სავსე მთვარე

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 27 მაისი

140
(განახლებულია 16:52 29.05.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 27 მაისია, ხუთშაბათი. კლებადი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.

მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ წვრილმანზე არ ვინერვიულოთ. არც ისე რთული დღეა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. პრობლემებთან გამკლავება შესაძლებელია, თუ გადაწყვეტილებებს ნაჩქარევად არ მივიღებთ და თითოეულ ნაბიჯს კარგად ავწონ–დავწონით.

ასტროპროგნოზი: ზაფხული, 2021 – ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აირჩევს ფორტუნა>>

ვერძი: დღე საკმაოდ მშფოთვარედ დაიწყება. ემოციური ფონი არასტაბილურია, განწყობა ხშირად იცვლება, ხანდახან თავადაც არ გესმით, რატომ ნერვიულობთ. აჯობებს, თუ ამ დროისთვის მნიშვნელოვან საქმეებს არ დაგეგმავთ, რადგან ყურადღების კონცენტრირება რთული იქნება. ხელსაყრელი პერიოდი მოგვიანებით დადგება. დღის მეორე ნახევარში გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა. მოსალოდნელია უკეთესობისკენ ცვლილებები რომანტიკულ ურთიერთობებში.

კურო: რთულია გონების მოკრება. ხშირად განიცდით წვრილმანების გამო, შეიძლება რამე მნიშვნელოვანი გამოგრჩეთ. სანამ სერიოზულ საქმეს მოკიდებთ ხელს, შეისწავლეთ სიტუაცია და ობიექტურად შეფასეთ თქვენი ძალები და შესაძლებლობები. რაც უფრო ნაკლებად მოექცევით ილუზიების ტყვეობაში, მით ეფექტურად იმოქმედებთ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შესაძლებელია სასიამოვნო შეხვედრები.

ტყუპი: ხელსაყრელი, ნაყოფიერი და საინტერესო დღეა. შეგიძლიათ სხვადასხვა სირთულის საკითხის გადაჭრა; ხართ სერიოზული და დეტალებისადმი ყურადღებიანი. ამას გარშემომყოფები ხედავენ და ხშირად მოგმართავენ რჩევისთვის. შესაძლებელია იღბლიანი თანხვედრები, რომლებიც სათავეს დაუდებს დიდ და კარგ ცვლილებებს პირად ურთიერთობებში. ადამიანებზე საუკეთესო შთაბეჭდილებას მოახდენთ, თუ ბუნებრივად მოიქცევით.

კირჩხიბი: მარტივი დღე არ გელოდებათ. ჩვეული საქმეებიც კი მეტ ძალას მოითხოვს თქვენგან. გიჭირთ ყურადღების კონცენტრირება. ხანდახან დიდი ძალისხმევის გამოჩენა გჭირდებათ იმისთვის, რომ თქვენ მიერ დიდი ენთუზიაზმით დაწყობილი გეგმების რეალიზებას შეუდგეთ. ინტუიცია გკარნახობთ, რომ დიდი წარმატებების მიღწევა შეგიძლიათ და ეს ასეცაა. მოსალოდნელია თანხის მიღება, მაგრამ ფულის დახარჯვა არ იჩქაროთ. ის შეიძლება მოგვიანებით უფრო მნიშვნელოვან რამეზე დაგჭირდეთ.

ლომი: მსუბუქი და იღბლიანი დღე გელოდებათ, რომელიც შეგიძლიათ მიუძღვნათ როგორც ახალი საქმეების დაწყებას, ისე ძველ გეგმებთან დაბრუნებას. გვერდში დაგიდგებიან მეგობრები და საიმედო მოკავშირეები. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ფინანსური და ქონებრივი საკითხების გადაწყვეტისთვის. ხართ ყურადღებიანი და წვრილმანებსაც კი აქცევთ ყურადღებას. საღამო შესანიშნავი დროა რომანტიკული პაემნისთვის. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობები დიდ სიხარულს მოგანიჭებთ.

ქალწული: ურთიერთსაწინააღმდეგო მოვლენებით სავსე დღეა. შესაძლებელია მოულოდნელი აღმოჩენები, უცნაური თანხვედრები, სიახლეები, რომლებსაც ერთმნიშვნელოვნად ვერ განიხილავთ. დრო გჭირდებათ სიტუაციაში გასარკვევად. სჯობს, საკუთარ გამოცდილებასა და ჯანსაღ აზრს ენდოთ და დიდი ყურადღება არ მიაქციოთ გარშემომყოფების რჩევებს. შეიძლება დაგაჩქარონმ შეგაწუხონ, საქმეებს მოგწყვიტონ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ თქვენი მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნები გახსოვდეთ. ასე ბევრს მიაღწევთ.

