დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 2 მაისი

© Pixabay / Free-Photosმარტოობა
მარტოობა - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 2 მაისია, კვირა. კლებადი მთვარე თხის რქის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.

დღეს გაძლიერდება მიზნების მიღწევის სურვილი, ამასთან, მოიმატებს სიმტკიცე, ენერგიულობა, ჯანსაღი ეგოიზმი. ამის გამო გამძაფრდება კონკურენცია სხვადასხვა სფეროში და ბევრს მოუნდება იმის დამტკიცება, რომ სხვაზე უკეთესია და უფრო კარგად იცის, როგორ უნდა იმოქმედოს. დღემ რომ კონსტრუქციულად ჩაიაროს, საჭიროა საკუთარ მიზნებზე კონცენტრირება და არა გარშემომყოფებთან სწორება, გამორკვევა იმისა, თუ ვინ არის პირველი.

ვის გაუმართლებს მაისში – ზოდიაქოს იღბლიანი ნიშნები>>

ვერძი: დღეს თქვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა ამბიციები გახდება. უბრალოდ საქმეებთან გამკლავება საკმარისი არაა – საჭიროა ყველაფრის სხვებზე უკეთესად გაკეთება და თან ეს ყველამ უნდა შეამჩნიოს. სწორედ ამიტომ კარგი დღეა კარიერაში წინსვლისთვის. ნებისმიერი ნაბიჯი ამ კუთხით ადვილად და ბუნებრივად გამოგივათ.. ამასთან გარშემომყოფები ხელს შეგიწყობენ და თქვენს კარიერულ წინსვლას ძალზე დადებიტად აღიქვამენ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2019
ასტრორეიტინგი: ზოდიაქოს ყველაზე ზარმაცი ნიშნები – ტოპ-ხუთეული

კურო: დღეს განსაკუთრებით დაგამძიმებთ რუტინული სამუშაო. ძალზე მოსაბეზრებელია ყოველდღე ერთი და იმავე საქმის კეთება. სევდა რომ არ შემოგაწვეთ, ასტროლოგები გირჩევენ, რამე შეცვალოთ თქვენ ცხოვრებაში. სულ მცირე, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, გარდერობის განახლებაა, თუმცა აჯობებს, თუ სახლის კედლებს გარეთ გახვალთ, შეიცვლით გარემოს და სუფთა ჰაერს ჩაისუნთქავთ – ეს ისე გჭირდებათ, როგორც არასდროს.

ტყუპი: დღეს შემტევი ხასიათი უნდა გამოაჩინოთ და თუ საჭირო გახდა, მუშტიც უნდა დააბრახუნოთ მაგიდაზე. თუ სიმტკიცეს არ გამოიჩენთ, გარშემომყოფები სწრაფად გადაგწევენ მეორე პლანზე და თქვენს იდეებსა და დამსახურებებს მიითვისებენ. ასე რომ, დღეს სხვა ვარიანტი არა გაქვთ – ან უნდა შეეგუოთ „სათადარიგო სკამზე“ ჯდომას, ან აჩვენოთ მტკიცე ხასიათი და მთავარი როლი მოირგოთ.

კირჩხიბი: დღევანდელი დღე ველოსიპედით სიარულს წააგავს – რაც უფრო ნელა მიდიხარ, მით უფრო მეტია წაქცევის რისკი. თუ კარგ ტემპს აიღებთ, აღმოაჩენთ, რომ ნებისმიერი საქმე თქვენ ხელშია. ამიტომ აქტიურად უნდა იმოქმედოთ, მოიკრიბოთ მთელი ძალა, ნებისყოფა. ერთხელ აღებული ტემპი დიდხანს გაგყვებათ და უამრავი საქმის გაკეთებასა თუ გადაკეთებას შეძლებთ.

ადამიანები - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2019
ზოდიაქოს ნიშნები სულ სხვა რაკურსით - შეიტყვეთ მათი პიროვნული საიდუმლოებები

ლომი: დილიდან მუშაობის სურვილი გაგიჩნდებათ. ამისგან თავის დაღწევა ადვილი არ იქნება. იმდენად კონცენტრირებული იქნებით საქმეებზე, რომ ვერაფერი გადაგატანინებთ ყურადღებას, თუნდაც აურზაური ირგვლივ. ვარსკვლავები გირჩევენ, გამოიყენოთ ეს დღე იმ საქმეებთან გასამკლავებლად, რომლებიც თავიდან ბოლომდე თქვენზეა დამოკიდებული. გუნდში მუშაობა კი არასასურველია – საკუთარ ფიქრებში ჩაფლული გარშემომყოფების აზრებს უბრალოდ ვერ გაიგებთ.

