საჰაერო ბურთები ცაში

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 28 აპრილი

204
(განახლებულია 11:10 28.04.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 28 აპრილია, ოთხშაბათი. კლებადი მთვარე მორიელის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.

ვარსკვლავები ძალზე მობილურ და ემოციებით დატვირთულ დღეს გვპირდებიან. კარგი დროა ურთიერთობებისა და აქტიურობისთვის, მაგრამ ემოციებმა შეიძლება ლოგიკა დაჯაბნოს. არაა გამორიცხული, რომ დროის დიდი მონაკვეთი წვრილმანებზე და უსარგებლო რამეებზე დაიხარჯოს, თუმცა მაინც პროდუქტიული და მომგებიანი დღე იქნება. სიფრთხილეა საჭირო ურთიერთობებში, რადგან დიპლომატიურობა უკანა პლანზეა გადაწეული და არის კონფლიქტების ალბათობა.

ზოდიაქოს ნიშნები და მათი „შინაგანი დემონები“>>

ვერძი: დღეს განწყობილი ხართ იმისთვის, რომ ყველა და ყველაფერი უხეშად და უაპელაციოდ განსაჯოთ. ეს აისახება თქვენ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზეც და გარშემომყოფებთან ურთიერთობებზეც. თუ ხელმძღვანელი პირი ბრძანდებით, მაშინ თქვენს ხელქვეითებს მხოლოდ უნდა თანავუგრძნოთ. თქვენთვის დღეს არ არსებობს სხვა ფერი, გარდა თეთრისა და შავისა და თანაც, თეთრი ფერი თითქმის არც მოჩანს თქვენს მარაგებში. აქედან გამომდინარე, აჯობებს, თუ დღეს სათოფეზეც კი არავინ გაგეკარებათ – არც მნიშვნელოვან და არც უმნიშვნელო საკითხებზე.

კურო: დღეს თქვენი წარმატების გარანტი თქვენი მხარდამჭერი ადამიანები არიან. მარტო იმის მცირე ნაწილსაც ვერ გააკეთებთ, რაც ჩაფიქრებული გაქვთ, სამაგიეროდ, თანამოაზრეებს თუ დაეყრდნობით, გეგმის გადაჭარბებით შესრულებაც კი შეგიძლიათ. ამასთან, თქვენდამი ლოიალურად განწყობილთა შორის შეიძლება ისინიც დაინახოთ, რომელთაგან ამას ვერც კი წარმოიდგენდით. გვერდით მდგომ ადამიანებს თუ რჩევას დაეკითხებით და შემდეგ გაითვალისწინებთ, დღეს თქვენთვის შეუსრულებელი ამოცანა არ არსებობს.

ტყუპი: ძალზე დატვირთული და ქაოტური დღე გელოდებათ, მაგრამ – პროდუქტიული. მოგიწევთ აქეთ–იქით სირბილი, ენერგიის დახარჯვა, მაგრამ მოახერხებთ და გარშემომყოფებს საკუთარ თავს ყველაზე მომგებიანი კუთხით წარუდგენთ, აჩვენებთ, რა და როგორი საქმიანობა შეგიძლიათ. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ დღევანდელი დღის დამსახურებით თქვენი ცხოვრება დროთა განმავლობაში უკეთესობისკენ შემობრუნდეს.

კირჩხიბი: დღეს წარმატებას ასხივებთ. თქვენი შინაგანი ჰარმონიისა და თავდაჯერებულობის წყალობით შეგწევთ ძალა, რომ ვითარება თქვენი და თქვენი ახლობლების ირგვლივ უკეთესობისკენ შეცვალოთ. ერთადერთი, რაც დღეს არ შეგშვენით, ეს მოკრძალება და მორცხვობაა. ნუ დამალავთ საკუთარ ღირსებებს. აჩვენეთ ყველას, რა შეგიძლიათ. გარშემომყოფებს ეს გაახარებს, ხოლო თქვენ შედეგი სასიამოვნოდ გაგაკვირვებთ.

ლომი: დღეს ყველაზე კარგად ყოველდღიური, მიმდინარე საქმეები გამოგივათ, თუმცა მათ მიმართ შემოქმედებით დამოკიდებულებას გამოიჩენთ. სულ უფერულ სამუშაოსაც კი ლამაზად გააფერადებთ, ამით კი ერთი ჩვეულებრივი დღის გამრავალფეროვნებას შეძლებთ. რაც შეეხება დიდ პროექტებსა და ახალ წამოწყებებს, სჯობს, თავი შეიკავოთ – დღეს თქვენი აზროვნება გლობალიზმს მოკლებულია და რამე მნიშვნელოვანის ხელიდან გაშვებით რისკავთ.

