ოჯახი

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 8 ივნისი

2732
(განახლებულია 09:56 08.06.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 8 ივნისია, სამშაბათი. კლებადი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.

დღის პირველ ნახევარში შესაძლებელია მოულოდნელი მოვლენები და საოცარი დამთხვევები, რამაც საინტერესო იდეებამდე შეიძლება მიგიყვანოთ. ვისაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება უჭირდა, გაარკვევს მიმართულებას, საით უნდა წავიდეს და ფიქრიდან მოქმედებაზე გადავა. დღის მეორე ნახევარი ძველი საქმეების დასრულებისთვის გამოდგება, რომელთა გარშემო ბევრი კამათი იყო. მოხერხდება კომპრომისების მოძებნა გამოსავლის პოვნა, რომელიც ყველას აწყობს.

მამაკაცის „საოცნებო ქალი“ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ვერძი: დამღლელი და საკმაოდ დაძაბული დღეა. ბევრი მუშაობა მოგიწევთ – გასაკეთებელი გექნებათ როგორც ჩვეული საქმეები, ისე ახალი. ეს მაინცდამაინც არ გაგახარებთ, მაგრამ საქმეებს მშვენივრად გაართმევთ თავს. ახლობლები უპირობოდ დაგიჭერენ მხარს. ამის წყალობით კარგ განწყობას შეინარჩუნებთ. შესაძლებელია თანხის მიღება, მაგრამ მისი დახარჯვა არ იჩქაროთ – დღეს ფულთან დაკავშირებულ საკითხებში ლოგიკური აზროვნება გიჭირთ.

კურო: დღის პირველი ნახევარი ძალზე ხელსაყრელი და მრავალფეროვანი იქნება. შესაფერისი დროა ახალი საქმეებისთვის – ადვილად სწავლობთ და პირველ წარმატებებსაც მალე მიაღწევთ. კარგად გამოგდით კონტაქტების დამყარება სხვადასხვა ადამიანთან. დღის მეორე ნახევარი უფრო მშვიდად ჩაივლის. გექნებათ დასვენებისა და ძალების აღდგენის საშუალება. შეგიძლიათ ძველ საქმეებთან დაბრუნება, რომლებიც გაინტერესებდათ.

ტყუპი: მტკიცე და შეუპოვარი განწყობის წყალობით მზად ხართ, დასახულ მიზნებს მიაღწიოთ, თუნდა გარემოებები არხთუ ხელსაყრელად აეწყოს. ცოდნა და გამოცდილება დაგეხმარებათ, რომ ყველაზე ძლიერი მეტოქეებიც კი უკან ჩამოიტოვოთ. კარგი დღეა იმისთვის, რომ თქვენი იდეები და გეგმები სხვებს გაუზიაროთ. მიიღებთ რჩევებს, რომლებიც იდეების რეალიზების დროს გამოგადგებათ და ასევე რეალურ დახმარებას. საღამო კარგი დროა რომანტიკული პაემნისთვის.

კირჩხიბი: ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის. თუ დამხმარეები დაგჭირდებათ, მათ ადვილად იპოვით. თქვენს საუკეთესო თვისებებს ნათლად წარმოაჩენთ და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმე გულგრილი დატოვოთ. საქმეებში წარმატებების მიღწევაში ადრე მიღებული ცოდნა დაგეხმარებათ, ხოლო გამოცდილების წყალობით შეცდომებს აირიდებთ თავიდან. ასტროლოგები გირჩევენ, მცირე გამარჯვებებით არ დაკმაყოფილდეთ – დიდი შანსი გაქვთ ნამდვილად მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევისა.

ლომი: ხელსაყრელი დღეა საქმიანი და პირადი შეხვედრებისთვის, მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობისთვის. საერთო ენას სრულიად განსხვავებულ ადამიანებთან ნახულობთ. სავარაუდოდ, მიიღებთ თანხას, მათ შორის მოულოდნელი წყაროებიდან. შესაძლებელია ასევე მომგებიანი გარიგებების დადება. დღის მეორე ნახევარში აჯობებს, თუ ოჯახურ საქმეებზე შეაჩერებთ ყურადღებას. ეცადეთ, დაეხმაროთ ახლობელ ადამიანებს პრობლემების გადაჭრაში.

