სიცილია, ეოლიის კუნძულები

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 22 მაისი

1173
(განახლებულია 12:02 22.05.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 22 მაისია, შაბათი. მზარდი მთვარე სასწორის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.

იდეალური დღეა დამოუკიდებელი ბიზნეს–საქმიანობისთვის, საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის, ფიზიკური აქტიურობისთვის. მაგრამ სიფრთხილეა საჭირო ხელმძღვანელობასთან ურთიერთობებში, რადგან ყველაზე დემოკრატიულმა უფროსმაც კი დღეს შეიძლება ძალაუფლების წყურვილი შეიგრძნოს. ასევე საჭიროა მეტი კონკრეტიკა, აზრის მკაფიოდ გამოხატვა. მაგალითად, მოერიდეთ სიტყვებს: „მგონი“, „ვფიქრობ“, „მიმაჩნია“...

ასტროპროგნოზი: ზაფხული, 2021 – ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აირჩევს ფორტუნა>>

ვერძი: დღეს კამათის განწყობაზე ხართ. მზად ხართ დისკუსიისთვის და საკუთარი აზრის დამტკიცებისთვის ყველასთან. თუნდაც გარშემომყოფები გეთანხმებოდნენ, მაინც მოძებნით საბაბს დავისთვის. მოხერხებულად წამოაგებთ პროვოკაციაზე ირგვლივ მყოფებს მხოლოდ იმისთვის, რომ დაამტკიცოთ – ისინი მართალი არ არიან. ვერავინ ვერაფერს გააწყობს – ასეთი განწყობა გაქვთ დღეს.

კურო: რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, ყველაფრის მიმართ სერიოზული დამოკიდებულება გექნებათ, თითქოს ამაზე თქვენი სიცოცხლე იყოს დამოკიდებული. ეს ცუდი არ არის, როდესაც საქმე სამუშაოსა და ნამდვილად მნიშვნელოვან პროექტებს ეხება. თუმცა ყოფით საკითხებშიც ასე ჯიქურ იმოქმედებთ და ამის გამო, შესაძლოა, ძალაგამოცლილი დარჩეთ. უნდა გაანაწილოთ პრიორიტეტები და განსაზღვროთ – რომელი საქმე ღირს ამად და რომელი – არა.

ტყუპი: დღეს თქვენს უპირატესობას ყველას აჩვენებთ, თუნდაც ამისკენ არ ისწრაფვოდეთ – ბევრ საქმეს შესანიშნავად გაუმკლავდებით. ხართ ენერგიული, მტკიცე და მახვილი გონებით, რისი წყალობითაც ყველაზე ჩახლართული საქმეების გადაწყვეტა შეგიძლიათ. შესაძლოა, გარშემომყოფებმა იფიქრონ, რომ მათ ზემოდან დაჰყურებთ, მაგრამ ეს ასე არაა და თუ ვინმე ასე ფიქრობს, ეს მისი პრობლემაა.

კირჩხიბი: დღეს გაქვთ შანსი, რომ უცნობ თანამოსაუბრეშიც კი სულიერი ნათესავი იპოვოთ. ხართ გულწრფელი, პირდაპირი, გაქვთ ურთიერთობების სურვილი. მხოლოდ ახლობლებთან კონტაქტი არ გყოფნით, ამიტომ ვინმეს გაცნობის ან უკვე ნაცნობის კარგად გაცნობის სურვილი გაგიჩნდებათ. ნებისმიერი ადამიანი – ბავშვი, კოლეგა, შემთხვევითი ადამიანი დღეს შეიძლება თქვენთვის გულითადი თანამოსაუბრე გახდეს, რაც შემდეგ ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ.

ლომი: დღეს არ უნდა იჩქაროთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ შესაძლებელია შეცდომების დაშვება დაუფიქრებელი ნაბიჯებისა და ყველაფრის სწრაფად გაკეთების სურვილის გამო. თუნდაც მთლიანად დარწმუნებული იყოთ თქვენს გადაწყვეტილებებში, მაინც კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეთ და უფრო აჯობებს, გადადოთ ეს საქმე. ვითარებამ თქვენ წინაშე შეიძლება მნიშვნელოვანი, საბედისწერო კითხვები დააყენოს, რაც ნიშნავს, რომ არასწორი პასუხი ამ კითხვებზე ასევე დიდი ფასი დაგიჯდებათ.

