ქუაქანცალია

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 4 ივნისი

3218
(განახლებულია 09:44 04.06.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 4 ივნისია, პარასკევი. კლებადი მთვარე ვერძის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.

კარგი დღეა ურთიერთობებისთვის. ადვილია საერთო ენის გამონახვა ახალ ნაცნობებთან და მათთან დამეგობრება. შეიძლება მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, შეთანხმება ერთობლივ საქმიანობაზე. მზად უნდა ვიყოთ მოულოდნელობებისთვის, დაწყობილი გეგმები, დიდი ალბათობით, ხშირად შეიცვლება. ეს დღე განსაკუთრებით მოეწონებათ იმათ, ვისაც უყვარს იმპროვიზაცია, არ ეშინია გადაწყვეტილებების გზადაგზა მიღება და ითვალისწინებს ინტუიციის მინიშნებებს.

მამაკაცის „საოცნებო ქალი“ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ვერძი: კარგი დღეა მუშაობისთვის. შეძლებთ რთულ საქმეებთან გამკლავებას და თავის საუკეთესო მხრიდან წარმოდგენას. წარმატებები შეუმჩნეველი არ დარჩება და არ არის გამორიცხული, მალე საინტერესო წინადადებები მიიღოთ. ასტროლოგები გირჩევენ, ყურადღება მიაქციოთ დეტალებს. აჯობებს, თუ საღამოს იმ ადამიანებთან ერთად გაატარებთ, ვინც იზიარებს თქვენს შეხედულებებს.

კურო: ნაყოფიერი დღე გელოდებათ. განსაკუთრებულად შეუპოვარი ხართ და ამიტომ აღწევთ თქვენს მიზნებს, თუნდაც გარემოებები გიშლიდეთ ხელს. ბევრი თქვენგანი მიხვდება, როგორ უნდა გაიმარჯვოს ძველ მეტოქეებზე და დაიცვას თავი არაკეთილმოსურნეებისგან. საღამო შესაფერისი დროა იმისთვის, რომ ძველ მეგობრებს შეხვდეთ. შეიძლება კარგი იდეები გაჩნდეს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაისვენოთ ან გაერთოთ. იმედს არ გაგიცრუებთ რომანტიკული პაემანიც.

ტყუპი: მოულოდნელობებით სავსე დღეა. შესაძლებელია მოხდეს ისეთი მოვლენები, რომლებიც გეგმების შეცვლას ან რაღაც მოვლენაზე ახლებურად შეხედვას გაიძულებთ. საქმე ბევრი გექნებათ, მაგრამ მზად ხართ, ყველაზე რთულ ამოცანასაც შეეჭიდოთ. არ არის გამორიცხული უჩვეულო შეხვედრა და ნაცნობობა. ეს სიხარულს მოგანიჭებთ. ზოგიერთი შეიძლება მონატრებულ მეგობარს შეხვდეს. საინტერესო ურთიერთობები გელოდებათ.

კირჩხიბი: მევრი შესაძლებლობა გაგიჩნდებათ, მაგრამ საჭირო შედეგებს რომ მიაღწიოთ, მტკიცე მოქმედებაა საჭირო. დროს ფუჭად ნუ დაკარგავთ და ეჭვებს გასაქანს ნუ მისცემთ – ასე მალე მიაღწევთ სასურველს. მოსალოდნელია დაუგეგმავი მგზავრობა, შეხვედრები, რომლებიც ახალ პროფესიულ პერსპექტივებს გაგიხსნით. შესაძლებელია თანხის მიღება, მაგრამ მისი დახარჯვა არ იჩქაროთ – დღეს სურვილი გაქვთ, ფული დაუფიქრებლად გადაიხადოთ ყველაფერში, რაც თვალის ერთი გადავლებით მოგეწონებათ.

ლომი: შესანიშნავი, ხელსაყრელი და ნაყოფიერი დღე გელოდებათ. ხართ ყურადღებიანი, შემოქმედებითი იდეებით სავსე, რაც ბევრ კითხვაზე პასუხის სწრაფად მოძებნაში გეხმარებათ. კარგი დღეა სწავლისთვის. ახალი ცოდნა მიზნების მიღწევაში დიდ როლს შეასრულებს. შესაფერისი დროა საქმიანი მოლაპარაკებებისთვის, თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისთვის. ახალი თანამშრომლობა, შესაძლოა, მეგობრულ ურთიერთობებში გადაიზარდოს.

