შეყვარებულები

ზოდიაქო: მამაკაცები, რომლებსაც ძლიერი სიყვარულის უნარი შესწევთ

4272
(განახლებულია 11:08 07.06.2021)
ბევრი ქალისთვის ცნება „მამაკაცის ღრმა სიყვარული" ირონიული და სასაცილოა. ისინი დარწმუნებული არიან, რომ მამაკაცისთვის ნამდვილი სიყვარული უცხო ხილია, კაცებს მხოლოდ სიჭაბუკეში უყვართ და მაშინაც ამ გრძნობას ჰორმონალურ აფეთქებებში ურევენ.

ასტროლოგიური თვალსაზრისით კი ეს ასე კატეგორიული სულაც არ არის. სპეციალისტები აცხადებენ, რომ სიყვარული და შეყვარება ძლიერი სქესის წარმომადგენლებსაც შეუძლიათ. არიან ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშნის წარმომადგენლები, რომლებსაც დიდი გული აქვთ და მათთვის სიყვარული ძალზე ღირებული გრძნობაა.

სახალისო „შპარგალკა“ ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ქალებისთვის>>

კურო

კუროს მთვარე და ვენერა მართავს, ამიტომ ის არ შეიძლება სიყვარულისადმი გულგრილი იყოს. კურო მამაკაცი ძალზე მოსიყვარულეა, რომანტიკული, მძაფრად რეაგირებს გრძნობებზე. მისი აზრით, გრძნობების გამოხატვა მამაკაცის საქმე არაა, ამიტომ ის მალავს ემოციების ქარიშხალს, სანამ საპასუხო გრძნობაში არ დარწმუნდება. შემდეგ კი კურო არ დაიშურებს არც ენერგიას, არც ფანტაზიას, გამომგონებლობას, რომ საყვარელი ქალი კვარცხლბეკზე აიყვანოს.

მაგრამ ყველა კურო მამაკაცს არ შეუძლია ჰარმონიული ურთიერთობების აწყობა და ამის მიზეზი ეჭვიანობაა. ეს გრძნობა ხანდახან ძალიან საშიში ხდება. პათოლოგიაში გადაზრდილ ეჭვიანობას კი ოჯახის დანგრევაც შეუძლია. სიყვარულში კურო მამაკაცი ბედნიერი იქნება თევზებთან, ქალწულთან და თხის რქასთან.

კირჩხიბი

მამაკაცი კირჩხიბის გულს მთვარე მართავს, ამიტომ მას მთელი გულით უყვარდება. ამით აიხსნება ასევე მისი ერთგულება, რომანტიკულობა და გრძნობების სიღრმე. ამას გარდა, მთვარემ ეს ნიშანი დაასაჩუქრა სენტიმენტალობითა და ემპათიით. გარეგნობით ყველაზე ბრუტალური კირჩხიბიც კი, სინაზისა და მოულოდნელი რომანტიკული სიურპრიზის დროს, ძალზე მგრძნობიარე ხდება. მას თავადაც შეუძლია სიურპრიზებით გაოცება, ქალის ლამაზად მოხიბვლა. კირჩხიბი მამაკაცი ხშირად თავის თავს ურთიერთობებსა და ოჯახში ხედავს. ის განსაკუთრებით სერიოზულად ირჩევს პარტნიორს და მხოლოდ პოტენციურ ცოლს ხვდება. თუ მან ქალში მეოჯახე ვერ დაინახა, ურთიერთობები გაცივდება.

ურთიერთობები და შეთავსებადობა აღმოსავლური სასიყვარულო ჰოროსკოპის მიხედვით>>

კირჩხიბის სიყვარულში ერთი უკიდურესობაა: ის იმდენად დიდი რაოდენობით აგროვებს ამ გრძნობას, რომ ხშირად თავადაც ვერ უმკლავდება. თუ კირჩხიბს შეუყვარდა, მისგან თავის დაღწევა ძალზე რთულია, მას სიყვარულით შეუძლია „დაახრჩოს" თავისი საყვარელი ქალი. ასეთი სიყვარულის მიღება შეუძლიათ მხოლოდ ქალწულებს, კუროებსა და მორიელებს.

