დღის ასტროპროგნოზი 10 ივნისს ორი დიდი მოვლენის ფონზე: მზის დაბნელება და ახალმთვარეობა

CC BY-SA 2.0 / Virginia State Parks / Solar eclipseმზის დაბნელება
მზის დაბნელება - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2021
გამოწერა
მზის დაბნელების პერიოდი საკმაოდ საშიშია, მაგრამ 2021 წლის 10 ივნისს ჩვენ ე.წ. რკალისებრი მზის დაბნელება გველოდება. ამავე დღესაა ახალმთვარეობაც. ეს ორი მნიშვნელოვანი უნიკალური ასტრონომიული მოვლენა ადამიანებზე განსაკუთრებულად იმოქმედებს.

ამ დღეს მთვარეცა და მზეც ტყუპის ნიშანში იქნებიან. ეს ნიშნავს, რომ ახალმთვარეობა და მზის დაბნელება იმოქმედებს ცხოვრების ისეთ სფეროებზე, როგორიცაა სწავლა, სიყვარული, ურთიერთობები, მეგობრობა.

როგორ მოქმედებებს ახალმთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე>>

10 ივნისს მზის დაბნელებით დასრულდება დაბნელებების პირველი დერეფანი, რომელიც 26 მაისს მთვარის დაბნელებით დაიწყო.

მზის ამოსვლა დედამიწაზე ღია კოსმოსში - Sputnik საქართველო, 1920, 04.01.2019
პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ

რა არის მზის რკალისებრი დაბნელება

დაბნელების დროს დედამიწა, მზე და მთვარე ერთ მწკრივში დგებიან. დაბნელების რამდენიმე სახეობა არსებობს – სრული, ნაწილობრივი და რკალისებრი. პირველ შემთხვევაში მთვარე მზის დისკოს მთლიანად ეფარება, რადგან დედამიწასთან მაქსიმალურად ახლოს იმყოფება. მეორე შემთხვევაში მზე მხოლოდ ნაწილობრივ ეფარება. როდესაც მთვარე მოშორებითაა დედამიწისგან, მისი დიამეტრი მზეზე მცირეა, ის ეფარება მზეს და ამავე დროს გარშემო მანათობელ რკალს ტოვებს. სწორედ ამას ეწოდება რკალისებრი დაბნელება. შეიძლება ითქვას, რომ ეს მზის დაბნელების ყველაზე ეფექტური სახეობაა.

მზის დაბნელება ეზოთერიკის თვალსაზრისით: ეს შესანიშნავი დროა სულიერი განკურნებისთვის, რადგან ზედაპირზე ამოტივტივდება ფარული წყენები, კომპლექსები და შიშები. თუ იგრძნობთ, რომ ზედმატად მგრძნობიარე და ემოციური ხართ, ამის გამო თავს ნუ გაკიცხავთ.

სიმაღლის, სიბნელის, დახურული სივრცის თუ... ზოდიაქოს ნიშნების ფობიები>>

გამოწვევაა ისაა, რომ ეს მზის დაბნელება რეტროგრადული მერკურის დროს ხდება, რომელიც ბევრ პროცესს ანელებს. ამის გამო მოსალოდნელია რაღაც დაყოვნებები, გამოწვევები კომუნიკაციებში, პრობლემები საქმეებში, კონფლიქტები, ჩხუბი, პრეტენზიები და ბრალდებები.

მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო, 1920, 03.04.2019
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

რას უნდა მოვერიდოთ: ამ დღეს ადამიანებს შეიძლება გაუჩნდეთ არაადეკვატური თვითშეფასება, საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების არასწორი აღქმა – უმეტეს შემთხვევებში, უარყოფითი მიმართულებით. საკუთარი თავისა და გარშემომყოფების დამახინჯებული აღქმის გამო არის არასწორი გადაწყვეტილებების მიღების რისკი.

რა უნდა გავაკეთოთ 10 ივნისს

შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ ვიმუშაოთ თვითშეფასებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, შინაგანი ტრავმების მოშუშებაზე.

კარგი იქნება, თუ დროს გამონახავთ და განმარტოვდებით. წაგადგებათ მედიტაცია, შხაპი, აბაზანა.

მოუსმინეთ შეგრძნებებს, რათა შინაგანი ბალანსი იპოვოთ.

ზოდიაქოს ნიშნების ახირებები, ანუ იუმორნარევი დახასიათება>>

გახსოვდეთ, რომ მზის დაბნელებას განახლება მოაქვს და როგორი იქნება ეს განახლება, მხოლოდ ადამიანზეა დამოკიდებული. თუ თქვენს ცხოვრებაში „შავი პერიოდი“ დიდხანს გაგრძელდა, არ არის გამორიცხული, რომ დაბნელებამ ვითარება კარდინალურად შეცვალოს. რა თქმა უნდა, დაგჭირდებათ ძალისხმევა და უარის თქმა იმაზე, რაც თქვენს განვითარებას უშლის ხელს.

