დენდროლოგიური პარკი შეკვეთილში

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 24 აპრილი

143
(განახლებულია 17:25 24.04.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 24 აპრილია, შაბათი. მზარდი მთვარე ქალწულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.

დღეს სასურველისა და საოცნებოს მიღწევის შანსი მაღალია. გაძლიერებული ნებისყოფისა და საკუთარი ინტერესების მშვიდად დაცვის უნარის გამო იდეალური დროა მოლაპარაკებებისთვის, ახალი პროექტების განხილვისა და პრეზენტაციისთვის. ნებისმიერი საქმე, რომელიც სიცხადესა და კონკრეტიკას მოითხოვს, ჩვეულებრივზე მარტივად გაკეთდება.

სახალისო ჰოროსკოპი კარგი განწყობისთვის>>

ვერძი: მიზანსწრაფულობა და კატეგორიულობა დაგეხმარებათ იმის მიღწევაში, რაც სხვებს არ გამოსდით. კარგი დღეა თამამი გეგმების განხორციელებისთვის, დიდი ხნის ჩანაფიქრის რეალიზებისთვის. თუნდაც ყველაფერი ისე არ წავიდეს, როგორც ჩაფიქრებული გაქვთ, განზრახვაზე უარი არ უნდა თქვათ. ბევრი თქვენგანი მიაღწევს თავის ერთ–ერთ ყველაზე სანუკვარ მიზანს. შესაძლებელია შემთხვევითი ნაცნობობა, რომლითაც რომანტიკულ ურთიერთობები შეიძლება დაიწყოს.

კურო: შესაფერისი დღეა რთული ამოცანების გადასაჭრელად. განწყობა სერიოზული გაქვთ, ყურადღებიანი ხართ დეტალების მიმართ, ცდილობთ, რომ არაფერი გამოგეპაროთ მხედველობიდან. ბევრი თქვენგანი სხვისი შეცდომებიდან ბევრ რამეს ისწავლის. ჰარმონიულად ეწყობა ურთიერთობები ახლობლებთან. საღამოს კარგი იქნება, თუ გაისეირნებთ. ასევე იღბლიანი დროა რამის შესაძენად.

ტყუპი: ყური უნდა დაუგდოთ გარშემომყოფების რჩევებს, თუნდაც ფიქრობდეთ, რომ ეს საერთოდ არ გჭირდებათ. ასტროლოგები როგორც ამბობენ, სხვისმა სიტყვებმა შესაძლოა შეცდომებისგან გიხსნათ ან რამე ღირებული იდეა გაგიჩინოთ. ასე რომ, დაუკვირდით ირგვლივ მყოფი ადამიანების რჩევებს, აზრებს, ფრაზებს, იმ ადამიანებისასაც, რომელთა სიბრძნეში ეჭვი გეპარებათ. ნებისმიერმა სიტყვამ შეიძლება შემოქმედებითად დაგმუხტოთ.

კირჩხიბი: ვარსკვლავები გირჩევენ, თქვენი იდეები და განსაკუთრებით, ნოვატორული, თქვენთვის შეინახოთ და არავის გაანდოთ. გარშემომყოფები, დიდი ალბათობით, ამ იდეების არსს ვერ ჩაწვდებიან და შეიძლება მხოლოდ გავნონ. მაგალითად, შესაძლოა, ვინმემ მიიღოს თქვენი იდეა, მაგრამ დამახინჯებულად წარმოადგინოს ის, შედეგზე კი პასუხისმგებელი თქვენ იქნებით. გაუგებრობები რომ თავიდან აიცილოთ, კი გაგიჭირდებათ, მაგრამ სჯობს, დუმილი აირჩიოთ.

ლომი: ასტროლოგები გირჩევენ, ველოსიპედის გამოგონებას შეეშვათ, ბოლოს და ბოლოს, ის დიდი ხნის წინ გამოიგონეს. თუ რამე პრობლემაა, სანამ გადაჭრის საკუთარ ვარიანტს წარადგენთ, ნახეთ, იქნებ ეს საკითხი თქვენამდე სხვებმა უკვე გადაწყვიტეს. სხვისი იდეებით თუ ისარგებლებთ, უამრავ დროსა და ძალას დაზოგავთ. არ არის გამორიცხული, რომ საინტერესო წინადადება შემოგთავაზონ, ასევე რომანტიკული სიურპრიზი მოგიწყონ.