ქალწული: დღეს თქვენში დიდი ორგანიზატორი გაიღვიძებს, ხოლო ვითარება და გარემო მის გამოვლინებაში შეგიწყობთ ხელს. შეიძლება საჭირო გახდეს დღესასწაულის, პიკნიკის ან რამე სხვა ღონისძიების ორგანიზება. ნებისმიერ შემთხვევაში ყველანაირი შესაძლებლობა გაქვთ, რომ მსგავს საქმეებს შესანიშნავად წარუძღვეთ. ეს, მართალია, დიდ დროსა და ნერვებს წაიღებს, მაგრამ სამაგიეროდ, სასიამოვნო ბონუსებსაც მოიტანს.

სასწორი: არის რისკი, რომ დღეს მკაცრ კონკურენციასა და თქვენზე ზეწოლას წააწყდეთ. შესაძლოა, რომელიმე კოლეგას მოუნდეს თქვენი გევრდით „ჩაჩოჩება“, ან რომელიმე არაკეთილმოსურნეს მოუნდეს თქვენზე თავდასხმა და მისი მოგერიება მოგიწიოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მთელი ძალები და ნებისყოფა მოიკრიბოთ და იბრძოლოთ მოპოვებული პოზიციების შენარჩუნებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ პოზიციების აღდგენა საკმაოდ რთული იქნება.

მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2017
ზოდიაქოს ყველაზე უიღბლო ნიშნები, ანუ ვინ მიიჩნევს თავს უბედურად?

მორიელი: ხელი შეიძლება შეგიშალოთ დაუოკებელმა სურვილმა, რომ საქმიანობისას შედეგი უსწრაფესად მიიღოთ. საინტერესო ისაა, რომ აჩქარება პირიქით იმოქმედებს – დაამუხრუჭებს მუშაობას და ვადებში გადაწევს. ასეთი „მუხრუჭები“ ნებისმიერ საქმეში და ნებისმიერ ეტაპზე შიძლება მოხდეს. მდგომარეობის გამოსწორებას იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ მოუთმენლობისგან გათავისუფლდებით, თუ არა, მაშინ ელოდეთ საქმის გაჭიანურებას.

მშვილდოსანი: დღეს თქვენი დევიზია უაპელაციო „მე თვითონ“. არანაირი განწყობა არ გაქვთ, რომ გარშემომყოფებს მოუსმინოთ, არამცთუ მათი რჩევა გაითვალისწინოთ. ამის გამო თქვენი გადაწყვეტილებები შეიძლება მოულოდნელი აღმოჩნდეს, ხოლო გამონათქვამები – თვითკმაყოფილებით სავსე. საქმე ისაა, რომ სულ არ გინდათ საქმის გაფუჭება – პირიქით, მზად ხართ, პასუხისმგებლობა აიღოთ შედეგზე და ეს შედეგი საკმაოდ კარგი იქნება.

თხის რქა: დღეს თქვენი წარმატების საიდუმლო ადამიანების ორგანიზებისა და მათგან საჭირო შედეგების მირების უნარში იმალება. სხვანაირად რომ ვთქვათ, თვითონ შრომით გმირობაზე განწყობილი არ ხართ, მაგრამ ეს შრომითი გმირობა შეგიძლიათ გარეშემომყოფების ხელით ჩაიდინოთ. ასე რომ, ორგანიზატორის, კოორდინატორის ან უფროსის სახით დღეს შეუცვლელი ბრძანდებით. თუნდაც არ გქონდეთ არანაირი განსაკუთრებული უფლებები, ამას მაინც მოახერხებთ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2018
საუკეთესო დედმამიშვილი – ზოდიაქოს ნიშნების ტოპ–სამეული

მერწყული: დღეს შეიძლება ის საქმეები დაგავალონ, რომლებთან გამკლავებაში ეჭვი გეპარებათ. შესაძლოა, მიგაჩნიათ, რომ არ გაგაჩნიათ საკმარისი გამოცდილება, ცოდნა ან უნარები მათ შესასრულებლად. ასეთმა ეჭვებმა შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს შედეგებზე, ამიტომ ასტროლოგები გირჩევენ, მოიკრიბოთ ნებისყოფა, ეჭვები გააქროთ და საქმეს ისე შეუდგეთ. თუ ამას ვერ მოახერხებთ, მაშინ ეს საქმე სხვას გადააბარეთ ან გადადეთ მისი გაკეთება.

თევზები: სავსე ხართ ენთუზიაზმით. ნამდვილად გაგიტაცებთ ის საქმე, რასაც გააკეთებთ, თუნდაც არ იყოს ძალზე მნიშვნელოვანი. უცნობია, რის გამო ხდება ეს – თქვენი ამაღლებული განწყობის თუ ძალების მოზღვავების. მთავარი ისაა, რომ ასეთი კარგი განწყობით ყველაფერი მშვენივრად აეწყობა, გარშემომყოფები დაგაფასებენ და დღის განმავლობაში არაერთხელ გკითხავენ რჩევას.

ყველა ახალი ამბავი
0