ცვრიანი ყვავილი

ვის გაუმართლებს მაისში ზოდიაქოს იღბლიანი ნიშნები

9802
(განახლებულია 11:10 29.04.2021)
ასტროლოგები აცხადებენ, რომ მაისი არცთუ მარტივი თვე იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბედი ყველას აუვლის გვერდს. ტყუპებს, კირჩხიბებსა და ზოდიაქოს კიდევ ორ ნიშანს ფორტუნა გაუღიმებს

მაისი მარტივი თვე არ იქნება, მაგრამ თუ პესიმიზმში ჩავვარდებით, ეს კიდევ უფრო გაართულებს ცხოვრებას და მეტ პრობლემას მოიტანს.

გაზაფხულის ბოლო თვეში ნეგატიურ ძალას რეტროგრადული პლუტონი მოიტანს, რომელსაც 23 მაისს სატურნიც შეუერთდება. ასევე 26 მაისს მთვარის სრული დაბნელება გველოდება.

მოკლედ, მაისი სირთულეებით სავსე პერიოდი იქნება, მაგრამ ზოდიაქოს ოთხი ნიშანი ყველაზე კარგად გაუმკლავდება პრობლემებს.

ტყუპი

გლობალური ცვლილებები ცოტა წაგადგებათ. თქვენ არ გიყვართ მოწყენილი ცხოვრება და სტაბილურობა. სწორედ ამიტომ მაისში ზოდიაქოს ნიშნებს შორის ერთ–ერთი ყველაზე ბედნიერი იქნებით. იქნება სირთულეებიც, მაგრამ გაჩნდება ახალი შესაძლებლობებიც, თავგადასავლები. დატკბებით ახალი ემოციებით, ნაცნობობით. შემოქმედებით ადამიანებს შთაგონება ეწვევა. ეს ახალი ძალების პერიოდი იქნება.

კირჩხიბი

მომზადებული შეხვდებით პრობლემებს. გაიზრდება თქვენი ენერგეტიკული მარაგი, რადგან მარსი თქვენ ნიშანში იქნება მთელი თვე. ძალზე ხელსაყრელი მდგომარეობა შეიქმნება იმისთვის, რომ მიიღოთ ბედისწერის დარტყმები და გაუმკლავდეთ სირთულეებს. შეუპოვრობა და სულიერი სიმტკიცე დაგეხმარებათ, რომ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში პოზიციები შეინარჩუნოთ და განიმტკიცოთ. თქვენს ძალებს ვერანაირი ნეგატივი ვერაფერს დააკლებს.

მშვილდოსანი

მუდმივ დაძაბულობაში ცხოვრობთ და ასეთ ვითარებაში თავს ისე გრძნობთ, როგორც თევზი წყალში. მაისში არაფრის არ უნდა შეგეშინდეთ – თქვენი არაკეთილმოსურნეების უმეტესობა თავიანთი პირადი პრობლემებით იქნებიან დაკავებულები. ეს ნიშნავს, რომ შეძლებთ ინიციატივის საკუთარ ხელში აღებას და წარმატებების მიღწევას. დარჩებით გამარჯვებული და ამასთან, სხვა საქმეებისთვისაც გეყოფათ ენერგია.

მერწყული

მერწყულები ის ხალხი ხართ, რომლებიც ნებისმიერი პრობლემის გადაჭრას შემოქმედებითად ეკიდებით. მაისში ცოტა პრობლემა არ გელოდებათ, მაგრამ მათ გაუმკლავდებით და თან ისე, რომ შთამბეჭდავ შთაბეჭდილებას მოახდენთ პოტენციურ პარტნიორებსა თუ დამსაქმებლებზე. ანალოგიური ვითარება იქნება სასიყვარულო ასპარეზზე. ნებისმიერი გაუგრებობა თქვენთვის დადებითად შემობრუნდება. შესაძლოა, დასრულდეს ტოქსიკური ურთიერთობები ან გამტკიცდეს ის კავშირი, რომელიც ბედნიერებას განიჭებთ.

9802
არწივი მთებში

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 8 მაისი

25
(განახლებულია 18:38 07.05.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 8 მაისია, შაბათი. კლებადი მთვარე ვერძის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.

იღბალი იქნება თანმდევი ყველა საქმეში, რაც ოგანიზაციულ მომენტებსა და ურთიერთობებს უკავშირდება. საუკეთესო დღეა კომპრომისების მოსაძებნად, რთული სიტუაციების გასაშიფრად, ნესბიემიერი ღონისძიებისთვის – ოფიციალური მოლაპარაკებებიდან დაწყებული წვეულების მოწყობით დამთავრებული. ძალზე ხელსაყრელი დროა იმისთვის, რომ საქმეები კარგად დაალაგოთ და საჭირო კალაპოტი მისცეთ.