ქალწული: დღეს შეიძლება რამე საკითხში ძალის წარმოჩინება დაგჭირდეთ და ეს საჭირო შედეგს უზრუნველყოფს. ხართ თავდაჯერებული, მტკიცე განწყობით, მშვიდი. ამის წყალობით ნებისმიერ მნიშვნელოვან საქმეში, სამუშაოს ეხება ეს თუ ოჯახს, პრინციპულობას გამოიჩენთ. ეს პრინციპული პოზიცია და მისი დაცვის უნარი გარშემომყოფებს აიძულებს, გაითვალისწინონ თქვენი აზრი და კომპრომისზე წავიდნენ.

სასწორი: ძალზე ენერგიული ხართ დღეს. ეს უზარმაზარი ენერგია კი უზარმაზარი შესაძლებლობების გასაღებია. დღეს შეგწევთ იმის ძალაც კი, რომ გააკეთოთ ის, რაც აქამდე არარეალური გეგონათ. ნაბიჯი მიზნისკენ, რთული ამოცანის ამოხსნასთან მიახლოება, ჩიხიდან გამოსავლის მოძებნა – ეს ყველაფერი შეგიძლიათ. თქვენ წინაშე თითქოს არ არსებობს დაბრკოლება, რომელსაც ვერ გადალახავთ. და საინტერესო ისაა, რომ რაღაცაში მართალიც ხართ.

მორიელი: დიდი სურვილი გაქვთ, მშვიდად იმუშაოთ, მოაგვაროთ თქვენი საქმეები, თუმცა გარშემომყოფები ამის საშუალებას არ მოგცემენ. ყველანაირად ცდილობთ, დაემალოთ და თავი აარიდოთ მათი მხრიდან თქვენს ცხოვრებაში შემოჭრის უცერემონიო მცდელობას, პრეტენზიებს, მოთხოვნებსა თუ თხოვნებს. რისკავთ, რომ დღის ბოლოს უზარმაზარი დაძაბულობა დაგიგროვდეთ და ერთი ნაპერწკალი იქნება საკმარისი „ასაფეთქებლად“.

მშვილდოსანი: დღეს უამრავი ღირებული იდეა და აზრი მოგივათ თავში. გასაკვირი არაა, რომ მათი სხვებისთვის გაზიარება, საერთო „სამსჯავროზე“ გატანა მოგინდეთ. მაგრამ თუ ამას ვერ შეძლებთ, სანერვიულო არაფერია. საკმარისია, თუნდაც ერთი კარგი მსმენელი მოძებნოთ და ადგილი, სადაც ხელს არავინ შეგიშლით საუბარში. ეს საშუალებას მოგცემთ, მიიყვანოთ იდეა სრულყოფამდე და დაუმუშავებელი ალმასი მბრწყინავ ბრილიანტად აქციოთ.

თხის რქა: დღეს გარშემომყოფები გაგაღიზიანებენ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი თქვენ გზაზე არ დგანან და ვერანაირად ვერ შეგიშლიან ხელს მუშაობაში. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ისინი თავიანთი არაორგანიზებული იერით ცდილობენ საქმეს მოგწყვიტონ. უკმაყოფილებისგან რომ გათავისუფლდეთ, მზად ხართ, უამრავი დრო და ძალა დახარჯოთ ირგვლივ მყოფების „ჭკუაზე მოსაყვანად“. გარშემომყოფებს კი მოეჩვენებათ და პრინციპში, მართლებიც იქნებიან, რომ უსაფუძვლოდ „უკირკიტებთ“ მათ თითოეულ სიტყვასა და საქციელს.

