ქალი

მამაკაცის „საოცნებო ქალი“ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

2126
(განახლებულია 10:45 01.06.2021)
ასტროლოგები ამბობენ, რომ ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნის წარმომადგენელ მამაკაცებს ქალის თავიანთი იდეალური განსახიერება, სახე გააჩნიათ. თუ გეცოდინებათ, როგორ ქალებს ანიჭებენ უპირატესობას ზოდიაქოს კონკრეტული ნიშნის მამაკაცი, მათი გულის დაპყრობა უფრო იოლი იქნება.

როგორი ქალები მოსწონთ ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენელ მამაკაცებს? ამის შესახებ ასტროლოგები გვიამბობენ.

როგორი სიყვარული იციან ზოდიაქოს ნიშნებმა>>

ვერძი: ვერძებს აქტიური და მიზანსწრაფული ქალები მოსწონთ. სავარაუდოდ, მოკრძალებულ და მორცხვ ქალს ისინი ყურადღებას არ მიაქცევენ. მათი საოცნებო ქალი მუდამ კარგად უნდა გამოიყურებოდეს, იყოს კარგ ხასიათზე და თავისი მიზნისკენ ისწრაფვოდეს; უნდა ასხივებდეს პოზიტივსა და ენერგიას.

კურო: კუროებს ჭკვიანი და რაციონალური ქალების ხიბლავთ, ხოლო ქარაფშუტობასა და სისულელეს ვერ იტანენ. მათ გვერდით სურთ იხილონ აქტიური ქალი, რომელიც თავს გამოავლენს როგორც კარგი დიასახლისი და როგორც ერთგული თანამოაზრე. კუროებს ქალში საიმედოობა, გონება და გამბედაობა უყვართ.

ტყუპი: ტყუპებს თვითონ უყვართ ქალების დაპყრობა და მათი „ამოხსნა“, ქალებში მათთვის მნიშვნელოვანია იდუმალება და ბოლომდე უთქმელობა. მათზე ძალიან მოქმედებს და სტიმულის ფუნქციას ასრულებს, როდესაც ბოლომდე დარწმუნებული არ არიან, უყვარს ქალს ის თუ არა. მოსწონთ ქალები, რომლებიც მათ ფიქრისა და ფანტაზიის შესაძლებლობას აძლევენ.

კირჩხიბი: კირჩხიბებს ნებისყოფის მქონე და ლიდერი ქალები იტაცებთ, რომლებიც მათ პრობლემების გადაჭრაში დაეხმარებიან. აფასებენ ქალების სილამაზეს, სულიერ სამყაროს და ასევე ოჯახის გაძღოლის უნარს. კირჩხიბები აღფრთოვანებული იქნებიან იმ ქალით, რომელიც მათ ცხოვრებაში მიმართულებას უჩვენებს და საჭირო რჩევებს მისცემს.

ლომი: ლომებს ისეთი ქალები მოსწონთ, რომლებიც სხვა ადამიანებისგან, მასისგან რაღაცით გამოირჩევიან. გარეგნულ მხარეს ისინი, როგორც წესი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებენ. მათთვის ბევრად მნიშვნელოვანია პიროვნება და ის, თუ როგორ წარმოადგენს ქალი საკუთარ თავს.

ქალწული: ქალწულებს კარიერისტი ქალები მოსწონთ. რომანტიკული და მგრძნობიარე ნატურები მათ გულთან ახლოს ვერ მიდიან. ქალში ისინი აფასებენ საქმიან ტონს, ამბიციურობასა და ნებისყოფას, თავიანთ გვერდით პრაქტიკული ქალის დანახვა სურთ, რომელსაც საზოგადოებაში ავტორიტეტი ექნება.

სასწორი: სასწორებს კომუნიკაბელური ქალები მოსწონთ. მათთვის ამასთან დაკავშირებით ძალზე მნიშვნელოვანია ახლობლების მოსაზრება, სასწორის ოცნების ქალი მათ უნდა მოეწონოთ. გარდა ამისა, სასწორების იდეალურ ქალს უნდა ჰქონდეს შესანიშნავი გარეგნობა, უნდა იყოს ჭკვიანი, განათლებული და გააჩნდეს მრავალფეროვანი ინტერესები.

