დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 1 მაისი

© Pixabay / genorceგაზაფხულის ყვავილები ფეხსაცმელში
გაზაფხულის ყვავილები ფეხსაცმელში - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 1 მაისია, შაბათი. კლებადი მთვარე თხის რქის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.

შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ დრო ოჯახთან ან მეგობრებთან მშვიდად გაატაროთ. არასასურველია ზედმეტი აქტიურობა, მაგრამ ჩვეულებრივი სეირნობა სუფთა ჰაერზე უზარმაზარ სიამოვნებას მოგანიჭებთ. ეს დღე მოდუნებისა და ჭეშმარიტი ფასწეულობების დღეა. გამოიყენეთ ის ურთიერთობების გასამტკიცებლად.

ვის გაუმართლებს მაისში – ზოდიაქოს იღბლიანი ნიშნები>>

ვერძი: დღის პირველი ნახევარი შედარებით არასტაბილური იქნება. ხშირად შეიძლება შეგეცვალოთ განწყობა, მაგრამ ეს მეორე ნახევარში გამოსწორდება. შესაძლოა რთული საუბარი მოგიწიოთ ადამიანებთან, რომლებზეც დამოკიდებული ხართ. თუნდაც საუბრი წვრილმანებს შეეხოს, ყურადღებით უნდა იყოთ და ეცადოთ, საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვოთ, რადგან ამას შორს მიმავალი შედეგები შეიძლება ჰქონდეს.

ზოდიაქოს ნიშნები - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2017
დამიმტკიცე ლოგიკურად, რომ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილი

კურო: დღეს თქვენი აზრი, შეიძლება ითქვას, ყველას დააინტერესებს. დღის კითხვა იქნება: „როგორია თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით?“ ამასთან შებრძოლება არ ღირს – შესანიშნავად გაუმკლავდებით ექსპერტისა და კონსულტანტის როლს. თქვენი გამოცდილება საკმარისი იქნება იმისთვის, რომ გარშემომყოფებს კარგი რჩევები მისცეთ და ამით აიმღლოთ ავტორიტეტი მათ თვალში.

ტყუპი: დღეს ძალზე მოსახრეხებელი მომენტი დადგება იმისთვის, რომ ნებისმიერ სფეროში ლიდერის პოზიციები დაიკავოთ. თქვენი არგუმენტები ძლიერია ისე, როგორც არასდროს, კონკურენციის არ უნდა გეშინოდეთ, გარშემომყოფები მზად არიან თქვენ მხარდასაჭერად. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველანაირი წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ წინ ნახტომი გააკეთოთ და მტკიცედ იმოქმედოთ.

კირჩხიბი: რაც არ უნდა უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ საქმე, რომელსაც დღეს შეუდგებით, მას აუცილებლად ექნება გაგრძელება და დიდ როლს შეასრულებს თქვენს სამუშაოშიში, კეთილდღეობასა თუ პირად ცხოვრებაში. სწორედ ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, დიდი ყურადღება მიაქციოთ წვრილმანებს. თუ არჩევნის წინაშე მოგიწიათ დადგომა, აუცილებლად უნდა გათვალოთ თქვენი გადაწყვეტილების შედეგები და ისე გადადგათ ნაბიჯი.

თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2018
ზოდიაქოს რომელი ნიშნების წარმომადგენლები ხდებიან ყველაზე ხშირად პოპულარული

ლომი: დღის დასაწყისი კარგი დროა ურთიერთობებისთვის. ადვილად შეგიძლიათ კარგი შტაბეჭდილებების მოხდენა გარშემომყოფებზე. დღის მეორე ნახევარში ჩვეულ საქმეებს მიხედეთ, რომლებიც საკმაოდ მოსაწყენად მოგეჩვენებათ და ამიტომ მათ სწრაფად მოამთავრებთ. შემდეგ შეგიძლიათ დრო ჰობის დაუთმოთ და განწყობა აიმაღლოთ. არაა გამორიცხული საინტერესო ნაცნობობა, შეხვედრები ძველ მეგობრებთან.

ქალწული: დღეს ღირებული იდეებისა და ბრძნული აზრების „შემოტევა“ გექნებათ და სულ არ ხართ წინააღმდეგი, ეს აზრები გარშემომყოფებს გაუზიაროთ. ეს ყველას არ დაეხატება გულზე, მაგრამ ბევრისთვის თქვენი დახმარება და რჩევა ძალიან სასარგებლო აღმოჩნდება. იმისთვის, რომ სასიამოვნო სასარგებლოს შეუხამოთ, სჯობს, თქვენი მენტორული კილო თქვენზე უმცროსებისკენ და იმათკენ მიმართოთ, ვისაც დახმარება სჭირდება.