ქალწული: ნამდვილად ღირს, რომ საკუთარი ავტორიტეტის გამტკიცებაზე იფიქროთ. თქვენი მომხიბვლელობა ადამიანების გულებისკენ გზას გახსნის, მაგრამ ამ სიმპათიას საქმით გამტკიცება სჭირდება. დღის განმავლობაში მოგიწევთ იმიჯზე ზრუნვა, ინიციატივის ხელში აღება, საინტერესო იდეის წამოყენება ან გარშემომყოფებისთვის სხვა რამე ნიჭის დემონსტრირება. საღამოს შეგიძლიათ სერიოზული საუბრები სხვადასხვა თემებზე საჭირო ადამიანებთან.

სასწორი: ყველაზე მარტივი საქმეებიც კი დღეს შეიძლება ძლივსძლივობით წაიწიოს წინ. და საქმე მარტო ის კი არაა, რომ თქვენთვის სატანჯველი გახდება საკითხებზე კონცენტრირება, არამედ ისიც, რომ მოულოდნელად, რომ იტყვიან, ცარიელ ადგილზე პრობლემები შეიძლება აღმოცენდეს, ხოლო მათი გამოსწორების მცდელობა, სავარაუდოდ, უშედეგო იქნება. აქედან გამომდინარე, ასტროლოგები გირჩევენ, მოდუნდეთ და დინებას გაჰყვეთ – შედეგი იგივე იქნება, ნერვებს კი დაზოგავთ.

მორიელი: დღეს ერთი სული გექნებათ, რომ გარშემომყოფებს რაღაც ნოვატორული იდეები და გეგმები გაუზიაროთ, მაგრამ ასტროლოგები გაფრთხილებენ, რომ ეს თანდათსანობითა და დიდი სიფრთხილით უნდა გააკეთოთ. ჯერ უნდა მოამზადოთ საზოგადოების აზრი, შემდეგ კი ნაბიჯ–ნაბიჯ მიაწოდოთ ინფორმაცია. სხვა შემთხვევაში არის რისკი, რომ არასწორად გაგიგონ და მხარდაჭერა არ გამოგიცხადონ, მათ შორის, ახლობლებმაც კი.

მშვილდოსანი: ნაყოფიერი დღეა. მოგეცემათ შესაძლებლობა, რომ განამტკიცოთ არსებული კავშირები, შეთანხმდეთ თანამშრომლობაზე ახალ ნაცნობებთან. ზოგიერთი თქვენგანი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც პროფესიული თვალსაზრისით ძალზე წარმატებული იქნება და ახალ პერსპექტივებს გააჩენს. გაქვთ ყველაფრის მოწესრიგების სურვილი – გეგმების, აზრებისა და გრძნობებისაც კი. ეს მხოლოდ წაადგება თქვენს საქმეებს.

თხის რქა: შესაძლოა, დღეს გარისკვის სურვილი გაგიჩნდეთ, მაგრამ ასტროლოგები ამას კატეგორიულად არ გირჩევენ, რადგან თქვენი წარმოდგენა მოვლენებზე რაღაც მნიშვნელოვან ფაქტორებს შეიძლება არ ითვალისწინებდეს, არ იცოდეთ სრული ინფორმაცია, ან ცუდად გქონდეთ გათვლილი ესა თუ ის ვარიანტი. ასევე არაა გამნორიცხული, რომ გარშემომყოფებიდან ვინმემ არასწორი ინფორმაცია შეგნებულად მოგაწოდათ. ამიტომ თქვენი მთავარი წესი დღეს სიფრთხილე უნდა იყოს.

მერწყული: დღეს ის დღეა, როცა თქვენი ინიციატივა დასჯადი შეიძლება აღმოჩნდეს, ან გამოიწვიოს შედეგები, რომლებსაც საერთოდ არ ელოდებოდით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღეს „ჭკუისკოლოფობას“ უნდა შეეშვათ და ეცადოთ, ყურადღების ცენტრში ნაკლებად მოხვდეთ. სჯობს, ქამელეონს დაემსგავსოთ და გარშემომყოფებს შეერწყათ, „თავი არ გამოყოთ“ და არ დაიწყოთ თქვენი იდეების შეთავაზება, თავს მოხვევა, ბოლოს კი რაღაცაში დამნაშავე სწორედ თქვენ აღმოჩნდეთ.

