ხომალდი ოკეანეში

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 7 ივნისი

220
(განახლებულია 10:31 07.06.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 7 ივნისია, ორშაბათი. კლებადი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.

დღის პირველი ნახევარი საკმაოდ უჩვეულო იდეებით იქნება აღსავსე. ცინცხალი იდეები შეიძლება მათაც გაუჩნდეთ, ვინც არ გამოირჩევა კრეატიულობით და გამოცდილი გზებით ურჩევნია სიარული. შეიძლება ექსპერიმენტების ჩატარება. ხშირად წარმატებულია ის საქმე, რომელიც დაგეგმილი არ იყო. მოგვიანებით დადგება დრო, რომელიც შეგიძლიათ სრულიად განსხვავებულ ადმაიანებთან შეხვედრებისთვის, საქმიანი ან პირადი ურთიერთობების განსამტკიცებლად გამოიყენოთ.

სიყვარულში იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნები – ვინ შეხვდება თავის მეორე ნახევარს ამ ზაფხულში>>

ვერძი: დღის დასაწყისში ეცადეთ, წვრილმანებზე არ ინერვიულოთ, არ აჰყვეთ პროვოკაციებს და მაქსიმალურად მეგობრულად მოიქცეთ. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, შეძლებთ თუ არა თავის გაკონტროლებას. ზედმეტი ემოციებისგან გათავისუფლებაში მარტივი, თქვენთვის ჩვეული სასარგებლო საქმეები დაგეხმარებათ, რომლებიც არანაირ მოულოდნელობას არ გპირდებათ. ბევრად სასიამოვნო იქნება დღის მეორე ნახევარი. საქმეებს წარმატებით გაართმევთ თავს. მოსალოდნელია რომანტიკული სიურპრიზები.

კურო: დღის პირველ ნახევარში საკმაოდ დაძაბული იქნება ემოციური ფონი. დიდი ალბათობით, თავს ვერ აარიდებთ მღელვარებასა და განცდებს. მოსალოდნელია უსიამოვნო საუბრები, კამათი. მაგრამ ნეგატიური ტენდენციების გავლენა მალე შემცირდება. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელი დროა საქმიანი თვალსაზრისით, ასევე შესაძლებელია სასიამოვნო მოვლენები პირად ცხოვრებაში. შესანიშნავი იქნება იმ ადამიანებთან ურთიერთობები, ვისზეც კარგი შთაბეჭდილების მოხდენა გსურთ.

ტყუპი: ბევრი საინტერესო იდეა გაგიჩნდებათ, რომლებიც ჩვეულებრივ რაღაცებზე განსხვავებულად, ახლებურად შეხედვის საშუალებას მოგცემთ. შესაძლოა, სწორედ დღეს მიხვდეთ, რისი შეცვლა გსურთ ცხოვრებაში და გეგმების შედგენაც დაიწყოთ. არ არის გამორიცხული, რომ რომანტიკულ კავშირში გადაიზარდოს საქმიანი ურთიერთობები. უამრავი სიურპრიზი გელოდებათ, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში. მოულოდნელი მოვლენა, იღბლიანი თანხვედრა დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში, რომელიც ბოლო დროს ცხოვრებას გირთულებდათ.

კირჩხიბი: დღის პირველ ნახევარში შესაძლებელია უსიამოვნო მომენტები, გაუგებრობები; ხანდახან გაგიჭირდებათ თავის გაკონტროლება. წონასწორობიდან შეიძლება ახლობლებმაც გამოგიყვანონ. თანდათანობით გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციები და თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ ახალი საქმეების წამოწყება, იმპროვიზირება, ექსპერიმენტების ჩატარება. მოსალოდნელია უჩვეულო შეხვედრები.

ლომი: მშფოთვარე დღეა, მოსალოდნელია უცაბედი მოვლენები, რასაც ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები შეიძლება მოჰყვეს. მოუსმინეთ ინტუიციას. მისი მინიშნებები სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ. ასე შეძლებთ სერიოზული შეცდომების თავიდან აცილებას და არაკეთილმოსურნეების მიერ დაგებული ხაფანგებისთვის გვერდის ავლას. შესაძლებელია ფინანსური საკითხების იღბლიანად გადაჭრა. კარგი დღეა დოკუმენტებთან მუშაობისთვის.

ქალწული: იღბლიანი დღეა, რომელიც ბევრ საქმეში გპირდებათ წარმატებებს. არ არის საჭირო მარტო მუშაობა – ადვილად იპოვით დამხმარეებსა და მოკავშირეებს. ბევრი თქვენგანი შეძლებს დიდი ხნის ჩანაფიქრის განხორციელებასა და საუკეთესო შედეგების მიღწევას. ჰარმონიულად აეწყობა ურთიერთობები ახლობელ ადამიანებთან. საღამოს კარგი იქნება საოჯახო თათბირის მოწყობა და საერთო გეგმებზე მსჯელობა. თქვენი იდეები მათ ნამდვილად მოეწონებათ.

