დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 22 აპრილი

© Pixabay / Erik_Karitsპეპელა
პეპელა - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 22 აპრილია, ხუთშაბათი. მზარდი მთვარე ლომის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.

დღის მთავარი თემა ფული და მასთან დაკავშირებული ყველა საკითხია. ასტროლოგები გვაფრთხილებენ, რომ დღეს ნებისმიერ მაღაზიაში, თუნდაც პურის საყიდლად შესვლა, შესაძლოა, დიდი სავსე ჩანთებითა და შეთხელებული საფულით გამოსვლას ნიშნავდეს. არარეკომენდებულია ნებისმიერი ფინანსური ოპერაციის ჩატარება, დიდია დანაკარგის რისკი. სამაგიეროდ, კარგი დღეა იმ უკვე დაგეგმილი საქმის განხორციელებისთვის, რომელიც არანაირ რისკს არ მოიაზრებს. სწავლა, სახლის მოწყობა, შემოქმედება – ეს ყველაფერი წარმატებას მოიტანს.

ჭირვეული ორსულები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ვერძი: ურთიერთობებისთვის საკმაოდ ხელსაყრელი დღეა. კარგად წარიმართება შეხვედრები ადამიანებთან, მათტანაც კი, ვისაც პირველად ნახავთ. ახალი ნაცნობობა შეიძლება მომავალი მეგობრობის დასაწყისიც გახდეს. დღის პირველი ნახევარი საქმეებში წარმატებების მიღწევის შანსს იძლევა, ხოლო მეორე ნახევარი – დასვენებისა და ძალების აღდგენის. ასევე ეს დრო მშვენივრად მიესადაგება შემოქმედებით საქმიანობას.

ქვებზე დადებული გასაღები - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2019
ვინ იყავით წინა ცხოვრებაში, ანუ რას გვიამბობს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს კარმაზე

კურო: შესანიშნავი დღეა ახალი წამოწყებებისთვის. რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, პრაქტიკულად ყველაფერი დროთა განმავლობაში წარმატებებს გპირდებათ. შეგიძლიათ თამამად დააწყოთ გეგმები, წინ წაწიოთ ახალი პროექტი, დაისახოთ ახალი მიზნები. ერთადერთი, რამაც შეიძლება ხელი შეგიშალოთ, ეს ღვარძლიანი კრიტიკაა, რომელსაც ყურადღება არ უნდა მიაქციოთ, რადგან ასეთ შემთხვევაში შეიძლება საკუთარ თავში ეჭვი შეგეპაროთ და თავდაჯერებულობა დაკარგოთ.

ტყუპი: გაგიჭირდებათ ერთ ადგილზე ჯდომა. თქვენი ენერგია გამოსავალს ეძებს და ცხოვრების გამრავალფეროვნების ნებისმიერ შანსს ხავსივით ეჭიდება. შესაძლოა, მოგონილი მიზეზით სადმე გაემგზავროთ, ან ჩაებათ პოლემიკაში, ოღონდ ყველაფერი ისე არ იყოს, როგორც ჩვეულებრივ დღეებშია. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა რომანტიკული პაემნისთვის, ასევე თქვენთვის საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობებისთვის.

კირჩხიბი: დღევანდელი დღე შესანიშნავ შანსს გაძლევთ გამდიდრების თუ არა, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მაინც. დღის განმავლობაში მოსალოდნელია ფულთან დაკავშირებული ნებისმიერი სიურპრიზი: პრემია გაწეული შრომისთვის, უკან დაბრუნებული ვალი, საჩუქარი ან, თუნდაც, ოქროს გორა პერსპექტივაში. თუ ჩაფიქრებული გაქვთ უფრო შემოსავლიანი სამსახურის ან თანამდებობის პოვნა, ეს დღეს სწორედ რომ ამისთვისაა შესაფერისი.

მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2019
მამაკაცთა გულთამპყრობელი ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ლომი: დღეს ამაღლებულ, პოზიტიურ განწყობაზე ხართ და ამის წყალობით თქვენი საქმეები მშვენივრად წარიმართება. შესანიშნავად გაუმკლავდებით როგორც მონოტონურ სამუშაოს, ისე პროექტებს, რომლებიც ანალიზსა და კრეატიულ დამოკიდებულებას მოითხოვს. შინაგანი ჰარმონიის მდგომარეობაში შეგიძლიათ ჩვეულებრივზე ბევრად მეტი საქმის გაკეთება და ამასთან, არანაირ დაღლილობას არ იგრძნობთ.

ქალწული: დღეს თქვენი შრომისთვის მოულოდნელი ჯილდო გელოდებათ. ეს შეიძლება იყოს ხელმძღვანელობის მადლობა, კარიერული წინსვლა ან საჩუქარი საყვარელი ადამიანისგან. შესაძლებელია ასევე სასიამოვნო მოვლენების სხვა ვარიანტებიც: დაბრუნებული ვალი, დაუგეგმავი მოგება, მივლინება სადმე ეგზოტიკურ ქვეყანაში და სხვ. მოკლედ, დღეს ფორტუნა გაგიღიმებთ. არ არის გამორიცხული, რომ ეს დღე თქვენს ცხოვრებაში ახალი დადებითი მომავლის ათვლის წერტილი გახდეს.