სასწორი

სასწორის ნიშნის მამაკაცებს ვენერა მართავს. მათ შეუძლიათ, იყვნენ საკუთარი გრძნობების ერთგული, ქალის გარშემო შექმნან სიყვარულის, ბედნიერებისა და ჰარმონიის ატმოსფერო. ურთიერთობები იქნება სტაბილური, შესაძლოა, არ იყოს ფოიერვერკებით სავსე, მაგრამ წონასწორობა და ჰარმონია გარანტირებულია. სასწორი სიყვარულში ერთგულია, მას წლებთან ერთად გული არ უცივდება და სიყვარული ყოფაში არ იკარგება. სწორედ მამაკაცი სასწორები არიან წყვილებში, რომლებიც ოქროს ქორწილს ზეიმობენ. სხვა ოჯახების მსგავსად, მათ ოჯახებშიც არის კამათი და ჩხუბი, კონფლიქტები, მაგრამ სასწორ მამაკაც ჰყოფნის მოთმინება და სიბრძნე, რომ კონფლიქტი მოაგვაროს. ამ ნიშნის წარმომადგენლებში დიპლომატია სისხლშია გამჯდარი.

სასწორთან ურთიერთობა არ გამოვა, თუ მას ანგარების მიზნით დაუკავშირდებით. როგორც კი იგრძნობს მამაკაცი, რომ მისი რჩეული არ აფასებს ან ვერ ხედავს მის სიყვარულს, უბრალოდ, იყენებს მას, ის ადგება და წავა. ამასთან, წავა სკანდალის გარეშე, ჩუმად. იდეალურად აეწყობა ურთიერთობები ქალ მერწყულთან, ტყუპთან და ლომთან.

ზოდიაქოს ნიშნების ინტიმური შეთავსებადობა>>

თევზები

თევზები დიდსულოვანი და დიდებული ნეპტუნის ზეგავლენას განიცდიან. ამ ნიშნით დაბადებულ მამაკაცებში მას სიყვარულის გაღვივება ურთიერთსაწინააღმდეგო მხარეებით შეუძლია: სინაზე და ძალა, მგრძნობელობა და გაუცხოება, რომანტიზმი და სიმკაცრე. თვითონ ნიშანი იშვიათად არის ერთგული და პროგნოზირებადი, მაგრამ სიყვარულში ამ თანავარსკვლავედის წარმომადგენლები მაინც ახერხებენ გარკვევას.

სიყვარული თევზებისთვის - ეს, პრაქტიკულად, მშობლიური სახლია, სამყოფელი, სტიქია, თუ ისინი შეყვარებული არ არიან, ბედნიერს მათ ვერ უწოდებ. სიყვარულში მამაკაცი-თევზი ბედნიერებით არის აღსავსე. ის აღმერთებს საყვარელ ქალს, თუნდაც მას ის თვისებები არ გააჩნდეს, რომელიც მამაკაცს ქალში მოსწონს. საწინააღმდეგოს მტკიცებას აზრი არა აქვს - ვარდისფერ სათვალეზე ის უარს არ იტყვის. ის ბედნიერია თავის ილუზიებში და უარს ამბობს სინამდვილის მიღებაზე, რათა იმედი არ გაუცრუვდეს.

