერიოდი კოკო შანელის ჩვენებებზეც კი გამოდიოდა პოდიუმზე.

მელიტა ჩოლოყაშვილი არ იყო ფოტოგენური და ამადაც ფოტოებით მის სილამაზეზე მსჯელობა რთულია. როგორც საველი სორინი ამბობდა, ჩოლოყაშვილის მშვენიერება მხოლოდ მოძრაობისას იჩენდა თავს. სხვათა შორის, ამაზე თავად მელიტაც წერდა საკუთარ წერილებში. 

ქართველმა თავადის ასულმა ემიგრაციაში მთლიანად დაივიწყა ძველი კაპრიზები და ახლა სიამოვნებით იხსენებდა, როგორ ხატავდა მის პორტრეტს სახელოვანი სორინი, როგორ სთხოვდა ის პოზირებას, ხოლო თავად უარზე იყო.

წარსულის გახსენება მისთვის საყვარელ საქმედ იქცა. მელიტა სიამოვნებით იხსენებდა, როგორ ესწრებოდა პოეტ პაოლო იაშვილის ქორწილს, როგორ ხვდებოდა მომღერალ ვანო სარაჯიშვილს, როგორ გაიცნო კომპოზიტორი სერგეი რახმანინოვი ლიზა ორბელიანის სახლში…

სამშობლოს მონატრება იმდენად ძლიერი იყო, რომ პარიზში ქართული ენის შესწავლაც კი დაიწყო. მანამდე ის მხოლოდ რუსულად და ფრანგულად საუბრობდა.

პარიზში მელიტა ჩოლოყაშვილი მერი შერვაშიძეს დაუმეგობრდა. მშვენიერი ქართველი ქალბატონები ერთად თამაშობდნენ პოკერს და ერთად იხსენებდნენ სამშობლოს.

უნდა ითქვას, რომ მშობლიურ ენაზე არცერთი მათგანი არ ლაპარაკობდა გამართულად. მაგრამ 60-იან წლებში საქართველოდან ჩასულ ტურისტებთან ქართულად საუბარს ცდილობდნენ — თუნდაც ორიოდე სიტყვა, მაგრამ ქართულად!

ლილია ზელენსკაია
/ ფოტო წიგნიდან „სილამაზის ბედისწერა. ისტორია ქართველი ცოლებისა“
ლილია ზელენსკაია

მელიტა ჩოლოყაშვილის მეორე ქმარი პოეტი სერგეი რაფალოვიჩი გახდა. ქალი მთრთოლვარე ზრუნვით ეკიდებოდა მეუღლის შემოქმედებას და გულმოდგინედ ადევნებდა თვალს, რომ  სერგეის სახელი საჯაროდ ხშირად ეხსენებინათ.

ტფილისში გამოგზავნილ ერთ–ერთ წერილში მელიტა წყენით შენიშნავს, რომ ქართულ ლიტერატურულ ჟურნალში გამოქვეყნდა თარგმანი, რომელიც ნაწილობრივ რაფალოვიჩის გაკეთებული იყო, მაგრამ ავტორებში მისი სახელი არ მოუხსენებიათ. მეგობრებმა დაამშვიდეს და აუხსნეს, რომ საბჭოთა ხელისუფლების პირობებში ემიგრაციაში წასული კაცის ავტორად მოხსენიება, უბრალოდ, შეუძლებელი იყო.

როდესაც მელიტას სამოდელო კარიერა დასრულდა, პოდიუმზე ის საკუთარმა ქალიშვილმა ლილიამ ჩაანაცვლა.

ლილია ზელენსკაიამ 91 წელი იცოცხლა. მან ღრმა სიბერეშიც შეინარჩუნა წერწეტი ტანი და სილამაზე, რასაც მაღალი მოდის სამყაროსგან ძალიან შორს მყოფი ადამიანებიც კი აქცევდნენ ყურადღებას.

2001 წელს ლილია ზელენსკაია თბილისში ჩამოვიდა დეიდაშვილთან ნინო ჩოლოყაშვილთან სტუმრად (რომელმაც მიამბო კიდეც ეს ისტორია) და, თურმე, რუსთაველის პროსპექტზე ამაყად მიმავალი, უკვე ძლიერ ასაკოვანი, ჭაღარა ქალბატონის დანახვაზე მთელი თბილისი ჩერდებოდა და თვალს აყოლებდა მის დიდებულ სილამაზეს.

ერთ დღესაც ლილიას გადაუწყვეტია, ქართველი ნათესავებისთვის საჩუქრები შეეძინა და პარფიუმერიის მაღაზიაში შესულა. ლაპარაკით გართულ გამყიდველ გოგონებს, როგორც კი ზღურბლს გადმოცილებული ხნოვანი ქალბატონი დაულანდავთ, მყის შეუწყვეტიათ ჭორაობა და უსიტყვოდ დამორჩილებიან მის ყველა მოთხოვნას.

როდესაც ლილიას შენაძენები აუღია და კარისკენ დაძრულა, კონსულტანტ გოგონებს მისი თანმხლები, ზელენსკაიას დისშვილიშვილი შეუყოვნებიათ და უკითხავთ, ვინ არის ეს ქალბატონიო. კოკო შანელის, ლელონგისა და სკიაპარელის ყოფილი მოდელის მშვენება და მანერები არავის ტოვებდა გულგრილს.

ლილია ზელენსკაია
ფოტო წიგნიდან „სილამაზის ბედისწერა. ისტორია ქართველი ცოლებისა“
ლილია ზელენსკაია

უფრო მეტიც, თავად უახლოესი ნათესავებიც კი აღიარებდნენ ლილიას გასაოცარ ქარიზმას — ვერავინ ბედავდა მასთან კამათს.

უკვე სრულიად ჭაღარა, პიჯაკსა და შარვალში გამოწყობილი, ხელში სიგარეტმომარჯვებული ლილია ზელენსკაია–როტვანდი უკანასკნელი სხივი გახლდათ შანელისდროინდელი პარიზის იმ დიდებულებისა, რომლის ანარეკლი ახლაც, ახალ 21–ე ასწლეულშიც კი იგრძნობა.

მელიტა ჩოლოყაშვილის ქალიშვილი ლილია ზელენსკაია ძილში გარდაიცვალა. სიკვდილამდე ორიოდე საათით ადრე ის ნათესავ ქალბატონ ესაუბრა ტელეფონით, მისი ბოლო სიტყვები იყო: „ღამე მშვიდობისა. ახლა ჩემ საყვარელ სერიალს უნდა ვუყურო“.

10160