სასწორი: რაც არ უნდა მოხდეს, კარგი განწყობის შენარჩუნებას შეძლებთ. მოსალოდნელია მცირე გაუგებრობები, მაგრამ ისინი ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელს ვერ შეგიშლით. გარშემომყოფებს ძალიან მოსწონთ თქვენი ენთუზიაზმი. ბევრს გაუჩნდება თქვენთან დაახლოების სურვილი. არ არის გამორიცხული, რომ მეგობრულ ან რომანტიკულ ურთიერთობებს დაედოს სათავე. მოსალოდნელია ძველ ნაცნობებთან შეხვედრა, რომელთა შესახებ დიდი ხანია არაფერი გსმენიათ.

მორიელი: ბევრი რამ არ მიდის გეგმის მიხედვით. შესაძლოა, ისეთი მოვლენები მოხდეს, რაც გაიძულებთ, საქმეები გადადოთ, გააუქმოთ შეხვედრები, რომლებსაც მოუთმენლად ელოდებოდით. არ ღირს ნერვიულობა. თუ სწორად მოიქცევით, შეძლებთ ამ ყველაფრის თქვენს სასარგებლოდ შემობრუნებას. სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში და რთულ სიტუაციაში გარკვევაში ძველი ნაცნობები შეიძლება დაგეხმარონ. ახლად გაცნობილებთან კი ფრთხილად იყავით, ასევე სიფრთხილეა საჭირო ფულთან დაკავშირებულ საკითხებში.

მშვილდოსანი: ხელსაყრელი, მრავალფეროვანი და საინტერესო დღე გელოდებათ. გრძნობთ, რომ მთების გადადგმის ძალა შეგწევთ და ეს ასეცაა. ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ, მაგრამ პრიორიტეტების განაწილებაში მოიკოჭლებთ. ამ თვალსაზრისით შეიძლება თქვენთვის სანდო და გამოცდილი ნაცნობების რჩევები დაგჭირდეთ. იღბლიანი დღეა ფინანსური კუთხით. შესაძლოა მიიღოთ თანხა. ინტუიცია დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, თუ როდის შეიძლება გარისკვა და როდი – არა. გაგიმართლებთ სიყვარულშიც.

თხის რქა: დღე გამორიჩეული იქნება დაძაბული ემოციური ფონით. ხანდახან გაგიჭირდებათ თავის ხელში აყვანა. ბევრი თქვენგანი იქნება მზად, სულ უბრალო რამეზეც კი „გაწიწმატდეს“, რაც გარშემომყოფებს არ მოეწონებათ. ეცადეთ, ზედმეტი არაფერი თქვათ, დაუკითხავად არავის არაფერი ურჩიოთ. ბევრი უსიამოვნო მომენტის თავიდან აცილებაში ტაქტი და დელიკატურობა დაგეხმარებათ. კარგი იქნება საქმეებზე კონცენტრირება. მიმართეთ ენერგია მშვიდობიან კალაპოტში და მალე დაინახავთ, რომ ვითარება უკეთესობისკენ იცვლება.

მერწყული: დღის დასაწყისში არ არის გამორიცხული მცირე გაუგებრობები, მაგრამ მთლიანობაში დღე კარგად აეწყობა. შესაფერისი დროა სასარგებლო საქმეების გაკეთებისთვის. შესაძლებლობა მოგეცემათ დაეხმაროთ და მხარში ამოუდგეთ გაჭირვებაში ჩავარდნილ ადამიანებს, ახლობლებს. დღის მეორე ნახევარში თანხის მიღებაა მოსალოდნელი. გექნებათ თქვენთვის სანუკვარი რამის შეძენის შანსი. ასევე არაა გამორიცხული, რომ საჩუქრები მიიღოთ.

თევზები: ხელსაყრელია დღის პირველი ნახევარი. კარგი დროა ახალი საქმეების დასაწყებად, თამამი იდეების განსახორციელებლად. ნაყოფიერად ჩაივლის საქმიანი შეხვედრები, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები. შეიძენთ ახალ მოკავშირეებსა და მეგობრებს. მოგვიანებით უფრო მშვიდი დრო დადგება. შეგიძლიათ დაისვენოთ, აღიდგინოთ ძალები. ბევრი თქვენგანი გაიხსენებს ძველ გატაცებას, ჰობის, რაც უამრავ დადებით ემოციას გაჩუქებთ.