მზე - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2019
თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე

რაც შეეხება ახალმთვარეობას, ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ ეს პერიოდი ძალზე მნიშვნელოვანი იქნება, როდესაც თითოეულს შეუძლია დაინახოს პერსპექტივები, გათავისუფლდეს ყველაფრისგან, რაც განვითარებას უშლის ხელს. ამ დღეს ოპტიმალური ტაქტიკა იქნება საქმეების, პროექტების დასრულება, კვანძების გახსნა და ნანატრი ჯილდოს მიღება.

ზოგადად, ახალი მთვარე მთვარის თვის დასაწყისია, ხოლო სავსე - მისი დასრულება. ახალმთვარეობა ძალზე მოკლე პერიოდს მოიცავს. საუბარია რამდენიმე საათზე. ამ დროს მთვარის ენერგეტიკა ახლდება. ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ ეს საუკეთესო პერიოდია, რომ გავთავისუფლდეთ არასაჭირო ნივთებისგან, მოვემზადოთ ცხოვრებაში ცვლილებებისთვის. ახალმთვარეობის დღეს სასურველია მნიშვნელოვანი საქმეების დასრულება და სამომავლო გეგმების დაწყობა.

  • დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ 10 ივნისს, მზის დაბნელებისა და ახალმთვარეობის დღეს საჭიროა აქტიურობა, ბედის მიერ ბოძებული შანსის გამოყენება. კარგი დროა სულიერად მონათესავე ადამიანების პოვნისთვის. არ არის გამორიცხული, რომ შეხვდეთ ადამიანს, რომელთანაც დიდი სასიყვარულო რომანი გაჩაღდება. ამ დღეს არასასრუველია ნაჩქარევი დასკვნების გამოტანა, ხისტი გადაწყვეტილებების მიღება ახლობელ ადამიანებთან მიმართებით. მთავარია პოზიტიური განწყობისა და ოპტიმიზმის შენარჩუნება.

როგორი დღე ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებს 10 ივნისს

ვერძი: მზის დაბნელებას შეუძლია გააქტიუროს პრობლემები ნათესავებთან, უსიამოვნებები მგზავრობის დროს, ჭორები, მითქმა–მოთქმა. მაგრამ თუ ამას გაუძლებთ, განამტკიცებთ თქვენს მდგომარეობას და ახალ დონეზე გადახვალთ. როგორც ამბობენ, რაც არ გკლავს, ის გაძლიერებს.

სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2021
სიყვარულში იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნები – ვინ შეხვდება თავის მეორე ნახევარს ამ ზაფხულში

კურო: თქვენთვის ეს დღე ნეგატიურად იმოქმედებს ფინანსურ სფეროზე. შესაძლოა, დაკარგოთ თავდაჯერებულობა, ეჭვი შეგეპაროთ თქვენს დაცულობაში. ამის გამო მოსალოდნელია მატერიალური პრობლემები, რომელთა გადაჭრაზეც დიდი დრო შეიძლება დაკარგოთ. ასტროლოგების რჩევაა, არ იყიდოთ არაფერი მნიშვნელოვანი და ძვირადღირებული, მათ შორის მზის დაბნელებიდან კიდევ დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში, თუ არ გინდათ, რომ ფული ქარს გაატანოთ.

ტყუპი: თქვენთვის რამის დამტკიცება, უბრალოდ, შეუძლებელი იქნება. გული გაგიწევთ, რომ რამე ახალი, „აკრძალული ხილი“ გასინჯოთ. შეიძლება ბავშვებივით მოიქცეთ. ამის გამო შეიძლება დაზარალდეთ. მზის დაბნელების დროს ყველაზე ჭკვიანი ადამიანებიც კი ხანდახან სულელურად იქცევიან. ეცადეთ, ნაკლები სისულელეები ჩაიდინოთ.

კირჩხიბი: ამ რთულ დღეს, შესაძლოა, აუხსნელი შიშები გაგიჩნდეთ, ზედმეტად ჭარბად შეაფასოთ საშიშროებები, იყოთ პასიური და უინიციატივო. არ არის გამორიცხული, რომ ზედაპირზე ამოტივტივდეს საიდუმლოებები, რომლებსაც დიდი ხანი გულმოდგინედ მალავდით.