მორიელი: მორიელები ირჩევენ დახვეწილ, ჭკვიან და ძლიერ ქალებს. მათ ლიდერი ქალები ხიბლავთ, თუმცა ურთიერთობებში მათი ლიდერის თვისებების დათრგუნვას ცდილობენ. მორიელებს უყვართ გულწრფელობა და მრავალფეროვნება. იდეალურმა ქალმა უნდა შეძლოს, რომ მორიელმა არასდროს მოიწყინოს.

მშვილდოსანი: მშვილდოსნებს კარგად მოვლილი და ლამაზი ქალები უყვართ. აუცილებელია არაა, ქალი ჭკვვიანი იყოს. ისინი ხომ ვერ იტანენ, როცა ჭკუას არიგებენ და ეუბნებიან, რა უნდა გააკეთონ. მშვილდოსნები სუსტი სქესის წარმომადგენლებში აფასებენ ერთგულებას, მსუბუქ ხასიათსა და ბავშვურ უშუალობას.

თხის რქა: თხის რქებს გვერდით ძლიერი ხასიათის ქალის დანახვა სურთ. კარგია, თუ მას უკვე მაღალი სოციალური სტატუსი აქვს, მაგრამ თუ ჯერჯერობით მხოლოდ აქეთ ისწრაფვის, ამასაც არაუშავს. თხის რქებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქალმა იცოდეს საზოგადოებაში თავის დაჭერა, იყოს ჭკვიანი, გონიერი, პრაქტიკული, რაციონალური და თავდაჯერებული.

მერწყული: მერწყულები ოცნებობენ ისეთ ქალზე, რომელიც მათ ყველა შეხედულებასა და ინტერესს გაიზიარებს. მაგრამ ასეთის პოვნა ძალიან ძნელია. ყველა ქალი არ გაჰყვება მათ ჯომოლუნგმის დასაპყრობად, ან არ შეეგუება იმას, რომ თავისი რჩეული დღე და ღამ სახლში არ არის. მერწყულები აფასებენ მათ მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებას, ქალურობასა და აქტიურობას.

თევზები: თევზები მშვიდ და რომანტიკულ ქალებს ირჩევენ. მათი ოცნების ქალი ლამაზი, მგრძნობიარე, მიმნდობია და სახლში ფუსფუსი უყვარს. მან აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს თევზების აზრი და ყველაფერში ენდოს. თევზებს მიიზიდავს ისეთი ქალი, რომელიც მისით მუდამ აღფრთოვანებული იქნება და მათთვის ქათინაურებს არ დაიშურებს.

2126
ყელის ტკივილი

როგორ დავიამოთ ყელის ტკივილი წამლების გარეშე: ექიმი მცდარ მეთოდებს ასახელებს

64
(განახლებულია 16:20 16.06.2021)
ირკვევა, რომ ყელის ტკივილის დაამების გავრცელებული მეთოდების დიდი ნაწილი მცარია და პირიქით, კიდევ მეტად აძლიერებს ტკივილს

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. გავრცელებული მოსაზრება, რომ თითქოს ცხელი ჩაი ყელის ტკივილს აამებს, მცდარია —  პირიქით, ამით ტკივილი კიდევ მეტად ძლიერდება, აცხადებს ტელეეთერების ხშირი სტუმარი, პოპულარული ექიმი მარინა მაკიშა.  

მისი თქმით, ყელის ტკივილისას ლიმონიანი ჩაის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 60-70 გრადუსს. წინააღმდეგ შემთხვევაში ყელს დამატებითი ტრავმები მიადგება. ამასთან უფრო მაღალ ტემპერატურაზე ლიმონი სასარგებლო თვისებებს, ანუ C ვიტამინს დაკარგავს.

გარდა ამისა, მაკიშას განმარტებით, ყელის ტკივილს ძალიან უხდება შტოშისა და მოცვის მორსი.