თევზები: დღეს სიტუაციამ შეიძლება გაიძულოთ, რომ ყველას ყველაფერზე თავი დაუკრათ, გაიღიმოთ და თქვათ „დიახ“. სხვათა შორის, ეს გარშემომყოფებზე ჯადოსნურად იმოქმედებს. დაე, თქენი ღიმილი ყოველთვის გულწრფელი არ იყოს, ხოლო სიტყვები – გულიდან წამოსული, სამაგიეროდ შედეგად მოიგებთ და მიიღებთ იმას, რაც გულით გწადიათ. თქვენი ძალისხმევა ნაყოფს გამოიღებს.

143
ირინა გაბრიჩიძე

„გადავწყვიტე მათი სიცოცხლის უკვდავსაყოფად დამეხატა ისინი“- ექიმის თავშესაფარი პანდემიისას

212
(განახლებულია 15:32 06.05.2021)
ირინა გაბრიჩიძე „ევექსის“ მთაწმინდის პოლიკლინიკის ექიმი გახლავთ. პანდემიის დროს, კოლეგების მსგავსად, მასაც დაძაბულ რეჟიმში მოუწია საქმიანობა.

სწორედ მაგ დროს გაიხსენა ბავშვობისდროინელი გატაცება და ხატვა მისთვისაც სულიერ შვებად იქცა...

- ქალბატონო ირინა, ვიცი, რომ სხვადასხვა დროს განსხვავებული პროფესიული ინტერესები გქონდათ...

- ადრეულ ასაკში კოსმონავტობა მინდოდა, რომელიც მაშინვე გადავიფიქრე, როცა გავიგე, რომ კოსმონავტ ქალებს არ ჰყავთ შვილები. ექიმობის სურვილი თინეიჯერობის ასაკში გამიჩნდა, მანამდე ჟურნალისტობა მინდოდა და რომ არ გადამეფიქრებინა, ახლა რესპოდენტის ადგილას ვერ მოვხვდებოდი. ექიმობა ზოგადად, და კონკრეტულად პედიატრობა ბავშვებისადმი განსაკუთრებულმა სიყვარულმა გადამაწყვეტინა. პედიატრად შვიდწლიანი მუშაობის შემდეგ, ოჯახის ექიმად გადავემზადე. ახლა უკვე 14 წელია ბავშვებთან ერთად, მათ მშობლებსა და ოჯახის სხვა წევრებზე ზრუნვა ჩემი მოვალეობაა.

ირინა გაბრიჩიძე
ირინა გაბრიჩიძე

- პრაქტიკული პროფესიული გამოცდილება სად შეიძინეთ?

- ჩემი 21 წლიანი მუშაობის ყველა პერიოდს თავისი ხიბლი ჰქონდა. კარიერის დასაწყისში, მქონდა იმის ბედნიერება, რომ ჭკვიანი ექიმების გვერდით მემუშავა. შემდეგ იყო ნდობის მოპოვება და პაციენტებზე ზრუნვა. ამის მერე კი დაიწყო შემოდგომასავით ყველაზე საინტერესო და წარმატებული პერიოდი სახელად „რასაც დათესავ, იმას მოიმკი“, როცა პაციენტებისგან უდიდეს სიყვარულს და პატივისცემას იღებ. რამდენიმე თვეა „ევექსის“ წარმატებულ გუნდს შემოვუერთდი და ვფიქრობ, ამ გუნდთან გატარებული დრო კიდევ უფრო წარმატებული იქნება. ასე რომ, ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა...

ირინა გაბრიჩიძე კოლეგებთან ერთად
ირინა გაბრიჩიძე კოლეგებთან ერთად

-პაციენტებთან ურთიერთობის დროს თქვენთვის რა არის მნიშვნელოვანი?