სასწორი: განსაკუთრებულად სანერვიულო არაფერი გაქვთ. ვითარება ხელსაყრელად ეწყობა, არაფერი გიშლით ხელს გეგმების განხორციელებაში. შესაძლებელია იურიდიული საკითხების თქვენთვის სასარგებლოდ გადაწყვეტა. კარგი დღეა სახელმწიფო უწყებებში მიმართვისთვის. ოჯახის წევრები და ახლობლები მზად არიან თქვენ დასახმარებლად, ახალი წამოწყებების მხარდასაჭერად. ეს გახარებთ და „ფრთებს გასხამთ“, გეხმარებათ ძველი კამათისა და უთნხმოებების დავიწყებაში.

მორიელი: ხელსაყრელი დღეა სწავლის, ინფორმაციის შეგროვებისა და რთული საკითხების განხილვისთვის. ამჩნევთ იმას, რაც სხვებს მხედველობიდან გამოეპარათ, კარგ რჩევებს აძლევთ რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილ ადამიანებს. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია თანხის მიღება, მომგებიანი გარიგების დადება. კარგი დროა ფინანსური საკითხევის განსახილველად. საღამო კი შესანიშნავი პერიოდია რომანტიკული ურთიერთობებისთვის. საყვარელ ადამიანთან შეხვედრა უამრავ პოზიტიურ ემოციას გაჩუქებთ.

მშვილდოსანი: სიფრთხილე გმართებთ ახალ წამოწყებებთან დაკავშირებით. ყოველთვის სწორად ვერ აფასებთ საკუთარ ძალებს, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ ნაბიჯს. ეს დღე უფრო მიესადაგება უკვე დაწყებული საქმეების დასრულებას. დროს თუ ფუჭად არ დაკარგავთ, ბევრის გაკეთებას მოასწრებთ. აჯობებს, თუ თავს აარიდებთ იმ ადამიანებთან დიდხანს საუბარს, რომლებიც განწყობას გიფუჭებენ კრიტიკული შენიშვნებითა თუ დაუკითხავად მოცემული რჩევებით. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო ნაცნობობა გელოდებათ და თუ ინიციატივას გამოიჩენთ, ის შეიძლება რომანტიკული ისტორიითაც დასრულდეს.

თხის რქა: მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი ძალები სწორად შეაფასოთ. ნუ დაისახავთ ძალიან მაღალ მიზნებს. ყურადღება იმაზე გაამახვილეთ, რისი მიღწევაც ნამდვილად შეგიძლიათ. შესაძლოა, მარტო მოქმედებაც მოგიწიოთ. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ურთიერთობებისთვის. შესაძლებელია უჩვეულო, მაგრამ ძალზე საინტერესო წინადადება მიიღოთ, რაც შემოქმედებით თანამშრომლობას ეხება. ზოგიერთი თქვენგანი თავისი ნიჭის გამოყენებას შეძლებს.

მერწყული: მშფოთვარე დღეა. გიწევთ რამდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთება, დიდი ალბათობით, თქვენი დახმარება არავის შეუძლია. გადასაწყვეტი გაქვთ რთული ამოცანები. შესაძლოა, თანხა მიიღოთ, მათ შორის, მოულოდნელი წყაროებიდან, ზოგიერთმა კი მომგებიანი გარიგება დადოთ. საღამო კარგი დროა ნათესავებთან შეხევდრისთვის, საოჯახო წვეულებების ან მეგობრებთან დროის გატარებისთვის. გაქვთ იდეები, როგორც აუმაღლოთ განწყობა ირგვლივ მყოფებს და თვითონაც გამხიარულდეთ.

თევზები: ხელსაყრელი დღეა საქმიანი თვალსაზრისით. შესაძლებელია თანხის მიღება, მომგებიანი გარიგების დადება. გაჩნდება პროფესიული კავშირების გაუმჯობესების ხერხები, ახალი მოკავშირეების მოძებნის საშუალება. თქვენი იდეები ბევრს მოსწონს და გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მათ განხორციელებაში გვერდით დაგიდგებიან. სირთულეებია მოსალოდნელი გარშემომყოფებთან ურთიერთობებში. ხანდახან მათთვის სულ უბრალო რამის ახსნა რამდენჯერმე გიწევთ. მაგრამ შეძლებთ სიმშვიდის შენარჩუნებას.