სასწორი: დღეს დიდი ამოცანა გექნებათ შესასრულებელი – გარშემომყოფებს უნდა მოაჩვენოთ თავი, როგორც საქმიანმა და მოფუსფუსე ადამიანმა. და ამის საკმარისი საფუძველი გაქვთ – გარშემომყოფები თქვენში დაინახავენ ადამიანს, რომელსაც რამე უნდა დაავალონ. თუ მათგან თავს საკუთარი საქმეების კეთებით არ დაიცავთ თავს, მშვიდად დაჯდომის საშუალებას არ მოგცემენ. ეჭვი არავის უნდა შეეპაროს, რომ ძალიან დატვირთული ხართ. ხოლო რამდენად შეესაბამება ეს რეალობას – მნიშვნელოვანი არაა.

ტყუილი და მართალი - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2020
ბრძნული ტყუილის საიდუმლოებანი: ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ჭკვიანურად იტყუებიან

მორიელი: დღეს შეიძლება ახალი ნიჭი აღმოაჩინოთ – რომ ხართ მშვენიერი მეთოჯინე, შეგიძლიათ უხილავი ძაფებით ისე ამოძრაოთ „მარიონეტები“, რომ თქვენთვის საჭირო შედეგი მიიღოთ. მოქმედებების ამ სტილს, სულ არაა აუცილებელი, უხეშ ინტრიგასთან ჰქონდეს რამე საერთო, უბრალოდ, უფრო კარგად იმოქმედებთ არა პირდაპირ, არამედ შემოვლით: აამოქმედებთ შინაგან მომხიბვლელობას, დარწმუნების უნარსა და კავშირებს. შედეგად გარშემომყოფები ისე იმოქმედებენ, როგორც თქვენ გსურთ.

მშვილდოსანი: დღეს ეგოისტური განწყობით გაიღვიძებთ. ნაკლებად გაინტერესებთ გვერდით მყოფნი. უფრო თქვენდამი განსაკუთრებული დამოკიდებულება და პირობები გაღელვებთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ რაც არ უნდა იყოთ დარწმუნებული საკუთარ სიმართლეში, ამის დაჟინება არავითარ შემთხვევაში არ ივარგებს. უნდა მოძებნოთ საერთო ინტერესები ირგვლივ მყოფ ადამიანებთან, სხვაგვარად მოსალოდნელია მათი განაწყენება, ასევე კონფლიქტები.

თხის რქა: ასტროლოგები გირჩევენ, ნებისმიერი საკითხის გადაჭრისას მეტად მოქნილი იყოთ. არ ღირს რაღაც ერთ ვარიანტზე „ჩაციკლვა“, ერთი მიზნისკენ ხომ რამდენიმე მისასვლელი გზა შეიძლება არსებობდეს? თუ გაითვალისწინებთ ვითარებას და გარშემომყოფების აზრს, ისინი ამას დააფასებენ. ამასთან, ასე უფრო სწრაფად მიაღწევთ საჭირო შედეგს. დღეს კომპრომისებით უფრო მეტს მიაღწევთ, ვიდრე გაჯიუტებით და სხვების აზრის გათვალისწინების გარეშე.

თანავარსკვლავედი - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2017
ზოდიაქოს ნიშნები: ყველაზე შეშლილი ყოფილები და მათი ვნებანი - სიგიჟიდან გულგრილობამდე

მერწყული: მშვიდი დღე გელოდებათ. არა აქვს აზრი სიჩქარეს, ვინმეს ან რამის გამოდევნებას, თქვენ გადაწყვეტილებებზე დღეს მაინც არაფერია დამოკიდებული. სიტუაცია თქვენი მონაწილეობის გარეშე განვითარდება, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, მოდუნდეთ და დინებას გაჰყვეთ. დაისვენეთ და მომდევნო დღეებისთვის ძალა მოიკრიბეთ, რათა უფრო ენერგიულად დაიწყოთ მოქმედებები.

თევზები: გაქვთ შანსი, რომ თქვენი გავლენის სფერო გააფართოვოთ. შესაძლოა, თავის კარგად წარდგენის მეშვეობით ახალი პოზიციები მოიპოვოთ, დაასრულოთ მნიშვნელოვანი ეტაპი სამუშაოზე, გააბათ სასარგებლო ნაცნობობა ან, უბრალოდ, საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდეთ. წინ წაიწევთ ერთი ნაბიჯით და დროთა განმავლობაში ეს ძალზე დადებითად აისახება თქვენს ცხოვრებაზე.

ყველა ახალი ამბავი
0