დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 3 ივნისი

© Pixabay / Erik_Karitsპეპელა
პეპელა - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 3 ივნისია, ხუთშაბათი. კლებადი მთვარე თევზების ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.

ცუდი დღე არ გველოდება, მაგრამ მშვიდიც არ ეთქმის. მოსალოდნელია მღელვრება, შფოთვა, თუმცა ეს დასახული მიზნების მიღწევაში ხელს არ შეგვიშლის. საჭირო შეიძლება გახდეს იმპროვიზირება, გზადაგზა ახალი რამის მოფიქრება. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია საინტერესო შეხვედრები, სასიამოვნო ნაცნობობა. არ არის გამორიცხული ახალი მეგობრობის ან სასიყვარულო ურთიერთობების დაწყება.

სიყვარულში იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნები – ვინ შეხვდება თავის მეორე ნახევარს ამ ზაფხულში>>

ვერძი: სასიამოვნო თანხვედრებისა და სიახლეების დღეა. თუ ამ ბოლო დროს ცხოვრებაში ცვლილებების შეტანაზე ფიქრობდით, ახლა სწორედ ამის დროა. მოსალოდნელია სასიამოვნო მოვლენები ოჯახში, კარგი ახალი ამბის გაგება ახლობელ ადამიანზე. არაა გამორიცხული დაუგეგმავი ხარჯები, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს საჩუქრის ყიდვას, გართობას, მგზავრობას.

ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2021
მამაკაცის „საოცნებო ქალი“ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

კურო: ის, რასაც დღეს გააკეთებთ,სასარგებლო იქნება არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ გარშემომყოფებისთვისაც. ისინი მადლიერი დაგრჩებიან ამისთვის. შეგიძლიათ ახალი საქმის დაწყება. სწრაფად სწავლობთ და ითვალისწინებთ არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვების შეცდომებსაც. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია თანხის მიღება. ზოგიერთი თქვენგანი ამ პერიოდში მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც შემოსავლების გაზრდის საშუალებას მოგცემთ.

ტყუპი: დილით ემოციური ფონი რამდენადმე დაძაბული იქნება, მაგრამ ეცადეთ არ ინერვიულოთ, უარი არ თქვათ დაგეგმილ საქმეებზე მხოლოდ იმის გამო, რომ ცუდ განწყობაზე ხართ. პოზიტიური ტენდენციების გავლენა მალე მოიმატებს და მიხვდებით, რომ მზად ხართ გმირული საქმიანობისთვის. საქმეებს შესანიშნავად გაართმევთ თავს. საღამოს სასიამოვნო შეხვედრები გელოდებათ. გაგახარებთ ურთიერთობები მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და საყვარელ ადამიანთან.

კირჩხიბი: ძალზე ხელსაყრელი დღეა იმ ადამიანებთან ურთიერთობებისთვის, ვისი მოსაზრებაც თქვენთვის მნიშვნელოვანია. არ გაგიჭირდებათ კარგი შთაბეჭდილების მოხდენა. თუ საუბარია საქმიან შეხვედრაზე, ამისთვის სათანადოდ უნდა მოემზადოთ, რომ უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩდეთ, თუ თანამოსაუბრე საქმესთან დაკავშირებით კონკრეტულ კითხვებს დაგისვამთ. შესაძლებელია თანხის მიღება, მათ შორის მოულოდნელი წყაროებიდან. შეგიძლიათ საყიდლებზე წახვიდეთ.

სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
როგორი სიყვარული იციან ზოდიაქოს ნიშნებმა

ლომი: ფრთხილად იყავით. არაა შესაფერისი დღე იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ნაჩქარევად მიიღოთ, ეცადოთ სწრაფად დამთავრება საქმეებისა, რომლებსაც დიდი დრო მოანდომეთ. ეცადეთ ყურადღება მიაქციოთ წვრილმანებს. ის, რაც ახლა უმნიშვნელოდ გეჩვენებათ, მოგვიანებით თქვენს გეგმებზე გავლენას მოახდენს. პოზიტიური ტენდენციების გავლენა იგრძნობა ურთიერთობებზე, მათ შორის რომანტიკულზე. დიდ სიხარულს მოგიტანთ საყვარელ ადამიანთან შეხვედრა.

ქალწული: დღის დასაწყისი კარგი დროა ურთიერთობებისთვის, შეხვედრებისთვის არაფორმალურ გარემოში. შეგიძლიათ მშვიდად საუბარი, უთანხმოებებისა და ურთიერთპრეტენზიების გარკვევა და აღმოფხვრა. მოგვიანებით ძველ გეგმებთან დაბრუნების, ადრე დაწყებული საქმეების დამთავრებისთვის შესაფერისი დრო დადგება. არ არის გამორიცხული მცირე სირთულეები, მაგრამ მათ შესანიშნავად გაუმკლავდებით. კარგი დღეა რამის ყიდვისა და გარიგებების დადებისთვის.