„შტოშიცა და მოცვიც შეიცავს ქლოროგენულ მჟავას, რომელსაც ბუნებრივი მცენარეული ანტიბიოტიკის თვისებები აქვს. მასში ბევრი ანტიოქსიდანტია, რაც ავადმყოფობის დროს კარგად აღადგენს ორგანიზმს“, — ამბობს სპეციალისტი.

მისი თქმით, მორსით ყელის გამოვლებაც შეიძლება.

კიდევ ერთი საშუალება, რომელსაც შესანიშნავი ეფექტი აქვს ყელის ტკივილისა და ზოგადად გაციების დროს, არის არა თაფლი — როგორც ეს ბევრს ჰქონია — არამედ ფუტკრის ჭეო (ყვავილის მტვერი, რომელსაც ფუტკარი აგროვებს და ფიჭის უჯრედებში ჩატკეპნის, ასხამს თაფლს და აკონსერვებს. ვიტამინებით ძალიან მდიდარ ჭეოს ორგანიზმი ძალიან ადვილად ითვისებს).

  • მკურნალობის მიზნით გაღეჭეთ ნახევარი ჩაის კოვზი ჭეო, შემდეგი 20-30 წუთის განმავლობაში კი არაფერი შეჭამოთ და არც დალიოთ.

ყელის ტკივილს აამებს ნიორიც — მასში შემავალი ალიცინის მეშვეობით, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო ბაქტერიციდული მოქმედება ახასიათებს. ამ სასარგებლო ნივთიერების მისაღებად საჭიროა, გაჭყლიტოთ ან ჩაღეჭოთ ნიორი და შემდეგ ცოტა ხნით გაიჩეროთ პირში — ლოყის არეში.

დაუშვებელია ნივრის კბილის ცხვირის ნესტოში მოთავსება (ესეც მცარი პრაქტიკაა), ვინაიდან ეს ლორწოვანა გარსს აზიანებს.

კიდევ ერთი შეცდომა ექიმის თქმით ისაა, რომ ყელის ტკივილის მოსახსნელად ადამიანები ხშირად სვამენ რძეს, რაც არასწორია, ვინაიდან რძე ამ შემთხვევაში ყელისთვის სასარგებლო არ არის მასში შემავალი შაქრის გამო. თუმცა ის ძალიან ეფექტურის სხვა დაავადებების შემთხვევაში.

64
თემები:
ექიმი გირჩევთ
ახალგაზრდა მამაკაცი ოფლს იმშრალებს

აძლიერებს ოფლის სუნს: ექიმი ასახელებს პროდუქტებს

73
(განახლებულია 20:10 16.06.2021)
ნუტრიციოლოგი და დიეტოლოგი ასახელებს იმ პროდუქტებს, რომელთა ერთი ნაწილი ოფლის სუნს ამძაფრებს, ხოლო მეორე, პირიქით, ოფლიანობასაც ასუსტებს და მის სუნსაც.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. არსებობს ისეთი პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობს ოფლიანობასა და ოფლის სუნის გაძლიერებას, ან მის შემცირებას, აცხადებს დიეტოლოგი და ნუტრიციოლოგი ევგენი არზამასცევი.

ექიმი უპირველესად ყურადღებას ამახვილებს ხორცპროდუქტებზე. მისი თქმით, სწორედ ხორცი უწყობს ხელს ჭარბ ოფლიანობას.

„ხორცი თავისთავად არის მძიმე პროდუქტი. თუ ადამიანი მას დიდი რაოდენობით მიირთმევს და მერე, ვთქვათ, სასეირნოდ წავა, ოფლის გამოყოფა გაუძლიერდება. ამასთან, ხორცის მიღების შემდეგ შეიძლება სისხლში აზოტოვანი ფუძეები წარმოიქმნას, რაც ოფლის სუნს აძლიერებს“, — ამბობს სპეციალისტი.

ნუტრიციოლოგი გირჩევთ, რომ ხორცეული კვირაში მაქსიმუმ ორჯერ მიირთვათ.

