იასამანი

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 3 მაისი

187
(განახლებულია 14:25 03.05.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 3 მაისია, ორშაბათი. კლებადი მთვარე მერწყულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.

სანატრელი სიმშვიდისა და სიწყნარის დრო დადგა. საუკეთესო, რისი გაკეთებაც დღესაა სასურველი, ეს ინტელექტუალური დასვენებაა, მაგალითად, წიგნის წაკითხვა, საგანმანათლებლო პროგრამების ნახვა და ა.შ. თუ მაინც მოგიწიათ მუშაობა, იცოდეთ, რომ დღეს ფიქრები განსაკუთრებით ცხადი და ტვინი – პროდუქტიული იქნება.

როგორი მამები არიან ზოდიაქოს ნიშნები>>

ვერძი: შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ სასარგებლო კონტაქტები დაამყაროთ. ხართ ძალზე კომუნიკაბელური, სავსე საინტერესო იდეებით, თქვენი კრეატიულობა სათანადო სიმაღლეზეა. საქმიანი კავშირის დამყარების შანსი გაქვთ ყველანაირ, მათ შორის, არაფორმალურ გარემოშიც. ქუჩაში, სადმე დერეფანში, წვეულებაზე – ყველაგან შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს მომავალ კარიერაზე (და შეიძლება, ბედზეც) დიდ გავლენას მოახდეს.

კურო: ვარსკვლავები გირჩევენ, დღეს რომელიმე საკმაოდ ამბიციური პროექტის შემუშავებას შეუდგეთ. საუბარი შეიძლება იყოს როგორც კარიერულ გეგმებზე, ისე პირადი ცხოვრების მოწყობაზე. დღეს კარგი დროა იმისთვის, რომ თქვენი ფიქრები და გეგმები ფანტაზიის რიგებიდან პირველად გასაკეთებელ საქმეთა რიგში გადმოიტანოთ. მნიშვნელოვანია, რომ ყველა დეტალი კარგად გქონდეთ გათვლილი და გააზრებული. ეს იქნება თქვენი ყველაზე თამამი ოცნებების ასრულებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი.

ტყუპი: დღეს გაქვთ შანსი, რომ რაღაც ინფორმაცია შეიტყოთ, რაც წინსვლაში დაგეხმარებათ. ეს ინფორმაცია შეიძლება შემთხვევით მოისმინოთ, ან სათანადო დასკვნა, გავრცელებული ხმებისა და ჭორების გაანალიზებით, თავად გააკეთოთ. მთავარი ისაა, რომ გარემოებებისა და თქვენი ანალიტიკური უნარების წყალობით ხელში ჩაგივარდებათ გასაღები, რომელიც ახალი მიღწევებისა და წარმატებების კარს გააღებს.

კირჩხიბი: კარგი იქნება დაფიქრება იმაზე, თუ ბოლო დროს რა გააკეთეთ არასწორად, სად დაუშვით შეცდომა. დღეს გამოირჩევით არა მხოლოდ თვითკრიტიკულობით, არამედ ასევე უნარით, რომ საკუთარ თავს გვერდიდან შეხედოთ და მიუკერძოებლად შეაფასოთ თქვენი მოქმედებები. შესაძლოა, რაღაც მომენტში აჩქარდით, გზას გადაუხვიეთ ან, უბრალოდ, საქმე ბოლომდე არ მიიყვანეთ. ამის გარკვევა – ესაა პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ დროთა განმავლობაში ვითარება გამოასწოროთ.

ლომი: დღეს რაღაც საკითხში შესაძლოა, არჩევნის გაკეთება დაგჭირდეთ. გადაწყვეტილების მიღება ადფგილი არ იქნება. როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც ორივე ვარიანტს თავისი თვლასაჩინო პლუსები და მინუსები აქვს? ვარსკვლავები გირჩევენ, არ აჩქარდეთ, თუნდაც სიტუაცია ამას გაიძულებდეთ. თქვენი გადაწყვეტილება უნდა მომწიფდეს, „დაილექოს“. შეიძლება რაღაც კომპრომისი მოძებნოთ, ან სანამ ფიქრობთ, მესამე ვარიანტიც გამოჩნდეს.