ქალწული: დღეს წარმატებები გელოდებათ ყველაფერში, რაც თქვენი პროფესიული დონის ამაღლებასა და ახალ ჰორიზონტებს უკავშირდება. ვარსკვლავები გირჩევენ, მიხედოთ სწავლას, აიმაღლოთ კვალიფიკაცია, მოძებნოთ ახალი ჰობი ან ეწვიოთ ისეთ ადგილებს, სადაც ადრე ნამყოფი არ ხართ. გაქვთ შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ – ცოდნა სინათლეა. ასევე შესაძლებელია ახალი ნაცნობობა, რომელიც ახალ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს გააჩნეს.

სასწორი: დღეს გადაწყვეტილებების მიღება, შეიძლება ითქვას, გზადაგზა მოგიწევთ. მაგრამ ეს ყველაფერი არაა – სიტუაცია შეიძლება ისე განვითარდეს, რომ კიდევ უფრო სწრაფი მოქმედებები გახდეს საჭირო, რათა ხელიდან არ გაუშვათ ახალი შესაძლებლობები. სამაგიეროდ თუ მარჯვედ იმოქმედებთ და სისწრაფის უნარს გამოავლენთ, კონკურენტებს უკან ჩამოიტოვებთ და საბოლოოდ პირველ პრიზს აიღებთ.

მორიელი: დღეს შესაძლოა, დიპლომატიურობამ დაგაღალატოთ, უფრო სწორად, მისმა უკმარისობამ, რომელსაც გარშემომყოფები განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობენ. თავად არც კი იეჭვებთ, რომ თქვენმა სიტყვებმა ვინმეს გული ატკინა და რომ გითხრან კიდეც, ვერ დაიჯერებთ. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – ყურადღებით უნდა გააკონტროლოთ ენა, თითოეული სიტყვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ამან სავალალო შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ურთიერთობებში.

მშვილდოსანი: დღეს იდეალური შემსრულებელი იქნებით. შეგწევთ უნარი, ირგვლივ მყოფების სურვილები აასრულოთ. თუ ხელმძღვანელი ხართ, თავი შეიძლება არაკომფორტულად იგრძნოთ – არ ხართ განწყობილი, რომ გამოავლინოთ ინიციტივა და შედეგზე პასუხისმგებლობა აიღოთ. საუკეთესო გამოსავალი უფროსი–მშვილდოსნისთვის დასვენებაა, უქმე დღის გამოცხადება საკუთარი თავისთვის, ხოლო ხელქვეითი მშვილდოსნები ამ პერიოდში უამრავი საქმის გაკეთებას მოასწრებენ.

თხის რქა: ასტროლოგები გირჩევენ, დაფიქრდეთ – განა ყველაფერი გაწყობთ თქვენ ცხოვრებაში? იქნებ დაიღალეთ ყოველდღიური რუტინისგან, ან ცვლილებების დრო დადგა? ასეთ შემთხვევაში ძალა უნდა მოიკრიბოთ და გარისკოთ. დღე მშვენივრად მიესადაგება მტკიცე ნაბიჯების გადადგმას რამის შესაცვლელად. ეს შეიძლება იყოს როგორც დიდი, ისე მცირე და ნაკლებად მნიშვნელოვანი ცვლილებები. არ შეუშინდეთ ახლისკენ სვლას, სხვა შემთხვევაში რისკავთ, რომ დიდი ხნით ჩარჩეთ წარსულში.

მერწყული: დღეს თქვენი ლოზუნგი იქნება „ცოდნა – სინათლეა“. უნდა იფიქროთ პროფესიონალიზმის ამაღლებაზე, რათა კარიერაში წინ წაიწიოთ. იზრუნეთ თვითგანათლებაზე ან რამე საკვალიფიკაციო კურსებზე ჩაეწერთ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ რაც უფრო მეტ ცოდნას შეიძენს უახლოეს პერიოდში, მით მეტი კარი გაიღება თქვენ წინაშე და მით უფრო მეტი საინტერესო წინადადება გაჩნდება თქვენ ცხოვრებაში.