მერწყული: გაქვთ შანსი, რომ დღეს რაღაც ახალსა და საინტერესოს წააწყდეთ, რაც მომავალში თქვენს ბედზე აისახება. ეს, შესაძლოა, ადამიანი იყოს, ან ახალი ცოდნა, შთაბეჭდილება, გრძნობა... თვითონაც არ ხართ განწყობაზე, რომ სახლში გულზე ხელდაწყობილი უმოქმედოდ ისხდეთ. წინსვლა გწყურიათ, თქვენ ბედთან შესახვედრად. თქვენი გონება და გული გახსნილი იქნება, ხოლო ცნობისმოყვარეობა თამამი და მოულოდნელი ნაბიჯების გადადგმისკენ გიბიძგებთ.

თევზები: დღეს არის შანსი, რომ ოპოზოციურ დამოკიდებულებას წააწყდეთ თქვენ მიმართ. ვინმემ პირდაპირ შეიძლება მოგახალოთ უსიამოვნო რაღაცები. მაგრამ, დიდი ალბათობით, ეს უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაგაგდებთ – განწყობა საბრძოლო გაქვთ, შეგიძლიათ კონკურენტის გზიდან ჩამოშორება. თუმცა, არც ის იქნება გასაკვირი, რომ დაუმეგობრდეთ კიდეც. თქვენი დღევანდელი გადაწყვეტილებები გარშემომყოფებს პარადოქსულად მოეჩვენებათ. თქვენ კი, უბრალოდ, შეგიძლიათ სიტუაციის რამდენიმე სვლით წინასწარ გათვლა და შორს მიმავალი გეგმების დაწყობა.

1173
ყელის ტკივილი

როგორ დავიამოთ ყელის ტკივილი წამლების გარეშე: ექიმი მცდარ მეთოდებს ასახელებს

71
(განახლებულია 22:02 16.06.2021)
ირკვევა, რომ ყელის ტკივილის დაამების გავრცელებული მეთოდების დიდი ნაწილი მცდარია და, პირიქით, კიდევ მეტად აძლიერებს ტკივილს.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. გავრცელებული მოსაზრება, თითქოს ცხელი ჩაი ყელის ტკივილს აამებს, მცდარია — პირიქით, ამით ტკივილი კიდევ მეტად ძლიერდება, აცხადებს ტელეეთერების ხშირი სტუმარი, პოპულარული ექიმი მარინა მაკიშა.

მისი თქმით, ყელის ტკივილისას ლიმონიანი ჩაის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 60-70 გრადუსს. წინააღმდეგ შემთხვევაში ყელს დამატებითი ტრავმები მიადგება. ამასთან, უფრო მაღალ ტემპერატურაზე ლიმონი სასარგებლო თვისებებს, ანუ C ვიტამინს დაკარგავს.

გარდა ამისა, მაკიშას განმარტებით, ყელის ტკივილს ძალიან უხდება შტოშისა და მოცვის მორსი.

„შტოშიცა და მოცვიც შეიცავს ქლოროგენულ მჟავას, რომელსაც ბუნებრივი მცენარეული ანტიბიოტიკის თვისებები აქვს. მასში ბევრი ანტიოქსიდანტია, რაც ავადმყოფობის დროს კარგად აღადგენს ორგანიზმს“, — ამბობს სპეციალისტი.

მისი თქმით, მორსით ყელის გამოვლებაც შეიძლება.

კიდევ ერთი საშუალება, რომელსაც შესანიშნავი ეფექტი აქვს ყელის ტკივილისა და, ზოგადად, გაციების დროს, არის არა თაფლი, როგორც ეს ბევრს ჰგონია, არამედ ფუტკრის ჭეო (ყვავილის მტვერი, რომელსაც ფუტკარი აგროვებს და ფიჭის უჯრედებში ჩატკეპნის, ასხამს თაფლს და აკონსერვებს. ვიტამინებით ძალიან მდიდარ ჭეოს ორგანიზმი ძალიან ადვილად ითვისებს).

  • მკურნალობის მიზნით გაღეჭეთ ნახევარი ჩაის კოვზი ჭეო, შემდეგი 20-30 წუთის განმავლობაში კი არაფერი შეჭამოთ და არც დალიოთ.