-პაციენტთან ურთიერთობისას ჩემთვის მთავარი მისი ჩემდამი ნდობა და სიყვარულია. ბედნიერი ვარ, რომ ამას ყოველდღიურად შევიგრძნობ. როცა პაციენტს ექიმის სჯერა, მკურნალობის შედეგიც არ აყოვნებს. ვფიქრობ, წამალზე არანაკლები სამკურნალო მნიშვნელობა ექიმის სიტყვას აქვს.

ირინა გაბრიჩიძე
ირინა გაბრიჩიძე

- ერთ რიგით, პანდემიურ დღეს ხატვა დაიწყეთ - ეს უცებ მოხდა თუ მას უძღოდა რაიმე ამბავი?

- შარშან პირველი კოვიდ პაციენტის მიღების შემდეგ, ორკვირიან იძულებით თვითიზოლაციაში მომიწია ყოფნა-სახლიდან მოშორებით, დაქირავებულ პატარა ბინაში, სამსახურთან ახლოს. ხატვა მხოლოდ განტვირთვა და სიამოვნება არ იყო, გადარჩენასავით იყო. შემდეგი პერიოდიც განსაკუთრებულ რეჟიმში მომიწია მუშაობა. რაკი სახლში ასაკოვანი მშობლები და პატარა შვილი მყავდა, გადავწყვიტე, ორკვირიან იძულებით მარტოხელობას სამი თვეც მივუმატო. ოჯახის წევრებისთვის საფრთხე რომ არ შემექმნა, მათგან მოშორებით ვიცხოვრო.

ირინა გაბრიჩიძე
ირინა გაბრიჩიძე

- რა თემები და ფერები ჩნდებოდა თქვენს ნახატებზე?

- ამ პერიოდში შექმნილი ნამუშევრები, მიუხედავად დაძაბული ემოციური და ფიზიკური მდგომარეობისა, ფერადი და ხალისიანი გამოვიდა. მათ სწრაფადვე იპოვეს თავისი მფლობელები. ხატვა დავიწყე ნატურმორტებით და პეიზაჟებით, შემდეგ აბსტრაქცია და გრატაჟი მოვსინჯე. მახსოვს, როგორი მოუთმენლობით ველოდი კურიერს, რომელსაც ჩემთვის სახატავი ტილოები და საღებავები უნდა მოეტანა.

ირინა გაბრიჩიძის შემოქმედება
ირინა გაბრიჩიძის შემოქმედება

- ისიც უნდა ითქვას, რომ ხელოვნებისადმი ინტერესი თქვენში ბავშვობაშივე იყო ჩადებული...

- გავიხსენებ ჩემს პირველ შეხებას მხატვრობასთან. ამაზე ფიქრისას გონებაში საბავშვო ბაღის კადრები ამომიტივტივდება ხოლმე: 4-5 წლის პატარა გოგონა ბაღის გამგის ოთახში ზის და უზარმაზარ თეთრ ფურცელზე საბავშვო ბაღის ეზოს ხატავს. შემდეგ იყო თვითმაძიებელი თინეიჯერის გატაცება - „ეტიუდნიკი“ და საღებავები, რომელმაც 2-3 წელი გასტანა. მიუხედავად მოკლე პერიოდისა, მახსოვს ყველა მეგობარს სახლში ჩემი ნახატი ჰქონდა.

ირინა გაბრიჩიძის შემოქმედება
ირინა გაბრიჩიძის შემოქმედება

- რომელი ნახატის შექმნას უძღვის რაიმე საინტერესო ამბავი?

- არ ვიცი რამდენად საინტერესოა, მაგრამ გეტყვით, რომ ეზოში, სადაც პანდემიის დასაწყისში ვცხოვრობდი, ულამაზესი ტიტები ჰყვაოდა. ყოველი მათი დანახვისას დარდად გამიელვებდა ხოლმე -რა ხანმოკლეა მათი ცხოვრება მეთქი... გადავწყვიტე მათი სიცოცხლის უკვდავსაყოფად დამეხატა ისინი.

ირინა გაბრიჩიძის შემოქმედება
ირინა გაბრიჩიძის შემოქმედება

- ხელოვნება თქვენს ძირითად საქმიანობაში როგორ გეხმარებათ?