თევზები: დღევანდელი დღე დაკავშირებული იქნება ინფორმაციების მოძიებასა და მათ დამუშავებასთან. თან ეს ინფორმაციები სხვადასხვა წყაროდან იქნება მიღებული – მაგალითად, ენციკლოპედიიდან, სოციალური ქსელებიდან, გარშემომყოფებიდან, ზოგ რამეს კი დასკვნების გამოტანით თვითონ მიხვდებით. ამან არ შეგაშინოთ – რაც მეტია ინფორმაცია, მით უკეთესი. იოლად გაერკვევით საინფორმაციო ნაკადში და იქიდან რაციონალურს გამოარჩევთ, ხოლო უსარგებლოს – გადახაზავთ.

204
ხედი ჰორიზონტზე

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 18 მაისი

1099
(განახლებულია 11:08 18.05.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 18 მაისია, სამშაბათი. მზარდი მთვარე ლომის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.

გაძლიერდება თავგადასავლების ძიების სურვილი, სისხლში მომატებულმა ადრენალინმა გეგმებში შესამჩნევი ცვლილებები შეიძლება შეიტანოს. ამ დღის სახლში გატარება არ ღირს. ვარსკვლავები უამრავ პოზიტიურ მომენტს გვპირდებიან, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ დაიკლებს დიპლომატიურობა, ასე რომ უნდა მოვერიდოთ უაზრო კამათსა და კონფლიქტებს.

ყველაზე ერთგული მამაკაცების „კვარტეტი" ზოდიაქოს ნიშნით>>

ვერძი: გაქვთ შანსი, რომ რაღაც პომპეზურ ღონისძიებაზე მიგიპატიჟონ. თუ ეს არ მოხდა, ნამდვილად ღირს, რომ თავად იზრუნოთ საზოგადოებაში გასვლაზე. ხართ მშვიდი და თავდაჯერებული, კომუნიკაბელური, ნათელი გონებით. აქედან გამომდინარე, შეძლებთ თავის საუკეთესო მხრიდან წარმოჩენას და სასარგებლო ნაცნობობის გაბმას. გარშემომყოფები მოხიბლული დარჩებიან თქვენი იუმორითა და საუბრის წარმართვის უნარით.

კურო: უნდა იჩქაროთ, რადგან დღის პირველ ნახევარში უფრო ძლიერი პოზიტიური ტენდნციები, რაც გაძლევთ შანსს, რომ მნიშვნელოვანი ამოცანები გადაჭრათ. დიდია ალბათობა იმისა, რომ ფულთან დაკავშირებულ საკითხებში გაგიმართლოთ. მოგვიანებით შეიძლება გაჩნდეს პატარ–პატარა უსიამოვნებები, გაუგებრობები. შესაძლოა, სხვისი შეცდომების გამოსწორებაზე უამრავი დროის დაკარგვა მოგიწიოთ. მიუხედავად ამისა, შეძლებთ დადებითი განწყობის შენარჩუნებასა და ყველაფრის იუმორით შეხედვას.

ტყუპი: სჯობს, დიდი ხნით არაფერი გადადოთ. რაც უდრო მალე შეუდგებით საქმიანობას, მით უკეთესად გაუმკლავდებით. არ არის გამორიცხული ნაცნობობა, რომელიც ძალზე სასარგებლო აღმოჩნდება. ზოგიერთი თქვენგანი შეძლებს საქმიანი კავშირების გამტკიცებას, გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერის მიღებას. შესაძლოა, რომელიმე კავშირი დიდი მეგობრობის დასაწყისიც გახდეს. დღის მეორე ნახევარში სირთულეებია მოსალოდნელი, მაგრამ თუ სიმტკიცეს გამოჩენთ, ყველაფერი მოგვარდება.

კირჩხიბი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ დღემ გაუგებრობებისა და უსიამოვნებების გარეშე ჩაიაროს, მაგრამ სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის. ზოგიერთი თქვენგანი შეძლებს მომგებიანი გარიგების დადებას, ზოგი კი დიდი ხნის წინ შერჩეული ნივთის ყიდვას. საღამოს მოგეცემათ საშუალება, რომ კარგად დაისვენოთ და ძალები აღიდგინოთ. კარგი დროა გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩასატარებლად.

ლომი: უნდა დაისვენოთ – ნამდვილად არ გაწყენთ. ემოციური ფონი დაძაბულობით გამოირჩევა და ეს გარკვეულ პრობლემებს შეგიქმნით. შეიძლება სულ უბრალო რამეზე გაფრაზდეთ ან განაწყენდეთ. ახლობლებთან ურთიერთობებში ჩვეულებრივზე მეტი მოთმინების გამოჩენაა საჭირო. შესაფერისი დღეა იმისთვის, რომ ცხოვრებაში რამე ახალი შეიტანოთ. მთავარია, გამონახოთ დრო იმისთვის, რაც სიხარულს განიჭებთ.

