დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 29 აპრილი

© courtesy of Georgia is hereჩანჩქერი
ჩანჩქერი - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 29 აპრილია, ხუთშაბათი. კლებადი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.

გულწრფელი დაინტერესების გარეშე დღეს საქმეების გაკეთება არ გამოვა. რამდენიც არ უნდა დავარწმუნოთ თავი, რომ მოვალეობა და ვალდებულება პირველ ადგილზეა, მაინც იმაზე ვიფიქრებთ, რაც თვითონ მოგვწონს, გვიტაცებს. ასეთივე განწყობით იქნებიან გარშემომყოფებიც, ამიტომ დღეს ვინმესთვის რამის დავალება, დიდი ალბათობით, უშედეგო იქნება. აქედან გამომდინარე, ამ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალია საკუთარი ენთზიაზმის სხვებისთვის გაზიარება და შემდეგ უკვე ერთობლივი ძალებით მოქმედება.

დამიმტკიცე ლოგიკურად, რომ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილი>>

ვერძი: თუ რამე დაგაინტერესებთ, ამაში ყველას დარწმუნებას შეძლებთ. თქვენი კომუნიკაბელურობა და სხვების დარწმუნების ნიჭი სათანადო დონეზე იქნება. მშრალ ფაქტებსა და ციფრებს ისე ხატოვნად წარუდგენთ ადამიანებს, როგორც დამაინტრიგებელ დეტექტივს. ასე რომ, შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ გარშემომყოფების მხარდაჭერა მიიღოთ ან კარიერაში ნაბიჯი გადადგათ. თუ მოლაპარაკებების აუცილებლობაა დღეს, თქვენზე კარგ მომლაპარაკებელს ვერავინ იპოვის.

თავისუფლება - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2020
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს უმართლებს მოწიფულობისას

კურო: დღეს ყოველგვარი დაბრკოლების მიუხედავად მხოლოდ წინ უნდა იაროთ. ეს დაბრკოლება შეიძლება იყოს ვინმეს მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა, ღია დაპირისპირებაც კი, ამასთან თქვენი თხოვნა გარშემომყოფებმა შეიძლება არც „შეისმინონ“, უარყონ და ბოიკოტი გამოუცხდონ თქვენს წინადადებას. თუმცა, თუ უკან არ დაიხევთ, საკუთარ მიზანს ადრე თუ გვიან, მაინც მიაღწევთ. მთავარია, გჯეროდეთ საკუთარი თავისა და ძალების.

ტყუპი: დაგეგმილი საქმეები რომ ნორმალურად შეასრულოთ, დღეს მძლავრი სტიმული დაგჭირდებათ. ამის გარეშე მთელი დღე შეიძლება უქნარობაში გაატაროთ. სტიმული კი შეიძლება გახდეს ნებისმიერ რამ: სასწრაფო, გადაუდებელი საქმე სამსახურში, ფულადი ჯილდოს შეპირება, ცნობისმოყვარეობა... და ბოლოს და ბოლოს, ეს სტიმული ვინმეს განრისხების შიშმაც შეიძლება მოგცეთ – სწრაფად დაგიბრუნებთ მხნე განწყობას და მობილიზებას გაიძულებთ.

კირჩხიბი: დღეს ნამდვილად წაგადგებათ კარგი შრომითი თერაპია იმისდა მიუხედავად, თუ თავად განსხვავებული მოსაზრება გექნებათ. თქვენი აქტიურობა და ენერგია სამწუხაროდ დაბალ დონეზეა, თუმცა, თუ სამუშაოს შეეჭიდებით, ეს მდგომარეობა მალე გამოსწორდება. ხართ პასიური და სიზარმაცეც კი შეგპარვიათ და თუ დინებას გაჰყვებით, დღე ფუჭად ჩაივლის. ხოლო თუ აიძულებთ თავს და იმუშავებთ, არ ინანებთ – დღე მრავალფეროვანი და საინტერესო იქნება.

გულები და ჯვრები  - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2019
როგორ ამჟღავნებენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები

ლომი: მთელი დღის განმავლობაში დიდი სურვილი გექნებათ, რომ ღრუბლებში „იფარფატოთ“, მაგრამ რეალობა მიწაზე დაშვებას გაიძულებთ. თქვენგან საჭირო იქნება არა მხოლოდ ჩვეული ვალდებულებების სწრაფად და მკაფიოდ შესრულება, არამედ ცვალებადი გარემოსა და გარშემომყოფების რეაქციებისთვის თვალის დევნება. თუ აქტიურ რეჟიმში ჩაერთვებით, დღე ძალზე პროდუქტიულად ჩაივლის და თუ ვერ მოახერხებთ ოცნებების ტყვეობისგან თავის დაღწევას, მაშინ მოსალოდნელია შეცდომები და ჩავარდნები საქმიანობაში.