ეგვიპტური ჰოროსკოპი – დაინახეთ თქვენი თავი განსხვავებულად>>

ვერძი: დღეს ვითარება თქვენგან მოითხოვს, რომ ინიციატივა აიღოთ ხელში. თუნდაც ეს თქვენთვის ჩვეული არ იყოს, იგრძნობთ მოთხოვნილებას, რომ მიიღოთ გადაწყვეტილებები და მათზე პასუხისმგებლობა აიღოთ. საინტერესო ისაა, რომ გარშემომყოფები მშვიდად დაგითმობენ პირველობას. შესაძლოა, ყველა გადაწყვეტილება და მოქმედება სწორი არ იყოს, მაგრამ ამით მოგეცემათ შანსი, ყველას და საკუთარ თავსაც აჩვენოთ, რომ ბევრი რამ შეგიძლიათ.

კურო: დღეს გარშემომყოფებმა შეიძლება თქვენით მანიპულირება მოინდომონ. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაც შეეცადოს თავისი მდგომარეობის, კავშირების ან პირადი მომხიბვლელობის გამოყენებას, რათა თავის თამაშში ჩაგითრიოთ. თუ ამ მცდელობას აჰყვებით, დროთა განმავლობაში ინანებთ – ამან შეიძლება თქვენს რეპუტაციას დაარტყას. ასე რომ, დღეს თქვენი თვალსაზრისი უნდა დაიცვათ და მოერიდოთ ადამიანებს, რომლებიც თქვენით მანიპულირებას შეეცდებიან.

ტყუპი: დღეს კარგად ვერ გაართმევთ თავს იმ საქმეებს, სადაც ლოგიკური აზროვნებაა საჭირო – გათვლები, ანალიტიკა, მეცნიერება, დაგეგმვა, სწავლა. სამაგიეროდ, ძალიან იოლი იქნება კონტაქტები ადამიანებთან, მათი თქვენი იდეებითა და ემოციებით დამუხტვა. ამას გარდა, ურთიერთობებში მწვავედ იგრძნობთ სიყალბეს, რისი გამოყენებაც „სიცრუის დეტექტორის“ სახით შეგიძლიათ.

კირჩხიბი: ვარსკვლავები გირჩევენ, დრო გამონახოთ კარიერული, პროფესიული თუ პიროვნული ზრდის მეთოდიკის გასაცნობად. ამ თემებზე წიგნების ნახვა ადვილია – ნებისმიერი წიგნის მაღაზიიდან დაწყებული ინტერნეტით დამთავრებული. თუნდაც სკეპტიკურად უყურებდეთ მსგავს ლიტერატურას, ნამდვილად ღირს მისი შესწავლა, ან შეგიძლიათ შეეგუოთ დღევანდელ მდგომარეობას. მაგრამ გახსოვდეთ, რომ რამდენიმე რჩევის გათვალისწინებაც კი წარმატებებს მოგიტანთ.

ლომი: დღეს ნებისმიერი შეკრების „მიზიდულობის ცენტრი“ შეგიძლიათ გახდეთ. გარეშემომყოფები თქვენკენ მოილტვიან. საჭირო შედეგი რომ მიიღოთ, საკმარისია თქვენი ქარიზმა გამოიყენოთ – უარს ვერავინ გეტყვით. სხვათა შორის, დღევანდელი ვითარება სხვანაირადაც შეიძლება შემობრუნდეს თქვენთვის – ირგვლივ მყოფებმა გასაქანი არ მოგცენ, სულის მოთქმა არ გაცადონ და სულ „ნაწილ–ნაწილ“ დაგიტაცონ.

ქალწული: დღეს შეიძლება დიდ მანიპულატორად იქცეთ და ადამიანები თოჯინებივით ათამაშოთ. თუნდაც ეს მანიპულაცია სუსტი იყოს, მაგრამ არსი მაინც არ იცვლება. მზად ხართ, გარშემომყოფების მოქმედებებს საჭირო კალაპოტი მისცეთ. ამისთვის კი აამუშაოთ კავშირები, მინიშნებები, დაპირებები, ჭორები... ამან რომ არ იმუშაოს კიდეც, თქვენსას მაინც მიაღწევთ, მაგრამ უფრო ადვილი გზებით – ქედუხრელობითა და სხვების დარწმუნების უნარით.

