დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 29 მაისი

© photo: Pixabay / jackmac34ბასკური პეიზაჟი
ბასკური პეიზაჟი - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 29 მაისია, შაბათი. კლებადი მთვარე თხის რქის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.

დღის პირველი ნახევარი ბევრად ხელსაყრელია, ვიდრე მეორე, ამიტომ აჯობებს, თუ საქმეებს არ გადადებთ. მოგვიანებით პოზიტიური ტენდენციების გავლენა შემცირდება. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი გახდება საქმიან სფეროში. დასვენებისა და ახლობლებთან ურთიერთობებისთვის კი შესანიშნავი დროა.

როგორი სიყვარული იციან ზოდიაქოს ნიშნებმა>>

ვერძი: კარგი დღე გელოდებათ, შესანიშნავად გაუმკლავდებით ბევრ საქმეს, წარმატებას მიაღწევთ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. შეგიძლიათ რამე ახალი საქმის, ასევე სწავლის დაწყება. არის დიდი ალბათობა იმისა, რომ გაიცნოთ ადამიანები, რომლებთანაც მოგვიანებით კარგი მეგობრული კავშირი შეიძლება ჩამოყალიბდეს. ბევრზე მოახდენთ შესანიშნავ შთაბეჭდილებას.

სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2021
სიყვარულში იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნები – ვინ შეხვდება თავის მეორე ნახევარს ამ ზაფხულში

კურო: გიჭირთ საკუთარ საქმეებზე ყურადღების კონცენტრირება, დაწყებულის დამთავრება. პირველ რიგში, ირგვლივ ბევრი საინტერესო რამ ხდება და მეორეც, ხშირად მოგმართავენ ადამიანები დახმარების თხოვნით. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია გაუგებრობები, კამათი. მაგრამ შემდეგ სასიამოვნო მოვლენების დრო დადგება. კარგი პერიოდია ურთიერთობებისთვის, საღამოს შეგიძლიათ რომანტიკული პაემანი დანიშნოთ.

ტყუპი: დასახულ მიზნებს რომ მიაღწიოთ, დიდი ჯაფა დაგაგდგებათ. გაითვალისწინეთ, რომ მნიშვნელოვან კითხვებზე სწორი პასუხები ყოველთვის ზედაპირზე არ დევს და ხანდახან მათ საპოვნელად დროა საჭირო. წარმატებას ის მიაღწევს, ვინც პირველივე დაბრკოლებაზე უკან არ დაიხევს. შესაფერისი დროა მეგობრული შეხვედრებისთვის. არ არის გამორიცხული, რომ რაღაც ახალი ჰობი გაგიჩნდეთ.

კირჩხიბი: დღის დასაწყისი ხელსაყრელია და ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრა შეგიძლიათ. რთული საქმეების დამთავრებით თავს ბევრად მტკიცედ და თავისუფლად იგრძნობთ. გაჩნდება გარკვეული სიცხადე სამომავლო გეგმებში. დღის მეორე ნახევარი არცთუ ხელსაყრელია. ემოციური ფონი უფრო დაძაბული იქნება, გაგიჭირდებათ საკუთარ გრძნობებში გარკვევა. შესაძლოა, ახლობლებმაც ვერ გაგიგონ, მაგრამ შეძლებთ კონფლიქტისთვის თავის არიდებას.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2018
რომელია თქვენთვის ხელსაყრელი თვე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ლომი: ეს დღე უფრო დასვენებისთვისაა განკუთვნილი, ვიდრე რამე სერიოზული საქმეებისთვის. გიჭირთ ყურადღების მობილიზება, რის გამოც ხანდახან შეცდომებს უშვებთ. საბედნიეროდ, მათ დროულად შეამჩნევთ და გამოასწორებთ. მოუსმინეთ გარშემომყოფების რჩევებს. დღის მეორე ნახევარი ურთიერთობებისთვის კარგი დროა. საერთო ენის გამონახვას შეძლებთ მათთანაც კი, ვისთანაც ეს ყოველთვის გიძნელდებოდათ.

ქალწული: დღის პირველ ნახევარში არ ღირს რთული საქმეებისა და მნიშვნელოვანი შეხვედრების დაგეგმვა. შესაძლოა, გაგიჭირდეთ აზრების მოკრება, უყურადღებობის გამო შეცდომები დაუშვათ. ამასთან, შეიძლება სწორად ვერ გაიგოთ გარშემომყოფების ნათქვამი და ამან უაზრო კამათი გამოიწვიოს. დღის მეორე ნახევარში სიტუაცია მკვეთრად შეიცვლება უკეთესობისკენ – იქნება იღბლიანი, ხელსაყრელი დრო, როცა საპასუხისმგებლო საქმეების გაკეთებაა შესაძლებელი. მოსალოდნელია რომანტიკული ნაცნობობა.

