დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 11 ივნისი

CC0 / Pixabay / სახლები გორაკზე
სახლები გორაკზე - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის11 ივნისია, პარასკევი. მზარდი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.

ურიგო არ იქნება, თუ დღის დასაწყისში ინტუიციის მინიშნებებს მეტ ყურადღებას მიაქცევთ. არასტანდარტული შეხედულებები საგნებსა და მოვლენებზე რთული ამოცანების ამოხსნაში დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარი საუკეთესო დროა ისეთი საქმეებისთვის, რომლებიც ადრე სცადეთ, მაგრამ არ გამოგივიდათ. ამჯერად დიდია ალბათობა, რომ ნებისმიერი წინაღობა გადალახოთ და მიზანს მიაღწიოთ.

დღის ასტროპროგნოზი 10 ივნისს ორი დიდი მოვლენის ფონზე: მზის დაბნელება და ახალმთვარეობა>>

ვერძი: მშფოთვარე დღეა, მაგრამ არც ისე ცუდი, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრები, გაცნობა ადამიანებისა, რომლებზეც ბევრი კარგი რამ გსმენიათ. მიზნის მიღწევასა და რთული საკითხების გადაჭრაში გამოგადგებათ ადრე მიღებული ცოდნა. პირად ურთიერთობებში პოზიტიური ტენდენციები ჭარბობს. ადვილად უგებთ ახლობელ ადამიანებს და გესმით მათი.

შეყვარებულები - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2021
ზოდიაქო: მამაკაცები, რომლებსაც ძლიერი სიყვარულის უნარი შესწევთ

კურო: ხელსაყრელი დღეა, რომელიც უამრავ ახალ შესაძლებლობებს გახსნის თქვენ წინაშე. იმოქმედეთ მტკიცედ და ყველაფერი გამოგივათ. გარშემომყოფები ყოველთვის არ დაგიჭერენ მხარს, მაგრამ ამის აუცილებლობა არც არის – დამოუკიდებლად მოქმედებითაც შესანიშნავ შედეგებს მიიღებთ. ინტუიცია დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, თუ როდის შეიძლება გარისკვა და როდის – არა. ახლობლების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინეთ – მათ ეს სჭირდებათ.

ტყუპი: ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის. შესანიშნავად ამყარებთ კონტაქტს გარშემომყოფებთან, მათი ხანდახან უსიტყვოდაც გესმით. ჩვეული საქმეები ძალიან რთულად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ ძალას არ იშურებთ, რომ შეცდომები არ დაუშვათ. მოსალოდნელია თანხის მიღება. არ არის გამორიცხული, რომ ადრე გაცემული ვალი დაგიბრუნონ ან დიდი ხნის წინ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება მიიღოთ. ნებისმიერ შემთხვევაში ფულის დახარჯვა არ იჩქაროთ.

კირჩხიბი: შესანიშნავი დღეა მოკავშირეების მოსაძებნად. თქვენს იდეებს იმგვარად წარმოადგენთ, რომ მათ რეალიზაციაში მონაწილეობის სურვილი ბევრს გაუჩნდება. არ არის გამორიცხული თანხის მიღება. დღის მეორე ნახევარში გექნებათ საშუალება, რომ სახლის საქმეებს მიხედოთ, ყურადღება მიაქციოთ ახლობლებს. კარგი დროა საერთო გეგმების განხილვისთვის. საღამოს მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები, მათ შორის – რომანტიკული.

ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2021
მამაკაცის „საოცნებო ქალი“ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ლომი: კარგი დღეა ურთიერთობებისთვის, განსაკუთრებით საქმესთან დაკავშირებულ თემებზე სასაუბროდ. შესაძლებელია იღბლიანი თანხვედრები, რომელთა წყალობით ადვილად შეგიძლიათ ძველი მეტოქეების უკან ჩამოტოვება. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა რომანტიკული პაემნისთვის. ის უამრავ სასიამოვნო ემოციას გაჩუქებთ. გექნებათ საყვარელი ადამიანის გახარების შანსი. ზოგიერთი თქვენგანი მოისმენს სიტყვებს, რომლებსაც დიდი ხანია ელოდება.