140
ყელის ტკივილი

როგორ დავიამოთ ყელის ტკივილი წამლების გარეშე: ექიმი მცდარ მეთოდებს ასახელებს

60
(განახლებულია 16:20 16.06.2021)
ირკვევა, რომ ყელის ტკივილის დაამების გავრცელებული მეთოდების დიდი ნაწილი მცარია და პირიქით, კიდევ მეტად აძლიერებს ტკივილს

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. გავრცელებული მოსაზრება, რომ თითქოს ცხელი ჩაი ყელის ტკივილს აამებს, მცდარია —  პირიქით, ამით ტკივილი კიდევ მეტად ძლიერდება, აცხადებს ტელეეთერების ხშირი სტუმარი, პოპულარული ექიმი მარინა მაკიშა.  

მისი თქმით, ყელის ტკივილისას ლიმონიანი ჩაის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 60-70 გრადუსს. წინააღმდეგ შემთხვევაში ყელს დამატებითი ტრავმები მიადგება. ამასთან უფრო მაღალ ტემპერატურაზე ლიმონი სასარგებლო თვისებებს, ანუ C ვიტამინს დაკარგავს.

გარდა ამისა, მაკიშას განმარტებით, ყელის ტკივილს ძალიან უხდება შტოშისა და მოცვის მორსი.

„შტოშიცა და მოცვიც შეიცავს ქლოროგენულ მჟავას, რომელსაც ბუნებრივი მცენარეული ანტიბიოტიკის თვისებები აქვს. მასში ბევრი ანტიოქსიდანტია, რაც ავადმყოფობის დროს კარგად აღადგენს ორგანიზმს“, — ამბობს სპეციალისტი.

მისი თქმით, მორსით ყელის გამოვლებაც შეიძლება.

კიდევ ერთი საშუალება, რომელსაც შესანიშნავი ეფექტი აქვს ყელის ტკივილისა და ზოგადად გაციების დროს, არის არა თაფლი — როგორც ეს ბევრს ჰქონია — არამედ ფუტკრის ჭეო (ყვავილის მტვერი, რომელსაც ფუტკარი აგროვებს და ფიჭის უჯრედებში ჩატკეპნის, ასხამს თაფლს და აკონსერვებს. ვიტამინებით ძალიან მდიდარ ჭეოს ორგანიზმი ძალიან ადვილად ითვისებს).

  • მკურნალობის მიზნით გაღეჭეთ ნახევარი ჩაის კოვზი ჭეო, შემდეგი 20-30 წუთის განმავლობაში კი არაფერი შეჭამოთ და არც დალიოთ.

ყელის ტკივილს აამებს ნიორიც — მასში შემავალი ალიცინის მეშვეობით, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო ბაქტერიციდული მოქმედება ახასიათებს. ამ სასარგებლო ნივთიერების მისაღებად საჭიროა, გაჭყლიტოთ ან ჩაღეჭოთ ნიორი და შემდეგ ცოტა ხნით გაიჩეროთ პირში — ლოყის არეში.

დაუშვებელია ნივრის კბილის ცხვირის ნესტოში მოთავსება (ესეც მცარი პრაქტიკაა), ვინაიდან ეს ლორწოვანა გარსს აზიანებს.

კიდევ ერთი შეცდომა ექიმის თქმით ისაა, რომ ყელის ტკივილის მოსახსნელად ადამიანები ხშირად სვამენ რძეს, რაც არასწორია, ვინაიდან რძე ამ შემთხვევაში ყელისთვის სასარგებლო არ არის მასში შემავალი შაქრის გამო. თუმცა ის ძალიან ეფექტურის სხვა დაავადებების შემთხვევაში.

60
თემები:
ექიმი გირჩევთ
ახალგაზრდა მამაკაცი ოფლს იმშრალებს

აძლიერებს ოფლის სუნს: ექიმი ასახელებს პროდუქტებს

71
(განახლებულია 20:10 16.06.2021)
ნუტრიციოლოგი და დიეტოლოგი ასახელებს იმ პროდუქტებს, რომელთა ერთი ნაწილი ოფლის სუნს ამძაფრებს, ხოლო მეორე, პირიქით, ოფლიანობასაც ასუსტებს და მის სუნსაც.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. არსებობს ისეთი პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობს ოფლიანობასა და ოფლის სუნის გაძლიერებას, ან მის შემცირებას, აცხადებს დიეტოლოგი და ნუტრიციოლოგი ევგენი არზამასცევი.

ექიმი უპირველესად ყურადღებას ამახვილებს ხორცპროდუქტებზე. მისი თქმით, სწორედ ხორცი უწყობს ხელს ჭარბ ოფლიანობას.

„ხორცი თავისთავად არის მძიმე პროდუქტი. თუ ადამიანი მას დიდი რაოდენობით მიირთმევს და მერე, ვთქვათ, სასეირნოდ წავა, ოფლის გამოყოფა გაუძლიერდება. ამასთან, ხორცის მიღების შემდეგ შეიძლება სისხლში აზოტოვანი ფუძეები წარმოიქმნას, რაც ოფლის სუნს აძლიერებს“, — ამბობს სპეციალისტი.

