დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 26 აპრილი

© Pixabay / 12019მზის ჩასვლა მთების ფონზე
მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 26 აპრილია, ორშაბათი. მზარდი მთვარე სასწორის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.

დღეს ვარსკვლავების გავლენით გაძლიერდება დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა. დიპლომატიურობა, განსაკუთრებით ზემდგომი პირების მიმართ, არნახულად გართულდება, ხოლო სხვისი ბრძანებების შესრულება პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება. აქედან გამომდინარე, უნდა მოერიდოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც თქვენთვის დავალებების მოცემა შეუძლიათ და უნდა გააკეთოთ ის, რაც მოგწონთ და რისკენაც გული მიგიწევთ.

რა ესაჭიროება ყველაზე მეტად ურთიერთობებში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს>>

ვერძი: დღეს ჩვეულებრივზე მეტად გაგიჭირდებათ საკუთარი აზრების ჩამოყალიბება. ამ აზრების ქაღალდზე გადატანა რომ დაგჭირდეთ, იმდენად გაურკვეველი ფრაზები იქნება, რომ თავად ნოსტრადამუსსაც კი შეშურდება. სამაგიეროდ, შესანიშნავად გაართმევთ თავს ხელით გასაკეთებელ საქმეებს, სადაც გონების ჩართვა არ არის აუცილებელია. აქედან გამომდინარე, ვარსკვლავები გირჩევენ, გააკეთოთ ის, რისი გაკეთებაც მექანიკურად შეგიძლიათ, ან ფიზიკურად იშრომოთ.

საჰაერო ბურთები ცაში - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2020
ზოდიაქოს ხუთი ყველაზე კაშკაშა ნიშანი, რომელთა შეყვარება ძალიან ადვილია

კურო: დილიდან უამრავი საქმე გამოგიჩნდებათ. მოემზადეთ იმისთვის, რომ შეიძლება ერთი წუთითაც ვერ დაისვენოთ. აქ მნიშვნელოვანია, რომ პანიკაში არ ჩავარდეთ და ყველა საქმეს ერთდროულად არ წაეპოტინოთ. ძალა რომ ფუჭად არ დახარჯოთ, იმოქმედეთ მიზანმიმართულად, გაერიდეთ ორომტრიალსა და ქაოსს. ენერგია მაინც არ გეყოფათ იმისთვის, რომ ყველაფერი ერთდროულად გამოგივიდეთ, ამიტომ თანდათანობით, ეტაპობრივად იმოქმედეთ.

ტყუპი: დღეს თქვენი წარმატების გარანტი გახდება უნარი, რომ თვითონ აიღოთ ის, რაც გეკუთვნით. არ ღირს დალოდება, რომ ვინმე უცბად შენიშნავს თქვენს დამსახურებებს და შემხვედრ ნაბიჯს გადმოდგამს. ეს დღე მათთვისაა, ვინც კატეგორიულია და მოქმედებს იმისდა მიუხედავად, გარშემომყოფებს რა შთაბეჭდილება დარჩებათ – მათ შესაძლოა მოეჩვენოთ, რომ მათ ნერვებზე თამაშობთ. მაგრამ რას იზამთ – სამაგიეროდ ხელიდან არ გაუშვებთ იმას რაც ნამდვილად გეკუთვნით და თქვენია.

კირჩხიბი: დღეს საქმეები თითქოს თავისთავად აეწყობა. იმყოფებით ჰარმონიისა და წონასწორობის მდგომარეობაში, პრაქტიკულად ნებისმიერი ამოცანა უპრობლემოდ გვარდება. შესაძლოა, გარშემომყოფებს ისიც კი ეგონოთ, რომ ხელს საერთოდ არ ანძრევთ, მაგრამ სინამდვილეში საქმე ისაა, რომ საკმაოდ კარგად შეგიძლიათ დროის ორგანიზება – მეორეხარისხოვანი საქმეები გვერდზეა გადადებული, ხოლო მნიშვნელოვანს დღის განმავლობაში თანდათანობით გააკეთებთ.

სანაპირო  - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2019
როგორი დასვენება უყვართ ზოდიაქოს ნიშნებს

ლომი: დღეს მრავალი საქმის ერთდროულად გაკეთების უნარი გაქვთ. ხართ ენერგიული, გამჭრიახი გონებითა და სისწრაფით დაჯილდოებული. ამის წყალობით ყველა რეკორდის მოხსნა შეგიძლიათ. გარშემომყოფებს ისღა დარჩენიათ, მხოლოდ შეშურდეთ თქვენი. ნამდვილი იულიუს კეისარი გახდებით – თუნდაც სამ ამოცანას შეეჭიდოთ ერთდროულად, სამივეს შესანიშნავი შედეგებით დააგვირგვინებთ.