სასწორი: დღე მსუბუქად და საინტერესოდ დაიწყება. შესაძლებელია წარმატებების მიღწევა, თუ სწრაფად იმოქმედებთ და მხოლოდ საკუთარი ძალების იმედი გექნებათ. შეთანხმება დიდი ხნის პარტნიორებთანაც კი შეიძლება გაგიჭირდეთ, უთანხმოება ხანდახან სრულიად უმნიშვნელო საკითხზეც კი გაჩნდეს. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ მიხედოთ იმ საქმეებს, რომლებზეც დიდი ხანია მუშაობთ. უყურადღებოდ არ დატოვებთ გარშემომყოფებს, რომლებსაც თქვენი დახმარება სჭირდება.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2018
სიტყვები, რომლებსაც ზოდიაქოს ნიშნების განრისხება შეუძლია

მორიელი: კარგი დღეა საქმეებზე და სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ. შეიძლება მიიღოთ სასარგებლო რჩევები ან ინფორმაცია, რომელიც მალე გამოგადგებათ. ბევრი თქვენგანი შეძლებს საერთო ენის გამონახვას სრულიად განსხვავებულ ადამიანებთან. არ არის გამორიცხული, რომ დაიწყოს ახალი პროფესიული ან მეგობრული ურთიერთობები. საღამო მშვიდად და სასიამოვნოდ ჩაივლის. სანერვიულო არაფერი გექნებათ და შეძლებთ ენერგიის აღდგენას.

მშვილდოსანი: ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის, ადამიანების გაცნობისთვის, მათთან შეხვედრისთვის. კონტაქტებს შესანიშნავად ამყარებთ სრულიად განსხვავებულ ადამიანებთან. შესაძლებელია სამუშაო საკითხების გადაჭრა, რომლებზეც ბევრს ფიქრობდით ბოლო დროს. ზოგიერთი თქვენგანი ძველი მოწინააღმდეგეების „განიარაღებას“ შეძლებს, ზოგიერთი კი მოიფიქრებს, როგორ „გადმოიბიროს“ თავის მხარეს გავლენიანი ადამიანები. არ არის გამორიცხული, რომ საქმიანი ურთიერთობები მეგობრულ ან რომანტიკულ კავშირში გადაიზარდოს.

თხის რქა: ხელსაყრელი დღეა სერიოზული მუშაობისთვის, მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისთვის. ბევრი თქვენგანი ზრუნავს გარშემომყოფებზე და თავის საქმეებთან ერთად მათაც დაეხმარება საქმიანობაში. შესაძლებლობა გექნებათ, რომ გამოასწოროთ ძველი შეცდომები. კარგი დღეა ოჯახისთვის სასარგებლო ნივთების შეძენისთვის, ახლობლებისთვის საჩუქრების ყიდვისთვის. არ გაუშვათ შანსი, რომ გაახაროთ თქვენთვის ძვირფასი ადამიანები.

თანავარსკვლავედი - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2017
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებთანაც „ეშმაკიც კი ფეხს მოიტეხს"

მერწყული: კარგი დღეა იმისთვის, რომ გამოიჩინოთ ინიციატივა, გაუზიაროთ სხვებს თქვენი იდეები. ბევრი თქვენგანი იპოვის თანამოაზრეს, მოკავშირეს. შესაძლებელია ახალი საქმეების დაწყება. ფინანსურ საკითხებს რაც შეეხება, აქ აჩქარება არ ივარგებს. დღეს რამდენადმე „ქარაფშუტობას“ ავლენთ ფულთან დაკავშირებით, შეიძლება თანხა სრულიად უსარგებლო რამეებზე დახარჯოთ. თუ დაგეგმილი გაქვთ რამის ყიდვა, ეს სხვაა, მაგრამ სპონტანურად ნივთების შეძენას მოერიდეთ.

თევზები: ცუდი დღე ნამდვილად არ გელოდებათ. გეძლევათ შანსი, რომ დაამთავროთ ის საქმეები, რომლებსაც დიდი დრო და ძალა მოანდომეთ, გადაჭრათ მნიშვნელოვანი საკითხები. ზოგიერთმა თქვენგანმა შეიძლება საინტერესო წინადადება მიიღოს. საქმეებს, დიდი ალბათობით, იოლად ვერ გაუმკლავდებით, მაგრამ სიმტკიცისა და ნებისყოფის წყალობით ყველაფერს შეძლებთ. შეგიძლიათ როგორც დამოუკიდებლად, ისე გუნდში მუშაობა. ერთადერთი, რაც უნდა გახსოვდეთ, ისაა, რომ ერთმანეთში არ აურიოთ საქმიანი და პირადი ურთიერთობები.

ყველა ახალი ამბავი
0