ქალწული: გელოდებათ სასიხარულო მოვლენები, უცაბედი ცვლილებები უკეთესობისკენ. მნიშვნელოვანია, რომ დრო უქმად არ დაკარგოთ და ხელიდან არ გაუშვათ ხელსაყრელი მომენტი მოქმედების დაწყებისთვის. ყური დაუგდეთ ინტუიციას – ის სწორ მინიშნებებს მოგცემთ. კარგად ჩაივლის საქმიანი მოლაპარაკებები, ხოლო მეგობრებთან შეხვედრა განწყობას აგიმაღლებთ.

სასწორი: მოულოდნელობებით სავსე დღეა და ეს მოულოდნელობები ხან სასიამოვნო იქნება და ხან არც ისე. ბევრი საქმე გექნებათ გასაკეთებელი. გეგმის მიხედვით ყოველთვის ვერ იმოქმედებთ. სერიოზულ შეცდომებს არ დაუშვებთ, მაგრამ მცირე ხარვეზები გამორიცხული არ არის. მოსალოდნელია თანხის მიღება, მომგებვიანი გარიგებების დადება. შეგიძლიათ სახლისთვის რამე სასარგებლო ნივთი იყიდოთ.

მორიელი: არის მცირე გაუგებრობებისა და რაღაც არასასიამოვნო შემთხვევების ალბათობა, მაგრამ ეს განწყობას ვერ გაგიფუჭებთ და ჩანაფიქრის განხორციელებაზე უარს ვერ გათქმევინებთ. კარგი დღეა საქმიანი მოლაპარაკებებისთვის, თანამშრომლობის პირობების განხილვისთვის. ზოგიერთი თქვენგანი მოულოდნელად საინტერესო წინადადებას მიიღებს. გადაწყვეტილების მიღებისას ინტუიციას მოუსმინეთ.

მშვილდოსანი: დღეს საკმაოდ წარმატებულად იწყება. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია საინტერესო შეხვედრები. ზოგიერთი თქვენგანი მიიღებს წინადადებას, რომელზეც დათანხმების სურვილი გაგიჩნდებათ. შესაძლებელია თანხის მიღება და მათ შორის, მოულოდნელი წყაროდან. დღის მეორე ნახევარი შესაფერისი დროა იმისთვის, რომ ადრე დაწყებული საქმეები დაამთავროთ. შესაძლებლობა გექნებათ, რომ რაღაც შეცდომები გამოასწოროთ.

თხის რქა: დღეს ადვილია სულიერი წონასწორობის დაკარგვა, ხშირად ნერვიულობთ სულ უბრალო საკითხების გამო. ეს საგრძნობი უფრო დღის პირველ ნახევარში იქნება. მაგრამ პოზიტიური ტენდენციების გავლენა თანდათანობით გაძლიერდება და ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება. დღის მეორე ნახევარი ახალ შესაძლებლობებს მოგცემთ. შესაძლოა, ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ.

მერწყული: დილა ურთიერთობებისთვის საუკეთესო დროა. შეგიძლიათ შეხვდეთ სრულიად განსხვავებულ ადამიანებს, შეძლებთ თითოეულთან საერთო ენის გამონახვას. მოგვიანებით უპრიანი იქნება ყურადღების გამახვილება რომელიმე მნიშვნელოვან საკითხზე. ძალისხმევის გამოჩენა მოგიწევთ დაწყებული საქმის დასამთავრებლად. შრომისთვის მზად ხართ. დღეს მიღებული გამოცდილება მომავალში არაერთხელ გამოგადგებათ.

თევზები: ცუდი დღე არ გელოდებათ. შეიძლება არც ისე ხელსაყრელი იყოს, მაგრამ, დიდი ალბათობით, ბევრი კარგი იდეა გაგიჩნდებათ, რომელთა რეალიზების შანსი მალე გაჩნდება. არ არის გამორიცხული, რომ სამუშაოსთან ან ბიზნესთან დაკავშირებით უჩვეულო წინადადება მიიღოთ. პასუხის გაცემა არ იჩქაროთ. ეცადეთ, კარგად გაერკვიოთ ვითარებაში, მიიღოთ მეტი ინფორმაცია. საღამოს კარგი იქნება დროის ოჯახთან ერთად გატარება.