ქალწული: დღე წარმატებულად იწყება. კარგი დროა სწავლისთვის, ინფორმაციის შეგროვებსია და ანალიზისთვის. არ არის გამორიცხული, რომ რაღაც მოულოდნელი მოვლენები მოხდეს და აქედან სარგებლის მიღება შეძლოთ. მოგეცემათ დიდი ხნის ჩანაფიქრის რეალიზების შანსი. ცუდი არ იქნება არც დღის მეორე ნახევარი, თუმცა ის უფრო მშვიდად ჩაივლის. მოგეცემათ დასვენებისა და ძალების აღდგენის საშუალება.

სასწორი: კარგი დღეა ურთიერთობებისთვის. კარგად ჩაივლის როგორც საქმიანი, ისე მეგობრული შეხვედრები. ხართ კომუნიკაბელური. არ არის გამორიცხული, რომ ვინმეს ერთი ნახვით შეუყვარდეთ. ნებისმიერი ახალი ნაცნობობა სწრაფად განვითარდება და ეს თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. რაც შეეხება საქმიანობას, გექნებათ შესაძლებლობა, რომ დაუბრუნდეთ საქმეებს, რომლებისთვისაც დრო არ გყოფნიდათ. ეს უამრავ სასიამოვნო ემოციას მოგიტანთ.

მორიელი: წარმატებებს ხშირად აღწევთ იმის წყალობით, რომ ადამიანებთან ადვილად ამყარებთ კონტაქტებს, მათზე კარგ შთაბეჭდილებებს ახდენთ. ძველი თუ ახალი ნაცნობების მხარდაჭერით შეძლებთ პრობლემებთან გამკლავებას, რომლებზეც დიდი ხანი ფიქრობდით. სავარაუდოა ფინანსური საკითხების გადაჭრა. კარგი დღეა პირადი ურთიერთობების თვალსაზრისითაც. შესაძლებელია სიურპრიზები რომანტიკული თვალსაზრისით.

მშვილდოსანი: დილით კარგი დრო იმისთვის, რომ იფიქროთ მნიშვნელოვან საქმეებზე და გეგმები დააწყოთ. ინტუიცია დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, თუ როგორ განვითარდება მოვლენები და რა უნდა გააკეთოთ წარმატების მისაღწევად. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, რომელიც სარგებელს მოგიტანთ. მოგვიანებით ბევრი პატარა საქმე შეიძლება გამოგიჩნდეთ, რომლებიც თქვენს ყურადღებასა და დროს მოითხოვს. არ განერვიულდეთ, თუ ყველაფერი ვერ მოასწარით – ამისთვის დრო კიდევ გექნებათ.

თხის რქა: მრავალფეროვანი დღე გაქვთ. ბევრი საქმე გექნებათ, მაგრამ ეს ვერ შეგაშინებთ. დაგაინტერესებთ ახალი საქმის დაწყება მიუხედავად იმისა, რომ ხვდებით – დაბრკოლებების გარეშე საქმიანობა ვერ ჩაივლის. ხართ ოპტიმისტურად განწყობილი და ენთუზიაზმით სავსე და ამით ადამიანებს სიმპათიით განაწყობთ. დღის მეორე ნახევარში კარგი სიახლეების გაგება და სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ. შესანიშნავი დროა ძველ მეგობრებთან შესახვედრად.

მერწყული: მშფოთვარე, მაგრამ ძალზე ნაყოფიერი დღეა. შეძლებთ ბევრი სასარგებლო რამის გაკეთებას არა მარტო საკუთარი თავის, არამედ სხვა ადამიანებისთვისაც. ზოგიერთი თქვენგანი სწორედ დღეს გაიცნობს ადამიანებს, რომლებიც მალე შეიძლება თქვენი საიმედო მოკავშირეები გახდნენ. არ არის გამორიცხული, რომ დღეს დაწყებული საქმიანი ურთიერთობები მოგვიანებით რომანტიკულ კავშირში გადაიზარდოს.

თევზები: ეს დღე მაინცდამაიც ხელსაყრელი არაა სერიოზული სა დაპასუხისმგებლო საქმეების გასაკეთებალდ, რადგან გიჭირთ ყურადღების კონცენტრირება. შეიძლება გამოგეპაროთ რამე დეტალები, რაც შემდგომში მნიშვნელოვანი აღმოჩნდება. აქედან გამომდინარე, აჯობებს, თუ ამის საშუალება გაქვთ, დაისვენოთ. დღის მეორე ნახევარი ძალიან ხელსაყრელი დროა შეყვარებული თევზებისთვის.

