დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 2 ივნისი

© Pixabay / Ben_Kerckx ჰალერბოსის ტყე
ჰალერბოსის ტყე - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 2 ივნისია, ოთხშაბათი. კლებადი მთვარე თევზების ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.

დღის დასაწყისი საკმაოდ რთული იქნება მგრძნობიარე ადამიანებისთვის. მოსალოდნელია არაერთმნიშვნელოვანი მოვლენები და ვინც ყველაფერს მუქ ფერებში ხედავს, განცდების საბაბს ადვილად მოძებნის. აუცილებელია, რომ არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები – ცოტა ხანს დაიცადეთ. როცა დამშვიდდებით, ცხადი გახდება, რა უნდა გააკეთოთ. დღის მეორე ნახევარში უთანხმოებები შეიძლება გაჩნდეს. ეცადეთ, საქმე კონფლიქტამდე არ მიიყვანოთ და კონსტრუქციულად იმსჯელოთ საკამათო საკითხებზე.

სიყვარულში იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნები – ვინ შეხვდება თავის მეორე ნახევარს ამ ზაფხულში>>

ვერძი: ხელსაყრელი დღეა მუშაობისა და სწავლისთვის. პრიორიტეტებს სწრაფად განსაზღვრავთ და დროს უქმად არ დაკარგავთ. ბევრ თქვენგანს ახლობლები დაეხმარებიან. მადლობის თქმა არ დაგავიწყდეთ – ეს თქვენს ურთიერთობებს წაადგება. მოსალოდნელია თანხის მიღება, მაგრამ მისი დახარჯვა არ იჩქაროთ. საღამო კარგი დროა ნათესავებთან შესახვედრად, საოჯახო საკითხების განსახილველად.

ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2021
მამაკაცის „საოცნებო ქალი“ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

კურო: ხართ მტკიცე და შეუპოვარი, თქვენი დამარცხება არავის შეუძლია. თუ მოისურვებთ, ნებისმიერ მწვერვალს დაიპყრობთ. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები – სწორედ რომ დროა, თანამოაზრეთა გუნდი შეკრიბოთ, რომლებთან ერთადაც უახლოეს პერიოდში რთულ ამოცანებს გადაჭრით და შესანიშნავ წარმატებებს მიაღწევთ. იმოქმედეთ გონივრულად. გაითვალისწინეთ: ყველაფერი, რაც თავში მოგივათ, დაუყოვნებლივ განსახორციელებელი არაა.

ტყუპი: მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები, მოვლენები, რომლებმაც უკეთესობისკენ ცვლილებებს შეიძლება დაუდოს სათავე. მოქმედება დროულად უნდა დაიწყოთ და დრო დიდხანს ფქრზე არ დახარჯოთ. შესაძლებელია წარმატებების მიღწევა სამუშაოსა და სწავლაში, გაუმკლავდებით რთულ ამოცანებს. ეს თქვენი მხრიდან შეუპოვრობას მოითხოვს. ვარსკვლავები ყველაზე მიზანსწრაფულებს დაეხმარებიან.

კირჩხიბი: დღეს განსაკუთრებულად მტკიცე და შეუპოვარი ხართ. კარგი დროა ექსპერიმენტებისთვის, რამე ახლის მოსინჯვისთვის. ასე რომელიმე მნიშვნელოვანი მიზნისკენ ყველაზე მოკლე და მარტივი გზის მოძებნას შეძლებთ. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, რომელიც ძალიან წაგადგებათ. ბევრ რამეს ისწავლით დღეს გაცნობილი ადამიანებისგან. არ არის გამორიცხული რაღაც მოვლენები, რომელთა წყალობით რთულ ფინანსურ საკითხს გადაწყვეტთ.

სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
როგორი სიყვარული იციან ზოდიაქოს ნიშნებმა

ლომი: არცთუ მარტივი, მაგრამ ნაყოფიერი დღე გელოდებათ. გზაზე შესაძლოა წინაღობები გაჩნდეს, მაგრამ მათ გადასალახავად აუცილებლად გამონახავთ გზებს და მიაღწევთ მიზანს. მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი გამოცდილებითა და ჯანსაღი აზრით იხელმძღვანელოთ. სხვების რჩევები ნაკლებად დაგეხმარებათ. ჰარმონიულად განვითარდება პირადი ურთიერთობები. კარგი დღეა თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან შესახვედრად და მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ.