- ხატვა დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ დასვენების საუკეთესო საშუალებაა. შეიძლება ბანალურად ჟღერს, მაგრამ ჩემთვის ხატვისას დრო ჩერდება და ამ დროის სასიამოვნოდ გატარებას მეორე დღის პროდუქტიულობაში უდიდესი როლი შეაქვს.

ირინა გაბრიჩიძის შემოქმედება
ირინა გაბრიჩიძის შემოქმედება

- აღდგომის დღეებია და ყველას ვთხოვ, რომ მათთვის გამორჩეული აღდგომა გაიხსენოს...

- აღდგომა - თავიდან დაბადებაა, სიცოცხლის იმედი და ზეიმია! ყველაზე ბედნიერად იმ აღდგომის დღე მახსენდება, როცა ჩვენი ოჯახის ყველაზე პატარა წევრი მოინათლა. აღდგომის სიხარულს მაშინ მისი გაქრისტიანებით გამოწვეული სიხარულიც დაემატა. გილოცავთ ყველას, აღდგომის სიხარული არ მოგკლებოდეთ...

ირინა გაბრიჩიძის შემოქმედება
ირინა გაბრიჩიძის შემოქმედება

 

212
სანელებლები

რა საერთო აქვს სუსამბარს, ნარგიზს, იმერულ ზაფრანასა და ქართულ სამზარეულოს

1871
(განახლებულია 17:43 06.05.2021)
„Sputnik–საქართველოს“ ამ რუბრიკაში ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო გოცაძე ქართულ სანელებლებზე მოგითხრობთ.

ბავშვობაში არაერთხელ მითამაშია კარტით, რომელსაც ფლირტი ერქვა. მაშინ სულ მაინტერესებდა, როგორი იყო სუსამბარი და ნარგიზი. ყველა ყვავილი არ მქონდა ნანახი (მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ბოტანიკოსი გავხდებოდი), ვეკითხებოდი სხვებს, პასუხს ვერ ვიღებდი. ახლა კი ზუსტად ვიცი, რომ ეს ორივე ერთისა და იმავე მცენარის სახელია. უფრო მეტიც, ეს მცენარე ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი საუკეთესო სანელებელი — იმერული ზაფრანა, იგივე ხავერდაა.

იმერული ზაფრანა
Flickr
იმერული ზაფრანა

და იგივე იმერული ზაფრანაა (Tagetes petula L.): კაკია, ხაფრანა, ნარგიზი, სუსამბარი, ყვითელი ყვავილი, ყვითელი სურნელი, ხარჩოს ყვავილი, მახმური, მახმურ ჩიჩაგ, ქორთული ზაფანა, ყვინთელი კოჭა, ყვინთელი პირი, ჭითა პირა. სხვა ქვეყნებში ცნობილია როგორც: აქსამიტკა, ბაღის მიხაკი, ანდიკა, მოსკოვური ზაფრანი, შავწარბა, აფრიკული ყვავილი და სხვ.

რთულყვავილოვანთა ოჯახის ერთწლოვანი, მძაფრი არომატის მქონე ბუჩქისებური ფორმის, ბალახოვანი მცენარეა. უხვად შეფოთლილი ღეროებით, ლანცეტა-ხაზური ფოთლებითა და თავაკისებული ყვავილედებით. კაშკაშა შეფერილობის სტაფილოს, ფორთოხლის, ან მურა ფერის ყვავილებით. მცენარის სამშობლოა სამხრეთი და ცენტრალური ამერიკა.

სხვადასხვა შეფერილობის ზაფრანები
© Flickr / Carl Lewis
სხვადასხვა შეფერილობის ზაფრანები

ევროპის ქვეყნებში ხავერდას გვარი გავრცელდა XVI საუკუნის პირველი ნახევრიდან. ლიტერატურული წყაროების მიხედვით, რუსეთსა და კავკასიაში ცნობილია XVIII საუკუნიდან. ხავერდას გვარის 30-ზე მეტი სახეობა და ჯიში, ყვავილების კაშკაშა შეფერილობის გამო, არაერთი საუკუნეა ფართოდ გამოიყენება დეკორატიულ მებაღეობაში. ქართული სამზარეულო კი წარმოუდგენელია იმერული ზაფრანის გარეშე.