ქალწული: რა ცოდნა და გამოცდილებაც არ უნდა გაგაჩნდეთ, დღეს რაღაც მომენტში მოწაფის როლში აღმოჩნდებით. შესაძლოა, თქვენზე უფრო გამოცდილის კონსულტაცია დაგჭირდეთ, ან ხელმძღვანელობამ პირად კონტროლზე აგიყვანოთ. ასევე არაა გამორიცხული, რომ სხვისი ლაპარაკიდან თქვენი სამუშაოსთვის აუცილებელი ცნობები მიიღოთ. ნებისმიერ შემთხვევაში დღეს წაგადგებათ სხვისი რჩევების მოსმენა და გახსოვდეთ, რომ სწავლა არასდროსაა გვიანი.

სასწორი: კარგი დროა იმისთვის, რომ პერსპექტივაზე დაფიქრდეთ. დინებაზე დაუფიქრებლად მიყოლა ის სტრატეგია არაა, რომელსაც თქვენი სიმაღლეზე აყვანა შეუძლია. შესაძლოა, თქვენი ცხოვრება კალაპოტიდან ამოვარდა და წინსვლისთვის დრო აღარ გრჩებათ. დღეს კარგი დროა იმისთვის, რომ სწორად შეაფასოთ საკუთარი პოტენციალი. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ამჟამინდელ სამუშაოზე თავი უკვე ამოწურეთ. ასეთ შემთხვევაში სჯობს დაფიქრდეთ, როგორ შეცვალოთ ვითარება და უმაღლესი მწვერვალების დაპყრობისკენ გადადგათ პირველი ნაბიჯები.

მორიელი: დღეს არავითარ შემთხვევაში არ ღირს პირადი ურთიერთობებისა და სამუშაოს ერთმანეთში არევა, როგორც არ უნდა გიბიძგოთ ამისკენ სიტუაციამ. შესაძლოა, ვინმემ მოინდომოს თქვენი ჩათრევა რაღაც საქმეში და თქვენი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენოს. ამის გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, აუცილებლად ინანებთ. დააზიანებთ ან სამუშაოს ან მეგობრობას და უარეს შემთხვევაში – ორივეს.

მშვილდოსანი: დღეს უამრავ მოსაზრებას წააწყდებით. სულ უბრალო და მარტივ საკითხზეც კი შეიძლება უთანხმოებები და დაპირისპირებებიც კი მოგიხდეთ. ამასთან, განსხვავებული მოსაზრებები შეიძლება ჰქონდეთ თქვენს ხელმძღვანელ პირებსაც. ამან შეიძლება დაგთრგუნოთ. თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დღეს თქვენი პოზიციები უბრძოლველად დათმოთ – როგორც ამბობენ, ხელმძღვანელობამ უკეთ იცის, ყოველ შემთხვევაში – დღეს.

თხის რქა: დღეს საჭიროა თქვენი ისეთი უნარების გამომჟღავნება, როგორიცაა სიზუსტე და ყურადღების მოკრება. არანაირი ვარაუდები, ფანტაზიები – სიტუაციაცა და ადამიანებიც თქვენ ირგვლივ მხოლოდ ფაქტებს მოითხოვენ. არაფერი ისე არ გამოიყვანს გარშემომყოფებს მდგომარეობიდან, როგორც თქვენ მიერ ნათქვამი „მგონია“, ვვარაუდობ“, ვფიქრობ“. თუ გსურთ, რომ შეგამჩნიონ, შეგაფასონ, აზრები სტატისტიკის, გრაფიკისა და ციფრების ენაზე უნდა გამოთქვათ.