ქალწული: ძალიან გაგიჭირდებათ ყურადღების მობილიზება. მთელი დღის განმავლობაში გონებაგაფანტულობა დაგჩემდებათ. შესაძლოა, თქვენი ფიქრები ახლა წვრილმან საზრუნავებზე გადართული, ან სადღესასწაულო უქმეებზე დასვენება–გართობაზე. შედეგად დღის ბოლოს იმაზე ნაკლები საქმე გექნებათ გაკეთებული, ვიდრე ჩვეულებრივ აკეთებთ ხოლმე. ამასთან, რასაც გააკეთებთ, აუცილებლად უნდა გადაამოწმოთ, იმიტომ რომ არის შეცდომების დაშვების ალბათობა.

სასწორი: ვასრკვლავები გირჩევენ, რომ დღევანდელი დღე მოლაპარაკებებს და მასთან დაკავშირებულ საქმიანობას დაუთმოთ. თუ დაგეგმილი გაქვთ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, ამის გაკეთება სწორედ დღესაა უპრიანი – ადვილი იქნება კომპრომისის მოძებნა. თუ თქვენი საქმიანობა არ უკავშირდება ხელმძღვანელობას, შუამავლობას, მუშაობს კლიენტებთან და ა.შ. მაშინ კარგი იქნება, თუ დროს გარშემომყოფებთან ურთიერთობებში დელიკატური საკითხების მოგვარებას დაუთმობთ.

ჩიტები ხის ტოტზე  - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2019
ზოდიაქოს ამ სამი ნიშნით ყველაზე ცოტა ადამიანი იბადება

მორიელი: დღეს მხოლოდ საკუთარი ტავის იმედად ყოფნა არ ივარგებს – შეიძლება ვინმეს რჩევა ან დახმარება დაგჭირდეთ. შესაძლოა, იმდენად დაკავებული იყოთ, რომ რამე საქმის სხვისთვის დავალება მოგიწიოთ, ან რაღაც საკითხში გარკვევა დაგჭირდეთ და ვინმეს რჩევა ჰკითხოთ. დღეს მხოლოდ სხვა ადამიანებზე, მათ პროფეიონალიზმზე, გამოცდილებაზე, კავშირებზე დაყრდნობით შეძლებთ შეცდომების გარეშე საქმიანობას და იმის შესრულებას, რაც ჩაფიქრებული გაქვთ.

მშვილდოსანი: დღეს ლიდერის უჩვეულო უნარებს იგრძნობთდა ეს საფუძველს მოკლებული ნამდვილად არ იქნება – ვარსკვლავები განგაწყობენ იმისთვის, რომ მიიღოთ გადაწყვეტილებები და საკუთარ თავზე აიღოთ პასუხისმგებლობა მათზე. ერთი მხრივ, ეს არაკეთილმოსურნეებისთვის კარგ სამიზნედ გაქცევთ, მაგრამ მეორე მხრივ, თუ თქვენი გადაწყვეტილებები კარგად აწონილ–დაწონილი იქნება, მოგეცემათ შანსი, რომ შესანიშნავი შედეგი აჩვენოთ და მოშურნეებს პასუხი საქმით გასცეთ.

თხის რქა: დღის განმავლობაში შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მხედველობიდან რაღაც გეპარებათ. შესაძლოა, რაღაც მოვლენის საქმის კურსში არ ხართ, ან არ გაქვთ სათანადო ინფორმაცია იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც შეეჭიდეთ. ასეა თუ ისე, ამაში საშიში და საგანგაშო არაფერია. კარგი იქნება, თუ მოდუნდებით და ყურადღებას იმაზე გაამახვილებთ, რაც დანამდვილებით იცით, ანუ ჩვეულებრივ მიმდინარე საკითხებზე.

გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2018
რამდენად გულწრფელი ხართ სიყვარულში – ამას ინდური ჰოროსკოპის მეშვეობით შეიტყობთ

მერწყული: დღე მთლიანობაში შესანიშნავად აეწყობა და თან თქვენი მხრიდან განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე. ასეა – ცხოვრება მათემატიკა არ არის და არის ისეთი ფაქტორი, როგორიცაა მაგალითად „იღბალი“. დღეს გაქვთ შანსი, რომ ამაში დარწმუნდეთ. ფორტუნამ შეიძლება უმაღლეს მწვერვალზე აგიყვანოთ და სასიამოვნო სიურპრიზი მოგართვათ. თქვენს არაკეთილმოსურნეებს კი იღბალი ზურგს შეაქცევს.

თევზები: იმის ნაცვლად, რომ დღეს მიმდინარე საქმეებში ჩაეფლათ, ნამდვილად ღირს, რომ სიტუაციას მთლიანობაში შეხედოთ. ხომ არ გავიწყდებათ მიზანი, რომლისკენაც მიდიხართ? ხომ არ გადაუხვიეთ მოძრაობის სტრატეგიას? ან იქნებ ძალასა და დროს გართმევთ რუტინული სამუშაო? დასიტუაცია გმართავთ იმის მაგივრად, რომ თქვენ აიღოთ ხელში მართვის სადავეები. დაიხიეთ ცოტა უკან და შეხედეთ თქვენი „ცხოვრების ნახატს“ შორიდან – შესაძლოა, რაღაც მნიშვნელოცანი შტრიხის გავლებაა საჭირო.

ყველა ახალი ამბავი
0