დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 16 აპრილი

© Facebook / Tours in Tushetiგველეთის ჩანჩქერი
გველეთის ჩანჩქერი - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 16 აპრილია, პარასკევი. მზარდი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.

დღეს მომატებულია სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ, ადამიანები მზად არიან, ნებისმიერ ფასად დაიცვან თავიანთი ინტერესები. წინა პლანზე გამოდის ისეთი თვისებები, როგორიცაა დამოუკიდებლობა, სიმტკიცე, კატეგორიულობა, ქედუხრელობა. აქედან გამომდინარე, ირგვლივ მყოფებისგან დათმობაზე წასვლის ლოდინი არავის უნდა ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, რეკომენდებულია დამოუკიდებელი პროექტების კეთება, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებებს და არავიზე არაა დამოკიდებული.

როგორ ბერდებიან ზოდიაქოს ნიშნები>>

ვერძი: გარშემომყოფებმა, შესაძლოა, რამე კამათში, საკითხის უაზრო განხილვაში ან კონფლიქტში ჩაგითრიონ. არ არის გამორიცხული, ისიც კი იგრძნოთ, რომ ვიღაც თქვენი ემოციებით იკვებება, როგორც ენერგეტიკული ვამპირი. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაეცალოთ სიტუაციას, სადაც არაკომფორტულად იგრძნობთ თავს, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოწურულ ლიმონს დაემსაგვსებით. ასე მოახერხებთ, რომ ვამპირები კისერზე არ დაისვათ და მათ ფეხქვეშ ნიადაგს გამოაცალოთ.

ავიასანახაობა ნატახტრის ცაზე - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2018
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის იდეალური ასაკი ქორწინებისთვის

კურო: დღეს თქვენი წარმატების გარანტი სიმტკიცეა. შეგიძლიათ გადადგათ თამამი ნაბიჯი, ოღონდ ერთადერთი პირობით – ეს ნაბიჯი კარგად უნდა იყოს გათვლილი და მოფიქრებული. ასე რომ, თუ გაქვთ გეგმა, რომლის განსახორციელებლად სითამამე არ გყოფნიდათ, შეგიძლიათ დაიწყოთ მოქმედება. ცუდი იქნება, თუ სპონტანურად, წამიერი სურვილს ან ემოციის გავლენით დაიწყებთ საქმეს. ამის გამო სერიოზული შეცდომები შეიძლება დაუშვათ.

ტყუპი: თქვენ და დელიკატურობა დღეს ერთმანეთისგან ძალიან შორს იქნებით. გაქვთ სურვილი, რომ ყველაფერი, რაც საჭიროდ მიგაჩნიათ, გარშემომყოფებს პირში მიახალოთ. ამასთან, თქვენი ლოგიკა მარტივი იქნება – „თქვენზე უკეთესად ვიცი“, „ჩემი აზრი სწრორია“. ასეთი საქციელი კონფლიქტის სათავე რომ არ გახდეს, სჯობს, თქვენი დაუცხრომელი ვნებანი მშვიდობიან კალაპოტში მიმართოთ, ისეთ საქმეებში, სადაც ირგვლივ მყოფნი „ფეხებში არ მოგებლანდებიან“.

კირჩხიბი: აჯობებს, თუ უფროსობას დღეს თვალში არ მოეჩხირებით. აქ საუბარი შეიძლება იყოს არა მხოლოდ ხელმძღვანელ პირებზე, არამედ, სხვა ადამიანებზეც, რომლებზეც რაღაცით ხართ დამოკიდებული ან რომელთაც თქვენზე გავლენა აქვთ, მაგალითად მშობლებზე, საყვარელ ადამიანზე, მეგობრებზე... დღემ რომ ექსცესების გარეშე ჩაიაროს, თქვენსა და გარშემომყოფებს შორის მომხიბვლელობისა და იუმორის „ტყვიაგაუმტარი“ ფარი უნდა აღმართოთ.

თავისუფლება - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2020
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს უმართლებს მოწიფულობისას

ლომი: მოემზადეთ იმისთვის, რომ დღეს საკუთარი ინტერესების დაცვა მოგიწევთ. საუბარი შესაძლოა იყოს სასამართლო გარჩევაზე, ფულთან დაკავშირებულ დავაზე ან თქვენი მისამართით სხვაგვარ ბრალდებებზე. თანაც, ნაკლებსავარაუდოა, რომ ამ დავიდან გამარჯვებული გამოხვიდეთ და შეძლოთ გარშემომყოფებისთვის თქვენი სიმართლის დამტკიცება. თუნდაც ხელთ რკინისებრი არგუმენტები გეკავოთ, აჯობებს, ცოტა ხანი დაიცადოთ და მტკიცე არგუმენტები სხვა დროს აჩვენოთ, როცა ვარსკვლავები გამარჯვების მეტ შანსს მოგცემენ.