მერწყული: დღეს გულგრილი არ იქნებით ციფრებისა და ფაქტების მიმართ. საუბარი შეიძლება იყოს სწავლაზე, რაღაც რთულ გათვლებზე ან შეთანხმების წვრილი შრიფტით დაწერილ პუნქტებზე – ყველაფერში გარკვევას და სათანადო დასკვნების გამოტანას შეძლებთ. სიფრთხილე გმართებთ იმ მხრივ, რომ თქვენი ასეთი გამახვილებული ყურადღება წვრილმანებზე და ფუჭად არ დახარჯოთ. იმოქმედეთ და სერიოზულ საქმეებს მიხედეთ.

თევზები: დღეს მთავარი როლისთვის არ იბრძოლებთ, მაგრამ შესანიშნავად აჩვენებთ თავს მეორე როლზე. განსაკუთრებით კარგად გამოგივათ მოქმედება გუნდში ან ვინმეს დავალების შესრულება. ერთადერთი პირობაა ის, რომ კარგად უნდა გესმოდეთ პროცესის ლოგიკა: ვინ რას აკეთებს და სამუშაოს რა მონაკვეთზე აგებს პასუხს. დღეს ნამდვილად არაა თქვენთვის განკუთვნილი უტყვი და გულგრილი შემსრულებლის როლი.

187
არწივი მთებში

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 8 მაისი

25
(განახლებულია 18:38 07.05.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 8 მაისია, შაბათი. კლებადი მთვარე ვერძის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.

იღბალი იქნება თანმდევი ყველა საქმეში, რაც ოგანიზაციულ მომენტებსა და ურთიერთობებს უკავშირდება. საუკეთესო დღეა კომპრომისების მოსაძებნად, რთული სიტუაციების გასაშიფრად, ნესბიემიერი ღონისძიებისთვის – ოფიციალური მოლაპარაკებებიდან დაწყებული წვეულების მოწყობით დამთავრებული. ძალზე ხელსაყრელი დროა იმისთვის, რომ საქმეები კარგად დაალაგოთ და საჭირო კალაპოტი მისცეთ.

ეგვიპტური ჰოროსკოპი – დაინახეთ თქვენი თავი განსხვავებულად>>

ვერძი: დღეს ვითარება თქვენგან მოითხოვს, რომ ინიციატივა აიღოთ ხელში. თუნდაც ეს თქვენთვის ჩვეული არ იყოს, იგრძნობთ მოთხოვნილებას, რომ მიიღოთ გადაწყვეტილებები და მათზე პასუხისმგებლობა აიღოთ. საინტერესო ისაა, რომ გარშემომყოფები მშვიდად დაგითმობენ პირველობას. შესაძლოა, ყველა გადაწყვეტილება და მოქმედება სწორი არ იყოს, მაგრამ ამით მოგეცემათ შანსი, ყველას და საკუთარ თავსაც აჩვენოთ, რომ ბევრი რამ შეგიძლიათ.

კურო: დღეს გარშემომყოფებმა შეიძლება თქვენით მანიპულირება მოინდომონ. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაც შეეცადოს თავისი მდგომარეობის, კავშირების ან პირადი მომხიბვლელობის გამოყენებას, რათა თავის თამაშში ჩაგითრიოთ. თუ ამ მცდელობას აჰყვებით, დროთა განმავლობაში ინანებთ – ამან შეიძლება თქვენს რეპუტაციას დაარტყას. ასე რომ, დღეს თქვენი თვალსაზრისი უნდა დაიცვათ და მოერიდოთ ადამიანებს, რომლებიც თქვენით მანიპულირებას შეეცდებიან.

ტყუპი: დღეს კარგად ვერ გაართმევთ თავს იმ საქმეებს, სადაც ლოგიკური აზროვნებაა საჭირო – გათვლები, ანალიტიკა, მეცნიერება, დაგეგმვა, სწავლა. სამაგიეროდ, ძალიან იოლი იქნება კონტაქტები ადამიანებთან, მათი თქვენი იდეებითა და ემოციებით დამუხტვა. ამას გარდა, ურთიერთობებში მწვავედ იგრძნობთ სიყალბეს, რისი გამოყენებაც „სიცრუის დეტექტორის“ სახით შეგიძლიათ.