სასწორი: რთული დღე გელოდებათ. მოვლენები შეიძლება სულაც არ განვითარდეს ისე, როგორ ელოდებოდით და გეგმავდით. რაღაც მომენტში შესაძლოა ინიციატივა ხელიდან გაგეშვათ და სიტუაციაზე კონტროლი დაკარგოთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს ან ცუდი მომზადების ან არასაკმარისი ინფორმაციის ბრალია. თუ გსურთ, რომ საქმეები სულ არ „ჩაგიფლავდეთ“, დღეს მხოლოდ იმ საქმეებსა და პროექტებს უნდა მოჰკიდოთ, რომლებშიც მხოლოდ ასი პროცენტით ხართ დარწმუნებული.

სანაპირო  - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2019
საუკეთესო მეგობრები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ტოპ-ხუთეული

მორიელი: დღეს აჯობებს, თუ დაიწყებთ პროექტს, რომელსაც უკვე დიდი ხანია, ამზადებთ. ამასთან, შესაძლოა, სწორედ დღეს მიიღოთ რაღაც პოზიტიური ინფორმაცია, რომელიც პროექტის უახლოეს მომავალში დაწყების ბიძგს მოგცემთ. ეს შეიძლება იყოს თანხის მიღება, აუცილებელი კონტაქტები, ახლობლების თანხმობა... უნდა გამოიყენოთ ეს შანსი, რომ პროექტი, ბოლოს და ბოლოს, აამუშაოთ.

მშვილდოსანი: ასტროლოგები გაფრთხილებენ, რომ დღეს დიდია ალბათობა იმისა, რომ რაღაც ჭორებს შეეჯახოთ, რაც ნეგატიურად აისახება თქვენს კარიერაზე, სტატუსზე ან ცხოვრების დონეზე. თანაც, შესაძლოა, არა მხოლოდ ამ ჭორების მსხვერპლი გახდეთ, არამედ დაზარალდეთ იმის გამოც, რომ თავად ავრცელებთ ამ ხმებს. უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად თქვენი მოსაზრებები გარშემომყოფებზე თქვენთვის უნდა შეინახოთ, ხოლო სხვების ნათქვამს კარგად უნდა დაუგდოთ ყური, რათა ჭორის გავრცელების წყარო იპოვოთ.

თხის რქა: დღეს არის ალბათობა იმისა, რომ სხვის წარმატებებზე იეჭვიანოთ და საკუთარმა წარუმატებლობამ იმედი გაგიცრუოთ. შესაძლოა, გრძნობთ, რომ თქვენი საქმეები შეჩერდა, წინ ვეღარ მიიწევს. ასტროლოგები გირჩევენ, რომ შეწყვიტოთ აქეთ–იქით ყურება და საკუთარ საქმეს მიხედოთ. გაიხსენეთ წარსული წარმატებები, ის გრძნობები, რომელიც მაშინ დაგეუფლათ. ეს სტიმულს მოგცემთ მომვალი გამარჯვებების, ასე რომ, განაგრძეთ გზა ისე, რომ გარშემომყოფებს საერთოდ არ უყუროთ.

საქორწინო ბეჭდები - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2019
თუ ქორწილს გეგმავთ: საქორწინო ჰოროსკოპი

მერწყული: დღეს თქვენი მამოძრავებელი ძალა ჯანსაღი კონკურენცია გახდება. ეს გრძნობა შეიძლება გაგიჩნდეთ კოლეგების, მეგობრებისა თუ ახლობლების წარმატებებიდან გამომდინარე. მთავარი ისაა, რომ ეს ბიძგს მოგცემთ და გაიძულებთ, რომ ჩვეულებრივზე უფრო ენერგიულად იმოქმედოთ. ამასთან, აზარტში შესულებმა შეიძლება გადადგათ ნაბიჯი, რომელსაც სხვა დროს ვერ გაბედავდით. რამდენად იქნება ეს რისკი გამართლებული, ამას მომდევნო დღეს შეიტყობთ.

თევზები: დღეს კონფლიქტზე ხართ განწყობილი, ყოველ შემთხვევაში, გარშემომყოფებს ასე  მოეჩვენებათ. ერთი მხრივ, ვერ მოითმენთ სხვების ჩარევას თქვენ საქმეებში და მეორე მხრივ, ყველას აკრიტიკებთ გარშემო და დაუკითხავ რჩევებს აძლევთ. თავად, ამავდროულად, დარწმუნებული ხართ, რომ ამას საქმის სასიკეთოდ აკეთებთ. ეს, შესაძლოა, მართალის აღმოჩნდეს ზოგიერთ საკითხში, მაგრამ რაც შეეხება სიმშვიდესა და ნერვებს – რა მოგახსენოთ...

ყველა ახალი ამბავი
0