1099
მზისკენ ამხტარი გოგო

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 17 მაისი

2853
(განახლებულია 10:32 17.05.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 17 მაისია, ორშაბათი. მზარდი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.

დღის პირველი ნახევარი საკმაოდ მშფოთვარე იქნება. არცთუ საუკეთესო დროა ურთიერთობებისთვის, შესაძლებელია კამათი არაფრის გამო. თანდათანობით პოზიტიური ტენდენციების გავლენა გაძლიერდება. საღამო სასიამოვნო სიურპრიზებისა და შეხვედრების დროა. არ არის გამორიცხული მეგობრული და რომანტიკული ურთიერთობების დაწყება.

„საკარანტინო“ ჰოროსკოპი: როგორ ცხოვრობენ ზოდიაქოს ნიშნები თვითიზოლაციის პირობებში>>

ვერძი: დღეს საქმეები სერიოზულ დამოკიდებულებას საჭიროებს. იოლი გამარჯვებების იმედი არ უნდა გქონდეთ. დიდი ალბათობით, საჭირო შედეგის მისაღწევად დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ, ასე რომ, მოთმინებით აღიჭურვეთ. ძალიან დაგეხმარებათ გარშემომყოფთა რჩევები. მოგვიანებით სასიამოვნო სიახლეები გელოდებათ. არ არის გამორიცხული, რომ ადამიანმა, რომელთან განშორებასაც ნანობდით, ურთიერთობების განახლება მოისურვოს.

კურო: დილით დაძაბული მომენტები შეიძლება შეიქმნას. არასასიამოვნო დროა ურთიერთობების თვალსაზრისით. ხშირად ჩნდება უთანხმოებები გარშემომყოფებთან. მალე გაძლიერდება დადებითი ტენდენციები და უსიამოვნებები წარსულს ჩაბარდება. დღის მეორე ნახევარში გაიხსნება ახალი შესაძლებლობები, გაჩნდება რთული ამოცანების გადაჭრის შანსები. მოსალოდნელია საინტერესო წინადადებების მიღება და მომგებიანი გარიგებების დადება.

ტყუპი: დღის პირველ ნახევარში ურთიერთობები გართულდება. ხშირად ვერ იგებთ, რითი ხელმძღვანელობენ გარშემომყოფები ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებისას. მნიშვნელოვანია, რომ სერიოზული კონფლიქტი აიცილოთ თავიდან, არ აჰყვეთ პროვოკაციას. დროთა განმავლობაში ყველაფერი გაირკვევა, ემოციები დაშოშმინდება. დღის მეორე ნახევარი ბევრად წარმატებული იქნება. შეძლებთ დასახული მიზნების მიღწევას. მოსალოდნელია თანხის მიღება.

კირჩხიბი: დღე ცუდად არ ეწყობა, მაგრამ უფრო მეტი გინდათ. ბევრი თქვენგანისთვის  ეს დრო უკავშირდება ცვლილებებს გეგმებში, ახალი მიზნების გამოჩენას. არ უფრთხით სირთულეებს, უარს არ ამბობთ ჩანაფიქრზე იმ შემთხვევაშიც, თუ იცით, რომ გზაზე დაგბრკოლებები შეგხვდებათ. ეს გარშემომყოფებს მოსწონთ. ძალზე ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის – შესანიშნავად ეწყობით ადამიანებს და ამთ გულებთან მისასვლელ გზას პოულობთ.

ლომი: სანერვიულო არაფერი გაქვთ, ყველაფერი კარგად გამოგდით. კარგი დღეა ურთიერთობებისთვის. ზოგიერთი თქვენგანი შეიძლება შეხვდეს ადამიანს, რომელიც მომავალში თქვენი მეგობარი ან საქმიანი პარტნიორი გახდება. პოზიტიური ტენდენციებია შესამჩნევი რომანტიკულ ურთიერთობებში. შესაფერისი დროა ინიციატივის გამოსაჩენად, გრძნობების გამომჟღავნებისთვის.

ქალწული: დღის დასაწყისში აჯობებს, თუ რამე მნიშვნელოვანს არაფერს მოიმოქმედებთ. თუ მაინც დაგჭირდებათ სერიოზული ნაბიჯების გადადგმა, ეცადეთ, არ აჩქარდეთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ. მოსალოდნელია გაუგებრობები, რომლებსაც უსიამოვნო შედეგი შეიძლება მოჰყვეს, თუ დროულად არ გაარკვევთ ყველაფერს. დღის მეორე ნახევარი უფრო იღბლიანად წარიმართება. კარგი დროა ახალი წამოწყებებისთვის.