მეორე პროდუქტი, რომელიც ასევე ხდება ჭარბოფლიანობის მიზეზი — ეს ცხარე წიწაკაა, რომელიც მეტაბოლიზმის დამაჩქარებელ კაპსაცინს შეიცავს. ამასთან, წიწაკა ხელს უწყობს ტემპერატურის მატებას და, შესაბამისად, ოფლიანობას.

რაც შეეხება ოფლიანობის შემამცირებელ საკვებ პროდუქტებს, ეს ძირითადად მწვანილეულია — დაკეპილი კამა, პიტნა, ანისული და სხვა არომატული ბალახეული.

„პიტნა დამამშვიდებელი საშუალებაა, მაში შემავალი ეთერზეთები ნერვულ სისტემას ამშვიდებს. და რაც უფრო მშვიდია ის, მით ნაკლებ ოფლს გამოყოფს ორგანიზმი“, — განმარტა სპეციალისტმა.

ექიმის თქმით, თუ გსურთ, რომ ოფლს მძაფრი სუნი არ ჰქონდეს, ცხელ ამინდებში არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეაზავოთ კერძები კურკუმით. საქმე ისაა, რომ კურკუმა გოგირდს შეიცავს, რომელიც ოფლის სუნს აძლიერებს.

  • გარდა ამისა, ოფლის სუნს აძლიერებს კოფეინის შემცველი პროდუქტებიც – ყავა, შავი და მწვანე ჩაი. კოფეინის მოქმედება კაპსაცინისას ჰგავს, ამიტომ ექიმი ცხელ ამინდებში უბრალო წყლის სმას გირჩევთ.

რაც შეეხება ოფლიანობისა და მისი სუნის შესუსტებას, საამისოდ კარგია გოგრის თესლი. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს საკმაოდ მძიმე პროდუქტია, მისი დოზის გადაჭარბებას უკუშედეგის გამოწვევა შეუძლია. ექიმის თქმით, გოგრის თესლის ნორმა ერთ ჯერზე — მაქსიმუმ 20-30 გრამია.

73
თემები:
ექიმი გირჩევთ
ვლადიმირ პუტინი

„არ იყო არავითარი მტრული გარემო“ - პუტინმა ბაიდენთან შეხვედრა შეაფასა

0
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შეხვედრა ჟენევაში სამ საათ-ნახევარი გაგრძელდა.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგა ჯო ბაიდენთან შეხვედრა შეაფასა.

„არ იყო არავითარი მტრული გარემო, შეხვედრამ პრინციპული დღის წესრიგით ჩაიარა. ბევრ პოზიციაზე ჩვენი შეფასებები ერთმანეთს ემიჯნება. მაგრამ, ჩემი აზრით, ორივე მხარემ გამოამჟღავნა სურვილი, გაუგოს ერთმანეთს და მოძებნოს გზები პოზიციების დასაახლოებლად. საუბარი მეტად კონსტრუქციული იყო“, - აღნიშნა პუტინმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან ის თემებიც დაასახელა, რომლებიც სამიტზე იხილებოდა.

„თემები დაახლოებით ალბათ ყველასთვის ცნობილია - სტრატეგიული სტაბილურობა, კიბერუსაფრთხოება, რეგიონული კონფლიქტები, სავაჭრო ურთიერთობები, ასევე ვისაუბრეთ არქტიკაში თანამშრომლობაზე - ესაა მიახლოებითი ჩამონათვალი“, - აღნიშნა პუტინმა.

პრეზიდენტების შეხვედრა ჟენევაში სამ საათ-ნახევარი გაგრძელდა. შედგა ერთი ვიწრო ფორმატის და ერთიც ფართო ფორმატის შეხვედრა. წინასწარი ინფორმაციით, უნდა გამართულიყო გაფართოებული ფორმატის ორი შეხვედრა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენის პრესკონფერენცია თბილისის დროით 21:30 სთ-ზე გაიმართება.

წყარომ დელეგაციიდან „რია ნოვოსტის“ აცნობა, რომ პრეზიდენტების მოლაპარაკებამ „სავსებით წარმატებით“ ჩაიარა.

0