ქალწული: ფრთხილად უნდა იყოთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებში. არახელსაყრელი დღეა რამისყიდვისთვის, არ დადოთ გარიგება, თუ ყველაფერი გათვლილი არა გაქვთ. ყურადღებაა საჭირო ფასიან ქაღალდებთან, ძვირფას ნივთებთან და მნიშვნელოვან დოკუმენტებთან დაკავშირებით. სხვა საკითხებში პრობლემები მოსალოდნელი არ არის. პოზიტიური ტენდენციების გავლენა იქნება რომანტიკულ ურთიერთობებში. მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები.

სასწორი: ეცადეთ, დიდი ხნით არაფერი გადადოთ. დღის პირველი ნახევარი ბევრად უფრო ხელსაყრელი დროა, რომელიც შეესატყვისება მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთებას და სერიოზულ საკითხებზე მსჯელობას. შეიძლება გადაწყვეტილებების მიღება მუშაობისა და თანამშრომლობის შესახებ. დღის მეორე ნახევარში მოერიდეთ ზედმეტ გადაღლას. ეცადეთ დაისვენოთ. კარგი დროა ახლობლებთან ურთიერთობებისთვის, მათთან საოჯახო საქმეებზე ლაპარაკისთვის.

მორიელი: მშფოთვარე, მაგრამ ძალზე ნაყოფიერი დღეა. მოგიწევთ რამდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთება. თითოეული საქმე თავისებურად მნიშვნელოვანი იქნება და ამასთან, სამომავლოდ არაფრის გადადება არ ივარგებს. შესაძლოა, სხვა ასეთ ვითარებაში განერვიულებულიყო, მაგრამ თქვენ სიმშვ8იდეს შეიანრჩუნებთ და დაკისრებულ მოვალეობებს უშეცდომოდ გაართმევთ თავს. თქვენი წარმატებები შთაგონების წყარო ხდება გარშემომყოფებისთვის. შესაძლებელია ახალი მეგობრული ან საქმიანი ურთიერთობების დაწყება.

მშვილდოსანი: მშფოთვარე და ცდუნებებით სავსე დღეა. მათთვის წინააღმდეგობის გაწევა ხანდახან ძალიან რთულია. ეცადეთ, არ აჰყვეთ წამიერ სურვილებს და ჯანსაღი აზრით იხელმძღვანელოთ. ნაჩქარევი გადაწყვეტილებები სიკეთეს არ მოგიტანთ, კარგად აწონილ–დაწონილი საქციელი და წარმატების გარანტი იქნება. ჩვეული სამუშაო უფრო ადვილად გამოგდით, მაგრამ სრულიად გასხვავებული საქმის გაკეთება გინდათ. გაითვალისწინეთ, რომ ჯერ დაწყებული უნდა დაასრულოთ, რომ თავიდან აიცილოთ ქაოსი და გაუგებრობები.

თხის რქა: თუ გინდათ, წარმატებას მიაღწიოთ, ჯანსაღი აზრით იხელმძღვანელეთ. არ ღირს გულთან ახლოს მიტანა იმისა, რასაც გარშემომყოფები ლაპარაკობენ. თუ კარგად შეამოწმებთ მიღებულ ინფორმაციას, შეცდომებს არ დაუშვებთ.დღის მეორე ნახევარი კარგი დროა მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის. ადამიანებზე კარგ შთაბეჭდილებას დატოვებთ. შესაძლებელია თანამშრომლობაზე შეთანხმება ადამიანებთან, რომლებზეც ბევრი რამაა დამოკიდებული.

მერწყული: არ იჩქაროთ. ცუდი დღე ნამდვილად არაა, უბრალოდ მეტი დრო გჭირდებათ, რომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ. ეცადეთ საკუთარ გამოცდილებასა და ჯანსაღ აზრს დაეყრდნოთ და ნაკლებად გაითვალისწინოთ გარშემომყოფების რჩევები. შესაძლებელია უჩვეულო შეხვედრები, გაცნობა ადამიანისა, რომელზეც ბევრი კარგი გსმენიათ. არ არის გამორიცხული ახალ ნაცნობებთან დამეგობრება, რომელიც მომავალში რომანტიკულ ურთიერთობებში შეიძლება გადაიზარდოს.

თევზები: შესანიშნავი დღეა ბევრი თამამი გეგმის რეალიზებისთვის. ამაში თავდაჯერებულობა და ოპტიმიზმი დაგეხმარებათ. თუ საჭირო გახდება, დამხმარეებსაც ადვილად იპოვით. სასიამოვნო ნაცნობობა. ორიოდე წამიც საკმარისია, რომ თანამოსაუბრეზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინოთ. არაა გამორიცხული თავბრუდამხვევი სასიყვარულო ისტორიის დაწყება, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თქვენს ცხოვრებაში.