ქალწული: გაგიჭირდებათ აზრების მოკრება, საქმეებზე გულისყურის გადატანა. ხშირად გეფანტებათ ყურადღება წვრილმანებზე, ამის გამო კი რაღაც მნიშვნელოვანი შეიძლება გაგისხლტეთ ხელიდან. კარგი იქნება, თუ გვერდით გეყოლებათ ადამიანი, რომელიც მიგითითებთ პრიორიტეტებზე და კარგ რჩევას მოგცემთ. ბევრ თქვენგანს წაადგება ძველი საქმიანი კავშირების აღდგენა. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო შეხვედრები გელოდებათ.

სასწორი: კარგი იქნება, თუ არ აჩქარდებით. დღის პირველი ნახევარი არცთუ ხელსაყრელია და მნიშვნელოვანი საქმეების გასაკეთებლად შესაფერისი დრო არ არის. მოსალოდნელია კამათი და უსიამოვნო საუბრები. პოზიტიური ტენდენციების გავლენა უფრო მოგვიანებით გაძლიერდება და თავს მეტად მყარად და კომფორტულად იგრძნობთ. საღამო კარგი დროა სახლის საქმეებისთვის.შეგიძლიათ ახლობლებთან მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2017
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ლაკონური დახასიათება - ხასიათის მხოლოდ ექვსი შტრიხი

მორიელი: ხელსაყრელი დღეა. არანაირი საფუძველი არ გაქვთ მღელვარებისთვის. შეგიძლიათ ახალი საქმეების დაწყება. კარგად უმკლავდებით სხვადასხვა ამოცანას, სწრაფად ერკვევით იმაში, რაზეც აქამდე მხოლოდ ზერელე წარმოდგენა გქონდათ. გექნებათ შესაძლებლობა, რომ გამოასწოროთ ურთიერთობები, რომლებიც ბოლო დროს გამწვავებული იყო. გარშემომყოფები დააფასებენ თქვენს გულწრფელობას. საერთო საქმეები დაგაახლოებთ.

მშვილდოსანი: არ იჩქაროთ. დღის დასაწყისი საკმაოდ დაძაბული იქნება, ამიტომ რთულ საქმეებს ამ პერიოდში არ უნდა შეეჭიდოთ. დროთა განმავლობაში გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა და თავს უფრო მშვიდადიგრძნობთ. ინტუიცია გიკარნახებთ, თუ როგორ შეიძლება წარმატების სწრაფად მიღწევა. ბევრ რამეში ძველი ნაცნობები დაგეხმარებიან. კარგი დროა ძველი კავშირების აღსადგენად.

თხის რქა: კარგი დღეა ურთიერთობებისთვის. შეგიძლიათ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა. მოსალოდნელი არ არის სერიოზული უთანხმოებები. ზოგიერთ თქვენგანს გავლენიანი მოკავშირეები გაუჩნდება. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ფინანსური საკითხების გადაჭრისთვის. არ არის გამორიცხული თანხის მიღება, მაგრამ ფულის დახარჯვა არ იჩქაროთ – უპრიანი იქნება, თუ თანხას დაზოგავთ – ფული შემდეგ უფრო მნიშვნელოვანი რამისთვის გამოგადგებათ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2018
ზოდიაქოს ნიშნები – გამარჯვების სიმბოლოები

მერწყული: ხანდახან გიჭირთ ყურადღების კონცენტრირება. ერთდროულად მრავალ საკითხზე გიწევთ ფიქრი. ასეთ ვითარებაში რთულია, რომ არაფერი გამოგეპაროთ მხედველობიდან. არ იჩქაროთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება – დრო გჭირდებათ ყველაფრის მოსაფიქრებლად. დღის მეორე ნახევარში გექნებათ შესაძლებლობა, რომ მოწყდეთ რუტინულ სამუშაოს და ცხოვრებაში რამე სასიამოვნო სიახლე შეიტანოთ.

თევზები: ხელსაყრელი და ნაყოფიერი დღე გელოდებათ. გაქვთ ადრე დაწყებული საქმის დამთავრების შანსი. შესანიშნავ შედეგებს მიაღწევთ. ბევრ თქვენგანს ძველი ნაცნობები დაეხმარება. მოსალოდნელია ფულის მიღება. ეს შეიძლება არ იყოს დიდი რაოდენობის თანხა, მაგრამ მაინც ბევრ თქვენგანს „სულზე მოუსწრებს“, შეძლებთ სასარგებლო და სასიამოვნო ნივთების ყიდვას როგორც ოჯახისთვის, ისე ახლობლებისთვის საჩუქრების სახით.

ყველა ახალი ამბავი
0