220
მზე

დღის ასტროპროგნოზი: მზებუდობა 21 ივნისს წლის ყველაზე გრძელი დღე და მოკლე ღამე

153
(განახლებულია 10:00 21.06.2021)
ზაფხულის მზებუდობა არის პერიოდი, როცა არის ყველაზე გრძელი დღე და მოკლე ღამე. ეს ერთი ჩვეულებრივი დღე არ არის კალენდარში, არამედ არის დრო, როდესაც მთელი ბუნების ენერგია იღვიძებს, რომელსაც ადამიანის ენერგეტიკის განახლება შეუძლია

ამ დღეს მზე ჰორიზონტზე თავის ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწევს და ზენიტში გარკვეული დრო დაჰყოფს. ასტრონომიაში ეს თარიღი ასტრონომიული ზაფხულის დაწყებას ემსახურება.

ეზოთერიკოსების ირწმუნებიან, რომ ზაფხულის მზებუდობა საუკეთესო დროა სხვადასხვა რიტუალის შესასრულებლად, ჯანმრთელობის გამტკიცების, სიყვარულისა და კეთილდღეობის მოსაზიდად. თუ ამ დღეს სურვილს ჩაუთქვამთ, ის წლის ბოლომდე ახდება.

თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე>>

მზე გადადის კირჩხიბის ნიშანში. ესაა ბუნების აყვავების დრო, მისი პიკი, ყველა სტიქიის – წყლის, ჰაერის, ცეცხლისა და მიწის ჰარმონია.

მზის კირჩხიბის ნიშანში გადასვლისას ადამიანებში იღვიძებს მიჯაჭვულობა საკუთარი სახლის, მშობლების, ოჯახის, შვილების მიმართ. კირჩხიბის ნიშანს მთვარე მართავს. 21 ივნისიდან 22 ივლისის ჩათვლით პერიოდი, ანუ მზე კირჩხიბში შესაფერისი დროა საგვარეულოს ენერგეტიკულ სისტემაში კავშირების აღსადგენად. ესაა ემოციური აღმასვლის, ფაქიზი აღქმისა და გამჭრიახობის, სიყვარულისა და შემოქმედების პერიოდი.

მზეს, როგორც სიცოცხლის წყაროს, ყველა კულტურაში ცენტრალური ადგილი უჭირავს. როგორც წესი, უმრავლეს კულტურებში მზე (ლომის ნიშანს მართავს) მამაკაცურ საწყისს წარმოადგენს, ხოლო მთვარე ქალურს (თუმცა არის პირიქითაც, მაგალითად, იაპონიაში, ახალ გვინეაში). რიგ კულტურებში მზე და მთვარე მეუღლეებად ან და–ძმად წარმოგვიდგებიან.

ზაფხულის მზებუდობის დღეს მთვარე მორიელის ნიშანშია. რთულ მდგომარეობაში იმყოფება, მაგრამ ძალზე მაგიური და იდუმალებით მოცულია. ეს წყლის ნიშანია, რომლის პრინციპია განწმენდა და ტრანსფორმაცია. რადგანაც მზებუდობის დღე ძალის დღეა, ბევრი შეძლებს იპოვოს რესურსების წყარო, გააძლიეროს სასიცოცხლო ენერგია.

ზაფხულის მზებუდობა თბილისის დროით 07:32 საათზე დადგება.

 ზაფხულის მზებუდობის დროს არ შეიძლება ცუდ განწყობაზე ყოფნა, რადგან ამ დღის ენერგეტიკა დადებითია და გავლენას მხოლოდ მათზე ახდენს, ვინც მზადაა, ის თავის ცხოვრებაში შემოუშვას.

როგორი დღე ექნებათ ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებს

ვერძი: გარშემომყოფებთან ურთიერთობები, სამწუხაროდ, იდეალურისგან შორს იქნება. თავადაც უკომპრომისოდ ხართ განწყობილი და ცეცხლზე ნავთს ირგვლივ მყოფები დაასხამენ თავიანთი კრიტიკითა და ჭორაობით. ასტროლოგები გირჩევენ, მოემზადოთ მწვავე მომენტებისთვის და თუ არ გსურთ, მთელი დღე ურთიერთობების გამორკვევაში გაატაროთ, იყავით მოქნილი და დიპლომატიური. ნუ აურევთ ერთმანეთში იუმორის გრძნობას სასტიკ სატირასთან.

კურო: ძალზე მოტივირებული ხართ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში – სიყვარულიდან მუშაობამდე. განწყობა გაქვთ იმგვარი, რომ არა მხოლოდ უბრალო, არამედ საუკეთესო შედეგს მიაღწიოთ. სავსე ხართ აზარტისა და შეჯიბრების წყურვილით. რასაც არ უნდა მოკიდოთ ხელი, სხვებისკენ გაიხედავთ, რომ მათ გაუსწროთ.  ამიტომ დღე მიესადაგება სამუშაო „გმირობებსა“ და კარიერაზე ზრუნვას, ასევე ფლირტსა და სიყვარულს – მეტოქეობის წყურვილი ამ საქმეშიც გამოგადგებათ.