2732
მზის ჩასვლა

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 19 ივნისი

801
(განახლებულია 10:11 19.06.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 19 ივნისია, შაბათი. მზარდი მთვარე სასწორის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.

დღეს ემოციები ქარივით ცვალებადი იქნება. მიუხედავად ცვალებადობისა, მათ შეიძლება უზარმაზარ ძალას მიაღწიონ – ვიღაცისთვის ეს დამანგრეველი ძალა იყოს, ხოლო ვიღაცისთვის – აღმშენებლური. არის ენერგიული დღე, გამძაფრდება ცნობისმოყვარეობა, შემტევი ხასიათი წინა პლანზე გამოვა და გაიზრდება თავდაჯერებულობა. წარმატების მიღწევის შანსი ინდივიდუალური მუშაობის რეჟიმში მაღალია, ხოლო გუნდთან ერთად, ვინაიდან ნაკლებად სავარაუდოა ორგანიზებულობისა და სუბორდინაციის მიღწევა – მცირე.

ბერბიჭების ტრიო ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით>>

ვერძი: დღეს თავისუფლად შეიძლება სულ სხვადასხვა რამემ გაგიტაცოთ, თანაც სრულიად მოულოდნელად, და ამ გატაცებაში მთელი თავით გადაეშვათ. მაგრამ იმდენი გატაცება შეიძლება იყოს მთელი დღის განმავლობაში, რომ შეიძლება თავადაც დაიბნეთ, ვეღარ გაიგოთ, საით უნდა წახვიდეთ და რა გიზიდავთ. ამგვარად, ურყევი გრძნობების იმედი არ უნდა გქონდეთ. ასეთივე ხართ თქვენც დღეს – ცოტა „მჩატე“ და „ქარაფშუტა“.

კურო: შეიძლება თქვენდა გასაოცრად რაღაც წვრილმანმა, უმნიშვნელო სისულელემ გაგიტაცათ. ეს თქვენ არ გახასიათებთ, მაგრამ იმ მომენტში მოგეჩვენებათ, რომ გატაცების საგანი სულაც არაა სისულელე. უფრო მეტიც, ამან თქვენი ყურადღება იმდენად შეიძლება მიიქციოს, რომ მართლაც მნიშვნელოვანი რამ საერთოდ ვერ შეამჩნიოთ. აქედან გამომდინარე, აჯობებს, თუ დღეისთვის სერიოზულ საქმეებს საერთოდ არ დაგეგმავთ. გამოსავალი არის – დაუთმეთ დრო შემოქმედებას ან სიყვარულს.

ტყუპი: დღეს შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ სამყარო სადღაც თქვენ გვერდით, სულ ახლოს ტრიალებს. და რადგანაც სამყაროს შეიძლება ამასთან დაკავშირებით სულ სხვა მოსაზრება ჰქონდეს, ეს თქვენში კიდევ უფრო მეტ გაოცებას გამოიწვევს. უფრო და უფრო ეცდებით, რომ ეს სიტუაცია გამოასწოროთ, აქტიურად მიიპყროთ ყურადღება და მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდეთ. ზედმეტი არ მოგივიდეთ – ცენტრში ყოფნა ყოველთვის კარგი არაა.

კირჩხიბი: დიდი რისკია, რომ ოჯახში ტირანად და დიქტატორად იქცეთ. ამასთან, თავად თქვენ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ უბრალოდ სასარგებლო ინიციატივას იჩენთ ოჯახის საკეთილდღეოდ. ოჯახის წევრების მხრიდან კი ეს სულაც არ იქნება ასე აღქმული. თუ არ გინდათ, რომ ზედმეტად დაძაბოთ ვითარება, აუცილებლად უნდა შეარბილოთ მბრძანებლური ტონი და გაითავისოთ, რომ ასეთი ლაპარაკი არავის სიამოვნებს, აქედან კონფლიქტამდე კი ერთი ნაბიჯია.

ლომი: დღეს თუ რამე აზრი მოგივიდათ თავში, ეს აზრი, სრულიად შესაძლებელია, აკვიატებულ იდეად გადაიქცეს. უფრო მეტიც, აზრები თქვენ თავში ჩვეულბრივზე ხშირად გაჩნდება, შესაბამისად, აკვიატებული იდეაც ერთი და ორი არ იქნება. ამ მდგომარეობაში აჯობებს, თუ ურთიერთობებს მინიმუმამდე დაიყვანთ, წინააღმდეგ შემთხვევაში საუბრები უაზრო კამათში შეიძლება გადაიზარდოს. ყველაფერს აჯობებს, რამე შემოქმედებით საქმიანობას მიჰყოთ ხელი, სადაც ეს აკვიატებული იდეები ზიანს არ მოგიტანთ.

