ინტიმური შეთავსებადობა ზოდიაქოს ნიშნებს შორის

© Pixabay / 3194556ბედნიერი წყვილი
ბედნიერი წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
გამოწერა
ეს ჰოროსკოპი დაგეხმარებათ, პასუხი გასცეთ ბევრ კითხვას თქვენი და თქვენი პარტნიორის სექსუალური შეთავსებადობის შესახებ, გაითვალისწინოთ სხვადასხვა ასპექტი და ურთიერთობებს მეტი სიღრმე და მგზნებარება შემატოთ.

ზოდიაქოს ნიშნების შეთავსებადობის ჰოროსკოპი ინტიმურ სფეროში დაგეხმარებათ, უკეთ გაიგოთ თქვენი პარტნიორის განსაკუთრებული თვისებები და სახასიათო ქცევები. ასტროლოგების აზრით, ადამიანების სექსუალური მხარე ბევრადაა დამოკიდებული მათ ზოდიაქოს ნიშანზე.

ზოდიაქო: მამაკაცები, რომლებსაც ძლიერი სიყვარულის უნარი შესწევთ>>

გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს და გაიგეთ, რომელ ზოდიაქოს ნიშანს შეეწყობით ყველაზე კარგად სექსუალური თვალსაზრისით და რომელს – ვერა.

სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
როგორი სიყვარული იციან ზოდიაქოს ნიშნებმა

ვერძი

ვერძი ყველაფერში დომინირებას არის მიჩვეული და მათ შორის – სექსშიც. არცთუ იშვიათად ეგოისტია საწოლში. ამასთან, უყვარს, როდესაც პარტნიორი აღფრთოვანებულია მისი სილამაზით, სხეულითა და ქცევით ინტიმური ურთიერთობისას.

ვერძი კარგად ეწყობა ლომს, მშვილდოსანსა და ტყუპს.
ვერ ეწყობა კირჩხიბს, მორიელს, თხის რქასა და თევზებს.

კურო

კუროს სურს, სექსისგან არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ მორალური კმაყოფილებაც მიიღოს. ის აფასებს გულწრფელობას და სრულ ნდობას საწოლში. თუმცა, დიდი მგზნებარებით ეს ნიშანი არ გამოირჩევა.

კურო კარგად ეწყობა თევზებს, კირჩხიბსა და თხის რქას.
ვერ ეწყობა მორიელს, ლომს, ვერძს, ქალწულსა და მერწყულს.

ტყუპი

ტყუპი მაინცდამაინც არ ისწრაფვის იმისკენ, რომ სექსუალურ პარტნიორს სიამოვნება მიანიჭოს. მისთვის ბევრად მნიშვნელოვანია, მიიღოს, ვიდრე გასცეს. მაგრამ თუ ამ ნიშანმა იპოვა თავისი იდეალი, მისი სექსუალური პოტენციალი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ტყუპი ეწყობა სასწორს, მერწყულსა და თავისივე ნიშნის წამომადგენელს.
ვერ ეწყობა ქალწულს, მშვილდოსანს, კუროსა და თევზებს.

გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2018
რამდენად გულწრფელი ხართ სიყვარულში – ამას ინდური ჰოროსკოპის მეშვეობით შეიტყობთ

კირჩხიბი

კირჩხიბი ვნებიანი, მგზნებარე ნატურაა. მას მაქსიმუმის მიღება სურს, მაგრამ თავად იშვიათად თუ ფიქრობს პარტნიორის სურვილებზე.

კირჩხიბს სექსუალური ოცნებების ასრულებაში დაეხმარება მორიელი და კურო.
იმედგაცრუება ელოდება თხის რქასთან, ტყუპთან, სასწორთან, ლომთან, ქალწულთან და თევზებთან.