ტყუპი: იქნებით უმაღლეს დონეზე ორგანიზებული. არ გაქვთ განწყობა, რომ გულხელდაკრეფილი ისხდეთ, არამედ მზად ხართ აქტიურობისთვის, შეუპოვრად შრომისთვის. ნებისმიერ სამუშაოს კეთილსინდისიერად შეასრულებთ. საყურადღებოა ერთი რამ – თქვენი მომთხოვნელობა სხვებზეც გავრცელდება და თუ ვინმე გარშემომყოფთაგან თქვენს მაღალ მოლოდინებს არ გაამართლებს, შეგიძლიათ ეს მოურიდებლად პირშიც მიახალოთ.

კირჩხიბი: ურთიერთობების დღეა. მაგნიტივით მიიზიდავთ ადამიანებს. რაც არ უნდა თქვათ და მოიმოქმედოთ, ეს გარშემომყოფების დიდ ყურადღებას მიიპყრობს. ისინი უაღრესად პოზიტიურად განეწყობიან თქვენ მიმართ, დაინტერესდებიან თქვენი იდეებით, გკითხავენ რჩევებს, შემოგთავაზებენ დახმარებას. თუ რამე საქმეში ინიციატორის ფუნქციას იტვირთებთ, შედეგი ყველა მოლოდინს გადააჭარბებს.

ლომი: დღე მიმდინარე საქმეებს უნდა დაუთმოთ – ეს ყველაზე უკეთ გამოგივათ. ხართ ყურადღებიანი, გექნებათ დრო, რომ გააკეთოთ ის საქმეები, რომლებისთვისაც აქამდე ვერ მოიცალეთ: მოაწესრიგოთ სახლი, გათვალოთ სულ მცირე წვრილმანიც კი, წახვიდეთ საყიდლებზე, შეიმუშაოთ მოქმედების გეგმა. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ არ ღირს გლობალურ, საპასუხისმგებლო საქმეებთან შეჭიდება.

ქალწული: ირგვლივ ყველაფერი გაინტერესებთ, ხართ აქტიური, ემოციური, შემოქმედებითი ენერგიითა და დაუოკებელი ცნობისმოყვარეობით აღსავსე. გარშემომყოფები ვერც კი შეამჩნევენ, ისე გადაგიშლიან გულს, გეტყვიან თავიანთ საიდუმლოს. გარდა ურთიერთობებისა, შეგიძლიათ დღე თქვენთვის საყვარელ და საინტერესო საქმიანობას მიუძღვნათ, გაერთოთ, იმოგზაუროთ და სიყვარულის მორევში ჩაიძიროთ. ერთადერთი, რისი გაკეთებაც გაგიჭირდებათ, ეს რუტინული საქმიანობაა.

სასწორი: დღეს წარმატებები გელოდებათ საქმიან სფეროში. მოსალოდნელია წინსვლა კარიერაში, სამუშაოზე, ბიზნესში, ფულთან დაკავშირებულ საკითხებში. ვარსკვლავები გირჩევენ, აქტიურად დაიწყოთ იმის განხორციელება, რაც ჩაფიქრებული გაქვთ. დღეს თუ რამეს შეიძენთ, ეს წარმატებული იქნება, გეგმები – სისცოცხლისუნარიანი, ხოლო დაწყებული პროექტები – მომგებიანი. არ დაიხიოთ უკან. იქნებ ნაბიჯის გადასადგმელად მხოლოდ მცირე სითამამე გაკლიათ? სითამამე, რომელსაც თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია.

მორიელი: შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ ცხოვრებაში ახალი ნაბიჯი გადადგათ, დაიწყოთ რამე გეგმის რეალიზება. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ ეს იქნება წარმატებული, მრავლისმთქმელი წამოწყება. უნდა გამოიყენოთ ეს შანსი და ენერგიულად დაიწყოთ ჩანაფიქრის განხორციელება. შესაძლოა, დიდი ხანია ოცნებობთ ახალი პროექტის წამოწყებას, ან იმიჯის შეცვლა გსურთ, მოწევისთვის თავის დანებება, ფიტნესზე ჩაწერა, რომანტიკული ნაცნობობა თუ ახალი სამუშაოს მოძეწბნა. გზა ხსნილია – იარეთ წინ!