სწორედ ამიტომ ძალიან რთულია მამაკაც-თევზთან ურთიერთობების გაწყვეტა. ის ძალიან განიცდის თავის გრძნობებს და სახალხოდ შეუძლია ამაზე ისაუბროს. ერთადერთი, რასაც მისი იმედგაცრუება შეუძლია, ისაა, თუ ქალი არ წაახალისებს და სტიმულს არ მისცემს მის სიყვარულს. ამ შემთხვევაში ყველაფერი სავალალოდ დასრულდება - თევზ მამაკაცს თავისი თავიც უყვარს და სიცივეს ვერ აიტანს. როდესაც ქალისგან დიდი ხნის განმავლობაში ვერ იღებს საჭირო შეგრძნებებს, ის სხვის საძებნელად მიდის. მტკიცე ურთიერთობების აგება თევზ მამაკაცთან შეუძლიათ თხის რქებს, კუროებსა და მორიელებს.

4272
გაზაფხული

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 17 ივნისი

148
(განახლებულია 09:34 17.06.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 17 ივნისია, ხუთშაბათი. მზარდი მთვარე ქალწულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.

ეცადეთ წვრილმანების გამო არ ინერვიულოთ. ბევრი რამ, რაც დღეს მნიშვნელოვნად გეჩვენებათ, მალე დავიწყებას მიეცემა, პრობლემები იმაზე მალე გაქრება, ვიდრე წარმოგიდგენიათ. სერიოზული საკითხების განხილვა დღის მეორე ნახევრისთვის გადადეთ. დღე მიესადაგება კარგად ნაცნობი, ჩვეული საქმეების გაკეთებას.

რა ბედი არგუნა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს განგებამ>>

ვერძი: განსაკუთრებით ყურადღებით მოუსმინეთ ინტუიციას. ის მიგანიშნებთ, როგორ ჯობია მოქმედება, დაგეხმარებათ რთული ვითარებიდან გამოსვლაში. მოსალოდნელია უჩვეულო შეხვედრები, სასიამოვნო და სასარგებლო ნაცნობობა, რომელიც მომავალში შეიძლება ნაყოფიერ თანამშრომლობაში ან მეგობრობაში გადაიზარდოს. გელოდებათ ცვლილებები უკეთესობისკენ ფინანსურ სფეროში. თავისუფლად შეგიძლიათ ფულთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის გადაჭრა.

კურო: კარგი დღეა ურთიერთობებისთვის. დაგეგმილიცა და მოულოდნელი შეხვედრებიც იღბლიანად ჩაივლის. შესაძლებელია სასიამოვნო ნაცნობობა, მეგობრული ურთიერთობების დაწყება. დღის მეორე ნახევარი გამოიყენეთ იმ საქმეების გასაკეთებლად, რომლებიც მცირე დეტალებისადმი ყურადღებას მოითხოვს. დაკვირვებულობის წყალობით მშვენივრად გაართმევთ თავს ყველანაირი სირთულის საქმეს.

ტყუპი: დღის დასაწყისი ხელსაყრელი და ნაყოფიერია. . შესაფერისი დროა იმისთვის, რომ გაერთიანდეთ ადამიანებთან, რომლებიც თქვენს ინტერესებს იზიარებენ. მათი მხარდაჭერით წარმატებას სწრაფად მიაღწევთ. ბევრი რამ მოსალოდნელზე ადვილად გამოგივათ, რაში ინტუიციაზე დაყრდნობა დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარი საკმაოდ დაძაბული იქნება. საქმე მოსალოდნელზე მეტი გაგიჩნდებათ. მაგრამ მოახერხებთ მათთან გასამკლავებლად საჭირო გზების მოძებნას.

კირჩხიბი: მნიშვნელოვანია, რომ ილუზიები არ ააწყოთ და სწორად შეაფასოთ თქვენი ძალები. შეცდომების თავიდან აცილებაში სიმშვიდე და გონივრული მსჯელობა დაგეხმარებათ. შესაძლებელია იღბლიანი თანხვედრები, სასიხარულო შეხვედრები. შეგიძლიათ ძველ პროექტებთან დაბრუნება. ახლა შეგიძლიათ განახორციელოთ ის, რაც დიდი ხნის წინ ჩაიფიქრეთ. დრო დაგრჩებათ დასვენებისთვისაც, რამე თქვენთვის სასიამოვნოს გასაკეთებლად.