ქალწული: დღეს დიდად დაგაფიქრებთ თემა – რატომაა ყველაზე სასიამოვნო და კმაყოფილების მომტანი ამავე დროს ცოდვა? განა რა არის ცუდი, მაგალითად, ტორტის კიდევ ერთ ნაჭერში ან კოცნაში? მოკლედ, დღეს თქვენთვის ლოგიკური იქნება წესი: „თუ არ შეიძლება, მაგრამ ძალიან გინდა, ე.ი. შეიძლება“. ამაში პრინციპში ცუდი არაფერია, უბრალოდ, ამ ფორმულას კიდევ ერთი პუნქტი უნდა დაუმატოთ – „ყველაფერი კარგია, მაგრამ ზომიერად“.

სასწორი: დღეს თქვენში დიდი სურვილი გაიღვიძებს – გარშემომყოფებს უბრძანოთ და მათზე იბატონოთ. თუ მართლა გრძნობთ, რომ თქვენში რეალური ლიდერის თვისებებია – წინ! მაგრამ თუ ეს თვისებები არასაკმარისი გაქვთ, მაშინ ნურც ეცდებით. სჯობს, რამე ითამაშოთ, მაგალითად, ვირტუალურ სავარჯიშო ტირს ეწვიოთ და სროლაში ივარჯიშოთ. ყველაფერს კი აჯობებს, თუ თქვენს დაუცხრომელ ენერგიას რომანტიკულ პაემანს დაახარჯავთ – ამას ნამდვილად არ ინანებთ.

მორიელი: დღეს ცხოვრება გაიძულებთ, გარემოებებს შეებრძოლოთ. მიუხედავად იმისა, რომ არ ხართ განწყობილი მაღალი აქტიურობისთვის, რაღაც მოვლენები თქვენგან ენერგიულ ჩარევას მოითხოვს. არ არის გამორიცხული, ვინმემ რამე კამათში ან დავაში ჩაგითრიოთ, ან თქვენთვის უსარგებლო ამოცანის გადაჭრაში. ამას, რა თქმა უნდა შეეწინააღმდეგებით, მაგრამ რამდენად გამოგივათ?..

მშვილდოსანი: დღეს გაქვთ შესაძლებლობა, რომ რაღაც უჩვეულო და საინტერესო გაიგოთ. თქვენს ცხოვრებაში კაშკაშა ემოციები და შთაბეჭდილებები შემოიჭრება. ერთადერთი პირობაა – არ მიანიჭოთ დიდი მნიშვნელობა უსიამოვნო წვრილმანებს. თუ მათ დიდ ყურადღებას არ მიაქცევთ, დღე უამრავ პოზიტივს მოგიტანთ. და თუ წვრილმანებზე „ჩაიციკლებით“, განწყობას გაუფუჭებთ როგორც საკუთარ თავს, ისე გარშემომყოფებს.

თხის რქა: დღეს სირთულეები გელით თვითორგანიზებასა და დისციპლინასთან დაკავშირებით. ჩვეულ ჩარჩოებში მოქცევა საოცრად რთული იქნება, თუმცა სწორედ ამისკენ ისწრაფვით. აქედან წარმოიშვება შინაგანი კონფლიქტი – თქვენი ერთი ნახევარი წესრიგისკენ მიილტვის, მეორე ნახევარი კი – ქაოსისკენ. საქმის არსი მხოლოდ ისაა, თუ რომელი ნახევარი გადაწონის – წესრიგი თუ ქაოსი.

მერწყული: დღეს თქვენი ინტერესები და გეგმები არაერთხელ შეიძლება შეიცვალოს. მთელი დღე ხან ერთ მხარეს გაიწევთ და ხან მეორე მხარეს. ამასთან შეწინააღმდეგება კი ძალიან რთული იქნება. იმისთვის, რომ დღეს რაღაცას მაინც მიაღწიოთ, ნამდვილად არ გაწყენთ ერთ რომელიმე საკითხზე ყურადღების კონცენტრირება. მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს გამოგივიდეთ, იმდენად ცვალებადია თქვენი განწყობა.