მშვილდოსანი: შესანიშნავი დღეა, როდესაც ყველა საქმე მსუბუქად, ზედმეტი წვალების გარეშე გამოგივათ. ჰარმონიულად იქნებით სამყაროსთანაც და საკუთარ თავთანაც. ეს უპირატესობას მოგცემთ საქმიანობაში, ადამიანებთან ურთიერთობებში. სრულიად შესაძლებელია, რომ სასიამოვნო მოვლენა მოხდეს თქვენს ცხოვრებაში. ამას გარდა, სულიერი წონასწორობა საშუალებას მოგცემთ, რომ დღე არა მარტო სასიამოვნოდ, არამედ სასარგებლოდაც გაატაროთ – ვარსკვლავები თქვენთვის ენერგიასა და შემოქმედებით ძალებს არ დაიშურებენ.

თხის რქა: ყურადღება გმართებთ ფულთან დაკავშირებით – არის დანაკარგის საფრთხე. პირველ რიგში, ეს შეიძლება უყურადღებობის გამო მოხდეს, ან ზედმეტად ენდოთ ადამიანებს და მოტყუების მსხვერპლი გახდეთ. ეს რომ არ მოხდეს, გააკონტროლეთ ხარჯები, წინასწარ გამოყავით ფული შოპინგისთვის და დაუწესეთ თავს ლიმიტი. რაც შეეხება სერიოზულ საქმეებს – ინვესტიციებს, ბიზნესს და ა.შ. აქ აჯობებს, საერთოდ არაფერი მოიმოქმედოთ.

მერწყული: დღე ვარსკვლავების ბედის საჩუქრებით გაგანებივრებენ. სასიამოვნო სიურპრიზები, დიდი ალბათობით, ბიზნესის ან ფინანსების სფეროს უკავშირდება, მაგრამ არაა გამორიცხული, პირად ცხოვრებასაც შეეხოს. ასეა თუ ისე, ფორტუნა შემთხვევით არ გაგიღიმებთ – მიიღებთ იმას, რაც დათესეთ, დაიმსახურეთ. შეიძლება ეს პირველი ნაყოფი იყოს თქვენი შრომისა, რომელიც დაადასტურებს, რომ სწორ გზაზე დგახართ.

თევზები: საჭიროა, რომ მთელი დღე მოვლენებს ადევნოთ თვალი, არაფერი გამოგეპაროთ – არაა გამორიცხული, რომ ისეთ ვითარებაში აღმოჩნდეთ, როდესაც ინფორმაცია უნდა გაგაჩნდეთ და მომზადებული იყოთ. თუ მოდუნდებით, შესაძლოა, თაღლითების მსხვერპლი ან უსიამოვნო გარემოებების მძევალი აღმოჩნდეთ. ამიტომ გაფაციცებით ადევნეთ თავლი განვითარებულ მოვლენების, ყველაფრის საქმის კურსში იყავით, რათა არავინ მოგაწოდოთ დეზინფორმაცია, მოგატყუოთ. ადამიანებს, ვისაც კარგად არ იცნობთ, აჯობებს, რომ სათოფეზეც არ გაეკაროთ.

153
საჰაერო ბურთები

რა გავლენას ახდენს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებზე

1421
(განახლებულია 13:53 20.06.2021)
ზოდიაქოს ნიშანს, რომელსაც ეკუთვნით, ბევრი პიკანტური ინფორმაციის მოწოდება შეუძლია თქვენს პირად ცხოვრებაზე

თითოეულ ადამიანს სიყვარულის საკითხებისადმი თავისებური დამოკიდებულება აქვს. მაგრამ ადამიანებს ზოდიაქოს ნიშანი აერთიანებს. ამ ნიშანს თქვენი და თქვენი პირადი ცხოვრების შესახებ მრავალი საინტერესო ინფორმაციის მოწოდება შეუძლია.

ვერძი

ვერძი ჯიუტი და დამოუკიდებელია; ზუსტად იცის, რა სურს ცხოვრებისგან. თავს ხანდახან უფლებას აძლევს, იყოს უხეში, ხისტი, უყურადღებო. მას სჭირდება ის, რომელიც დაამშვიდებს მის ცეცხლოვან ნატურას, გააწონასწორებს ურთიერთობებს თავისი მშვიდი ხასიათით. ვერძი, როგორც წესი, თავის დასახულ ამოცანებს აღწევს, ამიტომ პარტნიორიც ამბიციური პიროვნება სჭირდება.

კურო

კურო ხანდახან ხარივით ჯიუტია, ამასთან, საკმაოდ სერიოზული იერის მიღმა მგრძნობიარე და მზრუნველ ნატურას მალავს. პარტნიორის შერჩევისას ის უპირატესობას ანიჭებს შრომისმოყვარე და დამოუკიდებელ პიროვნებას. კუროს უყვარს ადამიანების განებივრება, მაგრამ, ასევე, სურს, რომ მასზეც იზრუნონ და მის მიმართ გრძნობები გამოამჟღავნონ. მას სიტყვების შერჩევა უჭირს, მაგრამ პარტნიორს ამ სიტყვების მნიშვნელობის ჩვენება იოლად შეუძლია.