სასწორი: დღეს ის იშვიათი დღეა, როდესაც ირგვლივმყოფებთან კამათში ნამდვილად შეიძლება დაიბადოს ჭეშმარიტება. მაგრამ მაინც სჯობს, არა იკამათოთ, არამედ განიხილოთ, იმსჯელოთ ნებისმიერ თემაზე – იდეებზე, გეგმებზე, პერსპექტივებზე. დღეს არაფერი ისე არ გაგამხნევებთ, არაფერი გაგიჩენთ ცინცხალ იდეებსა და მოქმედების სურვილს, როგორც ტვინის კარგი „შეჯანჯღარება“. თანამოაზრეებთან ერთად ნებისმიერ ამოცანასთან შეჭიდებას შეძლებთ.

მორიელი: მოთმინებითა და გაგებით უნდა მოეკიდოთ ადამიანს, რომელსაც დღეს თქვენი დახმარება, მხარდაჭერა ან რჩევა სჭირდება. თუ კეთილ საქმეს დროს დაუთმობთ, არ ინანებთ. პირიქით, კეთილისმყოფელის როლში თავს არაჩვეულებრივად იგრძნობთ. თქვენც ხომ დაგჭირვებიათ ვინმეს დახმარება ან რჩევა, და რატომ არ უნდა დაეხმაროთ თქვენ? და გახსოვდეთ, რომ სიკეთეცა და ბოროტებაც უკან ბუმერანგივით გვიბრუნდება.

მშვილდოსანი: დღეს ძალიან გაგიჭირდებათ თავის მოთოკვა, რომ ახლობლებს ბრძანებები არ მისცეთ და თქვენი ვალდებულებების ნაწილიც მათ არ გადააბაროთ. ვერაფერს გააწყობთ – ეს გუნდის კანონია, ყოველთვის დამყოლი ვერ იქნებით, ხანდახან კლანჭებიც უნდა გამოაჩინოთ. ამასთან დღეს ეს თავისთავადაც შეიძლება გამოვიდეს – სიტუაცია ისე ჩამოყალიბდეს, რომ არჩევნის წინაშე დადგეთ: ან ვერ გაუმკლავდეთ ყველა საქმეს, ან სხვა დაიხმაროთ.

თხის რქა: დღეს ირგვლივ არსებული ატმოსფერო გაგახარებთ. სითბოსა და ურთიერთდახმარების განცდა თქვენში დაბადებს გრძნობას, რომ ყველა, ვინც გარშემო ტრიალებს, ერთი დიდი ოჯახია. ასეთი სიკეთით სავსე განწყობა აუცილებლად აისახება თქვენ ქცევაზე – ჩვეულებრივზე მეტად გულგახსნილი იქნებით ურთიერთობებში. თქვენი მომხიბვლელობისთვის წინააღმდეგობის გაწევას ირგვლივ მყოფნი ვერ შეძლებენ – თუ მოინდომებთ, დაუძინებელ მტერსაც კი საუკეთესო მეგობრად აქცევთ.

მერწყული: თქვენი კომუნიკაბელურობა დღეს სასიამოვნო დივიდენდებით შეიძლება შემოგიბრუნდეთ. შესაძლოა, გარშემომყოფებთან თქვენი ცოდნით გაიბრწყინოთ, ან პერსპექტიული ნაცნობობა გააბათ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღეს სრულად უნდა წარმოაჩინოთ თქვენი დიდი ორატორული ნიჭი. რა თქმა უნდა, ლაპარაკი ყოველთვის არაა მისასალმებელი, მაგრამ დღეს გამონაკლისი შეგიძლიათ დაუშვათ და „მჭევრმეტყველების მაგიური ძალა“ აჩვენოთ.

თევზები: დღის განმავლობაში საინტერესო შეხვედრები და ნაცნობობა გელოდებათ, რომლებიც ზეგავლენას მოახდენს თქვენ შემდგომ ცხოვრებაზე. რა სახის იქნება ეს გავლენა – დადებითი თუ უარყოფითი, უკვე თვითონ თქვენზეა დამოკიდებული. ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ყოველი შემთხვევისთვის, მთელი თქვენი ბუნებრივი ხიბლი აამოქმედოთ თითოეულ თანამოსაუბრესთან. მომხიბვლელობა კი, რაც მართალი, მართალი – არ გაკლიათ.