სასწორი: მშვიდი და სასიამოვნო დღეა, თუმცა არცთუ ნაყოფიერი. შესაფერისი დროა საქმეების მოსაწესრიგებლად, ადრე დაწყებულის დასამთავრებლად. ბევრი თქვენგანი შეძლებს გათავისუფლებას იმისგან, რაც წინსვლაში უშლიდა ხელს, ბარიერების გადალახვას. მოსალოდნელია თანხის მიღება. შესაძლოა, უმნიშვნელო თანხა იყოს, მაგრამ ეს მაინც სასიამოვნო შენაძენის გაკეთების საშუალებას მოგცემთ. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ ნებისმიერი შეხვედრის დაგეგმვა.

მორიელი: აჯობებს, თუ მნიშვნელოვანს არაფერს გააკეთებთ, ყოველ შემთხვევაში – მარტო. საკმაოდ დამღლელი დღეა ბევრი თქვენგანისთვის. დაგეგმილ საქმეებს ახალიც დაემატება, მოგიწევთ მოულოდნელი ამოცანების გადაჭრა. ძველი მოკავშირეები თქვენს მხარდასაჭერად მზად არიან, ახალ ნაცნობებთან კი სიფრთხილე გმართებთ. სახლშიც ბევრი საზრუნავი შეიძლება გამოგიჩნდეთ –ახლობელბს თქვენი მზარდაჭერა დასჭირდეთ. საღამოს ჯობია დაისვენოთ და არ დაიტვირთოთ.

მშვილდოსანი: დღის პირველი ნახევარი საკმაოდ მშფოთვარე იქნება. გზაზე ხანდახან დაბრკოლებები გაჩნდება და მათთან გასამკლავებლად იმპროვიზირება მოგიწევთ. ზოგიერთ თქვენგანს, შესაძლოა, ძველ საქმეებთან დაბრუნება მოუწიოს, რომლებიც უკვე წარმატებულად დასრულებული გეგონათ. შესაძლებელია უმნიშვნელო ფინანსური დანაკარგი. სჯობს, ნივთების შეძენა არ იჩქაროთ. ერთადერთი გამონაკლისია, თუ სხვისთვის ყიდულობთ საჩუქარს.

თხის რქა: ამ დღეს ბევრი კარგი იდეა შეიძლება გაგიჩნდეთ. ერთადერთი უსიამოვნო მომენტი ისაა, რომ მათი დაუყოვნებლივ განხორციელება, დიდი ალბათობით, არ გამოვა. აქ არცევანი არ გაქვთ, ამიტომ მოთმინება მოგიწევთ. შეიძლება დაგროვებული პატარ–პატარა საქმეების გაკეთება. სიხარულს მოგანიჭებთ ურთიერთობები. შესაძლოა, ადამიანები, რომლებიც არ გაფასებდნენ, მიხვდნენ, რომ ცდებოდნენ. გამოჩნდებიან ახალი ადამიანები, რომლებიც მომავალში შეიძლება თქვენი ნამდვილი მეგობრები გახდნენ.

მერწყული: არცთუ საუკეთესო დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შესაძლოა, გაგიჭირდეთ სიტუაციის სწორად შეფასება, იმის გაგება, თუ როგორ აჯობებს მოქმედება. არაა გამორიცხული, რომ ზოგიერთი თქვენგანი საკუთარი ილუზიების ტყვეობაში აღმოჩნდეს. სამაგიეროდ კარგი დროა იმის დასასრულებლად, რასაც დიდი დრო და ძალა დაახარჯეთ. ასევე შეიძლება მონახოთ პასუხები რაღაც მნიშვნელოვან კითხვებზე, თავი მტკიცედ და თავისუფლად იგრძნოთ.

თევზები: დღის დასაწყისში შეიძლება უსიამოვნო მომენტები შეიქმნას, ზოგიერთ თქვენგანს გაუჭირდეს საკუთარ გრძნობებში გარკვევა, ზოგიერთს – ახლობელი ადამიანების გაგება. შესაძლოა დაძაბული სიტუაციაც შეიქმნას, სადაც ჩვეულმა დელიკატურობამ გიღალატოთ. ეცადეთ, ზედმეტი არაფერი წამოგცდეთ და კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. დღის მეორე ნახევარი ბევრად მშვიდად და ნაყოფიერად ჩაივლის. კარგი დროა სწავლის, შემოქმედებისთვის, ნებისმიერი საქმისთვის, სადაც კრეატიულობა და ფანტაზიის უნარია საჭირო.