გოგონა ჩამავალი მზის ფონზე პეპლებით ხელში - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2021
ასტროპროგნოზი: ზაფხული, 2021 – ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აირჩევს ფორტუნა

ლომი: ამ დღეს და კიდევ უახლოეს პერიოდში არ ღირს არაფრის დაგეგმვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი პირიქით მოხდება. ამას გარდა, დაბნელება ტყუპის ნიშანში გემუქრებათ მეგობრების, ავტორიტეტის, გავლენის, გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერის დაკარგვით.

ქალწული: ცვლილებები შეეხება სამუშაოს, კარიერას, ბიზნესს, პროფესიას, სოციალურ სტატუსს. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი მოვლენები ოჯახში. ეს ცვლილებები შეიძლება ნეგატიურიც იყოს, როგორიცაა, მაგალითად, განქორწინება, რეპუტაციის შელახვა, პრობლემები სამუშაოზე, კონფლიქტი ახლობლებთან...

სასწორი: პრობლემებია მოსალოდნელია სწავლაში, მაგალითად, გამოცდის ჩაბარების დროს, კონფლიქტები ჩინოვნიკებთან, წარუმატებლობა სასამართლო საქმეებში. ასევე უსიამოვნო მომენტები შეიძლება მოხდეს მგზავრობის დროს, როგორიცაა რეისის გადადება ან გაუქმება, რამე ტრავმის მიღება, ფსევდოსწავლებებისა და ფსევდომასწავლებლების გავლენა და სხვ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2018
მამაკაცების კომპლექსები და შიშები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მორიელი: ყურადღებით უნდა იყოთ მეუღლის ან ბიზნეს–პარტნიორის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ. ნეგატიური გავლენა დაბნელებამ შეიძლება მოახდინოს მატერიალურ მდგომარეობაზე. შესაძლებელია ფულის დაკარგვა, პირადი ხასიათის პრობლემები, შემთხვევები ოჯახში, მაგალითად, რომელიმე ტექნიკის გაფუჭება, წყლის მილის დაზიანება და ა.შ.

მშვილდოსანი: ეს დღე თქვენს სახლში მოიტანს პარტნიორობას, ქორწინებას, იურიდიული საკითხების გადაჭრას, ურთიერთობებს გარშემომყოფებთან, სოციუმთან. ცვლილებები განსაკუთრებით მოსალოდნელია პირად ცხოვრებაში – ქორწინება, მომავალი მეუღლის გაცნობა, აქტიური საზოგადოებრივი მუშაობა, კულტურული საქმიანობა. რა თქმა უნდა, გარკვეული ნეგატიური ცვლილებების შეიძლება მოხდეს, მაგრამ ძირითადად ეს დრე თქვენთვის, სხვა ნიშნებისგან განსხვავებით, კარგი იქნება.

თხის რქა: რთული დღეა გელოდებათ: უსასრულო სამუშაო და ყოფითი საკითხების გადაჭრა, მუდმივი ზრუნვა თქვენი თუ ახლობლების ჯანმრთელობაზე. მოიმატებს პრობლემების ალბათობა სამუშაოზე, შრომის პირობების გაუარესება, კონფლიქტები ხელმძღვანელებთან, კოლეგებთან, უიღბლო სამსახურებრივი რომანი, ჯანმრთელობის გაუარესება. ამ დღეს დიდი სიფრთხილე გმართებთ ცხოვრების ყველა სფეროში.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2018
ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით გაიგეთ, ხართ თუ არა „განდიდების მანიით“ შეპყრობილი

მერწყული: მზის დაბნელებისა და ახალმთვარეობის დღე თქვენზე გავლენას მოახდენს სიყვარულის სფეროში: შესაძლოა, შეხვდეთ თქვენს სიყვარულს, შეგიყვარდეთ, ვინმე სიყვარულში გამოგტყდეთ, დაქორწინდეთ, სიყვარული გამოამჟღავნოთ ბავშვებთან ურთიერთობებში, ჩაისახოს ბავშვი. ასევე კარგი დღეა ფიზიკური აქტიურობისთვის, მოგზაურობის დაწყებისთვის. ამასთან, ზემოთ ჩამოთვლილი შეიძლება ნეგატიურადაც შემობრუნდეს თქვენთვის – დაშორება, განქორწინება, დანაკარგი და ა.შ.

თევზები: თქვენთვის ცვლილებები შეეხება ნებისმიერ საოჯახო საქმეს, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ოჯახის წევრების ჯანმრთელობას. სამსახურში შესაძლებელია როგორც აღმასვლა, ისე ვარდნა. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამ დღეს გადაწყვიტოთ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. ამ დღის ძირითადი თემა ოჯახისა და ახლობლების პრობლემების გადაწყვეტა იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0