სასწორი: არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება დღის პირველ ნახევარში. ყველაფერი ისე მარტივი და ერთმნიშვნელოვანი არ არის, როგორც შეიძლება მოგეჩვენოთ. ზოგიერთს შეიძლება იმ საქმეების გაკეთება მოუწიოს, რომლებიც მაინცდამაინც გულზე არ ეხატება, მაგრამ ეცდებით, ყველაფერს სათანადოდ გაართვათ თავი. დღის მეორე ნახევარი ბევრად იღბლიანი იქნება. კარგი დროა ძველ ნაცნობებთან ურთიერთოებისთვის.

ფეროშენადნობების ქარხანა ზესტაფონში - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2019
რომელი ლითონი მიესადაგება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

მორიელი: ცხოვრებაზე საწუწუნო არაფერი გექნებათ, პირიქით – ვარსკვლავები ბევრ წამოწყებასა და რთული გეგმების რეალიზაციაში დაგეხმარებიან. ადამიანებს შესანიშნავად ეწყობით, დახმარებაზე უარს არავინ გეტყვით. შესაძლებლობა გექნებათ, რომ გარემო გამოიცვალოთ, წახვიდეთ საინტერესო ადგილას, გაიგოთ ბევრი ახალი რამ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები, რად დიდ სიხარულს მოგანიჭებთ.

მშვილდოსანი: მშვიდი დღე გელოდებათ, რომელიც შეგიძლიათ მომავალზე ფიქრსა და გეგმების დაწყობას მიუძღვნათ. თქვენს მახვილ გონებას არაფერი გამოეპარება, სწორად შეაფასებთ საკუთარ ძალებს, ინარჩუნებთ სიმშვიდეს, ახერხებთ სწორი გადაწყვეტილებების მიღებას. გარშემომყოფებთან ურთიერთობები ყოველთვის კარგად ვერ ეწყობა, მაგრამ საქმე კონფლიქტამდე არ მივა. თქვენი გამოცდილების წყალობით უქმად არ დაკარგავთ დროს და წვრილმანებზე არ ინერვიულებთ.

თხის რქა: რაც არ უნდა დაგეგმოთ დღეს, გახსოვდეთ, რომ მხოლოდ საკუთარი ძალების იმედი უნდა გქონდეთ და არა სხვების დახმარების ან იღბლის. თუ უდრეკად ივლით, მიაღწვეთ მიზანს, თუნდაც მოგვიანებით. გარშემომყოფებთან ურთიერთობები ცოტა გაგიჭირდებათ, ბევრი გაგიგებთ არასწორად. მაგრამ საღამოსთვის ყველაფერი მოგვარდება. კარგი დღეა სწავლისთვის, ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზისთვის.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2018
ზოდიაქოს ნიშნები – ენერგეტიკული ვამპირები და დონორები

მერწყული: დღე კარგად აეწყობა, თუ ინტუიციას მოუსმენთ და რთულ სიტუაციაში არ დაიბნევით. თქვენს საქციელს გარშემომყოფები მაშინვე არ მოიწონებენ, მაგრამ მოგვიანებით უმეტესობა აღიარებს, რომ ერთადერთი სწორი გზა შეარჩიეთ მიზნისკენ. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი პროგრესი მუშაობაში, ბიზნესში. მოგეცემათ ძველი საქმიანი კავშირების აღდგენის საშუალება. მოსალოდნელია კარგი სიახლეები, მოულოდნელი წინადადებები.

თევზები: შესაძლებელია რაღაც უსიამოვნებები, მაგრამ სერიოზული და დიდი პრობლემები არ გელოდებათ. თუ რამე მაშინვე არ გამოგივათ, უკან არ დაიხიოთ, იყავით მტკიცე და მცდელობების სახით მიეცით თავს შანსი, რომ მიზანს მიაღწიოთ. სიამოვნებით დაგეხმარებიან მეგობრები. მათი მხარდაჭერის წყალობით შეინარჩუნებთ კარგ განწყობას, თუნდაც გეგმები აირიოს. ჰარმონიულად განვითარდება ურთიერთობები ოჯახის წევრებთან.

ყველა ახალი ამბავი
0