ქალწული: დღეს უჩვეული უნარი გექნებათ – პოტენციალი და მოგება დაინახოთ იქ, სადაც სხვები ვერანაირ პერსპექტივას ვერ ხედავენ. ალღოს წყალობით ყველაზე უიმედო და რომ იტყვიან, გადაგდებული პროექტიც კი თქვენ სასარგებლოდ შეგიძლიათ შემოაბრუნოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ეს ნიჭი ყველაზე რთული ამოცანების ასამოქმედებლად გამოიყენოთ. შემდეგ უკვე უფლება გექნებათ, გარშემომყოფების გაოცებული სახეებით დატკბეთ.

სასწორი: უზარმაზარი ენერგიისა და ძალების მოზღვავებას იგრძნობთ. თქვენი სიმტკიცე, შეუპოვრობა და ენერგიულობა შესაშურია. მაგრამ ამავე დროს, მიდრეკილი ხართ უხეშობისკენ, არასწორი ნაბიჯების გადადგმისკენ, თქვენი გადაწყვეტილებები ყოველთვის კარგად მოფიქრებული შეიძლება არ იყოს. სწორედ ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, სანამ რამეს გადაწყვეტთ ასჯერ გაზომოთ და მხოლოდ ამის შემდეგ გადაჭრათ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 15.01.2019
რა უპირატესობა და ნაკლი აქვს ქორწინებას ზოდიაქოს თითოეულ ნიშანთან

მორიელი: ყურადღებით უნდა იყოთ, განსაკუთრებით ციფრებთან, ფულთან, დოკუმენტებთან მუშაობისას. დღეს გონებაგაფანტული ხართ და ამიტომ არის რისკი, რომ რაღაც შეგეშალოთ, ვერ გათვალოთ. ამიტომ რჩევა თქვენთვის ასეთია: იყავით დაკვირვებული და ფრთხილი, წაიკითხეთ ყველაფერი, რაც წვრილი შრიფტითაა დაწერილი და წაიკითხეთ სტრიქონებს შორის აზრიც კი. სხვა შემთხვევაში ვინმე თქვენ მიმნდობ ხასიათსა და უყურადღებობას ბოროტად გამოიყენებს.

მშვილდოსანი: მიუხედავად იმისა, თუ რა ყოფითი თუ პროფესიული გამოცდილება გაქვთ, დღეს მოგეცემათ შანსი, რაღაც ახალი შეიცნოთ. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს თქვენს სამუშაოს, გატაცებას ან ახლო საურთიერთობო წრეს. სწავლა არასდროსაა გვიანი და სწორედ ამისკენ განგაწყობენ ვარსკვლავები. ისინი გირჩევენ, ფართოდ გქონდეთ გახელილი თვალები და გამძაფრებული – სმენა, რათა კარგად აითვისოთ დღეს მოწოდებული ინფორმაცია, რაც თქვენს ცოდნას გაამდიდრებს.

თხის რქა: დღეს ასტროლოგები პარადოქსულ რჩევას გაძლევენ – არ ჩადოთ მთელი გული დ სული იმაში, რასაც აკეთებთ. თუნდაც საქმის დიდი ენთუზიასტი იყოთ, აჯობებს, თუ ავტომატურ რეჟიმში იმოქმედებთ და საქმეებს წმინდა ტექნიკური კუთხით მიუდგებით. საქმე ისაა, რომ თქვენი ნებისმიერი მცდელობა, სრულფასოვნად ჩაერთოთ სამუშაოში, დიდი ალბათობით, არაფერს გააუმჯობესებს, მაგრამ შეიძლება გააფუჭოს – ამან კალაპოტიდან ამოგაგდოთ. ხანდახან სჯობს, უფრო მარტივად შეხედოთთ ყველაფერს.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2018
რა აშინებს ყველაზე მეტად ურთიერთობებში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

მერწყული: ადვილად იპოვით საერთო ენას გარშემომყოფებთან. კომუნიკაბელურობის წყალობით, რომელიც დღეს განსაკუთრებულად მაღალ დონეზეა, შეძლებთ საქმეების მოგვარებას, რომლებზეც სხვა დროს შეიძლება მჭევრმეტყველების მთელი მარაგი დაგეხარჯათ და თან სასურველი შედეგის გარანტიის გარეშე. ასე რომ, დროს უქმად ნუ დაკარგავთ, გაანდეთ თქვენი იდეები სხვებს, მიიღეთ მზარდაჭერის პირობა და ნახავთ, რა ადვილად წაიწევს წინ ყველაზე სერიოზული საქმეებიც კი.

თევზები: შესანიშნავი დღეა ნებისმიერი პროექტის დაწყების ან წინ წაწევისთვის. გაქვთ ძლიერი პოზიციები. გაანდეთ თქვენი გეგმები გარშემომყოფებს და ნახავთ, რამდენი მომხრე გამოგიჩნდებათ. თუ ახალ პროექტს დაიწყებს, საოცარი პერსპექტივები გაჩნდება. გეძლევათ შანსი, რომ საძირკველი ჩაუყაროთ თქვენს მომავალ კეთილდღეობას. ყურადღება გაამახვილეთ ყველაზე მთავარზე და დროს წვრილმანებზე ნუ დახარჯავთ.

ყველა ახალი ამბავი
0