ლომი: დღეს ბევრ სასარგებლო რამეს გააკეთებთ არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ სხვებისთვისაც. გარშემომყოფები ხშირად მოგმართავენ დახმარების თხოვნით და ცდილობთ, უარი არავის უთხრათ. გექნებათ შანსი, რომ საერთო ენა გამონახოთ ადამიანთან, რომელთანაც ბოლო დროს ბევრი საკამათო გქონდათ. გამოირკვევა, რომ ბევრი უთანხმოების მიზეზი უბრალო გაუგებრობა იყო. მოსალოდნელია კარგი სიახლეების გაგება, შეხვედრა ძველ ნაცნობებთან.

ქალწული: შესაფერისი დღეა ურთიერთობებისთვის. კარგად ჩაივლის ნებისმიერი შეხვედრა. კარგ შთაბეჭდილებას დატოვებთ ახლად გაცნობილ ადამიანებზე. შესაძლებლობა მოგეცემათ რამე ძველი კონფლიქტის მოსაგვარებლად. დღის პირველ ნახევარში გაგიჭირდებათ საქმეებზე კონცენტრირება, თუმცა ეს მდგომარეობა მეორე ნახევარში უკეთესობისკენ შეიცვლება. ეს დრო მიესადაგება საქმეებს, რომლებსაც ფრთხილი და ყურადღებიანი დამოკიდებულება სჭირდება.

სასწორი: ხელსაყრელი დღეა კომერციული საქმიანობისთვის, გარიგებების დასადებად. შესაშურ სამეწარმეო უნარებს ის სასწორებიც გამოამჟღავნებთ, რომლებსაც აქამდე მსგავს ნიჭზე წარმოდგენაც არ გქონდათ. ამას გარდა, კარგი დღეა ისეთი საქმიანობისთვის, რომელიც შემოქმედებით დამოკიდებულებასა და ფანტაზიას მოითხოვს. გექნებათ რამე ძველი გეგმის რეალიზების შანსი. გარშემომყოფებმა, შესაძლოა, თქვენი ჩანაფიქრი მაშინვე ვერ გაიგონ. ამიტომ დამოუკიდებლად მოქმედება მოგიწევთ.

მორიელი: საკმაოდ მშფოთვარე, მაგრამ თავისებურად იღბლიანი დღეა. გაგიჩნდებათ თავბრუდამხვევი შესაძლებლობები. მოსალოდნელია საინტერესო წინადადებების მიღება თანამშრომლობაზე. ზოგიერთ თქვენგანს იმ სამუშაოს შესთავაზებენ, რაზეც დიდი ხანი ოცნებობდით. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელი დროა სეირნობისა და მგზავრობისთვის. კარგად იმოქმედებს გარემოს გამოცვლა. ეს დაგეხმარებათ, რომ ჩვეულ ნივთებსა თუ მოვლენებს სხვა კუთხიდან შეხედოთ.

მშვილდოსანი: იყავით მტკიცე, შეუპოვარი და ბევრ რამეს მიაღწევთ. ყველა საქმე ადვილად არ გამოგივათ, მაგრამ თქვენი გამოცდილების, ძველი ნაცნობების რჩევების წეყალობით მათ მაინც გაუმკლავდებით. ყურადღებით უნდა იყოთ ფინანსური და ქონებრივი საკითხების გადაწყვბეტისადმი. ყურადღებით წაიკითხეთ ნებისმიერი დოკუმენტი, სანამ მათ ხელს მოაწერთ. არ იჩქაროთ ნდობა იმ ადამიანებისა, რომლებიც ოქროს მთებს გპირდებიან.