ქართული სანელებლები
© Sputnik / Levan Avlabreli
ქართული სანელებლები

მცენარის ლათინური სახელი Tagetes დაკავშირებულია იუპიტერის შვილიშვილისა და გენიის (ნიჭიერების ღმერთი) შვილის ტაგესის სახელთან, რომელიც ცნობილი იყო მომავლის განჭვრეტის უნარით. ეტრუსკების მითოლოგიით,  ხნულში ნაპოვნმა ბავშვმა — ტაგესმა ხალხს განუცხადა სამყაროს მომავალი, ასწავლა მომავლის გამოცნობა და გაქრა ისევე უეცრად, როგორც გამოჩნდა. ღვთაება-ბავშვის ნაამბობი ჩაიწერა ეტრუსკების წინასწარმეტყველურ წიგნებში და გადაეცა თაობიდან თაობას.

ზაფრანის პლანტაცია
© Flickr / M a n u e l
ზაფრანის პლანტაცია

ხავერდას სახელი „შავწარბა“ უკავშირდება უკრაინულ ლეგენდას: ოჯახში დაიბადა სამი ტყუპი ბიჭი, ყავისფერი თვალებითა და მუქი შავი წარბებით, რის გამოც ბიჭებს შავწარბები შეარქვეს. საოცარი ნიჭი აღმოაჩნდათ ბიჭებს, იშვიათ საიუველირო ნაკეთობებს ამზადებდნენ, მთელ უკრაინაში გაითქვეს სახელი. ოჯახს პატარა გოგოც ჰყავდა. ერთ დღეს სოფელს თავს ყაჩაღები დაესხნენ. მიადგნენ შავწარბების ოჯახსაც, ძმების ხელობით აღფრთოვანებულებმა, ბიჭები მძევლად აიყვანეს და უცხო მხარეში გადამალეს. დიდხანს ეძებდა ოჯახი ბიჭებს, მაგრამ კვალს ვერსად მიაგნეს. გავიდა წლები. გაიზარდა გოგო, გადაწყვიტა ძმების მოძებნა. დიდი ხნის შემდეგ მათ კვალს მიაგნო. უამბეს, ბოროტი ხანი როგორ აწამებდა ძმებს. აიძულებდა ემუშავათ, თუმცა სამივე შეუპოვრად ამტკიცებდა, რომ ნიჭის გამოვლენა საკუთარი სახლის გარეთ არ შეეძლოთ. ხანის ბრძანებით, სასიკვდილოდ ნაცემი ძმების სხეულები სტეპებში გადაყარეს. მონახა გოგომ ძმების ძვლები და ტანისამოსი, წამოიღო სახლში და ბაღში დამარხა. საფლავზე ცოტა ხანში მათთვის უცხო, ულამაზესი ყვავილები გაიშალა. ყვავილს შავწარბა დაარქვეს. ხავერდა ძალიან უყვართ უკრაინაში. დღემდე ეს მცენარე საკუთარი კერიის სიმბოლოდ ითვლება.

ზაფრანა ფართოდ გამოიყენება დეკორატიულ მებაღეობაში
© Flickr / Kai Schreiber
ზაფრანა ფართოდ გამოიყენება დეკორატიულ მებაღეობაში

ხავერდას ყვავილებს მაგიურ თვისებებსაც მიაწერენ. ყვავილებისგან წნავენ გვირგვინებს ბედის მოსაზიდად. ითვლება, რომ ყვავილი ამძაფრებს საპირისპირო სქესის მიმართ სასიყვარულო ინტერესს, ვნებას. სახლიდან დევნის ბოროტ ძალებს, იცავს ავი თვალისგან. ერთ-ერთი სახალისო მაგიური თვისება — მოულოდნელი სტუმრისგან დაცვაა. თუ გსურთ თქვენი საიდუმლო პაემნის შესახებ ვერავინ შეიტყოს, საკმარისია ფანჯრის რაფაზე, ან შემოსასვლელ კართან დადგათ თაიგული, უდროოდ მოსული სტუმარი ყვავილის დანახვაზე მნიშვნელოვან საქმეებს გაიხსენებს და უკან გაბრუნდება. ჩინეთში ხავერდა დღეგრძელობის სიმბოლოდ მიიჩნევა, და მას ათი ათასი წლის ყვავილებს უწოდებენ. ინდუიზმის მიმდევრებში ეს ყვავილი გაიგივებულია კრიშნასთან. ხავერდას ყვავილებით ეროვნული დღესასწაულების დროს აკეთებენ გირლანდებს, გვირგვინებს, იყენებენ სალოცავების მოსართავად.