კირჩხიბი: ვარსკვლავები გირჩევენ, დრო გამონახოთ კარიერული, პროფესიული თუ პიროვნული ზრდის მეთოდიკის გასაცნობად. ამ თემებზე წიგნების ნახვა ადვილია – ნებისმიერი წიგნის მაღაზიიდან დაწყებული ინტერნეტით დამთავრებული. თუნდაც სკეპტიკურად უყურებდეთ მსგავს ლიტერატურას, ნამდვილად ღირს მისი შესწავლა, ან შეგიძლიათ შეეგუოთ დღევანდელ მდგომარეობას. მაგრამ გახსოვდეთ, რომ რამდენიმე რჩევის გათვალისწინებაც კი წარმატებებს მოგიტანთ.

ლომი: დღეს ნებისმიერი შეკრების „მიზიდულობის ცენტრი“ შეგიძლიათ გახდეთ. გარეშემომყოფები თქვენკენ მოილტვიან. საჭირო შედეგი რომ მიიღოთ, საკმარისია თქვენი ქარიზმა გამოიყენოთ – უარს ვერავინ გეტყვით. სხვათა შორის, დღევანდელი ვითარება სხვანაირადაც შეიძლება შემობრუნდეს თქვენთვის – ირგვლივ მყოფებმა გასაქანი არ მოგცენ, სულის მოთქმა არ გაცადონ და სულ „ნაწილ–ნაწილ“ დაგიტაცონ.

ქალწული: დღეს შეიძლება დიდ მანიპულატორად იქცეთ და ადამიანები თოჯინებივით ათამაშოთ. თუნდაც ეს მანიპულაცია სუსტი იყოს, მაგრამ არსი მაინც არ იცვლება. მზად ხართ, გარშემომყოფების მოქმედებებს საჭირო კალაპოტი მისცეთ. ამისთვის კი აამუშაოთ კავშირები, მინიშნებები, დაპირებები, ჭორები... ამან რომ არ იმუშაოს კიდეც, თქვენსას მაინც მიაღწევთ, მაგრამ უფრო ადვილი გზებით – ქედუხრელობითა და სხვების დარწმუნების უნარით.

სასწორი: დღეს ის იშვიათი დღეა, როდესაც ირგვლივმყოფებთან კამათში ნამდვილად შეიძლება დაიბადოს ჭეშმარიტება. მაგრამ მაინც სჯობს, არა იკამათოთ, არამედ განიხილოთ, იმსჯელოთ ნებისმიერ თემაზე – იდეებზე, გეგმებზე, პერსპექტივებზე. დღეს არაფერი ისე არ გაგამხნევებთ, არაფერი გაგიჩენთ ცინცხალ იდეებსა და მოქმედების სურვილს, როგორც ტვინის კარგი „შეჯანჯღარება“. თანამოაზრეებთან ერთად ნებისმიერ ამოცანასთან შეჭიდებას შეძლებთ.

მორიელი: მოთმინებითა და გაგებით უნდა მოეკიდოთ ადამიანს, რომელსაც დღეს თქვენი დახმარება, მხარდაჭერა ან რჩევა სჭირდება. თუ კეთილ საქმეს დროს დაუთმობთ, არ ინანებთ. პირიქით, კეთილისმყოფელის როლში თავს არაჩვეულებრივად იგრძნობთ. თქვენც ხომ დაგჭირვებიათ ვინმეს დახმარება ან რჩევა, და რატომ არ უნდა დაეხმაროთ თქვენ? და გახსოვდეთ, რომ სიკეთეცა და ბოროტებაც უკან ბუმერანგივით გვიბრუნდება.