თევზები: დღეს არის რისკი, რომ იგრძნოთ, რა არის მეომრული სული. რა თქმა უნდა, არანაირი ომის გამოცხადებას არ აპირებთ და საერთოდ, რა საჭიროა მისი გამოცხადება? ომის დაწყება გამოცხადების გარეშე ჯობია, მოულოდნელად, რომ მტერი სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდეს. ასეთი მისწრაფებები გაგიჩნდებათ დღეს და თან არაერთხელ. გასაკვირი არ იქნება, თუ ასეთი განწყობა კონფლიქტამდე და ჩხუბამდე მიგიყვანთ.

801
ბავშვი ცდილობს ავოკადოს შეჭმას

თუ ბავშვი საკვებით მოიწამლა: პირველი დახმარება ევგენი კომაროვსკისგან

115
(განახლებულია 22:58 18.06.2021)
უმაღლესი კატეგორიის პედიატრი ევგენი კომაროვსკი მშობლებს ასწავლის, როგორ უნდა მოიქცნენ ბავშვის კვებითი მოწამვლის შემთხვევაში.

კვებითი მოწამვლა — ეს ისეთი მოწამვლაა, როდესაც ორგანიზმში შხამი საკვებთან ერთად ხვდება. მისი ბუნება მეტად მრავალფეროვანია, თუმცა მაინც შეიძლება მიზეზების სამი ჯგუფის გამოყოფა.

ესენია:

ინფექციები — უმარტივესები, ბაქტერიები, ვირუსები;

ცხოველებსა და მცენარეებში შემავალი ტოქსინები — შხამიანი სოკოები, საჭმელად უვარგისი ან არასწორად მომზადებული ხორცეული, თევზეული და ა.შ.

შხამები, რომლებითაცაა დამუშავებული პროდუქტები ან რომლებსაც თავად პროდუქტი შეიცავს — პესტიციდები და სხვ.

ყურადღება!
კვებითი მოწამვლის პირველი ნიშნები უმეტეს შემთხვევაში ჭამიდან 48 საათის განმავლობაში იჩენს თავს.

როგორც წესი, არის გულისრევის შეგრძნება, პირღებინება, ფაღარათი, მუცლის ტკივილი.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები:

გამოუვლინდა 3 წლამდე ბავშვს;

თან სდევს სხეულის მაღალი ტემპერატურა;

შენარჩუნებულია ორი დღე-ღამის განმავლობაში;

უფიქსირდება ოჯახის სხვა წევრებსაც.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ დააფიქსირეთ, რომ:

  • მოწამვლის წყარო არის სოკო (თუნდაც, სავარაუდოდ);
  • ღებინების გამო ბავშვი წყალს ვერ სვამს;
  • გაორება აქვს თვალებში;
  • არეული აქვს მეტყველება;
  • გართულებულია ყლაპვა;
  • მოდუნებული აქვს კუნთები;
  • კანი ან ლორწოვანი გარსი გაყვითლებული აქვს;
  • სახსრები უშუპდება;
  • გამონაყარი ჩნდება კანზე;
  • შარდის გამოყოფა 6 საათზე მეტხანს არ ხდება, ან შარდი არის ძალიან მუქი ფერის;
  • ნაღებინებ მასაში ან განავალში არის სისხლი.

გადაუდებელი დახმარება

თუ სიმპტომები ჭამიდან 30 წუთში გაჩნდა, მაგრამ ბავშვს გული არ ერევა, ხელოვნურად გამოიწვიეთ პირღებინება.
ამისათვის დაალევინეთ ბავშვს 1-2 ჭიქა წყალი ან რძე, შემდეგ ცალი ხელით მაგრად დაიჭირეთ ის, მეორე ხელის ორი თითი კი ღრმად ჩაუყავით ყელში და გაამოძრავეთ. თითების მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ კოვზი, რომელიც ენის ძირს უნდა დააჭიროთ.