ზაფრანის გირლიანდები ცენტრალური აზიის ქვეყნებში რელიგიური რიტუალების განუყოფელი ნაწილია
© Flickr / Wonderlane
ზაფრანის გირლიანდები ცენტრალური აზიის ქვეყნებში რელიგიური რიტუალების განუყოფელი ნაწილია

ძველი ქრისტიანები ხავერდას ყვავილებს ოქროს მონეტების სიმბოლოდ თვლიდნენ და ტრადიციულად ღვთისმშობლის ხატებს მისი ყვავილებით რთავდნენ. ლეგენდის მიხედვით, წმინდა მარიამსა და მის მეუღლე იოსებს ეგვიპტეში გაქცევის დროს ქურდების ამალა აეკიდა. წაართვეს საფულე, საფულიდან კი ფულის ნაცვლად ხავერდას ყვავილები გადმოიფანტა.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური წყაროების მიხედვით, ეს ულამაზესი მცენარე „განათლებულმა მსოფლიომ“ მხოლოდ ამერიკის აღმოჩენის შემდეგ იხილა, ზემოთ მოხსენიებული ლეგენდები მოწმობს, რომ ხავერდას მანამდეც საკმაოდ კარგად იცნობდნენ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის ჩვენს სამშობლოშიც.

რაც შეეხება სამკურნალო თვისებებს, იმერული ზაფრანას ქიმიური შემადგენლობა ბოლომდე არ არის შესწავლილი. მცენარე მდიდარია ეთერზეთებითა და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, რის გამოც იმერული ზაფრანას ყვავილებს ხალხურ მედიცინაში ფართო გამოყენება აქვს. ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებიდან მასში უხვადაა: ეთერზეთები, ალკალოიდები, გოგირდის შემცველი ნაერთები, ორგანული მჟავები, კეტონები, ტერპენები, მაკრო- და მიკროელემენტები, ვიტამინები და საღებავები.

შარდმდენი, ოფლმდენი, ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული, ორგანიზმის გამაჯანსაღებელი, პარაზიტების საწინააღმდეგო, ნაღველმდენი, ანტისეპტიკური და მატონიზირებელი თვისებების წყალობით მცენარე ფართოდ გამოიყენება საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებების სამკურნალოდ. აღადგენს ნაწლავის ფლორას, აიოლებს ცილოვანი საკვების მონელებას, ხელს უშლის მავნე აირების დაგროვებას ნაწლავებში, აუმჯობესებს ღვიძლის უჯრედების სტრუქტურას, ხელს უწყობს ნაღვლის ბუშტიდან კენჭების გამოდევნას, ეფექტურია შეკრულობისას. აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას. რესპირატორული დაავადებების, მათ შორის ჰაიმორიტის და ბრონქიტის დროს ყვავილების ნახარშის ინჰალაცია ხელს უწყობს სასუნთქი გზებიდან ლორწოს გამოდევნას.

კანის სხვადასხვა გაღიზიანების, დამწვრობის, წყლულოვანი გამონაყარის, ნაწოლების სამკურნალოდ, ასევე ქუსლებსა და მუხლებზე გაუხეშებული კანის დასარბილებლად ეფექტურია ზეთის გამოყენება. მალამო ამსუბუქებს კუნთების დაჭიმულობით გამოწვეულ ტკივილსა და სიმძიმეს ფეხებში. ამსუბუქებს ფუტკრის და კრაზანის ნაკბენით გამოწვეულ ტკივილს.

ხავერდაში შემავალი საღებავი ნივთიერებები გამოიყენება საკონდიტრო, სპირტის, საპნის, პარფიუმერული და კოსმეტიკური საშუალებების წარმოებაში.