ტყუპი

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებმა არასდროს იციან, რა უნდათ, განსაკუთრებით კი, როცა საუბარი სასიყვარულო ურთიერთობებზეა. ერთ წუთას სერიოზული ურთიერთობები სჭირდებათ, მეორე წუთში – თამაში და მხიარულება. ისინი ხშირად იცვლიან მოსაზრებებს, რაც გარშემომყოფებში ხშირად იმედგაცრუებას იწვევს. სიყვარულში თქვენნაირი უზრუნველი, მხიარული და „ალაგ–ალაგ“ არასერიოზული ადამიანი გჭირდებათ. ენერგიული და სიცოცხლით სავსე პარტნიორი მხოლოდ „დაგამუხრუჭებთ“.

კირჩხიბი

კირჩხიბი რთული, მგრძნობიარე და, ამავდროულად, მოსიყვარულე ნატურაა. მას, სხვა ნიშნებისგან განსხვავებით, შეუძლია ურთიერთობებში მთელი თავით გადაშვება. კირჩხიბებს არ შეუძლიათ საკუთარი გრძნობების დამალვა. სიყვარულშიც ასეთივე სერიოზული პარტნიორი სჭირდებათ, ის, ვინც დაამშვიდებს და მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, ვისაც ესმის და უყვარს მათი მგრძნობიარე ნატურა.

 

ლომი

ლომი ის ძალაა, რომელსაც ანგარიში უნდა გაუწიო. მათ უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. სასიყვარულო საკითხში სერიოზული ურთიერთობები მოსწონთ, თუნდაც ფლირტი იზიდავდეთ. არიან მხიარული, ქარიზმატული, მომხიბლავი ადამიანები. ლომს სჭირდება ის, რომელიც ადვილად ეგუება ნიშნის კომუნიკაბელურობას და მას იღებს ისეთს, როგორიც არის. 

ქალწული

ქალწულს ანალიტიკური ჭკუა აქვს და სხვადასხვა საგანზე ზედმეტად ფიქრობს. კეთილი სულის პატრონს მთელი თავით შეყვარება შეუძლია. თავის გულს ის უბრალოდ არავის აძლევს – ქალწული პარტნიორმა უნდა დაიპყროს თავისი ინტელექტით, მთელი ძალით მოხიბლოს. მომთხოვნია პარტნიორის მიმართ, რომელსაც ხვდება და ამის მიზეზიც არის – ელოდება, რომ გამოჩნდება ვინმე განსაკუთრებული. ამასთან, თავს მარტოსულად არ მიიჩნევს.

სასწორი

სასწორები ბალანსისა და სტაბილურობისთვის ცხოვრობენ. თქვენ მათ რიცხვში არ ხართ, ვინც იწვევს ეჭვიანობის სცენებს. ეძებთ მას, ვისაც არ ეშინია, იყოს ის, ვინც არის და თავისი სურვილების შესახვედრად მოძრაობს. არ გიყვართ თამაშები, რადგან რეალობას ეძებთ. ხშირად გამოდიხართ მშვიდობისმყოფელის როლში. გჭირდებათ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში რაიმე მღელვარებასა და შფოთვას არ მოიტანს.

მორიელი

მორიელი იდუმალებებითა და საიდუმლოებებით მოცული ნიშანია. მასში უამრავი გრძნობა და ემოცია დუღს, მაგრამ ამის გაზიარების სურვილი არა აქვს. თქვენ ნებისყოფიანი, დამოუკიდებელი და მაცდური ადამიანები ხართ. გჭირდებათ პარტნიორი, რომელიც აღგიქვამთ სერიოზულად, თავს კომფორტულად გაგრძნობინებთ, მოგცემთ საკუთარი მოსაზრების გამოთქმის საშუალებას; ასევე, ვინც გაიგებს თქვენს ემოციებს და თავს დამნაშავედ არ გაგრძნობინებთ.

მშვილდოსანი

მშვილდოსნები შფოთავენ იმის გათვალისწინებით, რომ იციან თავიანთი ხასიათი – უყვართ ერთი ურთიერთობებიდან მეორეზე ხშირ–ხშირი გადასვლა. მათ დიდი გული აქვთ და ბუნებრივი სურვილი, სხვებზე იზრუნონ. ურთიერთობებში სჭირდებათ ადამიანი, რომელიც მათ გახსნის ემოციურ დონეზე და მის ცხოვრებისეულ სვლას აუწყობს ფეხს.