25
საქორწინო ბეჭდები

ძლიერი ქორწინების საფუძველი, ანუ ბუნებისგან ბოძებული ინსტიქტი

88
(განახლებულია 22:05 07.05.2021)
ზოგს ასეთი ახალი განლაგება აშინებს: ნუთუ სიყვარული დასრულდა, ნუთუ ყოფა გრძნობებს კლავს, ნუთუ ქორწინება - შეცდომაა?!

როდესაც ოჯახი იქმნება, ქალი და მამაკაცი იწყებენ ცხოვრებას ერთ ჭერქვეშ, შესაძლებელია ყველაფრის ერთად კეთება — გაღვიძება, სამუშაოზე წასვლა, ვახშმის მომზადება, კითხვა, ერთად სეირნობა და ა.შ. გადის დრო და პრაქტიკა აჩვენებს, რომ ასე დიდხანს გაგრძელება არ შეიძლება.

დროდადრო სურვილი ჩნდება, მარტომ დალიო ჩაი ან ყავა, დაალაგო სახლი ან, უბრალოდ, უყურო წვიმას ფანჯრიდან საყვარელი მეორე ნახევრის გარეშე.

ზოგს ასეთი ახალი განლაგება აშინებს: ნუთუ სიყვარული დასრულდა, ნუთუ ყოფა გრძნობებს კლავს, ნუთუ ქორწინება — შეცდომაა?!

სინამდვილეში სიყვარული არ მოიაზრებს ადამიანების პიროვნების მთლიანად „გათქვეფას" მეორე ადამიანში და საკუთარი ინდივიდუალობის დაკარგვას. სწორედ ჯანსაღი გრძნობები გულისხმობს თითოეულისთვის საკუთარი დროისა და ადგილის გამოყოფას. ეს ნორმალურია, თუ ადამიანს საკუთარ თავთან მარტო დარჩენა სურს, სახლში რომელიმე ოთახში შეყუჟვა და საყვარელი საქმის კეთება, ანდა, სულაც, უსაქმურობა. ასევე ნორმალურია, გინდოდეს მეგობრებთან ყოფნა მეუღლის გარეშე, მათთან ერთად სადმე წასვლა, თუნდაც დასასვენებლად. ასეთი სურვილი მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ წინაშე სრულფასოვანი პიროვნება დგას და არა რამე დანამატი მეუღლის სახით.

ეს ბუნებისგანაა დაწესებული. ნებისმიერ ცხოველს აქვს თავისი პირადი სივრცე, რაც სხვებისთვის მიუწვდომელია. ამ სივრცის ხელყოფა დასჯადია.

იდეალურობის საფასური: კარგი ცოლი, ცუდი ცოლი, ბედნიერი ქალი>>

ამ აკრძალვის დარღვევას არავინ რისკავს. ადამიანიც, ამ თვალსაზრისით, ჰგავს ცხოველს. მაქსიმალურად ხელშეუხებელი უნდა დარჩეს ინტიმური ზონა (15 სანტიმეტრამდე). მისი დარღვევა ადამიანში გაღიზიანებასა და აგრესიას იწვევს. გარდა ამ ინდივიდუალური ველისა, არის ასევე პირადი ფსიქიკური და ფიზიკური სივრცე. კომფორტის გრძნობა ბევრად არის დამოკიდებული სწორედ იმაზე, რამდენად არის ორივე ზონა დაცული არასანქცირებული ხელყოფისგან. ასე რომ, ხანდახან ჩნდება მარტო ყოფნის სურვილი — ეს სრულებით ბუნებრივია.

ასევე არსებობს ადგილები და ჩვევები, რომლებსაც ადამიანი აფასებს, როგორც პირადი სივრცის ნაწილს. ვიღაცას უყვარს დივანზე მარჯვენა მხარეს, კუთხეში ჯდომა, ჭიქის რომელიმე ადგილზე დადგმა და ა.შ. ასეთი სივრცობრივი „მონიშვნები" სტაბილურობისადმი ქვეცნობიერი სწრაფვაა, ეს კი ნიშნავს დაცულობას, შინაგან წონასწორობას.

ფსიქოლოგებმა დიდი ხანია შენიშნეს, რომ თანამედროვე ადამიანი უფრო მეტად ემორჩილება ამ „მონიშვნებს". ადრე ადამიანები უფრო სტაბილურ ვითარებაში ცხოვრობდნენ, არ იღებდნენ უამრავ ინფორმაციას და არ ჰქონდათ ამდენ ადამიანთან ურთიერთობა. ახლა ყოველდღიურად უწევთ გადაჭედილ ტრანსპორტში მგზავრობა, საინფორმაციო ნაკადთან გამკლავება. ცხოვრებისეული წყობის ცვალებადობა ადამიანს ჩვეულებებსა და „მონიშნულ" ადგილებზე ჩაჭიდებისკენ უბიძგებს, რაც მათ სტაბილურობისა და სიმშვიდის გრძნობებს უღვივებს და ფსიქიკური ბალანსის შენარჩუნებაში ეხმარება.