შემდგომი ნაბიჯები კი ასე გამოიყურება: 

  • არაფერი აჭამოთ ბავშვს;
  • დაალევინეთ ბევრი სითხე, რომლის ტემპერატურაც დაახლოებით სხეულის ტემპერატურისა უნდა იყოს;
  • ასვით ხშირ-ხშირად და თითო ჯერზე მხოლოდ რამდენიმე ყლუპი;
  • ოპტიმალური სითხე დასალევად არის რეგიდრონი და მისი მსგავსი ხსნარები, ასევე მინერალური წყალი, ჩაი, კომპოტი;
  • არ დაატკბოთ სითხეები;
  • თუ ბავშვი უარს ამბობს თქვენ მიერ შეთავაზებულ სასმელზე, მიეცით მას ის, რისი დალევაც თავად უნდა, ოღონდ შეეცადეთ, რომ ეს გამჭვირვალე, უფერო სითხე იყოს - მაქსიმალურად გააზავეთ მუქი ფერის კომპოტები და წვენები წყალში;
  • მიეცით ბავშვს გააქტიურებული ნახშირი სხეულის წონის გათვალისწინებით: 1 გ/1 კგ-ზე;
  • თუ სხეულის ტემპერატურა იმატებს, მიეცით ბავშვს სიცხის დამწევი საშუალებები.

კვებითი მოწამვლის პროფილაქტიკა - რამდენიმე რჩევა

მიაჩვიეთ ბავშვი ელემენტარულ ჰიგიენას — ჭამის წინ, საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ, ქუჩიდან დაბრუნების მერე და ა.შ. ხელების დაბანას;

ხშირად შეცვალეთ ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი ახლით; გახსოვდეთ! ის შეიძლება იქცეს ბაქტერიების წყაროდ.

სადილის მომზადებისას, თუ ხელებზე რაიმე ჭრილობა გაქვთ, აუცილებლად დაიკარით ზედ ლეიკოპლასტირი ან ჩაიცვით რეზინის ხელთათმანები;

აღარ გაყინოთ ხელმეორედ ერთხელ უკვე გალღობილი ხორცეული;

აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება პროდუქტის ვარგისიანობის ვადას.

115
თემები:
ექიმი გირჩევთ
ლარის კუპიურა

მოლოდინების ფასი... ანუ  რამ დაამუხრუჭა ლარი?

0
(განახლებულია 16:22 19.06.2021)
მეორე თვეა ეროვნული ვალუტა მყარდება... რამდენ ხანს გასტანს ლარის აღმასვლის პროცესი და წონასწორობის რა ახალ ნიშნულს დაიკავებს ეროვნული ვალუტა?

 

სამსონ ხონელი

− ევრიკა!.. ეს დასკვნა ხანგრძლივი დაკვირვების შედეგია? −  ჩამეძიება მკითხველი ირონიული ტონით, თუმცა რეპლიკას არ შევიმჩნევ და განვაგრძობ თხრობას. წინამდებარე სტატიის პირველი სტრიქონების ჭეშმარიტებას კაცობრიობა დიდი ხანია აღიარებს, დავსძენ, რომ აღმართ-დაღმართის მონაცვლეობას ეროვნული ვალუტის  ბოლო პერიოდის თავგადასავალიც ადასტურებს... 

უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც ჩვენ ქვეყნის ეკონომიკისთვის ფრიად იშვიათი მოვლენის, ლარის გამყარების მომსწრენი ვართ. არადა, 2015 წლიდან მოყოლებული ეროვნული ვალუტა პოზიციებს თანდათან თმობდა. ლარმა ე.წ. ფსიქოლოგიური ბარიერი ორჯერ გადალახა. პირველად − როდესაც 1 ამერიკული დოლარის ღირებულება ჯერ 2.00 ლარს, ხოლო უკვე მეორედ, როდესაც − 3.00 ლარს გაუტოლდა. მხოლოდ გასულ წელს ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებაში საშუალოდ 15 პროცენტით გაუფასურდა. სავალუტო ბაზარზე პოზიტიურ ცვლილებებს არავინ ელოდა, მეტიც, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ღრმა ეკონომიკური რეცესიის პირობებში, ანალიტიკოსები ლარის შემდგომ გაუფასურებას პროგნოზირებდნენ... მოვლენები კი ყველასთვის მოულოდნელი სცენარით განვითარდა. ერთი თვის განმავლობაში ეროვნული ვალუტა თითქმის 30 პუნქტით გამყარდა. რატომ მყარდება ეროვნული ვალუტა? ეს კითხვა ამ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ისმის.