ყელის ტკივილს აამებს ნიორიც — მასში შემავალი ალიცინის მეშვეობით, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო ბაქტერიციდული მოქმედება ახასიათებს. ამ სასარგებლო ნივთიერების მისაღებად საჭიროა გაჭყლიტოთ ან ჩაღეჭოთ ნიორი და შემდეგ ცოტა ხნით გაიჩეროთ პირში — ლოყის არეში.

დაუშვებელია ნივრის კბილის ცხვირის ნესტოში მოთავსება (ესეც მცდარი პრაქტიკაა), ვინაიდან ეს ლორწოვანა გარსს აზიანებს.

კიდევ ერთი შეცდომა, ექიმის თქმით, ისაა, რომ ყელის ტკივილის მოსახსნელად ადამიანები ხშირად სვამენ რძეს, რაც არასწორია, ვინაიდან რძე ამ შემთხვევაში ყელისთვის სასარგებლო არ არის მასში შემავალი შაქრის გამო. თუმცა ის ძალიან ეფექტურია სხვა დაავადებების შემთხვევაში.

71
თემები:
ექიმი გირჩევთ
ახალგაზრდა მამაკაცი ოფლს იმშრალებს

აძლიერებს ოფლის სუნს: ექიმი ასახელებს პროდუქტებს

79
(განახლებულია 20:10 16.06.2021)
ნუტრიციოლოგი და დიეტოლოგი ასახელებს იმ პროდუქტებს, რომელთა ერთი ნაწილი ოფლის სუნს ამძაფრებს, ხოლო მეორე, პირიქით, ოფლიანობასაც ასუსტებს და მის სუნსაც.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. არსებობს ისეთი პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობს ოფლიანობასა და ოფლის სუნის გაძლიერებას, ან მის შემცირებას, აცხადებს დიეტოლოგი და ნუტრიციოლოგი ევგენი არზამასცევი.

ექიმი უპირველესად ყურადღებას ამახვილებს ხორცპროდუქტებზე. მისი თქმით, სწორედ ხორცი უწყობს ხელს ჭარბ ოფლიანობას.

„ხორცი თავისთავად არის მძიმე პროდუქტი. თუ ადამიანი მას დიდი რაოდენობით მიირთმევს და მერე, ვთქვათ, სასეირნოდ წავა, ოფლის გამოყოფა გაუძლიერდება. ამასთან, ხორცის მიღების შემდეგ შეიძლება სისხლში აზოტოვანი ფუძეები წარმოიქმნას, რაც ოფლის სუნს აძლიერებს“, — ამბობს სპეციალისტი.

ნუტრიციოლოგი გირჩევთ, რომ ხორცეული კვირაში მაქსიმუმ ორჯერ მიირთვათ.

მეორე პროდუქტი, რომელიც ასევე ხდება ჭარბოფლიანობის მიზეზი — ეს ცხარე წიწაკაა, რომელიც მეტაბოლიზმის დამაჩქარებელ კაპსაცინს შეიცავს. ამასთან, წიწაკა ხელს უწყობს ტემპერატურის მატებას და, შესაბამისად, ოფლიანობას.

რაც შეეხება ოფლიანობის შემამცირებელ საკვებ პროდუქტებს, ეს ძირითადად მწვანილეულია — დაკეპილი კამა, პიტნა, ანისული და სხვა არომატული ბალახეული.

„პიტნა დამამშვიდებელი საშუალებაა, მაში შემავალი ეთერზეთები ნერვულ სისტემას ამშვიდებს. და რაც უფრო მშვიდია ის, მით ნაკლებ ოფლს გამოყოფს ორგანიზმი“, — განმარტა სპეციალისტმა.

ექიმის თქმით, თუ გსურთ, რომ ოფლს მძაფრი სუნი არ ჰქონდეს, ცხელ ამინდებში არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეაზავოთ კერძები კურკუმით. საქმე ისაა, რომ კურკუმა გოგირდს შეიცავს, რომელიც ოფლის სუნს აძლიერებს.