3218
ყელის ტკივილი

როგორ დავიამოთ ყელის ტკივილი წამლების გარეშე: ექიმი მცდარ მეთოდებს ასახელებს

61
(განახლებულია 16:20 16.06.2021)
ირკვევა, რომ ყელის ტკივილის დაამების გავრცელებული მეთოდების დიდი ნაწილი მცარია და პირიქით, კიდევ მეტად აძლიერებს ტკივილს

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. გავრცელებული მოსაზრება, რომ თითქოს ცხელი ჩაი ყელის ტკივილს აამებს, მცდარია —  პირიქით, ამით ტკივილი კიდევ მეტად ძლიერდება, აცხადებს ტელეეთერების ხშირი სტუმარი, პოპულარული ექიმი მარინა მაკიშა.  

მისი თქმით, ყელის ტკივილისას ლიმონიანი ჩაის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 60-70 გრადუსს. წინააღმდეგ შემთხვევაში ყელს დამატებითი ტრავმები მიადგება. ამასთან უფრო მაღალ ტემპერატურაზე ლიმონი სასარგებლო თვისებებს, ანუ C ვიტამინს დაკარგავს.

გარდა ამისა, მაკიშას განმარტებით, ყელის ტკივილს ძალიან უხდება შტოშისა და მოცვის მორსი.

„შტოშიცა და მოცვიც შეიცავს ქლოროგენულ მჟავას, რომელსაც ბუნებრივი მცენარეული ანტიბიოტიკის თვისებები აქვს. მასში ბევრი ანტიოქსიდანტია, რაც ავადმყოფობის დროს კარგად აღადგენს ორგანიზმს“, — ამბობს სპეციალისტი.

მისი თქმით, მორსით ყელის გამოვლებაც შეიძლება.

კიდევ ერთი საშუალება, რომელსაც შესანიშნავი ეფექტი აქვს ყელის ტკივილისა და ზოგადად გაციების დროს, არის არა თაფლი — როგორც ეს ბევრს ჰქონია — არამედ ფუტკრის ჭეო (ყვავილის მტვერი, რომელსაც ფუტკარი აგროვებს და ფიჭის უჯრედებში ჩატკეპნის, ასხამს თაფლს და აკონსერვებს. ვიტამინებით ძალიან მდიდარ ჭეოს ორგანიზმი ძალიან ადვილად ითვისებს).

  • მკურნალობის მიზნით გაღეჭეთ ნახევარი ჩაის კოვზი ჭეო, შემდეგი 20-30 წუთის განმავლობაში კი არაფერი შეჭამოთ და არც დალიოთ.

ყელის ტკივილს აამებს ნიორიც — მასში შემავალი ალიცინის მეშვეობით, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო ბაქტერიციდული მოქმედება ახასიათებს. ამ სასარგებლო ნივთიერების მისაღებად საჭიროა, გაჭყლიტოთ ან ჩაღეჭოთ ნიორი და შემდეგ ცოტა ხნით გაიჩეროთ პირში — ლოყის არეში.

დაუშვებელია ნივრის კბილის ცხვირის ნესტოში მოთავსება (ესეც მცარი პრაქტიკაა), ვინაიდან ეს ლორწოვანა გარსს აზიანებს.

კიდევ ერთი შეცდომა ექიმის თქმით ისაა, რომ ყელის ტკივილის მოსახსნელად ადამიანები ხშირად სვამენ რძეს, რაც არასწორია, ვინაიდან რძე ამ შემთხვევაში ყელისთვის სასარგებლო არ არის მასში შემავალი შაქრის გამო. თუმცა ის ძალიან ეფექტურის სხვა დაავადებების შემთხვევაში.

61
თემები:
ექიმი გირჩევთ
ახალგაზრდა მამაკაცი ოფლს იმშრალებს

აძლიერებს ოფლის სუნს: ექიმი ასახელებს პროდუქტებს

72
(განახლებულია 20:10 16.06.2021)
ნუტრიციოლოგი და დიეტოლოგი ასახელებს იმ პროდუქტებს, რომელთა ერთი ნაწილი ოფლის სუნს ამძაფრებს, ხოლო მეორე, პირიქით, ოფლიანობასაც ასუსტებს და მის სუნსაც.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. არსებობს ისეთი პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობს ოფლიანობასა და ოფლის სუნის გაძლიერებას, ან მის შემცირებას, აცხადებს დიეტოლოგი და ნუტრიციოლოგი ევგენი არზამასცევი.