კაცმა რომ თქვას, საფინანსო-ეკონომიკურ სისტემაში დიდად არაფერი შეცვლილა, საბიუჯეტო დეფიციტი, ფინანსური პრობლემებიც არ ამოწურულა, მაგრამ ეროვნული ვალუტა მაინც მყარდება. ვალუტის კურსს ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი განსაზღვრავს. ექსპერტ-ანალიტიკოსთა განმარტებით, საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების რამდენიმე გზა არსებობს. ეს არის: ექსპორტი, უცხოური ინვესტიციები, საერთაშორისო გზავნილები, ტურიზმი და საერთაშორისო საფინანსო კომპანიების მიერ გამოყოფილი გრანტები და კრედიტები. ანალიტიკოსთა შეფასებით, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ღრმა ეკონომიკური კრიზისის შედეგად, გასული წლის მარტიდან მოყოლებული მიმდინარე წლის თებერვლის ჩათვლით, ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები გაუარესდა, რამაც ლარის კურსზე უარყოფთად იმოქმედა. მიმდინარე წლის მარტში, პანდემიის პირობებში პირველად ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. აპრილის თვე რეკორდული აღმოჩნდა. მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის 45 პროცენტით გაიზარდა. ქვეყანა ცდილობს, გამოვიდეს პესიმისტური გარემოდან. შეინიშნება დადებითი ტენდენციები, რაც ციფრებშიც აისახა. 

          

მიმდინარე წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ექსპორტი 16%–ით გაიზარდა, იმპორტი კი 3%–ით შემცირდა. ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 194.1 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მარტის თვის მაჩვენებელზე 3.02%–ით მეტია. ერთი სიტყვით, ეკონომიკური პარამეტრები გაუმჯობესდა. ამასთან ერთად, ფსიქოლოგიური ფაქტორიც უნდა გავითვალისწინოთ.  გაუარესებული მოლოდინების ვითარებაში, ლარი უფასურდება, ხოლო თუ მოლოდინები ოპტიმისტურია − მყარდება  მაისის შუა რიცხვებიდან COVD-19-ის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებამ კი სავალუტო ბაზარზე დადებითად იმოქმედა... ამას მალევე სახმელეთო საზღვრების გახსნაც მოჰყვა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე აღნიშნავს, ამ ყველაფრის ეკონომიკურ ეფექტს ეროვნული ვალუტაც და ჩვენც ოდნავ მოგვიანებით ვიგრძნობთ. მისი თქმით, ვაქცინაციის ტემპიც თუ დაჩქარდება, ეკონომიკის აღდგენის პროცესი უფრო სწრაფად წავა.

„სახმელეთო საზღვრების გახსნის შედეგად, ტურიზმის სექტორში მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება და სხვადასხვა პროგნოზით მიმდინარე წლის განმავლობაში ტურიზმიდან ქვეყანაში 1-1.5 მილიარდი დოლარი შეიძლება შემოვიდეს, რაც დამატებით დადებითად აისახება, როგორც ეკონომიკაზე, ასევე ეროვნული ვალუტის კურსზეც...“, − აცხადებს გიორგი კეპულაძე და დასძენს, რომ ეროვნული ვალუტის გამყარებას, როგორც წესი, ლარში დანაზოგების ზრდაც მოჰყვება. ნდობა იმატებს ეროვნული ვალუტის მიმართ და ეს მომხმარებლის ქცევაზეც აისახება. 

კეპულაძე გვირჩევს, რომ თანხა იმ ვალუტაში დავზოგოთ, რაშიც შემოსავალი გვაქვს. თან ლარში ანაბრებზე საპროცენტო სარგებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე უცხოურ ვალუტაში, რაც ანეიტრალებს იმ რისკებს, რომელიც გაუფასურებას შეიძლება მოჰყვეს. მისი თქმით, ლარისადმი ნდობის ზრდას ხელს რამდენიმე ფაქტორი უწყობს. ეს არის დაბალი და სტაბილური ინფლაცია, ასევე სტაბილური გაცვლითი კურსი და რაც შეიძლება ნაკლები ეკონომიკური რყევა... ეროვნული ვალუტის კურსის პროგნოზირებისგან გიორგი კეპულაძე თავს იკავებს. აღნიშნავს, რომ თუ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორდება, ეს ლარზეც დადებითად აისახება. მისივე შეფასებით, ლარი ჩვენი ეკონომიკის თერმომეტრია, რომელიც მის რეალურ მდგომარეობას გვიჩვენებს...

სამართლიანობა მოითხოვს და უნდა ითქვას, ეროვნული ვალუტის კურსზე მოლოდინების შესაძლო გავლენას ყველა როდი აღიერებს, მეტიც, ზოგი ამ საკითხს ირონიულად აფასებს...