თხის რქა

თხის რქა ძალზე ლოიალური და უბრალოდ, შესანიშნავი ადამიანია. სჭირდება პარტნიორი, რომელიც მოწყვეტს მას სამუშაო მაგიდიდან და გართობის სურვილს აღუძრავს. თხის რქა ინტროვერტია, ამიტომ გვერდით ესაჭიროება ადამიანი, რომელიც გაფანტავს მის სერიოზულობასა და გულდახურულობას იუმორითა და თავისუფლებით. თხის რქა უპირატესობას ანიჭებს სერიოზულ ურთიერთობებს. ხშირად ანებივრებს პარტნიორს ზედმეტი ყურადღებით.

მერწყული

მერწყულები წარმატებული არიან ინტელექტუალურ საქმიანობასა და იდუმალებით მოცულის სფეროში. საიდუმლოს ამოხსნა სურთ მათ სასიყვარულო საკითხებშიც. ახასიათებთ რამე უჩვეულოს, რთულის, სპონტანურის სურვილი. მერწყულებს ისეთი პარტნიორი სჭირდება, რომელიც მათ რამე ზღვარზე, კიდეზე გააჩერებს. როგორც კი ეს ნიშანი მიხვდება, რა ხდება, პარტნიორი მას ფეხქვეშ ნიადაგს გამოაცლის და სრულიად მოულოდნელს გააკეთებს. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ღრმა და მგზნებარე ურთიერთობები სწყურიათ, რომლებიც მათ ჩაფიქრების საფუძველს მისცემს.

თევზები

თევზები მგრძნობიარე და შემოქმედებითი ნიშანია. მათ არ შეუძლიათ საკუთარი გრძნობების დამალვა. ადვილია თევზების წყენინება. ეს მაშინ ხდება, თუ თავს კომფორტულად არ გრძნობენ პარტნიორთან. არიან არაპროგნოზირებადი და სიცოცხლის მოყვარული. თევზებს სჭირდებათ პარტნიორი, რომელიც მათ შინაგან ბობოქარ ნატურას გააწონასწორებს, სტაბილურს გახდის.

1421

„ბაიდენი“ უშარვლოდ, ტეხასელი ჩირლიდერები და მექსიკის კატასტროფა - კვირის საუკეთესო ფოტოები

0
(განახლებულია 12:05 21.06.2021)
  • ანტისამთავრობო პროტესტო ბოგოტაში
  • ჯაზ-ბენდ „ტუტსი როლერსის“ წევრები
  • რაკეტა Long March-2F Y12 კოსოსური ხომალდით Shenzhou-12  და სამი ასტრონავტით ფრინდება ცზიუციუანის კოსმოდრომიდან ჩინეთის პირველი პილოტირებადი მისიის დროს  საკუთარი კოსმოსური სადგურის მშენებლობიათვის
  • გოგონები მარმარილოს ზღვის სანაპიროზე თურქეთში
  • ეკოაქტივისტები Extinction Rebellion პოზირებენ G7 ლიდერების სახეებით G7 სამიტის მსვლელობისას გამართულ დემონსტრაციაზე დიდ ბრიტანეთში
  • აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პირველი ლედი ჯილ ბაიდენი ჰითროუს აეროპორტში G7 სამიტის შემდეგ
  • მამაკაცი ველოსიპედით მატარებლის მახლობლად, რომელიც ლიანდაგიდან გადავიდა, მექსიკა
  • Dallas Cowboy-ს ჩირლიდერები ავტოდრომ Texas Motor Speedway-ზე რბოლის დროს
  • ბელარუსი გიმნაზისტი ანასტასია სალოსი ევროპის ჩემპიონატზე ბულგარეთში
  • ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის გახსნის ცერემონია რომში
  • საფრანგეთის ნაკრების გულშემატკივრები მიუნხენის სტადიონთან
  • მესაფლავეები კორონავირუსის მსხვერპლის დაკრძალვის შემდეგ ინდონეზიაში
  • მაროკოს სამეფო შეიარაღებული ძალების წევრები აგადირის პორტში
  • ადგილობრივები ანგრევენ საკუთარ სახლებს მდინარე ტონლესაპზე მას შემდეგ, რაც კამბოჯის მთავრობამ ერთი კვირის განმავლობაში ქალაქის დატოვების ბრძანება გასცა
  • ეკოაქტივისტებმა სენტ-აივსის ქუჩაში საპროტესტო აქცია გამართეს G7 სამიტის მსვლელობისას
Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში იხილავთ გასულ კვირაში მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ამსახველ საუკეთესო ფოტოებს წამყვანი საინფორმაციო სააგენტოებისგან
0
  • ანტისამთავრობო პროტესტო ბოგოტაში
    © AFP / Juan Barreto