  • გარდა ამისა, ოფლის სუნს აძლიერებს კოფეინის შემცველი პროდუქტებიც – ყავა, შავი და მწვანე ჩაი. კოფეინის მოქმედება კაპსაცინისას ჰგავს, ამიტომ ექიმი ცხელ ამინდებში უბრალო წყლის სმას გირჩევთ.

რაც შეეხება ოფლიანობისა და მისი სუნის შესუსტებას, საამისოდ კარგია გოგრის თესლი. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს საკმაოდ მძიმე პროდუქტია, მისი დოზის გადაჭარბებას უკუშედეგის გამოწვევა შეუძლია. ექიმის თქმით, გოგრის თესლის ნორმა ერთ ჯერზე — მაქსიმუმ 20-30 გრამია.

79
თემები:
ექიმი გირჩევთ
აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტები

პუტინმა და ბაიდენმა ჟენევის სამიტის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს

0
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შეხვედრა ჟენევაში სამ საათ-ნახევარი გაგრძელდა.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟენევის სამიტის შემდეგ ერთობლივი განცხადება გააკეთეს, იუწყება РИА Новости.

დოკუმენტი ეძღვნება სტრატეგიული სტაბილურობის საკითხებს.

„რუსეთმა და აშშ-მ აჩვენეს, რომ დაძაბულობის პერიოდებშიც შესწევთ უნარი, მიაღწიონ პროგრესს სტრატეგიულ სფეროში წინასწარი გათვლების უზრუნველსაყოფად, შეიარაღებული კონფლიქტების რისკებისა და ბირთვული ომის საფრთხის შემცირებასთან  დაკავშირებული ერთობლივი მიზნების რეალიზაციის საქმეში“, - ნათქვამია განცხადებაში.

მაგალითის სახით მითითებულია „სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის შესახებ“ (СНВ) შეთანხმების ამასწინანდელი გაგრძელების ფაქტი.

„დღეს ჩვენ ვადასტურებთ იმ პრინციპისადმი ერთგულებას, რომლის თანახმად, ბირთვულ ომში არ შეიძლება იყოს გამარჯვებული და ის არასდროს არ უნდა გაჩაღდეს“, - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

ორი ქვეყნის ლიდერებმა გამოაცხადეს, რომ დაიწყება კომპლექსური დიალოგი სტრატეგიული სტაბილურობის საკითხზე, რომელმაც საფუძველი უნდა ჩაუყაროს მომავალ კონტროლს შეიარაღებაზე.

სტრატეგიული სტაბილურობისათვის საკვანძო შეთანხმება СНВ-3 ამოქმედდა 2011 წლის 5 თებერვალს. ეს ერთადერთი მოქმედი შეთანხმებაა შეიარაღების შემცირებაზე რუსეთსა და აშშ-ს შორის და თითოეული ქვეყნისთვის ლიმიტს აწესებს: 700 კონტინეტთშორისი ბალისტიკური რაკეტა, ბალისტიკური რაკეტები წყალქვეშა ნავებსა და მძიმე ბომბდამშენებზე, ასევე 1550 ქობინი, 800 განთავსებული და განუთავსებელი გამშვები დანადგარი.

მხარეებმა დასახულ მიზანს მიაღწიეს და არსენალი შეთანხმებაში მითითებულ ოდენობას არ აჭარბებს. 2021 წლის დასაწყისში, აშშ-ის სათავეში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, შეთანხმება უცვლელად ხუთი წლით გახანგრძლივდა. წინა ადმინისტრაცია შეთანხმების გაგრძელებას ბოლომდე აჭიანურებდა, რაც სტრატეგიული სტაბილურობის მთელ სისტემას ნგრევის საფრთხეს უქმნიდა.

პრეზიდენტების შეხვედრა ჟენევაში სამ საათ-ნახევარი გაგრძელდა. შედგა ერთი ვიწრო ფორმატის და ერთიც ფართო ფორმატის შეხვედრა. წინასწარი ინფორმაციით, უნდა გამართულიყო გაფართოებული ფორმატის ორი შეხვედრა.

 

0