ექიმი უპირველესად ყურადღებას ამახვილებს ხორცპროდუქტებზე. მისი თქმით, სწორედ ხორცი უწყობს ხელს ჭარბ ოფლიანობას.

„ხორცი თავისთავად არის მძიმე პროდუქტი. თუ ადამიანი მას დიდი რაოდენობით მიირთმევს და მერე, ვთქვათ, სასეირნოდ წავა, ოფლის გამოყოფა გაუძლიერდება. ამასთან, ხორცის მიღების შემდეგ შეიძლება სისხლში აზოტოვანი ფუძეები წარმოიქმნას, რაც ოფლის სუნს აძლიერებს“, — ამბობს სპეციალისტი.

ნუტრიციოლოგი გირჩევთ, რომ ხორცეული კვირაში მაქსიმუმ ორჯერ მიირთვათ.

მეორე პროდუქტი, რომელიც ასევე ხდება ჭარბოფლიანობის მიზეზი — ეს ცხარე წიწაკაა, რომელიც მეტაბოლიზმის დამაჩქარებელ კაპსაცინს შეიცავს. ამასთან, წიწაკა ხელს უწყობს ტემპერატურის მატებას და, შესაბამისად, ოფლიანობას.

რაც შეეხება ოფლიანობის შემამცირებელ საკვებ პროდუქტებს, ეს ძირითადად მწვანილეულია — დაკეპილი კამა, პიტნა, ანისული და სხვა არომატული ბალახეული.

„პიტნა დამამშვიდებელი საშუალებაა, მაში შემავალი ეთერზეთები ნერვულ სისტემას ამშვიდებს. და რაც უფრო მშვიდია ის, მით ნაკლებ ოფლს გამოყოფს ორგანიზმი“, — განმარტა სპეციალისტმა.

ექიმის თქმით, თუ გსურთ, რომ ოფლს მძაფრი სუნი არ ჰქონდეს, ცხელ ამინდებში არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეაზავოთ კერძები კურკუმით. საქმე ისაა, რომ კურკუმა გოგირდს შეიცავს, რომელიც ოფლის სუნს აძლიერებს.

  • გარდა ამისა, ოფლის სუნს აძლიერებს კოფეინის შემცველი პროდუქტებიც – ყავა, შავი და მწვანე ჩაი. კოფეინის მოქმედება კაპსაცინისას ჰგავს, ამიტომ ექიმი ცხელ ამინდებში უბრალო წყლის სმას გირჩევთ.

რაც შეეხება ოფლიანობისა და მისი სუნის შესუსტებას, საამისოდ კარგია გოგრის თესლი. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს საკმაოდ მძიმე პროდუქტია, მისი დოზის გადაჭარბებას უკუშედეგის გამოწვევა შეუძლია. ექიმის თქმით, გოგრის თესლის ნორმა ერთ ჯერზე — მაქსიმუმ 20-30 გრამია.

72
თემები:
ექიმი გირჩევთ
რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები

პუტინისა და ბაიდენის ფართო ფორმატის შეხვედრა დასრულდა

0
ორი ფართო ფორმატის შეხვედრის ნაცვლად შედგა მხოლოდ ერთი, თუმცა თეთრმა სახლმა არც დაადასტურა და არც უარყო რუსეთი-აშშ-ის სამიტის დასრულება.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. ჟენევაში დასრულდა რუსეთისა და აშშ-ის ორმხრივი გაფართოებული შეხვედრა, იუწყება РИА Новости.

სააგენტოს მონაცემებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის და მისი ამერიკელი კოლეგის, ჯო ბაიდენის შეხვედრა დაახლოებით 3,5 საათს გაგრძელდა. შედგა თითო შეხვედრა ვიწრო და ფართო ფორმატში. წინასწარი ინფორმაციით, უნდა გამართულიყო ორი ფართო ფორმატის შეხვედრა.

ბაიდენმა უკვე დატოვა ლა გრანჟის ვილა, სადაც მოლაპარაკება მიმდინარეობდა. გამგზავრებისას მან ცერა თითი ასწია. თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენის პრესკონფერენცია თბილისის დროით 21:30 სთ-ზე გაიმართება.

წყარომ დელეგაციიდან „რია ნოვოსტის“ აცნობა, რომ პრეზიდენტების მოლაპარაკებამ „სავსებით წარმატებით“ ჩაიარა.

0