ნუტრიციოლოგი გირჩევთ, რომ ხორცეული კვირაში მაქსიმუმ ორჯერ მიირთვათ.

მეორე პროდუქტი, რომელიც ასევე ხდება ჭარბოფლიანობის მიზეზი — ეს ცხარე წიწაკაა, რომელიც მეტაბოლიზმის დამაჩქარებელ კაპსაცინს შეიცავს. ამასთან, წიწაკა ხელს უწყობს ტემპერატურის მატებას და, შესაბამისად, ოფლიანობას.

რაც შეეხება ოფლიანობის შემამცირებელ საკვებ პროდუქტებს, ეს ძირითადად მწვანილეულია — დაკეპილი კამა, პიტნა, ანისული და სხვა არომატული ბალახეული.

„პიტნა დამამშვიდებელი საშუალებაა, მაში შემავალი ეთერზეთები ნერვულ სისტემას ამშვიდებს. და რაც უფრო მშვიდია ის, მით ნაკლებ ოფლს გამოყოფს ორგანიზმი“, — განმარტა სპეციალისტმა.

ექიმის თქმით, თუ გსურთ, რომ ოფლს მძაფრი სუნი არ ჰქონდეს, ცხელ ამინდებში არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეაზავოთ კერძები კურკუმით. საქმე ისაა, რომ კურკუმა გოგირდს შეიცავს, რომელიც ოფლის სუნს აძლიერებს.

  • გარდა ამისა, ოფლის სუნს აძლიერებს კოფეინის შემცველი პროდუქტებიც – ყავა, შავი და მწვანე ჩაი. კოფეინის მოქმედება კაპსაცინისას ჰგავს, ამიტომ ექიმი ცხელ ამინდებში უბრალო წყლის სმას გირჩევთ.

რაც შეეხება ოფლიანობისა და მისი სუნის შესუსტებას, საამისოდ კარგია გოგრის თესლი. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს საკმაოდ მძიმე პროდუქტია, მისი დოზის გადაჭარბებას უკუშედეგის გამოწვევა შეუძლია. ექიმის თქმით, გოგრის თესლის ნორმა ერთ ჯერზე — მაქსიმუმ 20-30 გრამია.

71
თემები:
ექიმი გირჩევთ
რეჯეფ თაიიფ ერდოღანი

ექვსის პლატფორმა: ანკარა თბილისთან რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობას იხილავდა - ერდოღანი

0
პლატფორმაში შეიძლება შევიდნენ თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ირანი, საქართველო და, სურვილის შემთხვევაში, სომხეთი, აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა თბილისთან იხილავდა რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობას „ექვსის პლატფორმის“ ფარგლებში, იუწყება РИА Новости.

ერდოღანმა ბაქოში პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ალიევთან ერთად იხილავს სამხრეთ კავკასიის რეგიონში „ექვსის პლატფორმის“ შექმნის საკითხს თანამშრომლობის გასავითარებლად. პლატფორმაში შესაძლოა შევიდნენ თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ირანი, საქართველო და, „სურვილის შემთხვევაში“, სომხეთი.

„მე და ჩემმა ძმამ (აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან, - რედ.) წამოვაყენეთ წინადადება. მოდით შევქმნათ პლატფორმა ექვსი ქვეყნის თანამშრომლობისთვის. შევქმნათ სტაბილურობა რეგიონში. აქ არის საქართველოსა და რუსეთის მომენტი, ჩვენ ვიხილავდით საკითხს საქართველოს პრემიერთან. მე აღვნიშნე, რომ ეს საქართველოსთვის ხელსაყრელია, მოდით ეს გავაკეთოთ. გვინდა, რომ თქვენ გადალახოთ რუსეთთან არსებული სირთულეები. ვთქვი, რომ ეს კარგი იქნება. რეგიონს მშვიდობა სჭირდება“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა აზერბაიჯანის პარლამენტში გამოსვლისას.

ოფიციალურმა თბილისმა ამას წინათ ერდოღანის ინიციატივაზე საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთთან ერთობლივ საერთაშორისო ფორმატში მონაწილეობას შეუძლებლად მიიჩნევს.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წელს გაწყვიტა. დიალოგი ორ ქვეყანას შორის ჟენევის დისკუსიებისა და 2012 წლიდან პრაღაში მოლაპარაკების ფარგლებში მიმდინარეობს, სადაც საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის ოფიციალური წარმომადგენელი გრიგორი კარასინი ვაჭრობასთან, ტურიზმთან დაკავშირებულ, ასევე ჰუმანიტარულ საკითხებს იხილავენ.

0