ქალწული: მოქმედების დრო დადგა. გეგმა რამდენიც უნდა შეადგინოთ, ერთ დღეს მათი განხორციელებაც უნდა დაიწყოთ. შესაძლოა, აქამდე ვერ გადაწყვიტეთ რამე პროექტის რეალიზება, ვინმეს გრძნობებში ვერ გამოუტყდით, ან ვერ შეიძინეთ რაღაც საოცნებო ნივთი. დღეს ძალიან კარგი დღეა იმისთვის, ძალა მოიკრიბოთ და ნაბიჯი გადადგათ. და თუნდაც წინ დიდი გზა გელოდეთ, საშიში არაფერია – ყველა გზა პირველი ნაბიჯით იწყება.

სასწორი: დღეს გაქვთ შანსი, რომ რაღაც შეცდომა გამოასწოროთ. ეს შესაძლოა, ეხებოდეს ყოფით საკითხებს, სამუშაოს ან ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებს. რა თქმა უნდა, რთულია, გარშემომყოფებს გამოუტყდეთ, რომ რაღაც შეგეშალათ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ხომ ყველა ადამიანი უშვებს შეცდომებს? თუ დღეს აღიარებთ, რომ რომელიმე საკითხში არ იყავით მართალი, არ ინანებთ – მხრებიდან დიდ ტვირთს მოიშორებთ და სამაგიეროდ, წინ ახალი პერსპექტივები გამოჩნდება.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2019
როგორი მამები არიან ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი: დღეს მზად ხართ აჩვენოთ, რომ უკომპრომისო ბრძოლა შეგიძლიათ. მრისხანება არ ასცდება მას, ვინც თქვენთვის გზაზე გადაღობვას შეეცდება. ასევე დაიცავთ თქვენი მეგობრებისა თუ უსამართლოდ დაჩაგრულების უფლებებს. ასეთი კატეგორიული განწყობით, ერთი მხრივ, ოპონენტების „მიწასთან გასწორება“ შეგიძლიათ, მაგრამ, მეორე მხრივ, საღამოს შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ახალი მტრები ან მეგობრები შეიძინეთ.

მშვილდოსანი: ასტროლოგები გირჩევენ, დღეს არ იაროთ მიხევულ–მოხვეული გზებით იქ, სადაც პირდაპირ, ყველაზე მოკლე გზით წასვლა შეიძლება. დღეს თქვენი სტრატეგია ძალზე მარტივი უნდა იყოს: არანაირი ეშმაკობა, მოტყუება, რამის დამალვის მცდელობა. გულწრფელობა და პატიოსნება ცხოვრების ყველა სფეროში დაგეხმარებათ – მეგობრობაშიც, სამუშაოზეც, სიყვარულშიც. თუ პრობლემები გაქვთ, თქვით ამის თაობაზე. თუ რამის მიღწევა გსურთ, ხმამაღლა განაცხადეთ. მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზანი თქვენ წინაშე ახალ შესაძლებლობებს გახსნის.

თხის რქა: ნებისმიერი წვრილმანი დღეს თქვენ თვალში შეიძლება სპილოდ იქცეს. ამის გამო გაგიჭირდებათ პრიორიტეტების განაწილება – რომელი საქმეა პირველ რიგში გასაკეთებელი და რომლის გადადება შეიძლება. ყველა საკითხი ერთნაირად მნიშვნელოვნად მოგეჩვენებათ. შედეგად, რამდენიმე კურდღელს ერთდროულად გამოედევნებით და შედეგი იცით – ვერც ერთს ვერ დაიჭერთ. გაითვალისწინეთ ასტროლოგების რჩევა – ადამიანების ბედნიერება თავისუფლებასა და დისციპლინის სადღაც შუაშია. ცოტაოდენი დისციპლინა ფიქრისას და საქმეების კეთებისას ნამდვილად არ გაწყენთ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2019
ასტრორეიტინგი: ზოდიაქოს ყველაზე კეთილი ნიშნები

მერწყული: დღეს შეიძლება თქვენდაუნებურად ვინმეს აწყენინოთ. განწყობა გაქვთ იმგვარი, რომ ჯერ აკეთებთ და მერე ფიქრობთ. ემოციებს აყოლილმა, შესაძლოა, ვინმეს საიდუმლო გათქვათ ან თანამოსაუბრეს არცთუ სასიამოვნო სიმართლე პირში მიახალოთ. გაუგებრობები რომ თავი8დან აიცილოთ, აჯობებს, თუ სახლიდან გახვალთ და ისეთ ადგილს ეწვევით, სადაც არავის სცალია ერთმანეთთან სასაუბროდ – ყველა ერთობა, ცეკვავს და მუსიკა ჟღერს ბოლო ხმაზე.

თევზები: დღეს სიფრთხილე გმართებთ ურთიერთობებში, განსაკუთრებით ახლობელ ადამიანებთან. ზედმეტად კრიტიკული შეიძლება იყოთ ისეთ შემთხვევებშიც კი, როდესაც ფაქიზი დამოკიდებულებაა საჭირო. ახლობლებთან ურთიერთობები რომ არ გაიფუჭოთ, ეცადეთ, არ გამოთქვათ თქვენი უკმაყოფილება, არ შეეხოთ მტკივნეულ და დელიკატურ თემებს. პრობლემას მაინც ვერ გადაჭრით, მისი გამწვავება კი თავისუფლად შეგიძლიათ.

ყველა ახალი ამბავი
0