მშვილდოსანი: დღეს ძალიან გაგიჭირდებათ თავის მოთოკვა, რომ ახლობლებს ბრძანებები არ მისცეთ და თქვენი ვალდებულებების ნაწილიც მათ არ გადააბაროთ. ვერაფერს გააწყობთ – ეს გუნდის კანონია, ყოველთვის დამყოლი ვერ იქნებით, ხანდახან კლანჭებიც უნდა გამოაჩინოთ. ამასთან დღეს ეს თავისთავადაც შეიძლება გამოვიდეს – სიტუაცია ისე ჩამოყალიბდეს, რომ არჩევნის წინაშე დადგეთ: ან ვერ გაუმკლავდეთ ყველა საქმეს, ან სხვა დაიხმაროთ.

თხის რქა: დღეს ირგვლივ არსებული ატმოსფერო გაგახარებთ. სითბოსა და ურთიერთდახმარების განცდა თქვენში დაბადებს გრძნობას, რომ ყველა, ვინც გარშემო ტრიალებს, ერთი დიდი ოჯახია. ასეთი სიკეთით სავსე განწყობა აუცილებლად აისახება თქვენ ქცევაზე – ჩვეულებრივზე მეტად გულგახსნილი იქნებით ურთიერთობებში. თქვენი მომხიბვლელობისთვის წინააღმდეგობის გაწევას ირგვლივ მყოფნი ვერ შეძლებენ – თუ მოინდომებთ, დაუძინებელ მტერსაც კი საუკეთესო მეგობრად აქცევთ.

მერწყული: თქვენი კომუნიკაბელურობა დღეს სასიამოვნო დივიდენდებით შეიძლება შემოგიბრუნდეთ. შესაძლოა, გარშემომყოფებთან თქვენი ცოდნით გაიბრწყინოთ, ან პერსპექტიული ნაცნობობა გააბათ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღეს სრულად უნდა წარმოაჩინოთ თქვენი დიდი ორატორული ნიჭი. რა თქმა უნდა, ლაპარაკი ყოველთვის არაა მისასალმებელი, მაგრამ დღეს გამონაკლისი შეგიძლიათ დაუშვათ და „მჭევრმეტყველების მაგიური ძალა“ აჩვენოთ.

თევზები: დღის განმავლობაში საინტერესო შეხვედრები და ნაცნობობა გელოდებათ, რომლებიც ზეგავლენას მოახდენს თქვენ შემდგომ ცხოვრებაზე. რა სახის იქნება ეს გავლენა – დადებითი თუ უარყოფითი, უკვე თვითონ თქვენზეა დამოკიდებული. ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ყოველი შემთხვევისთვის, მთელი თქვენი ბუნებრივი ხიბლი აამოქმედოთ თითოეულ თანამოსაუბრესთან. მომხიბვლელობა კი, რაც მართალი, მართალი – არ გაკლიათ.

25
საქორწინო ბეჭდები

ძლიერი ქორწინების საფუძველი, ანუ ბუნებისგან ბოძებული ინსტიქტი

88
(განახლებულია 22:05 07.05.2021)
ზოგს ასეთი ახალი განლაგება აშინებს: ნუთუ სიყვარული დასრულდა, ნუთუ ყოფა გრძნობებს კლავს, ნუთუ ქორწინება - შეცდომაა?!

როდესაც ოჯახი იქმნება, ქალი და მამაკაცი იწყებენ ცხოვრებას ერთ ჭერქვეშ, შესაძლებელია ყველაფრის ერთად კეთება — გაღვიძება, სამუშაოზე წასვლა, ვახშმის მომზადება, კითხვა, ერთად სეირნობა და ა.შ. გადის დრო და პრაქტიკა აჩვენებს, რომ ასე დიდხანს გაგრძელება არ შეიძლება.

დროდადრო სურვილი ჩნდება, მარტომ დალიო ჩაი ან ყავა, დაალაგო სახლი ან, უბრალოდ, უყურო წვიმას ფანჯრიდან საყვარელი მეორე ნახევრის გარეშე.