ფართო გამოყენება აქვს იმერული ზაფრანას ეთერზეთებს არომათერაპიაში ნერვოზებისა და დეპრესიის სამკურნალოდ, როგორც სედატიური და მასტიმულირებელი საშუალება. ამშვიდებს ნერვული აშლილობით გამოწვეულ გაღიზიანებას და ამაღლებს გუნება-განყობას.

იმერული ზაფრანა მებაღეების საყვარელ ყვავილად იქცა
© Flickr / Enrico Giubertoni
იმერული ზაფრანა მებაღეების საყვარელ ყვავილად იქცა

ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი იმერული ზაფრანა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ქართული სამზარეულო, დეკორატიულ მებაღეობაში ხუთ საუკუნეზე მეტია გამოიყენება ხალიჩების, კლუმბების, რაბატების დასამშვენებლად. ყვავილების კაშკაშა პალიტრა შთამბეჭდავ იერს ანიჭებს ყვავილნარებს. გამოირჩევა ხანგრძლივი ყვავილობით, გამძლეა მავნებელ-დაავადებების მიმართ და განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს. ნიადაგის მიმართ ნაკლებ მომთხოვნია. გამოყოფს ფიტონციდებს და იცავს გარშემო არსებულ კულტურებს მთელი რიგი მავნებლებისგან. სასურველია სხვადასხვა კულტურების რიგთაშორის ხავერდას დარგვა. იქ, სადაც ეს მცენარე ხარობს, მნიშვნელოვნად მცირდება მიწის ნემატოდების, ცხვირგრძელების, კომბოსტოს თეთრულას, ხახვის ბუზის, ხოჭოებისა და სხვა მავნებლების რიცხვი. ხავერდას ნაყენი გამოიყენება ტკიპების წინააღმდეგ დეკორატიული და ხეხილოვანი კულტურებისთვის. დარგვის წინ დეკორატიული და ბოსტნეული კულტურების დამუშავება ხავერდას ნაყენით იცავს მათ მიწისქვეშა ნაწილებს ფუზარიოზისა და ლპობის გამომწვევი სოკოებისგან. ამ თვისების წყალობით ეს მცენარე მებაღეების საყვარელ ყვავილად იქცა.

1871
თემები:
ქართული სამზარეულო
რუსუდან კერვალიშვილი

კერვალიშვილი: როცა საპატიმროში შევედი, მაია დავინახე, კუთხეში იჯდა

0
(განახლებულია 17:02 06.05.2021)
ყოფილი დეპუტატი, სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტ გრუპის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი იხსენებს საპატიმროში დასთან, მაია რჩეულიშვილთან შეხვედრის მომენტს.
კერვალიშვილი: როცა საპატიმროში შევედი, მაია დავინახე, კუთხეში იჯდა
„საპატიმროში შესვლა ჩემთვის განსაკუთრებული განცდა იყო -  ჩვენი ოთახის კუთხეში იჯდა მაია. როდესაც კარები დაიხურა, მომეცა საშუალება, მასთან მივსულიყავი. ამას ვნატრობდი მთელი 9 თვის განმავლობაში. მაიას წინაშე დანაშულის შეგრძნება მქონდა, რადგან ჩვენ ერთად ვაკეთებდით საქმეს. პირველი შეგრძნება მქონდა ასეთი - „მაია, მე მოვედი, ჩვენ ერთად ვართ“. მაია დაფეთებული დამხვდა, მოულოდნელი იყო მისთვის ჩემი დაკავება“, -ამბობს კერვალიშვილი.

დებს – სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტ გრუპის“ დამფუძნებლებს რუსუდან კერვალიშვილსა და მაია რჩეულიშვილს  2004–2009 წლებში ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88"-ის მენაშენეთა თანხებიდან 11 მლნ ლარის მითვისებისთვის  4–4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. კერვალიშვილი 2017 წლის 31 მარტს სასამართლო დარბაზში დააკავეს. რჩეულიშვილი კი იმ დროისთვის უკვე პატიმრობაში იმყოფებოდა სხვა საქმეზე – აჭარაში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისას თანხების მითვისებაზე.

კერვალიშვილმა ოთხწლიანი სასჯელი სრულად მოიხადა და პენიტენციური დაწესებულება მიმდინარე წლის 30 მარტს დატოვა.

0