მსხვერპლს არც სილამაზე მოითხოვს და არც სიყვარული...>>

ამ ბალანსის დარღვევა ფსიქიკისთვის განგაშის სიგნალია. როგორ რეაგირებს ადამიანი განგაშზე? უმეტესად – აგრესიულად, ის თავს იცავს. და არანაირი გრძნობა, ტრადიცია ან ლოგიკა აქ არ მუშაობს. ეს ინსტიქტის პრეროგატივაა, რომელიც, რაც არ უნდა ებრძოლო, მაინც ძალზე ძლიერია. ასე რომ, გასაკვირი არაა, როცა ერთ-ერთი მეუღლე „გააფთრებით" იცავს „თავის ადგილს" სამზარეულოს მაგიდასთან.

ეს მხოლოდ საკუთარი, პირადი სივრცის შენარჩუნებისკენ სწრაფვაა. არ ღირს ამასთან ბრძოლა, წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ნახევარი ამას ვერ გაიგებს და თავისი საზღვრების დასაცავად იბრძოლებს.

მიიღეთ და გაიაზრეთ, რომ ყველაფერი საერთო არ გაქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ახლობელი ადამიანები ხართ დედამიწის ზურგზე. თქვენ მეორე ნახევარი ხართ და ეს გულისხმობს, რომ სწორედ თქვენ აფასებთ და პატივს სცემთ ადამიანში მის პიროვნებასა და დამოუკიდებლობის გამოვლენას, რაც ორივეს ერთად ყოფნის ბედნიერების შესაძლებლობას გაძლევთ.

სხვა საქმეა, თუ ხელყოფენ თქვენს ადგილს, ცდილობენ გადაგაჩვიონ, მაგალითად, სავარცხლის წიგნის თაროზე დადებას და ა.შ. მშვიდად აუხსენით, რომ კარგი განწყობა ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, რომ თქვენს ჩვევებს არ აკრიტიკებენ. თუ ადამიანი ამას არგუმენტებს უპირისპირებს, შეეცადეთ კომპრომისული გადაწყვეტილება მიიღოთ.

საკუთარ თავზე ეკონომიის რეჟიმში - დაავადება, როდესაც ქალში ქალი ნადგურდება>>

თითოეულ მეუღლეს აქვს განსაზღვრული ჩვევები, რაც ასევე ამ ადამიანის კომფორტისა და კეთილდღეობის განუყოფელი ნაწილია. რა თქმა უნდა, ქორწინებაში პირადი მისწრაფებების კორექტირება საჭირო ხდება, მაგრამ ყველაფერზე უარის თქმა ან იმის მოთხოვნა, რომ სხვამ მსხვერპლად გაიღოს თავი მეორის კომფორტისთვის — ცუდია.

არის შემთხვევები, როდესაც „პირად სივრცეში" გულისხმობენ მეორე ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფას. მაგალითად, მეუღლე, რომელიც სკანდალს უწყობს მეორე ნახევარს სააბაზანო ოთახში ცუდად დაკიდებული პირსახოცის ან ტანსაცმლის გამო, რომელიც გარდერობში არ დაკიდეს. ასეთი საქციელი მეტყველებს არაადეკვატურობაზე ან კრიზისზე ამ ადამიანების ურთიერთობაში, რაც ასეთ სცენებში ვლინდება.

და, ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ როცა მეუღლეებს საკმარისი პირადი სივრცე და დრო აქვთ საკუთარი თავისთვის, ოჯახში ატმოსფერო უფრო მშვიდი და სიხარულით გამსჭვალულია. ყოველი განმარტოების, „თავის თავში ჩაღრმავების" შემდეგ მეუღლეები თავს განახლებულად, „გადატვირთულად" გრძნობენ. მათი ურთიერთობები იძენს სიახლეს, ჩნდება მონატრების გრძნობა. თითოეული პატივს სცემს მეორის სურვილს – მასაც ხომ არ უზღუდავენ თავისუფლებას და იღებენ ისეთს, როგორიც არის.

88
თემები:
სასარგებლო რჩევები