ქალწული: მარტივი არა, მაგრამ ძალიან საინტერესო დღე გელოდებათ. ბევრი თქვენგანი მიიღებს გამოცდილებას, რომელიც მომავალში აუცილებლად გამოადგება. შეიძლება ისეთი ვითარებები შეიქმნას, როდესაც საჭირო იქნება გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივ მიღება. ფიქრისთვის ხშირად დიდი დრო გექნებათ. ამ შემთხვევაში ინტუიციას უნდა ენდოთ და მისი კარნახის შესაბამისად იმოქმედოთ. გამოიყენეთ იღბლიანი თანხვედრები და გარემოებები თქვენი მიზნების მისაღწევად.

სასწორი: საკმაოდ მშფოთვარე დღე გელოდებათ, მაგრამ ცუდი – არა. კარგი დროა ურთიერთობებისთვის. საერთო ენის გამონახვა შეგიძლიათ სრულიად განსხვავებულ ადამიანებთან. გექნებათ შანსი, რომ შეურიგდეთ განაწყენებულ ახლობელს. შეგიძლიათ ახალი მოკავშირეები მოძებნოთ. არ არის გამორიცხული, რომ საერთო საქმის წყალობით ახალი მეგობარი შეიძინოთ ან რომანტიკულ ისტორიას დაედოს სათავე.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2018
სიტყვები, რომლებსაც ზოდიაქოს ნიშნების განრისხება შეუძლია

მორიელი: ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის, ახალი მოკავშირეებისა და მეგობრების მოძებნისთვის. არ არის გამორიცხული, რომ სამუშაოსთან დაკავშირებით კარგი სიახლე გაიგოთ, მიიღოთ საქმიანი წინადადება. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმე. საღამო კარგი დროა რომანტიკული პაემნისთვის. ის ახალი შთაბეჭდილებებით აგავსებთ. შეხვედრა შეიძლება ძალზე უჩვეულო და დასამახსოვრებელი იყოს.

მშვილდოსანი: დღის დასაწყისი საკმაოდ ხელსაყრელი იქნება. კარგი დროა ახალი საქმის დასაწყებად. ყველაფერი კარგად გამოგივათ, მალე გაერკვევით რთულ საკითხებშიც კი და სერიოზულ შეცდომებს არ დაუშვებთ. ასევე კარგი დროა დღის მეორე ნახევარიც, მაგრამ – ნაკლებად ნაყოფიერი. გექნებათ საშუალება, რომ დაისვენოთ და ძალები აღიდგინოთ, შეხვდეთ სასიამოვნო ადამიანებს. ზოგიერთმა  თქვენგანმა, შესაძლოა, ძველი ჰობიც გაიხსენოს.

თხის რქა: კარგი, მაგრამ საკმაოდ დაძაბული დღე გელოდებათ. არასტაბილურია ემოციური ფორნი, განწყობა ხშირად გეცვლებათ, ზოგიერთ თქვენგანს საქმეებზე ყურადღების გამახვილება გაუჭირდება. მოსალოდნელია მცირე გაუგებრობები, უთანხმოებები გარშემომყოფებთან. ეცადეთ არ ინერვიულოთ. თუ გააკონტროლებთ თავს, მაში სიტუაციას სწრაფად შეცვლით უკეთესობისკენ. კარგი დღეა სწავლისთვის, ინფორმაციის შეგროვებისთვის.

ქალები სიცილის დროს - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
ყველაზე კარგი სიდედრები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, ანუ სიძეების საუკეთესო „ადვოკატები“

მერწყული: დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელი დროა ურთიერთობებისთვის. საერთო ენა შეიძლება გამონახოთ თქვენგან სრულიად განსხვავებულ ადამიანებთანაც კი. არის ალბათობა, რომ საინტერესო წინადადება მიიღოთ. სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ინტუიცია დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში ბევრი საინტერესო რამ გელოდებათ. შესაძლებელია კარგი სიახლეების გაგება, ძველ ნაცნობებთან შეხვედრა. გაქვთ შანსი, აღადგინოთ კავშირი, რომელიც თქვენთვის ერთ დროს ძალიან ძვირფასი იყო.

თევზები: დღის დასაწყისი მშფოთვარე, მაგრამ ნაყოფიერი იქნება. შეიძლება ერთდროულად რამდენიმე საქმის გაკეთება მოგიწიოთ. რთული იქნება, რომ არაფერი დაგავიწყდეთ და ერთმანეთში არ აურიოთ, მაგრამ ამ ყველაფერს, დიდი ალბათობით, შესანიშნავად გაართმევთ თავს. დაძაბულ მომენტებში ფანტაზიის უნარი დაგეხმარებათ – შეძლებთ ვითარებას სხვა კუთხიდან შეხედოთ და თვალნათლივ დაინახოთ, რა უნდა გააკეთოთ. დღის მეორე ნახევარში უნდა მოწყდეთ საქმეებს და დაისვენოთ.

ყველა ახალი ამბავი
0