ლომი

ლომი, მიუხედავად იმისა, რომ ნათელი, გამორჩეული ნატურაა, სექსში მერყეობა და შეიძლება ითქვას, სიცივეც ახასიათებს. აკლია სიმტკიცე და ეშინია, რამე ისე არ გააკეთოს.

სექსუალური ენერგიის გამოთავისუფლებაში ლომს დაეხმარება სასწორი, მშვილდოსანი და ტყუპი.
ვერ ეწყობა თხის რქას, ქალწულს, მორიელს, კუროსა და მერწყულს.

ქალწული

ქალწული სინაზესა და რომანტიკულ გარემოს აფასებს. ის არასდროს განაგრძობს სექსუალურ ურთიერთობას ეგოისტ და გამოუცდელ პარტნიორთან. ამ ნიშანს უყვარს სიამოვნების მიღება და ამასთან, პარტნიორისთვის სიამოვნების მინიჭება.

ქალწული კარგად ეწყობა მერწყულს, ლომსა და ქალწულს.
ვერ ეწყობა ვერძს, სასწორს, მორიელსა და კუროს.

„წითელი სიზმარი“ - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2019
როდის და როგორ კარგავენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები

სასწორი

სასწორი ხარისხიან და ლამაზ სექსს აფასებს. მისთვის მნიშვნელოვანია არა შედეგი, არმედ პროცესი. ამ ნიშანს უყვარს საწოლში სილამაზე და ესთეტიკა და ძალზე მომთხოვნია პარტნიორის მიმართ.

სასწორი კარგად ეწყობა მშვილდოსანს, ტყუპს, მერწყულს, ვერძსა და ლომს.
ვერ ეწყობა თევზებს.

მორიელი

ჰოროსკოპის თანახმად, მორიელი ყველაზე მგრძნობიარე და ვნებიანი საყვარელია; მაგრამ ყველა ნიშანს არ შეუძლია მისი სექსუალური „შეტევების“ გაძლება.

მორიელი კარგად ეწყობა თხის რქას, ქალწულს, კირჩხიბსა და თევზებს.
ვერ ეწყობა ვერძს, მერწყულს, ლომსა და მშვილდოსანს.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი სექსში დიდი გამომგონებელია, ექსპერიმენტატორი, ამავე დროს, არ ეშინია, რომ შესაძლოა, სულელურად გამოიყურებოდეს.

მშვილდოსანი იდეალურად ეწყობა ლომს, მერწყულს, ტყუპს, ქალწულსა და თევზებს.
ვერ ეწყობა კირჩხიბსა და ვერძს.

გულები და ჯვრები  - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2019
როგორ ამჟღავნებენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები

თხის რქა

თხის რქა სექსის დროს ძალზე თავშეკავებული და გულდახურულია. მისთვის რთულია გრძნობების აყოლა და პარტნიორის ნდობა. მაგრამ ეს ხელს არ უშლის, ზოდიაქოს ზოგიერთ წარმომადგენელთან სიამოვნება მიიღოს.

თხის რქა კარგად ეწყობა ქალწულს, კუროს, მორიელსა და თევზებს.
ვერ ეწყობა მერწყულსა და ლომს.

მერწყული

მერწყულს ტემპერამენტიანს ვერ უწოდებ. მისთვის მნიშვნელოვანია თავად პარტნიორის დაუფლება, ვიდრე ტკბობა.

მერწყულს კარგი სექსუალური ურთიერთობები ელის სასწორთან, მშვილდოსანთან და ტყუპთან.
ვერ ეწყობა თხის რქას, კუროსა და ლომს.

თევზები

თევზები მგრძნობიარე საყვარლები არიან, მზად არიან, მთლიანად დაიხარჯონ. მაგრამ განწყობის მუდმივი ცვლა მათ საწოლში პასიურს ხდის.

თევზებისთვის იდეალურია ქალწული, კირჩხიბი, თხის რქა, მორიელი და კურო.
ვერ ეწყობა ვერძსა და ლომს.

ყველა ახალი ამბავი
0