ზოგს ასეთი ახალი განლაგება აშინებს: ნუთუ სიყვარული დასრულდა, ნუთუ ყოფა გრძნობებს კლავს, ნუთუ ქორწინება — შეცდომაა?!

სინამდვილეში სიყვარული არ მოიაზრებს ადამიანების პიროვნების მთლიანად „გათქვეფას" მეორე ადამიანში და საკუთარი ინდივიდუალობის დაკარგვას. სწორედ ჯანსაღი გრძნობები გულისხმობს თითოეულისთვის საკუთარი დროისა და ადგილის გამოყოფას. ეს ნორმალურია, თუ ადამიანს საკუთარ თავთან მარტო დარჩენა სურს, სახლში რომელიმე ოთახში შეყუჟვა და საყვარელი საქმის კეთება, ანდა, სულაც, უსაქმურობა. ასევე ნორმალურია, გინდოდეს მეგობრებთან ყოფნა მეუღლის გარეშე, მათთან ერთად სადმე წასვლა, თუნდაც დასასვენებლად. ასეთი სურვილი მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ წინაშე სრულფასოვანი პიროვნება დგას და არა რამე დანამატი მეუღლის სახით.

ეს ბუნებისგანაა დაწესებული. ნებისმიერ ცხოველს აქვს თავისი პირადი სივრცე, რაც სხვებისთვის მიუწვდომელია. ამ სივრცის ხელყოფა დასჯადია.

იდეალურობის საფასური: კარგი ცოლი, ცუდი ცოლი, ბედნიერი ქალი>>

ამ აკრძალვის დარღვევას არავინ რისკავს. ადამიანიც, ამ თვალსაზრისით, ჰგავს ცხოველს. მაქსიმალურად ხელშეუხებელი უნდა დარჩეს ინტიმური ზონა (15 სანტიმეტრამდე). მისი დარღვევა ადამიანში გაღიზიანებასა და აგრესიას იწვევს. გარდა ამ ინდივიდუალური ველისა, არის ასევე პირადი ფსიქიკური და ფიზიკური სივრცე. კომფორტის გრძნობა ბევრად არის დამოკიდებული სწორედ იმაზე, რამდენად არის ორივე ზონა დაცული არასანქცირებული ხელყოფისგან. ასე რომ, ხანდახან ჩნდება მარტო ყოფნის სურვილი — ეს სრულებით ბუნებრივია.

ასევე არსებობს ადგილები და ჩვევები, რომლებსაც ადამიანი აფასებს, როგორც პირადი სივრცის ნაწილს. ვიღაცას უყვარს დივანზე მარჯვენა მხარეს, კუთხეში ჯდომა, ჭიქის რომელიმე ადგილზე დადგმა და ა.შ. ასეთი სივრცობრივი „მონიშვნები" სტაბილურობისადმი ქვეცნობიერი სწრაფვაა, ეს კი ნიშნავს დაცულობას, შინაგან წონასწორობას.

ფსიქოლოგებმა დიდი ხანია შენიშნეს, რომ თანამედროვე ადამიანი უფრო მეტად ემორჩილება ამ „მონიშვნებს". ადრე ადამიანები უფრო სტაბილურ ვითარებაში ცხოვრობდნენ, არ იღებდნენ უამრავ ინფორმაციას და არ ჰქონდათ ამდენ ადამიანთან ურთიერთობა. ახლა ყოველდღიურად უწევთ გადაჭედილ ტრანსპორტში მგზავრობა, საინფორმაციო ნაკადთან გამკლავება. ცხოვრებისეული წყობის ცვალებადობა ადამიანს ჩვეულებებსა და „მონიშნულ" ადგილებზე ჩაჭიდებისკენ უბიძგებს, რაც მათ სტაბილურობისა და სიმშვიდის გრძნობებს უღვივებს და ფსიქიკური ბალანსის შენარჩუნებაში ეხმარება.