2853
ლარი

რა კავშირშია ლარის მასის ზრდა და ლარის გაუფასურება: ერთ წელში ფულის მასა 21%-ით გაიზარდა

0
(განახლებულია 14:46 18.05.2021)
2013 წლიდან მოყოლებული, ლარის ყოველ მასშტაბურ გაუფასურებას ხელისუფლების წარმომადგენლები მეტწილად „საგარეო ფაქტორებს" აბრალებენ

თემურ იოსელიანი

2020 წელს ამ მიზეზებს კორონაპანდემიაც დაემატა, რაც აგრეთვე გარედან მოსული თავის ტკივილია. თუმცა... თუმცა, არსებობს ერთი სრულიად „შიდა ფაქტორიც“: საკმაოდ დიდი ალბათობით, ლარის გაუფასურებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამნაშავე ფულის მასის ზრდაა. 

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2021 წლის მარტში, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, ფულის მასა 2,4 მლრდ ლარით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, M2 აგრეგატმა, რომელიც ფაქტობრივად ფულის მთლიან მასას ასახავს ეკონომიკაში, 13,615 მილიარდი ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 21%-ით მეტია.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებული სტატისტიკური ინფორმაციიდან ჩანს, რომ ეკონომიკაში ფულის მასის დრამატული ზრდა 2015 წლიდან დაიწყო.

უფრო ძველ მაჩვენებლებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ფულის მასა (M2) 2012 წლის დეკემბერში 4,05 მილიარდი ლარი იყო.

ექსპერტების თქმით, ლარის მასის არაპროპორციული და სწრაფი ზრდა ხელს უწყობს როგორც ინფლაციის ზრდას, ასევე ლარის გაუფასურებასაც. ისიც საინტერესოა, რომ ეროვნული ბანკი ინფლაციის მოსათოკად პერიოდულად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას მიმართავს ხოლმე. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება რეფინანსირების განაკვეთის ზრდაში გამოიხატება. დღეისათვის რეფინანსირების განაკვეთი 9,5%-ს შეადგენს. თებერვალში იგივე მაჩვენებელი 8%-ს შეადგენდა, მარტში 8.5%-მდე გაიზარდა. ასე რომ, წლევანდელი თებერვლიდან მოყოლებული, ეროვნულმა ბანკმა სესხზე ხელმისაწვდომობა 1,5%-ით გაართულა. 

რიგით მომხმარებლებზე რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ლარში არსებული სესხების გაძვირებაში გამოიხატება. შედეგად – უფრო ძვირდება ფული და, შესაბამისად, ეს გავლენას ახდენს ფულის მასის შემცირებაზეც. თუმცა, როგორც ვხედავთ, მეტწილად ურთიერთსაპირისპირო მოვლენას აქვს ადგილი – ეროვნული ბანკი ერთი მხრივ სესხს აძვირებს, რათა ინფლაცია მოთოკოს, მეორე მხრივ კი ფულის მასის ზრდაც თვალშისაცემია. ცხრილში ჩანს გარკვეული თანაფარდობა ფულის მასის ზრდასა და ლარის კურსის დაცემას შორის.

ლარის მასა (M2) და ლარის კურსი ბოლო წლებში 

წელი მონეტარული აგრეგატი (M2), ათასი ლარი ლარის კურსი (თვის საშუალო)
2012 წლის დეკემბერი 4.069.162 1,66
2015 წლის დეკემბერი 5.685.814 2,39
2016 წლის დეკემბერი 6.526.641 2,65
2017 წლის დეკემბერი 8.350.330 2,61
2018 წლის დეკემბერი 9.675.969 2,66
2019 წლის დეკემბერი 11.495. 455 2,90
2020 წლის დეკემბერი 13.659.691 3,28
2021 წლის მარტი 13.615.463 3.33

რა გავლენა აქვს ფულის მასას ლარის კურსზე და არის თუ არა რაიმე ზღვარი – რამდენი უნდა იყოს ფულის მასა მოცემულ მომენტში? ვესაუბრეთ „ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს“ პრეზიდენტ პაატა შეშელიძეს.