    ანტისამთავრობო პროტესტო ბოგოტაში

  • ჯაზ-ბენდ „ტუტსი როლერსის“ წევრები
    © AFP / Daniel Leal-Olivas

    ჯაზ-ბენდ „ტუტსი როლერსის“ წევრები

  • რაკეტა Long March-2F Y12 კოსოსური ხომალდით Shenzhou-12  და სამი ასტრონავტით ფრინდება ცზიუციუანის კოსმოდრომიდან ჩინეთის პირველი პილოტირებადი მისიის დროს  საკუთარი კოსმოსური სადგურის მშენებლობიათვის
    © REUTERS / Carlos Garcia Rawlins

    რაკეტა Long March-2F Y12 კოსოსური ხომალდით Shenzhou-12 და სამი ასტრონავტით ფრინდება ცზიუციუანის კოსმოდრომიდან ჩინეთის პირველი პილოტირებადი მისიის დროს საკუთარი კოსმოსური სადგურის მშენებლობიათვის

  • გოგონები მარმარილოს ზღვის სანაპიროზე თურქეთში
    © AFP / Yasin Akgul

    გოგონები მარმარილოს ზღვის სანაპიროზე თურქეთში

  • ეკოაქტივისტები Extinction Rebellion პოზირებენ G7 ლიდერების სახეებით G7 სამიტის მსვლელობისას გამართულ დემონსტრაციაზე დიდ ბრიტანეთში
    © AFP / Daniel Leal-Olivas

    ეკოაქტივისტები Extinction Rebellion პოზირებენ G7 ლიდერების სახეებით G7 სამიტის მსვლელობისას გამართულ დემონსტრაციაზე დიდ ბრიტანეთში

  • აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პირველი ლედი ჯილ ბაიდენი ჰითროუს აეროპორტში G7 სამიტის შემდეგ
    © AFP / Brendan Smialowski

    აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პირველი ლედი ჯილ ბაიდენი ჰითროუს აეროპორტში G7 სამიტის შემდეგ

  • მამაკაცი ველოსიპედით მატარებლის მახლობლად, რომელიც ლიანდაგიდან გადავიდა, მექსიკა
    © AFP / Ulises Ruiz

    მამაკაცი ველოსიპედით მატარებლის მახლობლად, რომელიც ლიანდაგიდან გადავიდა, მექსიკა

  • Dallas Cowboy-ს ჩირლიდერები ავტოდრომ Texas Motor Speedway-ზე რბოლის დროს
    © REUTERS / Jerome Miron

    Dallas Cowboy-ს ჩირლიდერები ავტოდრომ Texas Motor Speedway-ზე რბოლის დროს

  • ბელარუსი გიმნაზისტი ანასტასია სალოსი ევროპის ჩემპიონატზე ბულგარეთში
    © REUTERS / Spasiyana Sergieva

    ბელარუსი გიმნაზისტი ანასტასია სალოსი ევროპის ჩემპიონატზე ბულგარეთში

  • ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის გახსნის ცერემონია რომში
    © AFP / Alberto Pizzoli

    ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის გახსნის ცერემონია რომში

  • საფრანგეთის ნაკრების გულშემატკივრები მიუნხენის სტადიონთან
    © REUTERS / Alexander Hassenstein

    საფრანგეთის ნაკრების გულშემატკივრები მიუნხენის სტადიონთან

  • მესაფლავეები კორონავირუსის მსხვერპლის დაკრძალვის შემდეგ ინდონეზიაში
    © REUTERS / Antara Foto / Raisan Al Farisi

    მესაფლავეები კორონავირუსის მსხვერპლის დაკრძალვის შემდეგ ინდონეზიაში

  • მაროკოს სამეფო შეიარაღებული ძალების წევრები აგადირის პორტში
    © AFP / Fadel Senna

    მაროკოს სამეფო შეიარაღებული ძალების წევრები აგადირის პორტში

  • ადგილობრივები ანგრევენ საკუთარ სახლებს მდინარე ტონლესაპზე მას შემდეგ, რაც კამბოჯის მთავრობამ ერთი კვირის განმავლობაში ქალაქის დატოვების ბრძანება გასცა
    © REUTERS / Cindy Liu

    ადგილობრივები ანგრევენ საკუთარ სახლებს მდინარე ტონლესაპზე მას შემდეგ, რაც კამბოჯის მთავრობამ ერთი კვირის განმავლობაში ქალაქის დატოვების ბრძანება გასცა

  • ეკოაქტივისტებმა სენტ-აივსის ქუჩაში საპროტესტო აქცია გამართეს G7 სამიტის მსვლელობისას
    © AFP / Daniel Leal-Olivas

    ეკოაქტივისტებმა სენტ-აივსის ქუჩაში საპროტესტო აქცია გამართეს G7 სამიტის მსვლელობისას