მსხვერპლს არც სილამაზე მოითხოვს და არც სიყვარული...>>

ამ ბალანსის დარღვევა ფსიქიკისთვის განგაშის სიგნალია. როგორ რეაგირებს ადამიანი განგაშზე? უმეტესად – აგრესიულად, ის თავს იცავს. და არანაირი გრძნობა, ტრადიცია ან ლოგიკა აქ არ მუშაობს. ეს ინსტიქტის პრეროგატივაა, რომელიც, რაც არ უნდა ებრძოლო, მაინც ძალზე ძლიერია. ასე რომ, გასაკვირი არაა, როცა ერთ-ერთი მეუღლე „გააფთრებით" იცავს „თავის ადგილს" სამზარეულოს მაგიდასთან.

ეს მხოლოდ საკუთარი, პირადი სივრცის შენარჩუნებისკენ სწრაფვაა. არ ღირს ამასთან ბრძოლა, წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ნახევარი ამას ვერ გაიგებს და თავისი საზღვრების დასაცავად იბრძოლებს.

მიიღეთ და გაიაზრეთ, რომ ყველაფერი საერთო არ გაქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ახლობელი ადამიანები ხართ დედამიწის ზურგზე. თქვენ მეორე ნახევარი ხართ და ეს გულისხმობს, რომ სწორედ თქვენ აფასებთ და პატივს სცემთ ადამიანში მის პიროვნებასა და დამოუკიდებლობის გამოვლენას, რაც ორივეს ერთად ყოფნის ბედნიერების შესაძლებლობას გაძლევთ.

სხვა საქმეა, თუ ხელყოფენ თქვენს ადგილს, ცდილობენ გადაგაჩვიონ, მაგალითად, სავარცხლის წიგნის თაროზე დადებას და ა.შ. მშვიდად აუხსენით, რომ კარგი განწყობა ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, რომ თქვენს ჩვევებს არ აკრიტიკებენ. თუ ადამიანი ამას არგუმენტებს უპირისპირებს, შეეცადეთ კომპრომისული გადაწყვეტილება მიიღოთ.

საკუთარ თავზე ეკონომიის რეჟიმში - დაავადება, როდესაც ქალში ქალი ნადგურდება>>

თითოეულ მეუღლეს აქვს განსაზღვრული ჩვევები, რაც ასევე ამ ადამიანის კომფორტისა და კეთილდღეობის განუყოფელი ნაწილია. რა თქმა უნდა, ქორწინებაში პირადი მისწრაფებების კორექტირება საჭირო ხდება, მაგრამ ყველაფერზე უარის თქმა ან იმის მოთხოვნა, რომ სხვამ მსხვერპლად გაიღოს თავი მეორის კომფორტისთვის — ცუდია.

არის შემთხვევები, როდესაც „პირად სივრცეში" გულისხმობენ მეორე ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფას. მაგალითად, მეუღლე, რომელიც სკანდალს უწყობს მეორე ნახევარს სააბაზანო ოთახში ცუდად დაკიდებული პირსახოცის ან ტანსაცმლის გამო, რომელიც გარდერობში არ დაკიდეს. ასეთი საქციელი მეტყველებს არაადეკვატურობაზე ან კრიზისზე ამ ადამიანების ურთიერთობაში, რაც ასეთ სცენებში ვლინდება.

და, ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ როცა მეუღლეებს საკმარისი პირადი სივრცე და დრო აქვთ საკუთარი თავისთვის, ოჯახში ატმოსფერო უფრო მშვიდი და სიხარულით გამსჭვალულია. ყოველი განმარტოების, „თავის თავში ჩაღრმავების" შემდეგ მეუღლეები თავს განახლებულად, „გადატვირთულად" გრძნობენ. მათი ურთიერთობები იძენს სიახლეს, ჩნდება მონატრების გრძნობა. თითოეული პატივს სცემს მეორის სურვილს – მასაც ხომ არ უზღუდავენ თავისუფლებას და იღებენ ისეთს, როგორიც არის.

88
თემები:
სასარგებლო რჩევები