თხის რქა: ნუ იქნებით ზედმეტად თავდაჯერებული, ნუ ააგებთ ოცნების კოშკებს. მოვლენებისა და საკუთარი ძალების ობიექტური შეფასება დღეს ძალიან გამოგადგებათ. მზად იყავით, რომ დღის პირველ ნახევარში შეიძლება გაგაკრიტიკონ. ამ დროს გარშემომყოფები თქვენს შეცდომებს უფრო დაინახავენ, ვიდრე გამარჯვებებსა და მიღწევებს. რაც უფრო მშვიდად აღიქვამთ კრიტიკას, მით უფრო მალე შეიცვლება ვითარება უკეთესობისკენ.

მერწყული: ყველაფერი კარგად გამოგივათ. ვარსკვლავცების მხარდაჭერით ბევრ საქმეს ენთუზიაზმით ეკიდებით. შესაძლებელია უჩვეულო წინადადება მიიღოთ თანამშრომლობის შესახებ. თუ დათანხმდებით ამ წინადადებას, დიდი ალბათობით, არ ინანებთ. პოზიტიური ტენდენციების გავლენა იგრძნობა პირადი ურთიერთობების სფეროშიც. ყველასთან მშვენივრად ახერხებთ ურთიერთობებს. საღამო მიესადაგება რომანტიკულ შეხვედრებს, მათ შორის, სერიოზულ საუბრებს მომავალზე.

თევზები: კარგი დღეა ახალი საქმეების დაწყების, თამამი და უჩვეულო იდეების რეალიზებისთვის. ბევრ რამეს სხვებისგან განსხვავებულად უყურებთ და ეს წარმატებების მიღწევაში გეხმარებათ. იღბლიანად ჩაივლის საქმიანი შეხვედრები. მოახერხებთ თქვენი გეგმებით იმ ადმიანების დაინტერესებას, რომელთა ხილვაც თქვენს მოკავშირედ გსურთ. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა რომანტიკული პაემნებისთვის, შეხვედრებისთვის. ეს ბევრ დადებით ემოციას გაჩუქებთ.

148
ყელის ტკივილი

როგორ დავიამოთ ყელის ტკივილი წამლების გარეშე: ექიმი მცდარ მეთოდებს ასახელებს

97
(განახლებულია 22:02 16.06.2021)
ირკვევა, რომ ყელის ტკივილის დაამების გავრცელებული მეთოდების დიდი ნაწილი მცდარია და, პირიქით, კიდევ მეტად აძლიერებს ტკივილს.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. გავრცელებული მოსაზრება, თითქოს ცხელი ჩაი ყელის ტკივილს აამებს, მცდარია — პირიქით, ამით ტკივილი კიდევ მეტად ძლიერდება, აცხადებს ტელეეთერების ხშირი სტუმარი, პოპულარული ექიმი მარინა მაკიშა.

მისი თქმით, ყელის ტკივილისას ლიმონიანი ჩაის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 60-70 გრადუსს. წინააღმდეგ შემთხვევაში ყელს დამატებითი ტრავმები მიადგება. ამასთან, უფრო მაღალ ტემპერატურაზე ლიმონი სასარგებლო თვისებებს, ანუ C ვიტამინს დაკარგავს.

გარდა ამისა, მაკიშას განმარტებით, ყელის ტკივილს ძალიან უხდება შტოშისა და მოცვის მორსი.

„შტოშიცა და მოცვიც შეიცავს ქლოროგენულ მჟავას, რომელსაც ბუნებრივი მცენარეული ანტიბიოტიკის თვისებები აქვს. მასში ბევრი ანტიოქსიდანტია, რაც ავადმყოფობის დროს კარგად აღადგენს ორგანიზმს“, — ამბობს სპეციალისტი.

მისი თქმით, მორსით ყელის გამოვლებაც შეიძლება.