„არ არსებობს მოცემულობა და ფორმულა, ზუსტად რამდენი უნდა იყოს ფულის მასა. ყველა მასა უნდა შეესაბამებობდეს კონკრეტულ მომენტში არსებულ საქონელს და მომსახურების ფასებს. პრობლემა არის ფულის მასის სწრაფი ზრდა, რა პერიოდშიც შეუძლებელია საქონლის იმავე მოცულობით გაზრდა. ეს იწევს ლარის გაუფასურებას – როცა ფულის მასა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე საქონელი“, – ამბობს პაატა შეშელიძე.

ექსპერტის თქმით, ფულის მასის ზრდის მთავარი მიზეზია მთავრობის ვალდებულებების დაფინასება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მთავრობა ზრდის ხარჯებს, რომლის დაფინანსებასაც სჭირდება დამატებითი ფულადი რესურსი. ამ შემთხვევაში კი, შეშელიძის თქმით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რეფინანსირების სესხების გაცემის მექანიზმს. 

„არსებული მექანიზმით, მთავრობა კომერციული ბანკებისგან სესხულობს ფულს რეფინანსირების სესხების მეშვეობით. მაგრამ არსად არის დადგენილი – რამდენი შეიძლება გაიცეს რეფინანსირების სესხი და როდის“, – ამბობს პაატა შეშელიძე.

მისი თქმით, მთლიანად ეს სისტემა მოსაშლელია, რადგან მორგებულია მთავრობის მიერ ვალდებულებების იოლად დაფინანსებაზე. თავის მხრივ, მსხვილი მოთამაშეები – კომერციული ბანკები გავლენას ახდენენ პროცესზე. გაზრდილი ფულის მასის მნიშვნელოვანი ნაწილი ხმარდება სავალუტო ოპერაციებს და ჯერ ძვირდება უცხოური ვალუტა, შემდეგ კი უკვე საქონელიც.

ექსპერტის თქმით, ფულის მასა, სამწუხაროდ, მუდმივად იზრდება, თუმცა, მაგალითად, დაახლოებით 2006 წელს ფულის მასის ზრდის მსგავსად იზრდებოდა საქონელიც და მომსახურებაც, რაც ლარის კურსზე უარყოფით გავლენას არ ახდენდა.

„მთავრობა სესხულობს ფულს ეროვნული ბანკიდან. პრობლემაა, რომ ეს ხდება არა ერთჯერადად. რეფინანსირების სესხი უნდა გაუქმდეს, ან უნდა იყოს მხოლოდ კონკრეტული გამონაკლისისთვის“, – მიაჩნია შეშელიძეს.

რაც შეეხება იმას, რომ ეროვნული ბანკი, ერთი მხრივ, ფულის მასას ზრდის და, მეორე მხრივ, რეფინანსირების განაკვეთს ზრდის, რაც, თავის მხრივ, ფულის მასის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯია, პაატა შეშელიძის თქმით, ეს ორი მოვლენა ურთიერთსაწინააღმდეგო მოქმედებაა.

თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი, ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ როცა ეროვნული ბანკის მიერ დამატებითი ფულის მიწოდება ხდება, ეკონომიკური პროცესები ზიანდება. 

„ფულის მასა რამდენი უნდა იყოს, ამაზე პასუხი არ არსებობს. სტატიკურად, ფულის მასის ოდენობას აზრი არ აქვს, რადგან ღირებულებით იზომება ფული. რაც შეგვიძლია ვთქვათ, ისაა, რომ როდესაც ფულის მასის ზრდა ეროვნული ბანკის მიერ დამატებითი ფულის ბეჭდვით ხდება, ეს იწვევს დამაზიანებელ ეკონომიკურ პროცესებს – ინფლაციას და ხელოვნურ ბუმს.

ლარის მასა როცა იზრდება, ბაზარზე მეტი ლარია. მეტი ლარი ნიშნავს, რომ ლარზე ფასი მცირდება. შესაბამისად, ფულის მასის ხელოვნური ზრდა კურსის გაუფასურებას იწვევს“, – ამბობს ხორგუაშვილი.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის პოლიტიკას, როდესაც ის თან ფულის მასას ზრდის და თან რეფინანსირების პროცენტს, ხორგუაშვილის თქმით, ეროვნული ბანკი ფულის მასას, ერთი მხრივ, ზრდის იმიტომ, რომ ეკონომიკა უფრო ლიკვიდური იყოს (რაც არასწორია) და, მეორე მხრივ, რეფინასირების პროცენტის ზრდით ცდილობს ინფლაცია მოთოკოს. საბოლოო ჯამში კი ჩანს, რომ ამ პოლიტიკას სახარბიელო შედეგი არ მოაქვს.

0
თემები:
საქართველოს ეკონომიკა