„იმ თანხის ნაწილი, რომელიც ქვეყანაში ბიუროკრატიასა და ეროვნულ ბანკზე იხარჯება, ილონ მასკს რომ მივცეთ და მოლოდინებზე ვასაუბროთ, ის გაცილებით მეტ მოლოდინს შექმნის და გაამყარებს ლარს, ვიდრე ის, რაზეც ჩვენი ძვირფასი კობა გვენეტაძე საუბრობს...“, −  ამ სიტყვების ავტორი დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონიაა. მთავრობის, ეროვნული ბანკისა და აკადემიური წრეების წარმომადგენელთა შეფასებას, ლარის კურსის ბოლოდროინდელ ცვლილებაზე მოლოდინების გავლენს თაობაზე, ივა ჭყონია არ იზიარებს და ჩვენს ყურადღებას ლარის კურსის არასტაბილურობაზე ამახვილებს. მისი თქმით, არცთუ იშვიათად, ერთი სავაჭრო დღის განმავლობაში გაცვლითი კურსი ჯერ მკვეთრად მყარდება და შემდეგ ისევ უფასურდება. შესაბამისად, ძნელია ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილების პროგნოზირება. შედეგად, ლარის მიმართ ბიზნესის და მოსახლეობის ნდობა ძალიან დაბალია. 

„რა მოლოდინებზეა საუბარი?! ლოგიკურად რომ მივყვეთ მოლოდინი არის, რომ ეკონომიკა გაცოცხლდა და მეტი ტურისტი შემოვა. ასეთი მოლოდინის შემთხვევაში, ძალიან მარტივია, რომ მარაგებს შექმნიან კომპანიები. როდესაც ელოდები, რომ მეტი ტურისტი შემოვა, მეტი სტუმარი გეყოლება, შესაბამის მარაგს ქმნი, ანუ როდესაც მარაგს ქმნი, მეტი პროდუქტის იმპორტი გიწევს, მოთხოვნა არის მაღალი უცხოურ ვალუტაზე, რომელიც ჯერ კიდევ არ შემოსულა ქვეყანაში, ეს უნდა იწვევდეს ლარის გაუფასურებას. ჩვენთან მოხდა პირიქით...“, − აცხადებს ივა ჭყონია.

დროა, ეროვნული ბანკის მოსაზრებასაც გავეცნოთ. კობა გვენეტაძის უწყებაში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ თვეში ლარის კურსის გამყარება, ეკონომიკის გახსნასთან ერთად, მოლოდინის გაუმჯობესებამ გამოიწვია.

„მოგეხსენებათ, გასული წლის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, COVID-19-ის პანდემიამ ეკონომიკურ აქტორებს ნეგატიური მოლოდინები გაუჩინა, რამაც ეროვნული ვალუტის კურსის მკვეთრი გაუფასურება გამოიწვია, ხოლო ბოლო თვის განმავლობაში ეკონომიკა გაიხსნა, ქვეყანაში პოზიტიური მოლოდინები გაჩნდა და ლარის გამყარება ამან გამოიწვია...“, − განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ. ლარის კურსის ფორმირების პროცესში ეროვნული ბანკის როლზე საუბრისას აღნიშნა, რომ ეროვნულ ბანკს საკმარისი რეზერვები აქვს საიმისოდ, რომ გასული წლის მსგავსად, ინტერვენციები მიმდინარე წელსაც აქტიურად განახორციელოს.

„გასული წლის განმავლობაში, ეროვნულმა ბანკმა 916 მლნ დოლარის ინტერვენცია განახორციელა. სავალუტო ინტერვენციები წელსაც გრძელდება, რადგან ეკონომიკის სრულად აღდგენის პროცესი არ არის დასრულებული. ამ წლის დასაწყისში უკვე 254 მილიონი დოლარის ინტერვენცია გვაქვს განხორციელებული. ამ  პროცესს წლის განმავლობაში გავაგრძელებთ. თუმცა მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელი უკეთესი იქნება, ვიდრე შარშანდელი. თუმცა, თუ სიტუაცია შეიცვალა და მეტი ინტერვენციის აუცილებლობა დადგა, შარშანდელის, ან თუნდაც მეტი მოცულობის ინტერვენციის რესურსი ეროვნულ ბანკს გააჩნა, მაგრამ იმედია, ამის საჭიროება არ დაგვიდგება...“, – განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.

 სტატიის დასასრულს, გაკადნიერდები და გირჩევთ, შეიქმენით პოზიტური მოლოდნები და თქვენს გარშემო ყველაფერი კარგად იქნება... თუმცა, თქვენიც მესმის, პოზიტიური მოლოდინების შექმნას ხომ საფუძველი სჭირდება?!      

0