კიდევ ერთი საშუალება, რომელსაც შესანიშნავი ეფექტი აქვს ყელის ტკივილისა და, ზოგადად, გაციების დროს, არის არა თაფლი, როგორც ეს ბევრს ჰგონია, არამედ ფუტკრის ჭეო (ყვავილის მტვერი, რომელსაც ფუტკარი აგროვებს და ფიჭის უჯრედებში ჩატკეპნის, ასხამს თაფლს და აკონსერვებს. ვიტამინებით ძალიან მდიდარ ჭეოს ორგანიზმი ძალიან ადვილად ითვისებს).

  • მკურნალობის მიზნით გაღეჭეთ ნახევარი ჩაის კოვზი ჭეო, შემდეგი 20-30 წუთის განმავლობაში კი არაფერი შეჭამოთ და არც დალიოთ.

ყელის ტკივილს აამებს ნიორიც — მასში შემავალი ალიცინის მეშვეობით, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო ბაქტერიციდული მოქმედება ახასიათებს. ამ სასარგებლო ნივთიერების მისაღებად საჭიროა გაჭყლიტოთ ან ჩაღეჭოთ ნიორი და შემდეგ ცოტა ხნით გაიჩეროთ პირში — ლოყის არეში.

დაუშვებელია ნივრის კბილის ცხვირის ნესტოში მოთავსება (ესეც მცდარი პრაქტიკაა), ვინაიდან ეს ლორწოვანა გარსს აზიანებს.

კიდევ ერთი შეცდომა, ექიმის თქმით, ისაა, რომ ყელის ტკივილის მოსახსნელად ადამიანები ხშირად სვამენ რძეს, რაც არასწორია, ვინაიდან რძე ამ შემთხვევაში ყელისთვის სასარგებლო არ არის მასში შემავალი შაქრის გამო. თუმცა ის ძალიან ეფექტურია სხვა დაავადებების შემთხვევაში.

97
თემები:
ექიმი გირჩევთ
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო

დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი ევროპულმა სასამართლომ განხილვაში მიიღო

0
(განახლებულია 10:42 17.06.2021)
დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს კათaლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი წარმოებაში მიიღო, ამის შესახებ მსჯავრდებულის ძმამ თორნიკე მამალაძემ საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

„ევროპულმა სასამართლომ ჩემი ძმის სარჩელი დააკმაყოფილა და განხილვაში მიიღო. დაწყებულია კომუნიკაცია. იმედი მაქვს აქ მაინც იზეიმებს სამართალი!", - წერს მამალაძე.

აღნიშნულ საკითხს სოციალურ ქსელში ეხმიანება მამალაძის ადვოკატი დავით ჯანდიერი, რომელმაც ევროსასამართლოში გაგზავნილი საჩივარი მოამზადა.

„საჩივრიდან გამომდინარე, სასამართლოს ყველა ძირითად საკითხზე აქვს ყურადღება გამახვილებული. მომჩივანთან დაკავშირებული ფაქტები უკავშირდება კონვენციის მეექვსე (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და მესამე მუხლის (წამების აკრძალვა) სავარაუდო დარღვევას", - აცხადებს ჯანდიერი.

ადვოკატის განცხადებით, დღეს იგი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებებში გიორგი მამალაძეს შეხვდება, რის შემდეგაც მედიასთან კომენტარს გააკეთებს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. იმ დროს გერმანიაში კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამკურნალოდ იმყოფებოდა. გამოძიების მონაცემებით, მამალაძის ბარგში ნატრიუმის ციანიდი იპოვეს, ხოლო ბინაში – კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის სექტემბერში გიორგი მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის.

2018 წლის თებერვალში სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა. 2018 წლის აგვისტოში უზენაესმა სასამართლომ მამალაძის ადვოკატის სარჩელის განხილვაზე უარი განაცხადა და ამით ქვედა ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილება ასევე ძალაში დატოვა.

0
თემები:
სკანდალი საპატრიარქოში – „ციანიდის საქმე"